36.
დრო გადიოდა.
პედიატრი ლამარა, აღარც ზედმეტად ერეოდა მაკას შავ-ბნელ საქმეებში და არც არავის უშლიდა
ხელს. მუყაითად შრომობდა და სხვებსაც ეხიდებოდა შრომაში. მალე საკმაოდ კარგი, ჭკვიანი
და გულისხმიერი პედიატრის სახელიც კი მოიპოვა.
მაკა ექიმმაც ოდნავ მოადუნა ყურადღება, თუმცა მისი მზაკვარი გუნდი, მაინც სასტიკად ჰყავდა გაფრთხილებული, რომ ასი თვალი და ასი ყური უნდა ჰქონოდათ გამობმული და ეს მარტო, იმ ერთ პედიატრს არ ეხებოდა. ლამარას გარდა, სხვების მიმართაც უფრო ფხიზლად უნდა ყოფილიყვნენ. ყველგან და ყველაფერში ახლა უფრო მეტი სიფრთხილე იყო საჭირო.
ლარას შვილის ამბავზე გამოძიებას, ჯერ კიდევ არ ჰქონდა ოფიციალური სახე, მაგრამ დეტექტივი ყველგან დაძვრებოდა და სადაც კი ხელი მიუწვდებოდა, ყველგან ყველაფერს ქექავდა და ათასგვარი ჩანაწერების ასლს აგროვებდა. მერე რაღაც პერიოდში ერთხელ ლარას ოჯახის წევრებთან ერთად არჩევდნენ ამ ყველაფერს. საქმის კურსში, უკვე ლარას, უცხოეთში გადახვეწილი დაც იყო ჩართული. ლარა გაოგნებული შეჰყურებდა თავის უახლოეს ნათესავებს. ასეთი ერთობა და გვერდში ამოდგომა, არასდროს უგრძვნია ოჯახიდან. ყოველთვის ცივი, ერთმანეთის მიმართ გულგრილნი და თავ-თავიანთ საქმეებში ჩაფლულ ოჯახის წევრებს, ერთურთისთვის არასდროს ეცალათ. ახლა კი, პირიქით. ყველა სათითაოდ ცდილობდა, რომ რაღაც მონაწილეობა მაინც მიეღო და ბოლოს და ბოლოს, ლარას ბავშვის ამბავზე, რაღაც სიმართლე მაინც გაეგოთ.
- აბა, გადავხედოთ, ბოლო დროინდელ ინფორმაციებს და ცოტა მაინც წავიწიოთ წინ. - ბრძანების კილოთი აღნიშნა მამამ.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა და ყველა დეტექტივს მიაჩერდა.
- გისმენთ, ყმაწვილო! - ჩვეული სიმკაცრითა და გულგრილობით მიმართა დედამ.
დეტექტივმა უხმოდ დაუქნია თავი. თუმცა საუბარი, როგორ და საიდან დაეწყო, ჯერ ვერ გადაეწყვიტა, რადგან უკვე ყველაფერი ბევრჯერ ჰქონდა მოყოლილიც და განსჯილიც.
- სჯობს, სულ თავიდან დაიწყო! - მონიტორიდან უცხოეთიდან ჩართული ლარას დის ხმაც გაისმა. – სულ ნაწილ-ნაწილ ვისმენ და იქნებ, ერთხელ მაინც თანმიმდევრობით და დალაგებულად მაინც მომიყვეთ.
- ჰო! თავიდან სჯობს! - კვერი დაუკრა მამამ. - თავიდან, თორემ ისევ ერთი და იმავეს ვუბრუნდებით და წინ ვერ მივდივართ.
- ჰოდა, სრულიად შესაძლებელია, რომ მართლაც რამე ისეთიც გამოგვრჩა და მაშინვე არ მივაქციეთ ყურადღება. - ახლა ძმამ შეაგულიანა.
- მერე გისმენთ! დაიწყეთ იქიდან. - კვლავ ჩაერთო და. - საიდან და როგორ გაჩნდა ასეთი ეჭვი, რომ ბავშვი, შეიძლება ცოცხალიც იყოს!
- საკმაოდ ბევრ ამბავს მოვკარი ყური, გინდაც სამშობიაროში და გინდაც მის გარეთაც. - დაასწრო ლარამ დეტექტივს. - რაღაცნაირად მეც გამიჩნდა ეჭვი და ცოტაც, იმედიც კი მომეცა. ამიტომაც, გამოვითხოვე ყველა ის საბუთი, რაც იმ პერიოდს შეეხებოდა და როცა აღმოჩნდა, რომ ყველა ამ დოკუმენტებს, ყველაზე მთავარი, დაბადების მოწმობა არ ახლდა თან, სწორედ ამან უფრო ჩამაფიქრა და თანაც, ისეთი დიაგნოზები და დასკვნები ამოვიკითხე ბავშვის გარდაცვალების მიზეზებში, რომ... - ლარამ მხრები აიჩეჩა. - რა ვიცი...
- რაც შეეხება, იმ ქეთევან დარახველიძეს. - ახლა დეტექტივმა განაგრძო. - იმ პირადი მონაცემების მიხედვით, რომელიც არის აღნიშნული იმ საბუთებში, საერთოდაც არ არსებობს! გაყალბებული პასპორტით აქვს მოთხოვნა შეტანილი, ბავშვის დაბადების მოწმობის, ხელმეორედ აღებაზე და მისი ეს მოთხოვნაც და მინდა იმას ხაზი გავუსვა, რომ ძალიან სწრაფად, უმოკლეს ვადაშიც კი, რატომღაც უპრობლემოდ იქნა დაკმაყოფილებული.
- და რამდენი იყო ეს უმოკლესი ვადა? - კვლავ იკითხა დამ.
- ჰო, მართლა რამდენი იყო? - ახლა გაკვირვებით მამამაც იკითხა.
- თქვენ წარმოიდგინეთ, იმავე დღესვე. - მიუგო დეტექტივმა.
- ჰმ! - თავი გააქნია მამამ. - ჩვენ რატომ ვერ მივაქციეთ ამას ყურადღება?!
- იმავე დღესვე? - მხრები აიჩეჩა ძმამ. - ეს ხომ აბსურდია! ფიზიკურად შეუძლებელია! არასდროს ყოფილა მსგავსი რამ!
- აი, ხომ ხედავთ, რომ თურმე შესაძლებელიც ყოფილა! - მოიღუშა ლარა.
- ესე იგი, დასკვნა. - ჩაერთო მამა. - ამ მაქინაციაში, არამარტო ის ვიღაც ქეთევანი, არამედ ბევრი სხვა პიროვნებაც და დიდი ვარაუდით, თანამდებობის პირიც იქნებოდა უეჭველი ჩართული, რადგან მარტო ერთი ადამიანი, ასეთ რამეს, ვერც გაბედავდა და საკმაოდ მყარი მხარდაჭერის გარეშე ვერც ამხელა რისკზე წავიდოდა!
- ასეთი დიდი რისკი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა დასაშვები, თუ პირადად მის შვილს შეეხებოდა! - ჩაურთო დედამ. - მაგრამ სრულიად უცხო ბავშვისთვის, ასეთ საციხო საქმეში, თავს ტყუილად არავინ გაჰყოფდა.
- ჰმ, მართლაც, ყალბი პასპორტის გაკეთებას და მერე მის ასე თავისუფლად გამოჩენას ეხუმრები? - თავი გააქნია ძმამ.
- ნუ, პერიოდიც ისეთი იყო. - მიუგო დედა. - არეულობა, ომი, განუკითხაობა. ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, რომ ან ლტოლვილია, ან მოპარეს, თუ დაკარგა საბუთი. შეიძლება სულაც დროებითი პირადობის დამადასტურებელი საბუთი ჰქონდა, უბრალო ფურცელზე, მაგრამ მაინც ბეჭდით დადასტურებული და ასე მოახერხა.
- და მაინც არ უნდა გამოვრიცხოთ, ის რომ ასეთ დიდ რისკზე, მხოლოდ ეს ერთი ქალი არ წავიდოდა და ვერც წავიდოდა! - თავი დააქნია მამამ.
- ესე იგი, ის ქეთევანა, არ არსებობს, იმ თავისი ყალბი საბუთების მიხედვით და რა, მერე? - ჩაეკითხა ძმა დეტექტივს.
- ორ ვარიანტად ხომ უკვე განვიხილეთ, თუ რა შემთხვევაში უნდა მოქცეულიყო ასე? - მხრები აიჩეჩა დეტექტივმა. - თუნდაც ის, რომ ერთი ბავშვის დაბადების მოწმობას, სულ სხვა, მეორე ბავშვზე გამოიყენებდა, რომლისთვისაც, რომ სწორედაც გაყალბებული საბუთი აწყობდა.
- და მეორე ვარიანტი? - არ აცალა ლარას დამ.
- მეორე ვარაუდი კი ის არის, რომ ეს დაბადების მოწმობა, იგივე ბავშვისთვის სჭირდება, რადგან ორიგინალი მისთვის, იმჟამად არ იყო ხელმისაწვდომი. ნუუ, რა მიზეზის გამო, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია.
- ან იქნებ, იყო ის ორიგინალიც ხელმისაწვდომი, რაღაცნაირად ხომ მაინც უნდა ჰქონოდა გარკვეული, თუ რომელი ბავშვის დაბადების მოწმობის გამოყენება იყოს შესაძლებელი, რადგან უკვე გარდაცვლილისას არავინ მოიკითხავდა. - კვლავ ჩაერთო ლარას და.
- და თუ ორიგინალზე წვდომა ჰქონდა, მაშინ რაღა საჭირო იყო მისი ხელმეორედ აღება? - როგორც იქნა ლარას რძალმაც შესძლო სიტყვის ჩაკვეტება.
- მაგასაც თავისი ახსნა აქვს! - მიუგო დეტექტივმა და ყველა მას მიაჩერდა.
- და რა ახსნა? - ვეღარ მოითმინა ლარამ.
- ის ახსნა აქვს, რომ ორიგინალის გამოყენებისას, შედარებით უფრო ადვილად გავიდოდა, მშვილებელი მშობელი, ან თვითონ ის აყვანილი შვილი ბიოლოგიური ნათესავების კვალზე. - დეტექტივი ახსნას შეეცადა.
- და თუკი, მართლაც მოპარულ ჩვილს ყიდიდნენ, მაშინ უფრო აწყობდათ კვალის არევაც და ყველა გზის ჩაკეტვა. - დაურთო ლარას დამ.
ლარამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ჰო, მაგრამ სად გაქრა ორიგინალი? - იკითხა მამამ. - ეგეც უცხომ ხომ არ აიღო?
- სავარაუდოდ, პირველადი დაბადების მოწმობა ისევ თქვენივე ოჯახის წევრის აღებული უნდა იყოს.
- მე ნამდვილად არ ამიღია. - თავი გააქნია ლარამ. - არც მქონდა არაფრის თავი და მეგონა, თქვენ დარბოდით ბავშვის საბუთებზე.
- ჩვენ? - მშობლებმა ერთმანეთს გადახედეს.
- ყველა საბუთს, ის შენი ბედოვლათ ქმარი და დედამთილი აწერდა ხელს და ეგენი დარბოდნენ. - ჩაურთო ძმამ. - ცოტა კი მიკვირდა, ზედმეტად საქმიანი სახით რომ მიდი-მოდიოდნენ.
- მაგან მეც რაღაცნაირად დამაეჭვა მაშინ. - ჩაფიქრებული ხმით დაურთო დედამ. - მერე ვიფიქრე, რომ უბრალოდ, უფრო მეტ გულისხმიერებას იჩენდნენ.
- ჰო, მაგრამ მათ არანაირი საბუთი არ ჰქონდათ! - ნერვიული ხმით წამოიძახა ლარა. - სულ უბრალო ნაგლეჯიც კი...
- როდესაც ორივე გამოვკითხე, ყველაფერზე კატეგორიული უარი განაცხადეს. - დაურთო დეტექტივმა. - არაფერი გვქონიაო და არც არაფერზე მოგვიწერია ხელიო და მით უმეტეს, მეორედ აღება, რაში გვჭირდებოდაო.
- და მაშინ სად გაქრა?! - თავი გააქნია ლარამ. - უფრო ბუნებრივი პასუხი იქნებოდა თუნდაც, დავკარგეთ, ან მომპარეს, ან ტრანსპორტში ამომაცალეს. ხომ შეიძლება მართლაც სადღაც დაიკარგა, მაგრამ ეს ორივე დედა-შვილი კატეგორიულ უარს აცხადებენ, არაფერი ვიცითო და ეს მაეჭვებს სწორედ!
- და ეჭვი? - ჩაეკითხა ლარას და.
- ნუუუ.... - ლარა შეყოვნდა. - ნამდვილად არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ...
- მაგრამ? - ყველა ლარას მიაჩერდა.
- იქნებ, გაყიდეს ბავშვის დაბადების მოწმობა. - ენის ბორძიკით დაასრულა ლარამ თავისი ეჭვი და ღრმად ამოიხვნეშა.
- ჰმ. არც გამიკვირდება. - დაურთო მამამ.
- და ხომ შეიძლება, მართლა დაეკარგათ და მერე ახლის აღება, აღარც იყო საჭირო და ის დაკარგული იპოვნა ვიღაცამ? - ჩაერთო რძალიც.
- კარგი რააა?! - შეუტია რძალს ქმარმა. - როგორ წარმოგიდგენია, რომ ვიპოვნე ვიღაცის დაბადების მოწმობა და გამიხარდა - უი, რა კარგია, ამას საჩემოდ გამოვიყენებ! ბეჭედი კი არ მიპოვნია, ლომბარდში ჩასაბარებლად! რა გარანტია ჰქონდა, რომ სწორედ ის საბუთი გამოადგებოდა, ან უპრობლემოდ გამოიყენებდა?!
- დიახ, სწორედაც, რომ მაგაშია საქმე! - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - ზუსტად იცოდა, რომ იმ ბავშვის საბუთს გამოიყენებდა უპრობლემოდ, ან ნაკლები პრობლემით.
- და მაშინ რაღად უნდოდა ეს ხელმეორედ აღება? - შუბლი შეკრა ლარამ. - რა თამაში იყო?!
- ეს ის თამაში იყო, რომ კვალი საბოლოოდ აერიათ, თუკი ვინმე დაიწყებდა ძიებას. - მიუგო დეტექტივმა. - წეღანაც ეგ აღვნიშნე.
- და რა საჭირო იყო? მაინც ვერ ვხვდები! - შეწუხდა ლარა. - დაბადების მოწმობა გაიცა მეორედ, ესე იგი, ოჯახს სჭირდება და მაგიტომ დაირთო ნებართვა, მაგრამ მაინც რატომ უნდა დამჭირვებოდა მე, პირადად მშობელს, ის დაბადების მოწმობა, თუკი ხელთ მაქვს უკვე გარდაცვალების მოწმობა? ნუთუ არავინ დაინტერესდა, რატომ და რის საფუძველზე უნდა გაცემულიყო ეს დოკუმენტი? აი, ამას ვერ ვიგებ და იქნებ, ამიხსნათ ვინმემ?!
- და აი, ხომ დაგჭირდა? - ცინიკურად ჩაეკითხა ძმა. - და ვინც, კონკრეტულად დაინტერესებული უნდა ყოფილიყო, ამა თუ იმ საბუთის სწორად და კანონიერად გაცემაზე, სწორედაც რომ მაგ სისტემიდან არის ჩართული მაქინაციებში, იმ ვიღაც ქეთევანას მონაწილეობით!
- და ზუსტად მაგას ვგულისხმობ! - უკან არ იხევდა ლარა. - თუკი ორიგინალზე მიუწვდებოდა ხელი, მისი ასლი რაღა საჭირო იყო?
- ამაზე, არაერთი პასუხი შეიძლება იყოს. - მიუგო დეტექტივმა. - ხელი მიუწვდება, რადგან იცის, რომ არ დაისჯება და ასე ადვილად არავინ მოიკითხავს და საიდან იცის, არც თუ ისე რთული გამოსაცნობია, რადგან სწორედ იმ წრეში ტრიალებს, სადაც მსგავსი ამბები ხდება და ახლა რაც შეეხება ხელმეორედ აღებას, ეს უფრო იმათთვის იყო კვალის ასარევად გამიზნული, ვისაც ბავშვი უნდა ეშვილებინა. ოდესმე თუ დასჭირდებოდა ბავშვის ზუსტი წარმომავლობის უფრო ღრმად გარკვევა, ვერაფერსაც ვერ გაიგებდნენ, რადგან ხელში ნახევრად გაყალბებული საბუთი შერჩებოდათ და ორიგინალთან კი ფიზიკურად არც და ვერც ექნებოდათ წვდომა და უკვე მესამედ ვხსნი ამას. - დაასრულა ღიმილით დეტექტივმა.
- და ბავშვი, შესაძლებელია ცოცხალიც იყოს. - ამოიხვნეშა მამამ. - ამის დიდი ალბათობაც უკვე იჩენს თავს.
- დიახ, სწორედაც რომ ამ არარსებული ქალის საქციელი იწვევს მსგავს ეჭვს. - კვერი დაუკრა დეტექტივმა,
- და ის, არარსებული დიაგნოზები?! - დაურთო ლარამ. - თუ ბავშვი, მართლაც რეალური სიმპტომებით არის გარდაცვლილი, ესე იგი, ვიღაცას დასჭირდა მისი დაბადების მოწმობა, თავისად გამოეყენებინა.
- ეგ ერთი მიზეზი იმისა, რომ სერიოზულ კრიმინალთან გვაქვს საქმე! - მიუგო ძმამ.
- და მეორე მიზეზი, ჩემი არარსებული დიაგნოზები, რის გამოც ბავშვი დამეღუპა! - ტუჩი მოიკვნიტა ლარამ. - რა საჭირო იყო, ასეთი და ამდენი ტყუილების ჩაწერა? რომ ამით ბავშვის გარდაცვალება გაამართლონ? და რატომ გახდა ეს გამართლება საჭირო?
- ხედავ, ლარა. - მიუგო მამამ. - მარტო ერთმა ვარაუდმა, რამდენი კითხვა დასვა?!
- და ახლა რა გავაკეთო?! - კოპები შეკრა ლარამ. - ვის ვუჩივლო და ვის მივადგე?!
- თავიდანვეც ვთქვი, რომ გვამის ექსგუმაცია იყო საჭირო! - მტკიცე ხმით დაურთო დედამ.
- მერე? - წამოიწია ძმა. - რას ველოდებით?! - რამდენი თვეა უკვე ამ ერთ ადგილს ვტკეპნით.
- ჯერ ბევრი რამ იყო გასარკვევი მიუგო მამამ. - ახლა უფრო მტკიცე მიზეზია, რომ არც ლარას დიაგნოზები არის რეალური და ყველაზე საეჭვო კი, არარსებული პიროვნება, როგორ თავისუფლად და უპრობლემოდ იღებს სრულიად უცხო ბავშვზე საბუთს!
- და ესე იგი, დასკვნა? - კვლავ ჩაერთო ლარას და.
- დასკვნა ის არის, რომ. - მიუგო დეტექტივმა. - ვიღაცამ იხელთა და უკვე გარდაცვლილი ჩვილის საბუთი გამოიყენა სათავისოდ.
- რა სათავისოდ? - ჩაეკითხა და. - რაში უნდა დაჭირვებოდა?
- რა გჭირს შენ?! - შეუტია მამამ. - ახლახან არ ვთქვით, რომ სხვა ბავშვზე, მოპარულზე თუ მიტოვებულზე გამოიყენებს სხვის დაბადების მოწმობას, რომ ამ ვინაობით გაშვილდეს და უხეშად, რომ ვთქვათ, გაიყიდოს!
- ჰო, მაგრამ მერე ხომ მაინც უცვლიან აყვანისთანავე ახალი მშობლები გვარს და საჭირო იყო, ამდენი მაქინაციები? - გაკვირვებული სახით ჩაურთო რძალმა.
- მშვილებელი მშობლები. - დეტექტივი ახსნას შეეცადა. - თავისთავად, შეუცვლიან მოწმობას და თავის გვარზე დაწერენ და ისინი, დარწმუნებულნიც იქნებიან, რომ სწორედ ის ბავშვი აიყვანეს, ვინც იყო იმ მოწმობაში მითითებული, ასე ვთქვათ ორიგინალ საბუთში.
- და მერე? - ვეღარ ითმენდა ლარას და. - აზრი?
- აი, სწორედაც რომ საქმეც მაგაშია! - ნიშნის მოგებით მიუგო დეტექტივმა. - ოდესმე, თუ ის ბავშვი გაიგებს და მერე სავარაუდოდ, აუცილებლად დაინტერესდება თავისი წარმომავლობით, დიდი ალბათობით მაინც გადაწყვეტს ბიოლოგიური მშობლების მოძიებას და თავისთავად, პირველ რიგში იმ „ორიგინალ“ დაბადების მოწმობას უჩვენებენ ან სულაც თავად ნახავს და რა თქმა უნდა, დაიწყებს იმ ხალხის ძებნას, ვინც მის დაბადების მოწმობაში, მშობლებად არის მითითებული.
- და მერე, რომ მოადგეს ლარას, ის ვიღაც სხვა ბავშვი? – უკმაყოფილო სახით იკითხა ლარას დამ. - ჰო, მოვა ვიღაც სულ სხვისგან გაჩენილი პიროვნება და დაგიწყებს მტკიცებას, რომ შენი შვილია და სინამდვილეში, სულაც არ არის მასე და აი, მერე?!
- რა მოგივიდა დღეს შენ? - გაკვირვებით ჩააშტერდა მამა მონიტორს. - რომელ საუკუნეში ცხოვრობ? თუ მაქეთკენ გენეტიკური ტესტის შესახებ, არაფერი იციან?!
- ისე დღეს, მეც რაღაც არეული მეჩვენები. - ირონიულად მიმართა ძმამ, უფროს დას
- და ძალიან ბევრ ისეთ კითხვებს სვამ, რაც არაერთხელ უკვე მოისმინე. - ჩაურთო ლარამ.
დამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და არაფერი უპასუხა.
- ესე იგი, ის ბავშვი სავარაუდოდ, ვერასდროს მიაგნებს თავის ნამდვილ მშობლებს! - თავი გააქნია რძალმა.
- დიახ! რომ ვერასდროს გავიდეს მათ კვალზე. - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - იმიტომ რომ თავიდანვე ყალბი მოწმობით გაშვილდა, ამაშია მთელი არსი და დასკვნა ის არის, რომ ვიღაც მოპარულ ბავშვზე გამოყენებული იქნა ეს მაქინაცია.
- ხომ მაგრამ, ახლა არ შემახსენეთ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ? - ცინიკურად აღნიშნა ლარას დამ. - ტესტით ხომ თავისუფლად გაიგებს სიმართლეს.
- დიახ, სრულიად გეთანხმებით. - მიმართა დეტექტივმა. - მაგრამ როცა ასეთ ბნელ ამბებს, ასე მარტივად აგვარებდნენ, მაშინ არ იყო ამ გენეტიკური ტესტის ასე თავისუფლად და უპრობლემოდ გამოკვლევა.
- და ახლა ვითომ არ ხდება მგავსი შავ-ბნელი საქმეები? - ცინიკურად დაურთო დამ.
- ახლაც ხდება და უფრო მეტად ფხიზლობენ და ალბათ, ახალ-ახალი ვარიაციებიც ექნებათ შემუშავებული. - ამოიხვნეშა მამამ.
- და მაინც გამოდის, რომ ჩემი შვილი გარდაცვლილია. - ლარამ ლამის გული ამოაყოლა.
- ეს ჯერ კიდევ დასადგენია! - მიუგო დედამ.
- და ხომ გავარკვიეთ უკვე, რომ ჩემი შვილის საბუთი სხვა ბავშვზე იქნა გამოყენებული?!
- არაფერიც არ გაგვირკვევია. - მიუგო დეტექტივმა. - ჩვენ მხოლოდ ერთ-ერთი ვარაუდის ვარიანტი განვიხილეთ, რომ შესაძლებელია, ასეც ყოფილიყო. ჩვენ ხომ მართლა არ ვიცით, თუ რატომ გააკეთეს ეს.
- ჰო, მართალია. - ლარამ კვლავ ამოიხვნეშა.
- და ბარემ, მეორე ვარიანტიც განვიხილოთ და გადავწყვიტოთ, რა და როგორ უნდა ვიმოქმედოთ შემდგომში. - ჩაურთო დამ.
- და მეორე ვარიანტს, რა მნიშვნელობა აქვს უკვე. - ლარამ უსიცოცხლოდ აიჩეჩა მხრები.
- დიახაც, რომ აქვს! - შემართებით მიმართა დეტექტივმა. - რადგან სწორედაც, რომ ის შენი აბსურდული დიაგნოზები იწვევენ ეჭვს. რა საჭირო იყო, ამდენი რამის ჩაწერა, თუ მაინც მომაკვდავი ჩვილი იყო და მართლა ნამდვილი მიზეზიც სახეზე იყო?!
- ჰოდა, ჩაატარეთ გვამის ექსგუმაცია! - შეუტია მონიტორიდან დამ. - რაღას უცდით?!
- მერე გაამზადეთ ყმაწვილო, საჭირო საბუთები და მოვაწერთ ხელს, სადაც საჭიროა! - ახლა დედამ შეუტია.
- თქვენ, არა. - მიუგო დეტექტივმა. - ლარამ უნდა მოაწეროს და... და... - წამით შეყოვნდა. - მისმა მეუღლემ... ყოფილმა.
- კარგი. - ამოიხვნეშა ლარამ. - და რომ არ მომიწეროს?
- ოო! აი, მაშინ სერიოზულად მოუწევს მიზეზის დასახელება! - წაიღრინა ძმამ.
- და ისე, რა აუცილებელია მისი თანხმობა?! - გაწიწმატდა ლარა. - ამდენი წელია გაშორებული ვარ და მართლა უცხოეთში ხომ არ მიმყავს ბავშვი?! მე ვარ დედა! მე! და ჩემზე მეტად არავის სტკივა!
- მომისმინე, ლარა! - მიმართა ძმამ. - მე მაგის თანხმობა, სულ ფეხებზე მკიდია! იმდენი წონა მაინც აქვს ჩვენს ოჯახს, რომ მის გარეშეც მოვაგვაროთ ეგ ამბავი, მაგრამ მე ის მაინტერესებს, თუ მართლა დათანხმდება, ან რა მიზეზს დაასახელებს, უარის შემთხვევაში?!
- ჰმ, გარკვეული ანაზღაურებაც რომ მოითხოვოს, არც გამიკვირდება! - ცინიკურად დაურთო დამ.
- არა, არა! - თავი გააქნია მამამ. - ეს საქმე ისედაც საკმაო თანხას მოითხოვს და საინტერესო ის იქნება, რომ მას დაევალოს ამ თანხის გადახდა. - სიცილით დაასრულა მამამ.
- ჰაჰ! - რა სახე ექნება. - ჩაიქირქილა ძმამ.
ყველას გაეცინა. ლარამ იწყინა, სასაცილოდ სულაც არ ჰქონდა საქმე.
- მორჩით, რაა! - შეუტია ლარამ.
წამით დუმილიც კი ჩამოვარდა.
მოულოდნელად ლარას მობილურში ზარი შემოვიდა. სამსახურიდან ურეკავდნენ. წუხანდელი მორიგეობიდან დაბრუნებულს, კვლავ მისვლას სთხოვდნენ.
- მშვიდობაა? - ჰკითხა მამამ.
- კი, კი. - ლარამ ამოიხვნეშა. - გრიპი აქვს, დღის ექიმსაც და ჩემს შემცვლელსაც, ახლა ორის მაგივრად უნდა ვიმუშაო და ისევ დილამდე.
- მიგიყვან სამსახურამდე. - დეტექტივმა დრო იხელთა, რადგან ლარას გარეშე იქ გაჩერება და კვლავ ერთიდაიმავეს ტკეპნა უკვე მოსაბეზრებელიც ხდებოდა.
ლარას სამსახურში, საკმაოდ დაბნეულად იყო. სულ ის უტრიალებდა თავში, ვაითუ მართლა, არ აღმოჩნდეს ჩემი შვილიო და გამოდის, რომ ცოცხალი უნდა იყოს, მაგრამ სად არის სად? სად ვეძებო? სად?
რამდენჯერმე თანამშრომლებმაც კი შეუძახეს და ფიქრებიდან გამოაფხიზლეს. ცუდად ხომ არ ხარო. ლარა მაშინვე მოდიოდა აზრზე და მყისვე დაფაცურდებოდა, მაგრამ მერე ისევ შემოაწვებოდა ის ფიქრები, რომ შესაძლოა, მისი შვილი, მართლაც ცოცხალი ყოფილიყო და სულ სხვა ჩვილს დასტიროდა იმ საფლავზე.
დილით მორიგეობის გადასაბარებლად, ამაოდ ელოდა შემცვლელს, მაგრამ ჯერ კიდევ არავინ ჩანდა.
მაკა ექიმს, მოსვლისთანავე მოახსენეს, ლარას ასეთი დაბნეულობა და უცნაური ქცევა. მაკა წუთით ჩაფიქრდა და მერე გადაწყვიტა, თავად გადაემოწმებინა. ლარას რამდენჯერმე, სულ წვრილმანი და უმნიშვნელო, მაგრამ მაინც რაღაც-რაღაცეები ეშლებოდა. სხვა დროს დაუღალავი და ენერგიულად მოფარფატე, ახლა რატომღაც ხშირად უწევდა სკამზე ჩამოჯდომა და ერთ წერტილს მიშტერებული, საერთოდ არ ესმოდა, თუ რა ხდებოდა მის ირგვლივ. არც მაკას დაძახებაზე მოუხედავს და ბოლოს მაკა, როცა ახლოს მივიდა და ხელითაც შეეხო, ცუდად ხომ არ ხარო, ლარამ გაკვირვებული მზერაც მიაპყრო.
- რა გჭირს შენ მართლა დღეს? - მაკა სახეში ჩააკვირდა. - ცუდად ხომ არ ხარ?
- შენც გრიპი ხომ არ გეწყება? - ახლა ექთანი ჩაეკითხა.
- რაა?! - მაკამ წარბები აზიდა. - ახლავე გაისინჯე სიცხე და წადი სახლში გამოშუშდი, შენს მაგივრად სხვას გამოვიძახებთ.
- დავამთავრე უკვე მორიგეობა, მაგრამ შემცვლელი არავინ ჩანს. - მშვიდად მიუგო ლარამ.
- ისედაც, სხვის მაგივრად იყავი და კიდევ კარგად ხარ. - ჩაურთო ექთანმა.
- ზედიზედ ორი მორიგეობა, ხუმრობაა? - მაკამ წარბები აზიდა. - ახლავე წადი სახლში და სანამ კარგად არ დაისვენებ და არ გამოიძინებ, მანამდე არ გნახო სამსახურში მოსული!
ლარა ლასლასით წამოდგა. მართლაც ფეხზე ძლივს იდგა და მაკამაც ლარას ასეთი დაბნეულობა, მის გადაღლილობას უფრო მიაწერა.
ამდენი ფიქრისგან და დარდისგან უფრო უსკდებოდა თავი ლარას, ვიდრე გადაღლილობისგან. ისე გამოვიდა გასახდელიდან და ისე გაემართა გასასლელისკენ, რომ არც არავის გამოემშვიდობა და არც არავის მიესალმა, თითქოს ამქვეყნად არც იყოო, ინერციით მოძრაობდა, ფეხები თავისით ჩადიოდნენ კიბეზე. თითქოს ჰაერში, ადგამდა ნაბიჯებს. უცებ რაღაც ზედმეტი სიმსუბუქე იგრძნო და თავი, სულ სხვაგან ეგონა, რადგან კიბეზე ამომავალი, მისკენ ხელებ გამოწვდილი ბიჭი მისი უფროსი ძმა იყო, მხოლოდ ბევრად უფრო პატარა და ახალგაზრდა ჩანდა, თითქოს უფრო მოზარდი, ვიდრე სინამდვილეში, ბევრად მასზე უფროსი და ზრდასრული. ლარას მუხლები მოეკვეთა მზერა გაუშეშდა და კიბეზეც დაგორდებოდა, რომ მაშინვე არ მიშველებოდნენ. გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა ცივი წყლის სახეზე შესხმა საოცრად ესიამოვნა და თვალებიც გაახილა. ის ბიჭი არსად ჩანდა, თავზე კი მაკა ექიმი ედგა და ღიმილით დაჰყურებდა, როგორ შეგვაშინეო. სანამ ლარა გაოგნებული სახით ჯერ კიდევ გათიშული იჯდა მაკას კაბინეტში, წინ უკვე ახალ მოდუღებული ყავა და შოკოლადის ფილა ედო.
- ახლა ყავა დალიე და ეგ შოკოლადიც ბოლომდე მიაყოლე! - უბრძანა მაკამ. - წადი სახლში და კარგად გამოიძინე! ზეგამდე თავისუფალი ხარ!
- მაინც, რა მეტაკა. - მხრები აიჩეჩა ლარამ. - არასდროს წამსვლია გული და გონებაც არასდროს დამიკარგავს.
- ვიტამინების ნაკლებობა, გადაღლა და მეტი კი არაფერია ადამიანის ჯანი. - მიუგო მაკამ.
- მგონი გუშინ არც მისადილია, რაღაც მადაც არ მქონდა.
- რას იკლავ მერე გოგონი თავს? - შეაფუცხუნა მაკამ. - გეთქვა, რომ ცუდად იყავი და სხვის მაგივრად მაინც ნუ გამოხვდოდი სამორიგეოდ!
- არა, ცუდად სულაც არ ვიყავი, მაგრამ მერე, უცებ მოვიცელე, რაღაცნაირად.
- ჰო, აი ეგ არის ზუსტად, რაღაცნაირად! - თავი გააქნია მაკამ. - შენს სხეულს დასვენება სჭირდება და გონება კი ვერც თვითონ ისვენებს და ვერც ტანს აძლევს მოსვენების საშუალებას!
ლარამ მხრები აიჩეჩა. მაინც რა ეტაკა ასეთი.
- ზუსტი მისამართი მითხარი, ტაქსის გარეშე არ გაგიშვებ!
- იყოს, მაკა ექიმო. წავალ ჩემით. - იუხერხულა ლარამ.
- არავითარ შემთხვევაში! - კოპები შეკრა მაკამ. - შენების მისამართი მითხარი. სჯობს იქ წახვიდე, მარტო რომ არ იყო და საჭმელი ჭამე წესიერად. ლამის ლანდი გაგდის ისე ხარ.
- არ მინდა ტაქსი! - კვლავ უარზე იდგა ლარა. - ჩემს რძალს დავურეკავ და ის მომაკითხავს.
- ნამდვილად? - ჩაეკითხა მაკა. - არ მომატყუო, იცოდე!
მაკამ სანამ თავისი ხელით არ ჩააბარა ლარა რძალს, მანამდე არ მოეშვა. ელენე აღფრთოვანებული დარჩა, რა კარგი ქალია, ეს მაკაო.
- კი! ძალიან კარგი ქალია! - ხაზგასმით და ოდნავ დამცინავად აღნიშნა ლარამ, თუმცა ელენეს მისი ცინიზმი, სულაც არ შეუმჩნევია.
ლარას საღამომდე ისე ღრმად ეძინა, რომ გვერდიც კი არ უცვლია. მშობლიურ სახლში დასვენება, ახლა უფრო მეტად ესიამოვნა, ვიდრე ოდესმე. ვერასდროს იტანდა ამ სახლს. არც თავის ოთახზე გიჟდებოდა, მხოლოდ ერთადერთი პრივილეგია ის ჰქონდა, რომ შეიკეტებოდა და არც არავინ აწუხებდა და არც არავინ უნგრევდა კარს. ახლა კი ვიღაცის შეხებამ გააღვიძა. გაკვირვებული თვალებს არ უჯერებდა. დედა თავზე ადგა და შეწუხებული სახითა და კოპებშეკრული ათას კითხვას უსვამდა. ლარამ მაშინვე ის გაიფიქრა, პირველად არის ამ ოთახში შემოსული და აღარ იცის, რა მკითხოსო.
- რა იყო? რა მოხდა? - მხრები აიჩეჩა ლარამ. - ორი ღამე ზედიზედ მომიწია მორიგეობა. თან მეორე დღეს, დღის ექთანიც და ექიმიც მე ვიყავი და ღამისაც.
დედამ არაფერი უპასუხა, გავიდა და კარი ღიად დატოვა.
- დიდი ამბავი, თუ საღამომდე მეძინა. - წაიბურტყუნა ლარამ. წამოდგა და დედას მიჰყვა.
სასადილო ოთახში გასვლისთანავე უამრავი კითხვები დააყარეს.
- ისევ ცუდად ხარ?
- ექიმს, ხომ არ დავუძახოთ?
- რა ფერი გადევს?
- ორსულად ხომ არ ხარ?
- მორჩით,
რაა... - ამოიღმუვლა ლარამ და ცოტა არ იყოს, წყრომით გახედა რძალს, რადგან ეს აჟიოტაჟი
მისგან მოდიოდა.
- მე მხოლოდ ის აღვნიშნე, რომ სამსახურში გული წაგივიდა და კიბეზე დაგორდი. - მხრები აიჩეჩა ელენემ.
- არ დავგორებულვარ! - შუბლი შეკრა ლარამ. - ვიღაც ბიჭმა დამიჭირა.
- ნუ, ცოტა შეღავათი, რომ არაფერი მოიტეხე. - ირონიულად დაურთო მამამ.
- ჰოდა, მაგას ვამბობ ზუსტად! - ჩაერია დედა. - წესიერად არ ჭამ! მშიერი დადიხარ, არც გძინავს და ზედიზედ, შეუსვენებლივ მუშაობ! რა გაჭირვებაა?!
- ჩემი უაღრესად მზრუნველი დედიკო, ძლიერ განიცდის შვილის მდგომარეობას. - ცინიკურად აღნიშნა ლარამ.
- ლარა! - საყვედურით მიმართა მამამ.
- ჰო, რა იყო? - მხრები აიჩეჩა ლარამ. - ნამდვილად პირველად ვხედავ ასეთ მზრუნველობას დედა, შენგან.
- და რამე გაკლდათ?! - საშინლად იწყინა დედამ.
- შენ ხომ არასდროს გეცალა ჩვენთვის! - კვლავ შეუტია ლარამ.
- სხვის მაგივრად, ნუ ლაპარაკობ! - ჩაერია უფროსი ძმა.
- შენ, რა გენაღვლება. - მიუგო ლარამ. - პირველი შვილი იყავი, დედას პირმშო და ყველაზე მეტი სითბო და ამაგი, შენ შეგხვდა! შენზე დაიხარჯა!
- მოკლედ, დაგვცოფა ლარამ. - ცალყბად ჩაეღიმა მამას.
- და, ამისთვის შევიკრიბეთ? - უკმაყოფილოდ ჩაურთო ძმამ.
- რატომ შეიკრიბეთ, მერე? ვინ გთხოვათ?! - გაწიწმატდა ლარა.
- მე ვთხოვე ყველას! - გამოაცხადა ელენემ. - იმიტომ, რომ კიბეზე გადმოფრინდი და კინაღამ ვიღაცას ჩააკვდი ხელებში.
- სულაც, არა! - იხტიბარს არ იტეხდა ლარა. - ალბათ... ალბათ... მგონი, რაღაც წამოვკარი ფეხი და... - ლარა დაბნეული სახით მიაჩერდა ძმას. - შენ მეგონე ის ბიჭი, მხოლოდ უფრო პატარა...
- ვინ ბიჭი? - გაიკვირვა ძმამ.
- თვალის შევლებაც კი მოვასწარი, ზუსტად შენი სახე ჰქონდა, შენნაირი გამოხედვა.
- აბა, გული არ წამსვლიაო? - ცინიკურად ჩაეკითხა ძმა. - კიბეზე წამოვკარი ფეხიო.
- აღარ უნდა მოვრჩეთ?! - ამოუვიდა მამას, ეს უაზრო საუბარი და ერთმანეთის კბენა. - არც იმდენად მოცლილი ვარ, რომ თქვენს შტერულ კინკლაობას ვუსმინო.
- მერე, ვინ გეხვეწებოდა, ასე ადრე მოსვლას?! - ახლა მამას შეუტია ლარამ.
- ლარა! - ბოლო ხმაზე უყვირა დედამ.
ლარა სკამზე შეხტა. დედისგან, როგორც მზრუნველობა და სითბო არ იცოდა, ასევე მისგან, ხმამაღალი სიტყვაც არ ახსოვდა.
- მოკლედ, რა გავარკვიეთ? - ახლა სრულიად მშვიდად იკითხა დედამ.
- ვერაფერი, დედა! ვერაფერი! - ლარას ხმაში ისტერიკამ გაჟონა. - ჩემი შვილის საბუთები, ვიღაც, უცხო ქალმა გაიტანა! მე არარსებული დიაგნოზები დამისვეს და არც ის ვიღაც ქეთევანა არსებობდა სინამდვილეში! ყველაფერი, ტყუილია! ტყუილი! - აღრიალდა ლარა.
LEX. 2024 წლის 20 სექტემბერი, პარასკევი.

.jpg)
No comments:
Post a Comment