35.
- და მაინც, მიზეზი? - ჩაერთო რძალიც. - რა საფუძველზე შეიძლება მოითხოვოს ადამიანმა, საკუთარი გარდაცვლილი ჩვილის ექსგუმაცია?
- ჰმ, მართლა იმას ხომ არ იტყვის, რომ მე ასე მგონია და ასე გავიფიქრეო! - კვერი დაუკრა ქმარმა.
- ან ვიღაც ბავშვი დავინახე
და ისე მივამსგავსე, რომ ეს იდეა გამიჩნდაო?! - განაგრძო ისევ რძალმა.
- არა, არა! - თავი გააქნია ლარას ძმამ. - ასეთი სულელური მიზეზები, ნამდვილად არ გვაწყობს! რაღაც უფრო სერიოზული, უფრო კონკრეტული გვინდა.
- აი, კიდევ რომ იყო გათხოვილი და შვილი რომ აღარ გიჩნდებოდეს... - კვლავ ჩაურთო რძალმა და რაღაცნაირად თვალი სტუმრისკენ გაექცა.
დეტექტივი აიწურა.
- მშვენიერი მიზეზია! - კვერი დაუკრა დედამ და მანაც სტუმარს გახედა. - მით უმეტეს, თუკი იმ საბუთებში, რაც ლარამ მიიღო, იმდენი დაავადებები იყო ჩამოწიკწიკებული. ჰმ!
- ჰო, მაგრამ რომ არ ვარ გათხოვილი? - მხრები აიჩეჩა ლარამ. - სპეციალურად ხომ არ გავთხოვდები?
და რატომღაც ყველამ ისევ დეტექტივს გახედა. სტუმარი კვლავ უხერხულად აიწურა.
- თუ საქმე მოითხოვს და ასეა საჭირო, მაშინ კიდევაც უნდა გათხოვდე და კიდევაც უნდა გამოთხოვდე! - მიუგო დედამ.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ახლა?! - ჩაერთო მამა. - ვითომ, მართლა გყავს ქმარი და ჯერ არ გაქვს ხელი მოწერილი!
დეტექტივს კვლავ ალმურმა გადაჰკრა.
- ან სულაც, ჯვარი გაქვს დაწერილი! - განაგრძო მამამ. - სხვათა შორის, ჯვრის წერის მოწმობას მსგავს ინსტანციებში, ნამდვილად არ ითხოვენ.
- კარგი აზრია! - კვერი დაუკრა რძალმა.
ყველა ლარას მიაჩერდა. ის კი ხმას ვერ იღებდა. მშვენიერი აზრი კი იყო, მაგრამ ამხელა ტყუილზე როგორ უნდა წასულიყო და ან ვისთვის უნდა ემტკიცებინა ან რატომ?
დეტექტივი კი მზად იყო, თუნდაც ასე მაინც ჩაეთვალათ ლარას რჩეულად, რადგან ვერასდროს ვერ ახერხებდა, რომ ლარა, ან რომანტიკულ ვახშამზე დაეპატიჟებინა, ან თუნდაც სადმე გაესეირნათ. მათი შეხვედრები კი, ყოველთვის საქმიანი და სერიოზული იყო.
სიჩუმე ჩამოვარდა. დუმილსაც ბოლო არ უჩანდა. დეტექტივმა, თითქოს რამდენჯერმე დააპირა კიდეც თქმა, რომ მე ვიქნები, ლარას შეყვარებულის როლშიო, მაგრამ სიტყვებს თავიც ვერ მოუყარა და არც არავინ შესთავაზა, თუმცა ყოველ მსგავს წინადადებაზე, მაინც ყველა მას შესცქეროდა.
- მომისმინე გოგონი! - შეუტია უკვე მოთმინება დაკარგულმა ძმამ. - სექსი შენთვის, არავის აუკრძალავს და რა მნიშვნელობა აქვს ახლა, ხელი გექნება მოწერილი, თუ ფეხი?!
- ჰო, ჰო! - დაეთანხმა დედა.
- მე წამოგყვები ყველგან! - შესთავაზა რძალმა.
- მეც... მეც ყველგან მიგყვებით. - ლამის ენის ბორძიკით უთხრა დეტექტივმა.
- შენც უნდა წაყვე ყმაწვილო, აბა რაა?! - მამა სტუმარს სახეში ჩააშტერდა. - თქვენ, როგორც წყვილმა, ისე უნდა იაროთ, აბა მართლა ახლა სპეციალურად ხომ არ გავათხოვებთ ლარას?! ჰაჰ!
- თუ უნდა გათხოვდეს, მერე? - მხრები აიჩეჩა ძმამ. - ვინ დაუშალა?!
- და რა გათხოვება?! - შუბლი შეკრა ლარამ. - ეგ მეორეჯერ, აღარ გამაგონოთ! არავის დანახვა და გაგონებაც კი აღარ მინდა ჩემს გვერდით და მორჩა!
დეტექტივმა აშკარად ყურები ჩამოყარა. ადრე თუ რაღაც ილუზიაში, მაინც ჰქონდა ლარასთან დაწყვილება, ახლა ის ბოლო იმედის ნაპერწკალიც კი გაუქრა.
- რა გაყვირებს, მერე?! - შეუტია ძმამ. - რაც გინდა, ის ქენი, მაგრამ რადგან დაგვიბარე და ყველა ერთად შეგვკრიბე, ესე იგი, გვაქვს უფლება, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა, შენი პრობლემების მოგვარებაში!
- კარგი, ახლა მოწესრიგდი და ეახლე, იმ შენი ყოფილი ქმრის ოჯახს, მოთხოვე საბუთები! - მიმართა დედამ.
- მოწესრიგებული ვარ უკვე! - შეუღრინა ლარამ. - თუ სადილის მერეც უნდა მივიღო შხაპი?!
- მასე რეზინის ფლოსტებით და საშინაო სარაფნით გინდა მიხვიდე? - კვლავ შეუტია დედამ. - ამ თმებს კიდევ ნუ გადაისლიპავ, სკალპის ახევამდე.
- ლარას მე გამოვპრანჭავ! - წამოდგა რძალი. - და წავალთ მერე ერთად.
- არავითარ შემთხვევაში! - შეაჩერა მამამ. - ლარა მარტო უნდა მივიდეს იქ. თუ ასე ძალიან გინდათ, თქვენ მოშორებით დაელოდეთ, ისე რომ არც გამოჩნდეთ.
ლარამ თავი დაუქნია და რძალს შეჰყვა ოთახში.
დეტექტივი გაკვირვებული სახით მიაჩერდა მამას. მაინც რატომ უნდა მისულიყო ლარა, ყოფილი ქმრის ოჯახში მარტო? თუკი ამ საქმის გაყოლას აპირებდნენ, მერე მაინც ხომ გაირკვეოდა ყველაფერი და ყველა გაიგებდა, თუ რას ქექავდა ლარა.
მამაც მაშინვე მიუხვდა და რაც შეიძლებოდა დაბალი ხმით მიმართა სტუმარს:
- თქვენც ხომ წაიკითხეთ, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი და თანაც, ლარას ის აბსურდული დიაგნოზები?
დეტექტივმა უხმოდ დაუქნია თავი.
- ჰოდა, ხომ წარმოიდგინეთ ახლა, თუ რამდენი და როგორი წონის ხალხი არის გარეული მასეთ საქმეებში. - მამა წამით შეყოვნდა. - უკვე არაერთხელ მოვკარი ყური და როგორც ჩანს, ჩემი შვილი, არც პირველი აღმოჩნდა და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი, ვისაც ამგვარად მოექცნენ. ამიტომაც, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო.
- დიახ, რა თქმა უნდა. - კვერი დაუკრა დეტექტივმა.
- და ისე, ლარას საიდან იცნობთ? - ძმა სახეში ჩააშტერდა სტუმარს და ყველა მას მიაჩერდა.
- ნუუ... - დეტექტივი გაჩუმდა. - აღარ იცოდა, ეთქვა თუ არა სიმართლე.
- ლარამ დაგიქირავათ და ეს გასაგებია, თუ რატომაც. - ჩაურთო დედამ. - მაგრამ მაინც როგორ მოგაგნოთ? ვისი პროტექციით?
- აქ ნდობაზეა საუბარი. - დაუმატა ძმამ. - ჩვენ გვაინტერესებს, თუ რამდენად სანდო ხართ ჩვენი ოჯახისთვის, ამიტომაც სასურველია ზუსტად ვიცოდეთ, თუ ვინ მიასწავლა ლარას თქვენამდე.
- ლარას არ დავუქირავებივარ. - როგორც იქნა, ამოღერღა დეტექტივმა. - შეიძლება, არც დამიჯეროთ, მაგრამ ნამდვილად უანგაროდ ვეხმარები, მეც მართლა დავინტერესდი ამ საქმით.
- დღეს ცოტა არ იყოს, რთული დასაჯერებელია, რომ ამხელა საქმე და ამდენი სარბენი, სულ ასე უფასოდ იყოს. - მიუგო მამამ. - მაგრამ თუ სხვა კუთხით შევხედავთ, არც იმდენად დაუჯერებელი ჩანს.
- სხვა კუთხით, როგორ? - ამოილუღლუღა ნირწამხდარმა დეტექტივმა.
- აშკარაა, რომ მოგწონს, ჩემი და. - კვლავ ჩააშტერდა ძმა. - თუმცა არავის მივცემ უფლებას, ისედაც ასეთი განაწამები გოგო, კიდევ უფრო გაამწაროს.
- არა, არც მიფიქრია! - წამოიძახა დეტექტივმა. - ლარას გულისტკენა, არც...
- კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია. - შეაწყვეტინა მამამ. - მაგრამ მაინც, საიდან გამოვიდა ლარა თქვენამდე? ვისი რეკომენდაციით მოვიდა?
დეტექტივი იძულებული გახდა, ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა, თუმცა ისიც დასძინა, რომ ლარამ ასე ზუსტად და კონკრეტულად, არც კი იცოდა, თუ მართლა რისთვის გახდა დეტექტივის დაქირავება საჭირო. ლარამ, მხოლოდ ეჭვიანი ცოლის ვერსია იცოდა, მაგრამ დეტექტივი თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ აქ რაღაც, სულ სხვა ამბავი იმალებოდა და ამის მერე უფრო დაფრთხნენ ლარას მშობლები. ერთმანეთს შეშინებული სახით გადახედეს.
- ბევრად საშიში სიტუაცია ყოფილა, ვიდრე საერთოდ წარმოვიდგენდი. - ჩაურთო ძმამ. - ლარას მართლა რამე არ დაუშავონ.
- რა უნდა დამიშავონ?! - ჩაერთო ოთახიდან გამოსული ლარა. - სამსახურიდან გამაგდებენ? ჰმ!
ლარას ოთახიდან გამოსვლა გამონათებას ჰგავდა. ისედაც საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა ქალი იყო, თუმცა მისი ზედმეტად სადა და უბრალო ჩაცმულობა, საერთო ვერ უსვამდა ხაზს მის სინატიფეს. ახლა კი გამოაბრწყინა და ისე მზესავით გამოანათა, რომ დეტექტივი სუნთქვა შეკრული შეჰყურებდა. ხმას ვეღარ იღებდა.
- წადით, ახლა თორემ დაღამდა! - მიუგო მამამ.
- ლარა! - შეაჩერა დედამ. - ჩემი მანქანა წაიყვანე!
- მანქანით ვარ! - მხნედ წამოიმართა დეტექტივი.
- და მერე, გზაში რომ დაიშალოს? - ცინიკურად გაუსვა ხაზი დედამ, სტუმრის უკვე საკმაოდ მოძველებულ ავტოს.
- დაიშლება და ფეხით წავალთ! - ლარამ დედას ავად გახედა. - ან სულაც ტაქსი შეგვიძლია გამოვიძახოთ! მაგის საშუალება მაინც გვაქვს, არა?
- კარგით, ახლა! - შეუტია მამამ. - მორჩით ერთმანეთის კბენას. - ლარა, ჯერ მაინც მარტო უნდა გამოჩნდეს იმ ოჯახში და რა მნიშვნელობა აქვს ახლა, როგორ მივა?!
- და თუ ასე გული შეგტკივა, შენს შვილზე, ჩემო დედიკო. - ახლა ძმამ მიმართა დედას ირონიულად. - მაშინ უყიდე ახალი მანქანა, რაღა შენს გამონაცვალს სთავაზობ?
- არ სურს, ქალბატონს! - მხრები აიჩეჩა დედამ. - რამდენჯერ შევთავაზო?
- რა დროს მანქანაა?! - შუბლი შეკრა ლარამ. - წავედით!
გარეთ გამოსულმა დეტექტივმა, შვებით ამოისუნთქა, თუმცა ვინ აცალა, ლარამ მაშინვე ცეცხლზე ნავთი დაუსხა.
- ახლა შენს მანქანაში, ნამდვილად ვერ ჩავჯდები! - ლარამ რძლის მანქანისკენ აიღო გეზი.
დეტექტივი ადგილიდან არ იძვროდა. მთელი დღის განმავლობაში, ლარას ოჯახის წევრების მხრიდან მსუბუქ ქილიკს ისმენდა და საშინლად შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. ახლა კი ამ უხერხულობის განცდა გარეთაც გამოჰყვა და ერთ ადგილას გახევებული, სად წასულიყო აღარ იცოდა.
- რატომ დგახართ? - ახლა რძალმა შეუტია სტუმარს და მყისვე თავისი მანქანის გასაღები მიაჩეჩა. - საჭესთან ახლა ნამვილად ვერ დავჯდები, უბრალოდ სიგარეტის მოწევა მინდა თავისუფლად და ცოტას ამოვისუნთქავ. - სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, უკვე მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათდა და ლარაც მაშინვე გვერდით მიუჯდა.
დეტექტივს ისღა დარჩენოდა, რძლის ავტომაქანა ემართა და ცდილობდა ამ ოჯახისგან გამოწვეული უხასიათობა დაეფარა.
აბა მართლა, რა იყო ეს? პატივი დასდეს და პატარა ლაწირაკი ბიჭივით ლამაზი მანქანის ტარების უფლება მისცეს?
ასე ბრაზმორეული, ყალბი ღიმილით მიუჯდა საჭეს. ერთი სული ჰქონდა, ლარას როდის მიიყვანდა დანიშნულების ადგილამდე და მერე აუცილებლად სასწრაფო საქმეს მოიმიზეზებდა და იქაურობას დატოვებდა. თუმცა, მანქანა დაძრა თუ არა, აზრიც შეეცვალა. ახლა რძალი და თვითონ ლარაც მთელი გზა, სულ მის ქებაში იყვნენ.
- კიდევ კარგი, შენ რომ გამომყევი, თორემ ჩემებიდან, რომელიმე რომ წამოსულიყო, უკვე გავაფრენდი, ისე ვიყავი. - შვებით ამოისუნთქა ლარამ. - განსაკუთრებით, დედაჩემი რომ წამოსულიყო.
- გაფიქრებაც კი არ მინდა. - სიცილით მიუგო რძალმა. - თუმცა, წარბის ერთი აწევითაც ყველაზე სწრაფად მოაგვარებდა ყველაფერს.
- წარბის აწევა, მერე იყოს. - ჩაურთო დეტექტივმა. - ჯერ ვნახოთ, რა საბუთებია გვექნება, ან რას მოგვცემენ საერთოდ.
- რაც ექნებათ, ყველაფერს წამოვიღებ! - მიუგო ლარამ და ის იყო მანქანიდან უნდა გადასულიყო, რომ დეტექტივმა შეაჩერა.
- ნებისმიერი კითხვისა, თუ პასუხის დროს, კარგად ჩააკვირდი მათ რეაქციებს.
- რა რეაქციებს? - დაიბნა ლარა.
- დარწმუნებული ვარ, შენს დანახვაზე სიფათები მოენგრევათ, - ჩაეღიმა რძალს. - განსაკუთრებით იმის მერე, როცა გაიგებენ, თუ რისთვისაც მიხვედი.
ლარა ფერწასული იჯდა და მანქანის ღია კარს, ხელს არ უშვებდა.
- თუ გინდა, შემოგყვები. - შესთავაზა რძალმა. - მაგრამ სჯობს მარტო... - რძალი გაყუჩდა.
- მგონი, მართლა სჯობს, რომ წამოგყვეს. - მიმართა დეტექტივმა. - შენ ახლა ისეთი დაბნეული და არეული სახე გაქვს, უფრო არ გაგამწარონ.
- ჰოდა, მე უფრო ფხიზლად ვიქნები და მე დავაკვირდები მათ სიფათებს! - ჩაურთო რძალმა.
- ჰო, კარგი. - წაიკნავლა ლარამ.
- ისე, მეც შემოგყვებოდით, მაგრამ ახლა ჩემი გამოჩენა, ოფიციალურ სახეს უფრო მიიღებს, ვიდრე მეგობრულს.
ლარამ უხმოდ დაუქნია თავი.
- გოგოები მიდით, დაქალები. - განაგრძო დეტექტივმა. - ისე, უბრალოდ, ჩვეულებრივი მიზეზის გამო, რომ სიტუაცია არ გამძაფრდეს.
სიტუაციის გამძაფრება კიდევ რბილი ნათქვამი გამოდგა. ყოფილი მეუღლე ქვეშ-ქვეშ ავად იყურებოდა, თუმცა თვალის გასწორებასაც ვერ ბედავდა, სამაგიეროდ დედამთილი აიფხორა, კლანჭები გამოიბა და სულ ქოთქოთით და ბუზღუნ-ბუზღუნით აქეთ არ დააკლო საყვედურები. თურმე რამდენი უწვალიათ, იმის გამო, რომ ოჯახში, იმდენად ავადმყოფი რძალი შემოუვიდათ, შვილიც კი წესიერად ვერ გაუჩინა. სამაგიეროდ, ახლა მისი პირმშო თავისუფალი კაცია და აქეთ უდგას საცოლეთა რიგი, „სანუკვარ სასიძოს“.
საბოლოო ჯამში,
არც ბავშვის და არც დედის სულ უბრალო საბუთიც კი არ აღმოჩნდა მათ სახლში. დიდად არც
გაჰკვირვებიათ და არც გახარებიათ, როცა გაიგეს, რომ ლარა ახალი ოჯახი შექმნას აპირებდა.
- და სხვათა შორის, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ! - როგორც იქნა მოახერხა ლარამ ხმის ამოღება და იქაურობა დატოვა.
- არც მიკვირს. - თავი გააქნია დეტექტივმა და მანქანა დაძრა. - არც ვიყავი დარწმუნებული, რომ საერთოდ რამე საბუთს გამოგატანდნენ.
- და მაშინ,
რაღას მიმიყვანეთ იქ? - გაკაპასდა ლარა.
- უნდა გვეცადა. - მიგო დეტექტივმა. - ახლა უფრო მეტი და დიდი მიზეზი გაქვს, რომ უფრო ღრმად ამოქექო არქივები.
- და ისე არ მქონდა მიზეზი? - მოიღუშა ლარა.
- როგორ არ გქონდა და ძალიან დიდი და სერიოზული მიზეზიც გქონდა, მაგრამ ახლა უფრო მეტად. - დეტექტივმა ამოიხვნეშა. - თუმცა, მართალი ხარ. დიდსა თუ პატარა მიზეზს, მართლაც რა მნიშვნელობა აქვს.
- მაინც ტყუილად მივედი. - ჩაიბურტყუნა ლარამ. - ისედაც მათი დანახვა არც მინდოდა.
- არც იმათ ეხატები გულზე. დამშვიდდი. - სიცილით მიუგო რძალმა. - რა სახეები ჰქონდა ორივეს, ვერც კი აღვწერ. ძალიან დიდი სურვილი მქონდა ტელეფონით გადამეღო, მაგრამ თავი შევიკავე და რატომღაც ვიფიქრე, რომ...
- ეგ ძალიან კარგია, რომ თავი შეიკავე და რატომღაც ასე იფიქრე. - ღიმილით მიუგო დეტექტივმა.
- სხვათა შორის, მე ელენე მქვია, თუმცა უკვე ყველა ენეს მეძახის! - გაუღიმა რძალმა დეტექტივს.
- დათი! დავითი. - მიუგო დეტექტივმა.
- ოჰ! გაიცნეს ერთმანეთი. - სიცილით აღნიშნა ლარამ და ყველა აჰყვა.
- ესე იგი, გამოდის რომ ყველა ის საბუთი, რაც კონკრეტულად შენ და ბავშვს გეხებოდათ, თავიდან მოიშორეს. - დეტექტივი თემას დაუბრუნდა.
- და ახლა რა ვქნა? - ამოიხვნეშა ლარამ. - საიდან გავაგრძელო? ან ის ქეთევანა ვინღაა?
- ის და სხვა კიდევ ბევრი ქეთევანა, იმ მთავარი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია.
- აუ, ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი რგოლია ასე ერთმანეთთან გადაჯაჭვული. - თავი გააქნია ენემ.
- და არც ეს მარტო ერთი ჯაჭვი არსებობს, რომ იცოდეთ. - მიუგო დეტექტივმა. - უამრავი ჯაჭვები და რგოლებია, რომლებიც დამოუკიდებლადაც არსებობენ და ერთმანეთთან არც თუ ისე ნაკლები კავშირი აქვთ.
- ღმერთო, ჩემო! - ამოიხვნეშა ლარამ. - რომელ ერთს უნდა ჩამოვგლიჯო ნიღაბი?!
- შენ არა. - გაუღიმა დათიმ. - შენ, შენი საქმე აკეთე. პარალელურად ყველა საბუთიც თანდათან შევაგროვოთ.
- ისიც აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, თუ მართლა ვინ არის ის ქეთევან დარასელია და რა ხელი ჰქონდა შენი შვილის მეტრიკასთან?! - ჩაურთო ენემ.
- დარახველიძე. - შეუსწორა ლარამ და მძიმედ ამოიხვნეშა.
რძალს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მობილურში მეუღლის ზარი შემოვიდა.
- მოვდივართ უკვე სახლისკენ! - უპასუხა ზარს ენემ. - კარგი... კარგი... აუცილებლად. - მობილური გათიშა და დეტექტივს მიუბრუნდა. - ჩემებმა აუცილებლად შემოვიდესო.
- აა... რაღაც სასწრაფო საქმე მქონდა, და... - ენის ბორძიკით მიუგო დათიმ.
- ცოტა ხნით, კიდევ აგვიტანე ყველა ერთად. - სიცილით აღნიშნა ლარამ და დეტექტივიც იძულებული გახდა. დათანხმებულიყო. თუმცა, სულაც აღარ უნდოდა, კვლავ ისევ იმ სიტუაციაში აღმოჩენა, მაგრამ უარიც ვეღარ უთხრა.
სახლში მისვლისას რძალი მაშინვე სამზარეულოში შევარდა და იქიდან გამოსძახა, უჩემოდ არ დაიწყოთო.
- რა უნდა დავიწყოთ? - ირონიით აღნიშნა მამამთილმა. - სპექტაკლი კი არ არის.
- აუ, ცივი ყავა, რაა! - მუდარით გასძახა, ლარას ძმამ ცოლს.
- ახლავე ყველასთვის შემოვიტან!
- იქნებ, გვაცალოთ კაცებს გასაუბრება?! - უკვე სერიოზული სახით აღნიშნა მამამ.
- მე აუცილებლად უნდა დავესწრო! - კოპები შეკრა ლარამ და იქვე ჩამოჯდა. - რადგან პირველ რიგში, მე მეხება პირადად!
პასუხად მამამ მხრები აიჩეჩა და უარიც ვეღარ უთხრა.
- აუ, მეც მაინტერესებს! - რძალი უკვე ლანგრით ხელში გაჩნდა.
- აბა, წავიდე სახლიდან?! მე ვარ ზედმეტი?! - ახლა დედამ იწყინა. - თუკი, ერთად დავიწყეთ და ლარამაც ასე გადაწყვიტა, რომ ერთად შეგვკრიბა, ერთადვე ვაგრძელებთ და მორჩა!
ისე ზარივით გაისმა დედის ეს ბოლო წინადადება, რომ უკლებლივ, ყველა დაეთანხმა. დედამ ამაყად მოავლო, თავის მკაცრი თვალი ყველას. დასაჯდომი ადგილიც მშვიდად შეარჩია. ყველა მას შესცქეროდა, თითქოს მართლაც მისგან უნდა წამოსულიყო, საუბრის დაწყების ბრძანება.
- აღარ ვიწყებთ?! - დედამ კვლავ მოავლო თავისი მკაცრი თვალი მოსაუბრეებს.
კვლავ დუმილი ჩამოვარდა. თითქოს, სათქმელი არაფერი იყო. ახლა ერთმანეთს შესცქეროდნენ, თითქოს ერთურთის მზერაში უნდოდათ ამოეკითხათ, თუ ან რომელს, ან როგორ უნდა დაეწყო საუბარი და ჯერი ლარაზე შედგა.
- პირველ რიგში, ის მაინტერესებს, თუ ვინ არის ის ქალი, ვინც ჩემი შვილის დაბადების მოწმობა, ასე თავისუფლად აიღო?!
- მაგ ქალის იდენტიფიცირება, სულაც არ წარმოადგენს პრობლემას. - მიუგო ძმამ. - შეიძლება, სულაც არ არსებობს!
- როგორ თუ არ არსებობს?! - შეიცხადა ლარამ.
- ყალბი საბუთი ექნებოდა. - მშვიდი ხმით აუხსნა დეტექტივმა. - იმ დროს უფრო ადვილი იყო, ნებისმიერი დოკუმენტის გაყალბება, მით უმეტეს, თუ არაერთი პიროვნება იყო, მსგავს საქმეში ჩართული.
- სწორად მსჯელობთ, ყმაწვილო. - შეაქო მამამ.
დეტექტივს გულზე მოეფინა და ის იყო საუბარი უნდა გაეგრძელებინა, რომ ლარამ შეაჩერა:
- ხომ მაგრამ, მაინც რაში დასჭირდა, სხვისი ბავშვის დაბადების მოწმობა?!
- აი, სწორედაც რომ მაგაშია საქმე და ორ ვარიანტადაც შეიძლება განვიხილოთ. - მიუგო დეტექტივმა.
- ორი ვარიანტი? - გაიკვირვა ლარამ.
- მიდი, აბა გისმენთ, ყმაწვილო. - კვლავ შეაგულიანა მამამ.
- ერთი ვარიანტი ის რომ. - შემართებით დაიწყო დეტექტივმა. - ბავშვი, თუ ცოცხალია და გაყიდულია, გაშვილების მომენტში დაბადების მოწმობაც, იმიტომ აიღო სხვამ, რომ ნამდვილი დედა, არ აშვილებდა ბავშვს და ბუნებრივია მისი ხელმოწერაც, ამ შემთხვევაში, შენი ნებართვა, არც იქნებოდა გაშვილების თაობაზე. ამიტომ, იმ ქალმა, ვინც ეს მოწმობა აიღო, მექანიკურად მეურვეც გამოდის, ან იქნებ დედის გრაფაშიც კი წერია უკვე, იმის მერე რაც გამოითხოვა ორიგინალის ასლი.
- ესე იგი, ჩემი შვილი, შეიძლება ცოცხალიც იყოს?! - ემოციები ვერ დაფარა ლარამ.
- შეიძლება, თუმცა მეორე ვარიანტიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ. - მიუგო დეტექტივმა.
- მეორე? - ვეღარ ითმენდა ლარა.
- თუ ბავშვი უკვე გარდაცვლილია. - კვლავ განაგრძო დეტექტივმა. - და გარდაცვალების მოწმობაც აღებულია და დაკრძალულიც არის, მაშინ მის დაბადების მოწმობას, არავინ მოიკითხავს და თავისუფლად შეიძლება მისი გამოყენება, სულ სხვა მოპარულ ბავშვზე, კვალის არევის მიზნით.
- რაა?! - ფეხზე წამოიჭრა ლარა. - ეგ როგორ?.. ეგ როგორ?.. რანაირად?.. ეგ როგორ შეიძლება?!
- დაჯექი! - შეუტია დედამ. - მშვიდად და ცივი გონებით მოუსმინე, რომ მერე გრძნობებით არ იხელმძღვანელო.
ლარა ადგილზე დაეშვა.
- თქვენ განაგრძეთ! - ახლა სტუმარს შეუტია დედამ. - აუხსენით, ერთი კარგად ჩემს შვილს, იქნებ ახლა მაინც გააცნობიეროს, თუ რაც ხდება.
- ნუ, სხვა მოპარულ ბავშვს, თუ ოჯახი ეძებს, პირველ რიგში, იმ გვარით, რაც დაბადებისას უნდა ჰქონოდა, უფრო შეიძლება ადვილად იპოვნონ, არა?
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა ლარამ. - თუმცა, მერე ხომ მაინც შეიძლება შეუცვალონ მშვილებელმა ოჯახმა?
- ხომ მაგრამ მშობელი მაინც იმ პირველადი გვარით ეძებს, რომლითაც დაიბადა, არა? - კვლავ ჩაეკითხა დეტექტივი. - და აი, სწორედ მანდ არის ის, რომ ხელმეორედ შენი შვილის დაბადების მოწმობა გაიცა, არა შენს შვილზე, არამედ სულ სხვა ბავშვზე და ამის მერე, ხდება მისი გაშვილებაც! ხვდები ახლა, თუ რასთან გვაქვს საქმე?
ლარას მკვდრისფერი დაედო.
- ესე იგი, უკვე გარდაცვლილი ბავშვის დაბადების მოწმობა, უფრო ადვილი გამოსაყენებელი ხდება. - ჩაურთო რძალმა და სასოწარკვეთილი თვალები მულს მიაპყრო.
- ესე იგი. - ჩამწყდარი ხმით ამოილუღლუღა ლარამ. - ჩემი შვილი, ნამდვილად გარდაცვლილია და მე კი, მაინც იმედი მქონდა, რომ... რომ... დამთავრდა... ყველაფერი დამთავრა... აღარც ჩემი შვილის ექსგუმაცია ხდება საჭირო...
- რა დამთავრდა?! - ისე მკაცრად შეუტია დედამ, რომ ლარა ადგილზე შეხტა. - ყველაფერი ახლა იწყება და პირველ რიგში, ჩემი შვილიშვილის ექსგუმაცია იქნება საჭირო და ამას, ისევ თქვენ უნდა მიხედოთ, დეტექტივო!
ისეთი სახით უბრძანა სტუმარს, რომ დეტექტივმაც უხმოდ დაუკრა თავი. გულში კი ძალიან გაუხარდა, კიდევ დიდხანს მოუწევდა, ლარას გვერდით ყოფნა და მშვენიერი მიზეზიც იყო. მართლაც ძალ-ღონეს არ დაიშურებდა. ყველაფერს გააკეთებდა, იმისთვის რომ ლარას სიმართლე მაინც გაეგო თავის შვილი, როგორიც და რანაირიც არ უნდა ყოფილიყო.
- ასე ბოლომდეც ნუ ჩამოყრი ყურებს. - თბილი ხმით მიმართა დეტექტივმა, ნირწამხდარ გოგოს. - ერთმა გარეწარმა, შენი შვილის დაბადების მოწმობა გამოიყენა, მეორე გარეწარი კი იმ სხვა ბავშვის მოწმობას, კვალის არევის მიზნით, სულ სხვა ბავშვზე გააფორმებდა. ამიტომაც დედას დაუჯერე, აუცილებლად გვჭირდება ახლა იმის ექსპერტიზა, რომ დავადგინოთ, ნამდვილად შენი შვილია, თუ არა დაკრძალული.
- და თუ, მართლა ჩემი შვილია?
- მაინც უნდა განვაგრძოთ ბროლა! - შემართებით მიუგო დეტექტივმა. - რადგან აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, ვისთვის და რატომ გახდა საჭირო, ხელმეორედ დაბადების მოწმობის აღება, იმ დროს, როცა უკვე ბავშვი გარდაცვლილი იყო და უკვე არსებობდა მისი გარდაცვალების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი!
- დიახ, დიახ! მასეა! - დაურთო მამამ.
- და მერე? ამით, რას მოვიგებ? - გაკაპასდა ლარა.
- სიმართლემ შეიძლება, უფრო მეტად დაგამშვიდოს კიდევაც, ან უფრო მეტად ძლიერ აგაღელვოს. - მიუგო ძმამ. - მაგრამ ასეთი ამღვრეულ და არეული თვალებით, ნამდვილად აღარ იქნები.
- და შეიძლება, შენმა ბრძოლამ, სხვა დედას მაინც აპოვნინოს შვილი. - ჩაურთო რძალმა.
ლარას თვალები აევსო და თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია.
- ესე იგი, დასკვნა? - რიხიანად წარმოსთქვა მამამ. - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
- და დავიშალეთ ახლა. - დაურთო დედამ. - უამრავი საქმე მაქვს, ისედაც ორი შეხვედრა უკვე გადავდე დღეს.
დედის „ბრძანებითა“ და ოჯახის სხვა წევრთა შეგონებით, ლარას მშობლიურ სახლში მოუწია ღამის გათევა.
დილით ჩვეული ხალისითა და სიცანცარით გამოცხადდა სამსახურში. არაფერი უჩვეულო მომხდარა. ყველა დედა, თავის ჩვილთან ერთად, თავს ბედნიერად და ჯანმრთელად გრძნობდა. დროებით თითქოს შეწყდა კიდევაც, ჩვილების „გარდაცვალებები“, ან იქნებ, ლარას მოეჩვენა ასე, თუმცა მართლაც მსგავსი არაფერი ხდებოდა. ეს უკვე კი მაკას გამჭრიახი და გაქნილი ტვინის დამსახურება იყო. დროებით, სულ ოდნავ, შეაჩერეს ავი საქმეები. ამ ლამრიკოსაც, როგორც მაკა ექიმი მას უწოდებდა, უფრო მოუდუნდებოდა ყურადღება. მერე თანდათან ისევ შეუდგებოდნენ თავიანთ მტარვალ მაქინაციებს, მხოლოდ, ახლა უფრო მეტად ფრთხილად და უფრო მეტი ყურადღებით, თანაც ლარას მორიგეობის დროს არ უნდა დამთხვეოდა. ასეთი იყო მაკა ექიმის უახლესი გეგმა, სანამ კარგად და ბოლომდე არ გაარკვევდა, თუ სინამდვილეში ვინ იყო ეს ლამარა. მართლა ასეთი ცანცარა და მიამიტი იყო, თუ თავს იკატუნებდა და რაღაცას ქექავდა.
LEX. 2024 წლის 28 აგვისტო, ოთხშაბათი.

No comments:
Post a Comment