34.
- რაა?! - აღშფოთებას ვერ ფარავდა ლარა, როცა თავისი, სწორედ ის არარსებული დიაგნოზი ამოიკითხა, რის გამოც მოხდა ბავშვის დაღუპვა. - გამოდის, რომ ეს ამდენი დაავადება მქონია ორსულობისას გადატანილი? რა სისულელეა?!
- ასე ამდენიც, არა. - მიუგო
დეტექტივის მამამ. - აქ ძირითად მხოლოდ ის ვარიანტებია მოცემული, რომელიც ასეთ სავალალო
შედეგს იწვევს ახალშობილში.
- ჰო, ეგ კი მესმის, მაგრამ... - წაილუღლუღა ლარამ.
- ამ საბუთებიდან ჩანს, რომ. - განაგრძო მამამ. - აქ ჩამოთვლილი მთელი რიგი დაავადებებიდან, მინიმუმ ერთი მაინც უნდა ჰქონოდა დედას, ჯერ კიდევ ორსულობამდე, ხოლო ორსულობის პერიოდში ისედაც ნებისმიერი რამ მწვავდება და უფრო მეტად იჩენს თავს, რომელსაც ხშირად მძიმე შედეგი მოაქვს.
ლარამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- თუმცა, რას გიხსნი, ეს ისედაც იცი, შენც ხომ ექიმი ხარ. - დაურთო მამამ.
- არაფერი მსგავსი არ მქონია! - შეიცხადა ლარამ. - თუმცა, მართალია რამდენიმე უშედეგო ორსულობა კი გადავიტანე, მაგრამ...
- მაინც რა იყო, ამ უშედეგოების მიზეზი? - ჩაეკითხა მამა.
- პირველად, საშინელი გრიპი შემხვდა. იმ პერიოდში ისეთი მძიმე ეპიდემია მძვინვარებდა ქალაქში, მთელი ოჯახი დაგრიპიანებულები ვიყავით.
- ნუ ეგ, თავისთავად ცუდია. - მიუგო მამამ. - თუმცა ორსულობისას გადატანილი ასეთი მძიმე გრიპი, ძალიან ცუდია ბავშვისთვის. ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ალბათ, უკეთესი გამოსავალი იყო, ორსულობის შეწყვეტა.
- ჩემი ნებით, არ შემიწყვეტია! - აღშფოთდა ლარა.
- კი, მესმის. - თავი დაუქნია მამამ. - სულ სხვა რამ ვიგულისხმე და სხვა დანარჩენი სიტუაცია, როგორი იყო?
- რადგან ასე მოხდა, ყოველი მომდევნო ორსულობის დროსაც სულ ვმკურნალობდი.
- ასე ამდენი ქიმიური წამლებიც კი არ შეიძლება. - დაურთო დედამ.
- არა! ქიმიური, არა! პირიქით, სულ ბალახეულის ნაყენს ვსვამდი და სუფთა ნატურალური ხილის წვენებს! - ლარა წამით შეყოვნდა. - ჩემი დედამთლი თვითონ მიწურავდა. - დაასრულა ლარამ და მოულოდნელად, დეტექტივის რაღაცნაირი, უცნაური მზერაც დაიჭირა და მაშინვე მიახალა: - რა იყო?
- არა, არაფერი ისეთი. - ენის ბორძიკით მიუგო დეტექტივმა.
- მაინც? - ახლა მამა ჩაეკითხა.
- უბრალოდ ვიფიქრე, რომ.... - დეტექტივი წამით შეყოვნდა. - იქნებ, სპეციალურადაც გასმევდნენ ისეთ ნაყენს, რომელიც... რომელიც... - დეტექტივი გაჩუმდა.
- ასე დაბრალებაც არ შეიძლება. - ჩაერთო დედა. - თუმცა, გააჩნია სიტუაციას, რა ხდებოდა იმ ოჯახში და როგორი ხალხი იყვნენ.
- ჰმ, მაგათგან ისედაც ყველაფერი იყო მოსალოდნელი. - თავი გააქნია ლარამ. - ახლა აღარც არაფერი გამაკვირვებს, თუმცა თავიდან საკმაოდ მზრუნველი კი იყო, ის ქალი, საჭმელსაც თვითონ მიმზადებდა და სულ აკონტროლებდა, რომ ისეთი არაფერი მეჭამა, რაც ბავშვზე ცუდად იმოქმედებდა.

- ან იქნებ, პირიქით?! - უკან არ იხევდა დეტექტივი. - სპეციალურად ისეთ საკვებს იღებდი, რაც მართლა არ შეიძლებოდა?!
- რა გჭირს შენ?! - შეუტია მამამ შვილს.
- მოკლედ, მე ამ ეტაპზე არაფერს გამოვრიცხავდი! - მაინც თავისას არ იშლიდა დეტექტივი. - თუმცა, ახლა ჩვენთვის მთავარია გავარკვიოთ, თუ სინამდვილეში რა მოხდა.
- იმ ბავშვის მერე, კიდევ დარჩი ორსულად? - იკითხა დედამ.
- არა, თუმცა... - ლარა წამით გაყუჩდა. - ისე მაშინაც რაღაცას მასმევდა ჩემი დედამთილი, რომ... რომ... ორგანიზმის გასაწმენდიაო... - ლარამ მძიმედ ამოიხვნეშა. - უკვე რა ვიფიქრო, აღარც ვიცი.
- რამდენი რამ გადაგიტანია, ასე ახალგაზრდა გოგოს - სინანულით გააქნია თავი დედამ. - და ის ბავშვი, როგორ დაიღუპა?
- ამდენ უშედეგო ორსულობის მერე, ჩემებმა ჰომეოპათიურ მკურნალობას აღარც გამაკარეს, ალბათ მაინც ალერგიულად მოქმედებსო და თუკი ვინმე საუკეთესო ექიმ-პროფესორი იყო, გამუდმებით მათი დაკვირვების ქვეშ ვიყავი. - ლარამ ამოიხვნეშა. - ყველას უკვირდა, რატომ ვერ მიდოდა ჩემი ორსულობა ბოლომდე, რადგან ყველანაირი გამოკვლევის მიხედვით, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვიყავი. - ლარამ კვლავ ამოიხვნეშა. - მთელი ორსულობის პერიოდში, არანაირი პრობლემა არც არანაირი გართულება. თითქოს ყველაფერმაც მშვიდად ჩაიარა და მაინც, ესეც ასე უიღბლოდ დასრულდა.

- მდაა... - ჩაილაპარაკა
მამამ. - საინტერესოა...
- ჩემს ოჯახს ჰქონდა იმაზე
მეტი საშუალება, რომ საუკეთესო სპეციალისტებთან მევლო და არამგონია, რამე გამოგვრჩენოდა. მაგ დაავადებების ჩამონათვალიდან,
ერთიც რომ მქონოდა, აუცილებლად მეცოდინებოდა. - განაგრძო ლარამ. - რამე მსგავსიც, რომ
გამოვლენილიყო, მე თუ არა, ჩემებს მაინც ხომ ეტყოდნენ?!
- ესე იგი, ექიმების შეცდომა, ან პაციენტისადმი ზერელე, გულგრილი დამოკიდებულება, ამ მხრივ, სრულიად გამორიცხულია!
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა ლარამ.
- ისე, სასურველი იყო, ამ საბუთებში დედის ზუსტი დიაგნოზიც დართულიყო. - მამა კვლავ მონიტორს ჩააკვირდა.
ლარამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- მაგდენი ვერ მოიფიქრეს ალბათ. - ირონიით გააქნია თავი მამამ.
- კი მაგრამ აბა ეს ამდენი ჩამონათვალი, რაღას ნიშნავს? - იკითხა დედამ. - ეს არ იყო დიაგნოზი?
- ეს სავარაუდო, ასე ვთქვათ, იმ დიაგნოზების ჩამონათვალი იყო, რომელსაც ასეთი მსგავსი გართულებები უნდა მოჰყოლოდა. - მიუგო მამამ. - თუმცა, ზუსტად კონკრეტულად, თუ რომელი დაავადება ჰქონდა დედას, ეს რატომღაც მართლაც რომ არც აღნიშნულია და არც მითითებული.
- წესით, ხომ უნდა ყოფილიყო აღნიშნული? - იკითხა დედამ.
- ჰმ, წესით და კანონით, კი. რა თქმა უნდა! - მიუგო მამამ.
- იქნებ, სულაც დარწმუნებულებიც კი იყვნენ, რომ ასე დაწვრილებით არავინ გადაამოწმებდა, რადგან ბევრჯერ შერჩათ მსგავსი მაქინაციები. - დაურთო დეტექტივმა.
- ჰოდა, გამოიძიე ახლა შენ! - მიუგო დედამ. - დეტექტივი ტყუილად ხარ?!
ლარამ ღიმილით გადახედა დეტექტივს. მანაც ღიმილითვე უპასუხა.
- რას იკრიჭები?! - კვლავ შეუტია დედამ. - ასეთ კარგ ადამიანს, აბა არ უნდა დაეხმარო?!
- რას ამბობთ?! - გაუღიმა ლარამ. - როგორ არ მეხმარება, ეს რომ არ მყავდეს... სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა. ბრძოლის უნარიც გამიჩნდა და მგონი, მარტო ჩემს პრობლემას კი არა ძალიან ბევრი გამწარებული დედის ამბავსაც აეხდება ფარდა!
- ესე იგი, მალე საერთაშორისო სკანდალის სუნი დატრიალდება ჰაერში. - მამამ თავი გააქნია.
- ვაიმე! ბავშვებო! - შეიცხადა დედამ. - ფრთხილად იყავით! მანდ იმდენი და ისეთი ხალხი იქნება გარეული, რომ...
- სამწუხაროდ, ასე. - ლარამ ამოიხვნეშა. - აქ ისეთი დიაგნოზები დამისვეს, ამის მიხედვით, ნეტა საერთოდ როგორ ვდგავარ ფეხზე და ვინ იცის, რამდენს დაარწმუნებდნენ და მერე რამდენი მართლა დაიჯერებდა.

- ღმერთო ჩემო! - დედა გაკვირვებული კითხულობდა მონიტორზე გახსნილ საბუთს.
- მიმიშვით ერთი, მეც ვნახო! - ახლა დეტექტივი მიაჩერდა მონიტორს მერე სხვა საბუთებიც ფურცლა და ლარას გაკვირვებით გამოხედა. - კი მაგრამ, ამ მთელ რიგ დოკუმენტებში, დაბადების მოწმობა არ იყო?
- გარდაცვალების ხომ არის და... - ლარამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ორივე საბუთი უნდა იყოს, როგორც გარდაცვალების, ასევე დაბადების მოწმობა და რატომ არის მარტო ერთი?
- წესით, ხვალ უნდა მივსულიყავი იუსტიციაში და იქ უნდა ამეღო. - ამოიხვნეშა ლარამ. - და რადგან ვეღარ ვითმენდი, ეს ისე, უფრო შინაურულად, მეილზე გამომიგზავნეს.
- და ხვალ რომ მიხვალ და აიღებ, იმ საბუთებში ხომ იქნება? - კვლავ ჩაეკითხა დეტექტივი.
- ჰო, ალბათ...
- და... რომ არ იყოს?
- მაშინ, არ ვიცი... - თავი გააქნია ლარამ. - ან რატომ არ უნდა იყოს?
- და მართლაც, რომ არ იყოს? - იკითხა დედამ.
- როგორმე უნდა მიხვიდე, შენი ყოფილი ქმრის ოჯახში და კატეგორიულად მოსთხოვო ბავშვის ყველა საბუთი, თუკი რამე გააჩნიათ. - დეტექტივმა ლარას გამოხედა. - უბრალო ამონაწერიც კი და ასევე იუსტიციიდანაც გამოიტანე, ყველაფერი რასაც მოგაწვდიან და აუცილებლად მოითხოვე დაბადების მოწმობაც! ისიც კარგად გადაამოწმე, თუ რამდენჯერ არის გაცემული!
- კი მაგრამ დაბადების მოწმობა, რამდენჯერმე რატომ იყოს გაცემული? - ლარამ გაკვირვებით აიჩეჩა მხრები. - მითუმეტეს, თუკი ბავშვი გარდაიცვალა.
- შეიძლება, ყველაფერი შეიძლება! - მიუგო დეტექტივმა. - ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ დაეკარგა მშობელს და იქაც მითითებული უნდა იყოს, რომ ეს მოწმობა, იმ წინა, ორიგინალი საბუთის ხელმეორედ გაცემაა.
- და სხვა შემთხვევაში?
- აი, სწორედაც, რომ მაგ შემთხვევების გამო დავმეგობრდით ჩვენ ასე და ეს ყველაფერი, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ!
- გასაგებია. - ჩაილაპარაკა ლარამ. - ესე იგი, უკვე უკანონო გაშვილებასთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე, არა?
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - თუმცა, შეიძლება კანონიერიც კი იყო, თუ ყველა საბუთი წესრიგში იქნება მოყვანილი.
- კანონიერი გამოდის, თუ მშობლის ნებაყოფლობით არის გაშვილებული, ხომ? - კვლავ ჩაეკითხა ლარა.
- შეიძლება ისე იყოს გაკეთებული ყველა საბუთი, რომ აბსოლუტურად კანონიერად ჩაითვალოს, მაგრამ არც სიყალბეს გამოვრიცხავ. - მიუგო დეტექტივმა.
ლარამ უხმოდ დაუქნია თავი.
- ასე რომ. - განაგრძო დეტექტივმა. - შენ ყველა შემთხვევაში გჭირდება და უფლებაც გაქვს მოითხოვო, თუნდაც უკვე გარდაცვლილი ჩვილის დაბადების მოწმობა!
პასუხად ლარამ მძიმედ ამოიხვნეშა.
- გინდაც ორჯერ, ან უფრო მეტჯერაც შეიძლება იყოს გაცემული. - კვლავ განაგრძო დეტექტივმა. - და ყოველ ჯერზე, ვის სახელზე გაიცა და საერთოდ, ვინ აწერდა ხელს ამ ყველაფერს, ესეც აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული!
- ამდენ ლაპარაკს და ჭკუა-დარიგებას, უმჯობესია შენ წაჰყვე და ბარემ იქვე გაარკვევ. - ჩაურთო მამამ. - რამდენჯერმე რომ არ მოუწიოს ამ გოგოს იქ მისვლა.
- ჰო, მე თვითონ წამოგყვები, ერთად გავარკვიოთ! - მიმართა ლარას დეტექტივმა.
ლარამ ისევ უხმოდ დაუქნია თავი.
მთელი ღამე თეთრად გაათენა. ფიქრისა და დარდისგან, თვალის მოხუჭვაც კი ვერ შესძლო. იმ ყველაფერთან ერთად, რაც წინა დღით გამოიარა, შიშობდა, რომ ახლა უფრო მეტად უარესი სიურპრიზი ელოდა წინ.
სიურპრიზები მართლაც ბლომად შეხვდა და იმდენად გაოგნებული დარჩა, რომ როგორ გამოვიდა იუსტიციიდან და როგორ აღმოჩნდა, იქვე მდებარე ბაღის მერხზე, არც კი იცოდა. გონზე მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა დეტექტივმა, ყავა მაინც დავლიოთო, შესთავაზა.
- რრაა? - ძლივს ამოიგმინა ლარამ. - ყავა?..
- ჰო! ყავა! - მიუგო დეტექტივმა.
ლარამ უსიამოვნოდ აიჩეჩა მხრები.
- რესტორანში კი არ გეპატიჟები. - დაღლილი ხმით განაგრძო დეტექტივმა. - დილიდან აქეთ ისე გამოვეშურე, რომ ყავის დალევაც კი დამავიწყდა.
ლარამ ახლა ნაღვლიანი მზერა შეავლო.
- არა! კი არ გაყვედრი! რესტორანშიც წავალთ, როცა მოისურვებ, მაგრამ ახლა ცოტა თუ არ მოვფხიზლდი...
ლარამ უხმოდ დაუქნია თავი, თუმცა წამოდგომაც არ უცდია.
- გაგიკვირდება დაა... - ცალყბად ჩაეცინა დეტექტივს. - ცოცხალ ადამიანს მოშივდება კიდევაც და მოწყურდება, კიდევაც.
- მე, მკვდარი ვარ, მკვდარი. - წაიკვნესა ლარამ.
- ნამდვილად ვერ დაგეთანხმები. - მდარედ გაუღიმა დეტექტივმა.
- თვალსა და ხელს შუა, შვილს რომ აგაცლიან, არც მკვდარი იცი და არც ცოცხალი! აბა, რანაირი დედა გამოვდივარ?!
- ვინ როგორი დედა გამოდის, მაგასაც გავარკვევთ თავის დროზე, ახლა აქედან სადმე უფრო სიგრილეში გადავინაცვლოთ, თორემ მალე ზღვაზე გარუჯულებს დავემსგავსებით.
ლარამ კვლავ ამოიხვნეშა. აშკარა იყო, რომ ადგილი არ „ეთმობოდა“, ისე იყო დაწებებული ბაღის მერხზე.
- ჩვენ, ჯერ ისიც კი გასარკვევი გვაქვს, ნამდვილად აგაცალეს თუ არ ბავშვი. მერე სხვა ეტაპი მოდის, ამჟამად ცოცხალია, თუ არა. ვინ და რატომ და რამდენი ხალხია გარეული, ეგეც ცალკე საკითხია.
- ჰო, მაგრამ მაინც, რატომ?! - ლარამ შუბლი შეკრა. - ან ეს ქეთევან დარახველიძე, ვინღაა და რა საქმე ჰქონდა, ჩემს შვილთან?
- ჰოდა, სწორედ მაგის გარკვევის დროც მოვიდა და მივხედავთ ერთად, მხოლოდ ახლა... - დეტექტივს უკვე მართლაც მოთმინების ფიალა ევსებოდა.
საათზე მეტ ხანს ისხდნენ ასე ბაღის მერხზე. ჯერ თავიდან, ვითომ ჩრდილი შეარჩიეს, შემდეგ კი მზეც მოადგათ და მისი მცხუნვარებით გათანგულ დეტექტივს, ერთი სული ჰქონდა, იქაურობას როდისღა დატოვებდნენ. ლარა კი ჯიუტად და დაუსრულებლად, სულ ერთი და იმავეს იმეორებდა. ბოლოს უკვე, თვითონაც შეაწუხა ზედმეტმა სიცხემ, მერე მართლაც შეიცოდა, „მშიერ-მწყურვალი“ მეგობარი და როგორც იქნა, იკადრა წამოდგომა.
- წავიდეთ! ცივი ყავა მაინც დავლიოთ. - ლარამ ამოიხვნეშა. - და სიგარეტსაც მოვწევ, თუ გაქვს?
- ვიყიდოთ, რადგან აღარ დამრჩა. ეს ურნა სულ მე ავავსე. - ირონიულად გააქნია თავი დეტექტივმა.
ლარამ ცალყბად გაუღიმა და კვლავ თავის პრობლემებში გადაერთო.
- და მაინც, ვინ არის, ის ვიღაც, ქეთინო? ჩემი შვილის დაბადების მოწმობას, რა უფლებით იღებს და თანაც, ხელმეორედ?!
- ჰოდა, აი ჯერ ცოტა თვალებში გამოვიხედოთ და გპირდები, აუცილებლად გავარკვევ, ვინ ბრძანდება ეგ მართლა, ვიღაც ქეთინო და კიდევ მისი თანამეინახენი!
- და ხელმეორედ აღება, ეგ რაღას ნიშნავს? ან რატომ?
- ეს იმ შემთხვევაში ხდება. - დეტექტივი ახსნას შეეცადა. - როდესაც დაბადების მოწმობის, ან თუნდაც რომელიმე საბუთის ორიგინალი იკარგება, ან გარკვეული მიზეზების გამო ნადგურდება, მაშინ ამა თუ იმ მოთხოვნის საფუძველზე, ხდება მისი ხელმეორედ გაცემა, სადაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რომ ეს არ არის ის პირველი დედანი და არის მეორე! იმ პირველი, ორიგინალის მიხედვით, განმეორებით გაცემული დოკუმენტი! ასევე აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული, თუ კონკრეტულად, ვინ გასცა ეს საბუთი, მისი ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული და თავისთავად, ვინც აიღო მისი ხელმოწერაც და პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლიც უნდა იყოს დართული.
- ესე იგი, გამოდის რომ ვიღაცამ, მოითხოვა და ისე გაიცა? - ჩაეკითხა ლარა.
- თავისთავად! - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. სწორედ ისე, როგორც შენ ახლა მოითხოვე და შენივე განცხადების საფუძველზე, ასეთი პასუხი მიიღე.
- და რატომ უნდა მოეთხოვა იმ ვიღაც ქეთინოს, ჩემი შვილის დაბადების მოწმობა?
- ეგ უკვე სულ სხვა საკითხია, მართლაც რა საფუძველზე იყო, ჯერ მოთხოვნა დაფიქსირებული და გატარებული და მეორეც, ის რომ, რა საფუძველზე გაიცა, ეს დოკუმენტი უცხო პირზე.
ლარამ უხმოდ დაუქნია თავი.
- სიმართლე გითხრა. - განაგრძო დეტექტივმა. - ასე უბრალოდაც, არ ხდება მისი აღება, რადგან ახლა მე რომ მივიდე და თუნდაც შენი შვილის საბუთები გამოვითხოვო, აუცილებლად დოკუმენტურად უნდა მქონდეს ეს მიმართვა დასაბუთებული, თუ რის საფუძველზე ვითხოვ! რა უფლება მაქვს?!
- თუ მიმართვა არ დაასაბუთე, ისე არ მოგცემენ, არა? - ჩაეკითხა ლარა.
- შეიძლება, სულაც არც ის მიმართვა იყოს დამაკმაყოფილებელი იმისთვის რომ რამე პასუხი მივიღო და შეიძლება უარიც მეთქვას.
- და თუ მართლაც დაიკარგა, ან განადგურდა, რა შუაშია ის ვიღაც ქეთევანი?
- გავარკვევთ. - დეტექტივმა მძიმედ ამოიხვნეშა. - მხოლოდ ახლა შემარგე ეს ერთი ფინჯანი ყავა.
- წავედით! - ლარა უცებ წამოიჭრა ფეხზე.
დეტექტივმა ძლივს მოასწრო ყლუპის მოსმა, ლარამ ისე სტაცა ხელი და იქაურობა დაატოვებინა და სანამ ჰკითხავდა, სად მივდივართო, ლარამ თავად უპასუხა, ჩემებთან წავიდეთო.
ლარამ გზაშივე დაურეკა მშობლებს, სასწრაფოდ სახლში დამხვდითო და არც აცალა კითხვის დასმა, ისე გაუთიშა და უკვე შინ მისულს, მშობლებთან ერთად, ასევე გულგახეთქილი ძმა და რძალიც დაუხვდა.
- სამსახურიდან გიჟივით გამომაქანე, იმის გამო, რომ ვიღაც ქეთინოს, წლების წინ, შენი გარდაცვლილი შვილის დაბადების მოწმობა აუღია?! - უკმაყოფილება ვერ დაფარა დედამ.
არც ძმა იყო ნაკლებ კმაყოფილი და მამაც ასევე მოღუშული იყურებოდა. მხოლოდ, რძალი ამოუდგა მაშინვე გვერდით და შეეცადა, ეს დაძაბულობა, ცოტათი მაინც გაეფანტა.
მართალია, საკმაოდ რთული და გაურკვეველი სიტუაცია ჰქონდა ლარას, თუმცა საღამომდე მოცდაც შეეძლო, როცა ყველა სამსახურებიდან დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ლარამ ისეთი აჟიოტაჟი ატეხა და იმდენად სასწრაფოდ მოისურვა, ოჯახის წევრების შეკრება, რომ მართლაც ყველანი გულგახეთქილები მოვარდნენ სახლში.
- და ვიპოვნოთ მერე ის ვიღაც ქეთევან დარასელია და მოვთხოვოთ პასუხი!
- დარახველიძე. - შეუსწორა რძალს, ლარამ.
- დავუშვათ, ვიპოვეთ და მერე? - ჩაეკითხა მამა.
- პასუხი, უნდა მოვთხოვო, რატომ აიღო ჩემი შვილის დაბადების მოწმობა, იმ დროს, როცა უკვე გარდაცვლილი იყო!
- ნუ ეგ, ჩვეული ამბავია. - მშვიდი ხმით მიუგო მამამ. - რადგან, გარდაცვალების მოწმობას, აუცილებლად წინ უნდა უსწრებდეს ჯერ დაბადების მოწმობა, ასე არ არის დეტექტივო?!
- რა თქმა უნდა! - როგორც იქნა, დეტექტივსაც მიეცა ხმის ამოღების „უფლება“. - და რადგანაც დედანი დაკარგული იყო, მოხდა მისი ხელმეორედ აღება.
- და ვინ მისცა, იმ ვიღაც უცხო პირს ამის უფლება?! - წამოიძახა ლარამ.
- ჰოდა, გავარკვევ მაგას! - ჩაურთო დეტექტივმა. - მხოლოდ ახლა შენ დამშვიდდი და წყალი მაინც დალიე.
- მართლა ლარა, რანაირად გამოიყურები?! - შეუტია დედამ. - ჩასაცმელიც მეტი ვერაფერი მონახე? ასე წაშლილი სახით, რომ დარბიხარ იუსტიციაში! რა გგონია? სახეს თუ ჩამოიხოკავ, მაშინ უფრო მეტად მოგაქცევენ ყურადღებას? სულაც არა! იცოდე, ისედაც ზედაც არ შემოგხედავენ, მით უმეტეს, თუ ასეთ ბინძურ საქმეში, ხელი აქვთ გასვრილი და ახლა ასეთ ფორმაში მისულს რომ გნახავენ, ზედაც არ შეგაფურთხებენ!
ლარას დედა, საკმაოდ მკაცრი და ზოგჯერ ზედმეტად უტაქტოც იყო, თუმცა ლარასთვის ახლა ასეთი დონის შეფუცხუნება სწორედაც, რომ საჭირო იყო, გამოფხიზლებულიყო და აზრზე მოსულიყო, რომ მერე უფრო გონივრულად მიდგომოდა საქმეს.
ლარამ უსიამოვნოდ გააქნია თავი. სულაც არ აინტერესებდა ახლა, ან რა ეცვა და ან როგორ გამოიყურებოდა.
- ახლავე გავაწყობ სუფრას! - დატრიალდა რძალი. ისედაც ცხადი იყო, მის მეტი არავინ შეიწუხებდა თავს. - ცოტა წავიხემსოთ და თან, დავეხმაროთ ამ გოგოს!
- არა! - წამოიძახა დედამ. - ჯერ სანამ ლარა შხაპს არ მიიღებს და არ მოწესრიგდება, მანამდე არავინ გნახოთ სუფრასთან.
- მოგვიანებით შემოგივლი. - დეტექტივმა მოწიწებით მიმართა ლარას. ცოტა არ იყოს, თავს უხერხულადაც გრძნობდა. პირველად იყო ლარასთან სტუმრად და მისი ოჯახის წევრების გაცნობა, რატომღაც უფრო სულ სხვანაირად წარმოედგინა.
- დაბრძანდით, ყმაწვილო! - დედამ ახლა სტუმარს შეუტია.
დეტექტივი ფერწასული დაუბრუნდა ადგილს და ახლა უფრო მეტად იმატა უხერხულობის გრძნობამ.
- მანამდე, ყავა მიირთვით და ლარაც შემოგვიერთდება. - რძალმა დაძაბული სიტუაცია წამსვე განმუხტა.
- დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. - ჩაურთო მამამ.
- რაზე უნდა დავილაპარაკოთ?! - გულმოსული ხმით წამოიძახა უფროსმა ძმამ. - რა გახდა მართლაც და, იმ ვიღაც ქეთევანას მოძებნა? ციფრული საუკუნეა, ბოლოს და ბოლოს! მკვდარია თუ ცოცხალი, მაგასაც კი ამოაგდებს კომპიუტერი! - ძმა წამით შეყოვნდა. - ისე გიჟივით გამოვვარდი, რომ მეგონა... მეგონა... ბავშვებს რაღაც დაემართათ და აქ კი, თურმე წლების წინ დაკარგულ საბუთს ვეძებთ!
ყველა გაიტრუნა და ლარას ძმას მიაჩერდა.
- რა?! რას მიყურებთ?! - კვლავ განაგრძო ძმამ. - გგონიათ, მე დახმარება არ მინდა? და დედა, მართალია! საკმაოდ ბინძური საქმის სუნი მცემს და ამას უფრო სხვა მხრიდან უნდა მიდგომა, თორემ ჰა! რა გვიშლის? შევვარდეთ ყველანი ერთად გინდა იუსტიციაში და გინდაც, სხვა ინსტანციაში და ვიყვიროთ და ვიღრიალოთ, რა გამოვა?!
ამჯერად, ძმაც მართალი აღმოჩნდა, ისევე როგორც, დედა. საქმე იმაზე მეტად სერიოზული იყო, ვიდრე ლარა საერთოდ წარმოიდგენდა.
- სანამ ყველა საჭირო დოკუმენტები ხელთ არ გვექნება, მანამდე არანაირ ბრძოლასა და სარჩელის შეტანას აზრი არ ექნება! - დაასრულა ძმამ.
- ჩვენ ისიც კი აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, თუ კონკრეტულად, ვინ გასცა ეს საბუთი, ვინ აწერს მაგას ხელს და ასე შემდეგ. - ჩაურთო მამამ. - ასევე აუცილებელია, სულ პირველი მიმართვა, თუ ვის მიმართეს პირველად! რადგან აუცილებლად გასარკვევია ჯერ ის, რომ რა საფუძველზე მოხდა ამ მიმართვის მიღება და მერე მისი გატარება. ამ ყველაფერს, ვინ და რამდენი ხალხი აწერს ხელს. ჯერ განცხადების მიღება-ჩაბარების აქტს ვგულისხმობ, ხოლო შემდგომი ეტაპი უკვე, თუ ვინ გასცა ამ საბუთის აღების ნებართვა, ყველა ვინც სადმე მოაწერა ხელი, ყველას იდენტიფიცირება დაგვჭირდება!
- და მერე იცი, ეგ რას ნიშნავს? - ცინიკური ღიმილი აუთამაშდა ძმას სახეზე.
- სისხლის სამართლის საქმის აღძვრას! - მშვიდი ხმით დაურთო დედამ.
წამით დუმილიც კი ჩამოვარდა.
- მერე? აღვძრათ! შევიტანოთ სარჩელი! - წამოიძახა რძალმა. - თუ არ გვაქვს დღეს ამის საშუალება, რომ ვიმოქმედოთ?!
- აქ საქმე მარტო ფინანსურ საშუალებაზე არ არის. - დინჯად აღნიშნა მამამ.
- თავიდანვეც არის მთავარი და აუცილებელი, თუ როგორ და რომელი მხრიდან მიუდგები. - თავი გააქნია ძმამ. - იმ საწყისს ეტაპს რომელი მხრიდან გაივლი.
- ჩვენი ყველა ადვოკატებისა და რწმუნებულების ერთად შეკრება იქნება საჭირო. - ჩაფიქრებული ხმით ჩაილაპარაკა დედამ.
მერე მამამ უპასუხა, ძმაც კვლავ ჩაერთო და ისე განაგრძობდნენ საუბარს, თითქოს სტუმრად მისული დეტექტივი, იქ არც ყოფილიყო.
სააბაზანოდან გამოსული ლარა, გაოგნებული შეჰყურებდა ოჯახის წევრებს, როგორ აქტიურად იყვნენ ჩართული მისი ბედის გადასაწყვეტად.
- მყავს უკვე ჩემი რწმუნებული და სანდო დეტექტივი!
ლარას ხმამაღალმა შეძახილმა, ყველა გააჩუმა.
- და არც არის თავიდან, ყველას ერთიანად ჩარევა საჭირო! - განაგრძო ლარამ. - რადგან მერე უფრო შეეცდებიან კვალის დაფარვას და სიმართლის გარკვევის უფრო ნაკლები შანსი იქნება!
- ამ შემთხვევაში, ლარას სრულიად ვეთანხმები. - კვერი დაუკრა ძმამ და ყველამ მხარი აუბა.
დეტექტივსაც, ცოტა გულზე მოეშვა, რადგან მივიწყებული, ძველი და უსარგებლო ნივთივით იდო სკამზე და სიტყვის ჩაკვეტებასაც ვერ ახერხებდა.
სადილმა უფრო თავისუფლად ჩაიარა. ყველანაირი დაძაბულობა გაიფანტა. ათას რამეს ბჭობდნენ და ათას გეგმებს ადგენდნენ, მაგრამ ამჯერად უკვე ყველა გეგმასა, თუ მომავალ სვლაში, დეტექტივიც იყო ჩართული.
პირველი სვლა, პირადად ლარას ეკუთვნოდა. ყოფილი მეუღლის ოჯახში უნდა მოეძია, ბავშვის დაბადებისა თუ გარდაცვალების დამადასტურებელი საბუთები. ლარა საშინლად მოიღუშა. არც იმ სახლში უნდოდა მისვლა და არც მათი რომელიმეს დანახვა.
- მეც წამოგყვები, როგორც შენი ოფიციალური რწმუნებული. - შესთავაზა დეტექტივმა.
- არავითარ შემთხვევაში! - თავი გააქნია ძმამ. - ყოველ ნაბიჯზე ახლა სიფრთხილეა საჭირო და არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ საბუთს წამოიღებს, თუნდაც სულაც არც არაფერი გამოატანონ.
- დიახ, მართალია. - კვერი დაუკრა მამამ. - აჟიოტაჟის ატეხა არ ღირს. ჩვეულებრივ მიხვალ და მოიძიებ, რამე მიზეზიც მოვიფიქროთ! უბრალო, ცოტაც უმნიშვნელოც რომ იყოს.
- და მართლაც, რომ არაფერი გამომატანონ? - იკითხა ლარამ. - იქნებ, ისიც კი მითხრან რომ ნაგავში გადაყარეს, რადგან აღარ იყო საჭიროო?!
- ჰოდა, ძალიანაც კარგი! - დაურთო დედამ.
მოულოდნელობისგან და დედის უკვე ასეთი კულმინაციური გულგრილობის გამო, ლარა სკამზე შეხტა. ყველა შეცბუნდა. მართლაც ასეთ გულცივობას არავინ მოელოდა. დედას კი წარბიც არ შეურხევია, ისე განაგრძო:
- თუკი, ვერაფერს მოიძიებენ და არც არაფერ საბუთს გამოგატანენ, ამ შემთხვევაში, უკვე ოფიციალურად შეგიძლია ყველა ის დოკუმენტი გამოითხოვო, რომელიც არსებობდა. მიზეზიც ბუნებრივია, მართლა დაკარგულია და მორჩა!
ლარას ცოტა გულზე მოეშვა. დედა მართალი იყო. ჩვეულებრივ, უბრალოდ და პრიმიტიულად უნდა ემოქმედა.
- უმჯობესია, ყველაფერი რასაც ნახავ. - დაურთო დეტექტივმა. - და რაც ოდნავ მაინც შენ და ბავშვს გეხებათ, ნებისმიერი დოკუმენტი იქნება, თუ რამე ჩანაწერი, ისიც კი წამოიღე.
ლარამ უხმოდ დაუქნია თავი.
- ჩვენ, გვამის ექსგუმაციაც დაგვჭირდება. - კვლავ ცივი ხმით ჩაურთო დედამ.
ლარას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
- მისგან, ბევრიც არაფერი იქნება დარჩენილი. - ჩვეული გულგრილობით განაგრძო დედამ, - მაგრამ რაღაც ნივთიერებას მაინც აღმოაჩენენ, რომ იქ ნამდვილად იყო ადამიანის სხეული და იქნებ, გვამის დნმ-იც დააზუსტონ.
ლარას მკვდრისფერი დაედო. დეტექტივიც შეწუხდა. დედა საკმაოდ ცივად საუბრობდა, თითქოს მის შვილიშვილზე კი არა, ვიღაც სრულიად უცხო, ჩვილ ბავშვზე იყო ლაპარაკი, თუმცა ახლა, ამ ეტაპზე, მართლაც ყველზე ჭეშმარიტი სვლა ეს იყო.
LEX. 2024 წლის 14 აგვისტო, ოთხშაბათი.
https://www.facebook.com/photo?fbid=1422661529418256&set=a.2881959808712964
No comments:
Post a Comment