36.
მიმი, საშინლად გაბრაზებული სახით ჩაჰყურებდა, მის წინ მდგარ, ყავის ფინჯანს. ქირურგზე, ისე ძლიერ იყო გულმოსული, თავს ძლივს იკავებდა, ერთი მაგრად რომ არ მიელანძღა. თუმცა მშვენივრადაც ხვდებოდა, რომ არც მასე იყო საქმე.
- რა იყო, მიმი? არ მოგწონს ყავა? - რბილად, მაგრამ ოდნავ საყვედურით შენიშნა ფიფომ და თავისი უკვე, გამოცარიელებული ფინჯანი გვერდით მისწია. ატყობდა, საქმე რაღაც ვერ იყო კარგად და მიმის დაბნეული თვალების ცეცებაც, ამას მოწმობდა.
- აქ, და ამ სიტუაციაში, მხოლოდ ყავის შემოთავაზება შემიძლია. - მიმის მაგივრად უპასუხა ქირურგმა. - ჯერ ეს ყავა მიირთვით და მერე, ჩემთან გადავინაცვლოთ და იქ ჩავუჯდეთ.
- კარგი, ბატონო. - უპასუხა ფიფომ. - შენთანაც ჩავუჯდებით და ჩემთანაც, მაგრამ აქ, ასე სასწრაფოდ, რატომ მომიყვანე? სული მელევა უკვე.
- ჰოდა, ჯერ ამოისუნთქე. - ღიმილით შენიშნა ქირურგმა.
- ამოვისუნთქე კიდევაც და ყავაც მივაყოლე, მაგრამ მიმი ასე „მამის მკვლელი“ თვალებით, რატომ გვიყურებს, აი ეს უკვე არ მესმის. - ჩაეცინა ფიფოს.
- ჰოოო. - ჩაილაპარაკა ქირურგმა. - მიმი ჩემზეა ნაწყენი და ვიცი რატომაც, მაგრამ მიმი დამიჯერე, სხვა გზა, ნამდვილად არ მქონდა.
- მეგობრობაში ღალატს, მასეთი გამართლება აქვს? - აწუწუნდა მიმი. - სხვა გზა არ მქონდა! - გამოაჯავრა.
- რა ხდება? აღარ მეტყვით? - ფიფოს ხმაში, ოდნავ სიმკაცრეც შეეპარა, თუმცა სულაც არ ბრაზობდა. - მოცლილი კი არ ვარ, მარტო ყავის დასალევად, ამხელა გზაზე, რომ წამომიყვანეთ. - ღიმილით დაუმატა ბოლოს.
- მეც ეგ გითხარი, ჯერ ყავა და მერე, ჩემთან ჩავუსხდეთ, მაგრამ...
- მაგრამ?.. - არ აცალა ფიფომ.
- მოკლედ. - ქირურგმა საწერი მაგიდის უჯრიდან საქაღალდე ამოიღო და ფიფოს წინ დაუდო.
ფიფომ უხმოდ გადაათვალიერა და მერე განცვიფრებული სახით შეხედა ქირურგს.
- და ეს?.. ეს ნივთიერება, სად აღმოაჩინე? ეს იცი საერთოდ, რა არის?.. ეს.. - ფიფოს ლამის, ენა ებმოდა. მშვენივრადაც მიხვდა, რომ საკმაოდ ძვირადღირებულ ნარკოტიკთან ჰქონდა საქმე, მაგრამ ან ქირურგი რა შუაში იყო და ან კიდევ მიმი, რაღას იბღუზებოდა?
„თუმცა, ქირურგთან ახლო-მახლო, კიდევ შესაძლებელია გამოჩენილიყო, მაგრამ მიმი? ან მიმი რატომღა დაიბარა აქ? და თანაც, რა სახით ზის.“
- დიახ, სწორადაც მიხვდი! - დაიწყო ქირურგმა. - ეს საკმაოდ სუფთა და მაღალი ხარისხის ნარკოტიკია და ამიტომაც, არც თუ იმდენად იაფია, სხვებთან შედარებით. იაფი კი არა, პირიქით, საკმაოდ ძვირი ჯდება მისი შეძენა და არც ასე ადვილად და სრულიად უსასყიდლოდ დასათმობია სხვისთვის.
ფიფომ ხმა ვერ ამოიღო, ცალკე მოუთმენლობისგან და ცალკე გაურკვევლობისგან, უკვე სისხლი აწვებოდა სახეზე. კონკრეტულად, ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც საშინელების მოსმენა ელოდა წინ და აშკარა იყო, პირადად მას ეხებოდა.
- ჰოდა, იმას ვამბობდი. - განაგრძო ქირურგმა. - რომ არც ასე, ადვილად გასამეტებელია, რომ სხვას ჩაუყარო ფინჯანში და თანაც, გასართობად და სეირის საყურებლად, ან სულაც, ვითომდა მართლაც, გასართობად და სეირის საყურებლად. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს, სულ სხვა მიზანი უნდა ჰქონოდა.
- და რა მიზანი და ვის ფინჯანში? - ვეღარ ითმენდა ფიფო.
ქირურგმა მიმის გახედა, რომელსაც სულ წასვლოდა ფერი და გაფართოებული თვალებით, ისე მისჩერებოდა ცარიელ კედელს, თითქოს მას, სულაც არ ეხებოდა, ეს საუბარი.
- მიმი! - ფიფოს ხმაზე, მიმი ადგილზე შეხტა.
- მიმი ჭკვიანი გოგოა. - ქირურგი, ფიფოს რისხვისგან, მიმის დაცვას შეეცადა. - საკმაოდ გონივრულად გაიაზრა, ამიტომაც არ დალია, მისთვის განკუთვნილი ყავა და იცი? როგორ ოპერატიულად შეფუთული მოიტანა ფინჯანში დასველებული ცხვირსახოცი? - ღიმილით დაასრულა ქირურგმა, თუმცა მიმის, სულაც არ ეღიმებოდა და მით უმეტეს, რომ არც ფიფოს.
- და სად მოხდა, ეს ყველაფერი? - ისევ გაისმა ფიფოს მკაცრი ტონი.
მიმი კი რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ ფიფო შეშფოთდებოდა და მაშინვე ჰკითხავდა, ან როგორ ხარ, ან ვინ ჩაგიყარა და რატომ, ფიფომ კი, ზუსტად ის შეკითხვა დასვა, რომელზედაც რამდენიმე პასუხს, ერთდროულად აეხდებოდა ფარდა.
მიმი ხმის ამოღებას, ვერ ბედავდა. ფიფომ ახლა, ქირურგისკენ გააპარა თვალი. ქირურგმა, მხრები აიჩეჩა. მიმის მისთვის, არც კი უთქვამს, თუ საიდან მოიტანა. მხოლოდ ჯერ ფიფომ, არაფერი გაიგოსო და მთელი ხვეწნითა და მუდარით, ანალიზის ჩატარება სთხოვა. მოგვიანებით კი, ვიღაც მუტრუკი საყვარლისგან ნაბეგვი, ახალგაზრდა ქალიც მოუყვანა და აი, სწორედ მაშინ, იმ ქალის საუბრიდან დაიჭირა, რომ ნარკოტიკები, მიმის ჩაუყარეს ფინჯანში და არა სხვას და ასევე ივარაუდა, რომ ყველაფერი, იმ ქალისგან მოდიდა, ან არც თუ ისე შორს მისგან.
- ნუ... მე ჩამიყარეს. - გაჩუმებას უკვე აზრი, აღარ ჰქონდა და მიმიმაც აღიარა.
- და სად მოხდა, ეს ბედნიერება? - ფიფოს კვლავ, მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა.
- სოფელში... - ძლივს ამოილუღლუღა მიმიმ.
- ნუ, რა უნდა გელაპარაკო! - ფიფომ მუშტები შეჰკრა და ის იყო, ძლიერად უნდა დაერტყა მაგიდაზე, რომ თავი ხელში აიყვანა და მხოლოდ უკვე გაშლილი ხელი, ოდნავ დაჰკრა მაგიდას.
მიმი მაინც შეცბა.
- სოფელში? - გაიკვირვა ქირურგმა. - კი, მაგრამ იქ საიდან? ასეთი ძვირიანი წამლის მომხმარებელი, ნუთუ რამდენი ჰყავთ? ახლა არ მითხრა, რომ იქ, სოფელში ამზადებენო? გამორიცხულია! ეს შემოტანილი პროდუქციაა და სავარაუდოდ, მხოლოდ და მხოლოდ, მისი დაფასოება თუ უნდა ხდებოდეს აქ!
- საქმეც მაგაშია! - უპასუხა ფიფომ. - ამას კიდევ, ვერ გავაგებინე, რომ ვაშლის გამყიდველთან კი არა... - ფიფომ წყრომით გახედა მიმის.
- ის ბიჭი, ხომ იყო, მომხმარებელი. - წაიკნავლა მიმიმ. - თქვენ რომ მოკლული გეგონათ...
- ჰო! ზუსტად, აბაა?! მაგ ერთი ტიპის გულისთვის ჩადიოდა იმ სოფელში, საკმაოდ მაღალი ხარისხის ნარკოტიკები, აბაა! - შეუღრინა ფიფომ.
- და იქნებ, სხვებსაც უნდოდათ? - უკან არ იხევდა მიმი.
- ესე იგი? არც იმდენად ცოტა ხალხია არა, გარეული? ჰა? როგორ ფიქრობ? - ცინიკურად ჩაეკითხა ფიფო.
- მიმი, მომისმინე. - ქირურგმა ჩარევა გადაწყვიტა, რადგან ხედავდა რომ ფიფო, ძლივს თოკავდა ნერვებს და ჩანდა, რომ არც მიმი აპირებდა უკან დახევას. - როცა საქმე, რამე დანაშაულს ეხება, თუნდაც მაქინაციას, თუნდაც კორუფციას, ან გინდ წვრილმან აფიორას, შენ ყოველთვის უნდა იფიქრო, თუ შენს უკან, ვინ დგას. უფრო სწორად, რომ შენ, მარტო არ ხარ! გყავს ოჯახის წევრები და შენი მონაწილეობით, ან თუნდაც, მინიმალური ჩარევით, შენს შვილს უქმნი საფრთხეს.
მიმიმ გაკვირვებული სახით შეხედა ჯერ ქირურგს და მერე ფიფოს.
- ჰო, მიმი ჰო! - გააგრძელა ფიფომ ქირურგის დაწყებული შეგონება. - ეს საქმე, მეც არ მეხება. გალეოს გამოსაძიებელია და მის მაგივრად, არც ვაპირებ მუშაობს და შენ რატომ ერევი, არ მესმის?
- მე, ხომ მხოლოდ, დახმარება მინდოდა? - წაიკნავლა ისევ მიმიმ.
- მერე, ხომ დაგვეხმარე? - ფიფომ ხმა შეარბილა. იქნებ, ასე მაინც გაეგებინებინა მიმისთვის, რომ მეტად აღარ ჩარეულიყო. - სწორედ, შენი წყალობით გავედით მაგ გოგოზე და მის საყვარელზე. ახლა სხვა მიმართულებით მიდის გამოძიება და მე არ მაქვს ჯერ ჩარევის უფლება, რადგან თუ ჩავერევი, მაშინ გალეო უნებურად, უმუშევარი დარჩება და ლუკმას ხომ არ ავაცლი საწყალ ბიჭს?
- არა, რას ამბობ? - შეიცხადა მიმიმ.
- ესე იგი, დასკვნა? - ცინიკურად ჩაეღიმა ფიფოს. - ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს, ასეა ხომ?
მიმიმ უხმოდ დაუქნია თავი.
- ახლა მართლა, ფიფომ რომ ჩაუტაროს ჩემს პაციენტს, ოპერაცია, რა გამოვა? - დაუმატა ქირურგმა.
- ასეა, ასე! - დაასრულა ფიფომ. - ისედაც, უამრავი საქმე გაქვს, ახლა კიდევ, ქველმოქმედებას შეეჭიდე, აქეთ ოჯახი, ბავშვი. არ არის გამოძიება შენი საქმე და მით უმეტეს, რომ ასეთი სახიფათო, სადაც უკვე მსხვერპლია და შესაძლოა, არა ერთი მკვლელიც ფიგურირებდეს.
- ესე იგი, მოკლეს? - დაინტერესდა მიმი.
- შესაძლოა-მეთქი, ხომ გითხარი? - დაუკონკრეტა ფიფომ, თუმცა ზომაზე მეტი წამოსცდა და იმასაც მშვენივრად მიხვდა, რომ მიმიმ, სწორად დაიჭირა. - რა გარანტიაა, რომ მართლა დოზის გადამეტება არ იყო და სპეციალურად, მეტი გაუკეთეს?
- და ვერ დაადგინეთ? - იკითხა მიმიმ.
- ვერა. - თავი გააქნია ფიფომ. - რადგან, ძალადობის კვალი არ აღმოაჩნდა და ისედაც უკვე, დიდი ხნის მომხმარებელი იყო, მაგის დადგენა ახლა, შეუძლებელია!
- მოკლედ, მიმი. - ჩაერია ისევ ქირურგი. - საკმაოდ საშიშ და დაუნდობელ ხალხთან ასოცირდება ეს საქმე. ამიტომ შენ, რაც შეიძლება, შორს დაიჭირე თავი, განა შენ თვითონ არ მოიყვანე, ის სასტიკად ნაცემი ქალი? და თან, საკუთარი საყვარელი კაცისგან. ხომ ხედავ? ერთმანეთს არ ინდობენ და არც შენ და არც სხვას არავის დაინდობენ, ვინც გზაზე გადაეღობება, ან ოდნავ მაინც შეაფერხებს.
- სწორედ მაგას ვუჩიჩინებ და არ ესმის. - დაუმატა ფიფომ. - მორჩა! სოფელში ფეხს აღარ გაადგამ!
- ასე უცებ, ვერ გავწყვეტ კავშირს. - წაიწრიპინა მიმიმ.
- მაშინ, ერთი-ორი კვირა მაინც ნუ ჩახვალ! - ფიფომ ხმა შეარბილა, მაგრამ თვალები მაინც რისხვით ჰქონდა სავსე.
მიმიმ თავი ჩაღუნა და ქირურგს, ქვემოდან გამოხედა.
- მიმი. - მშვიდი ხმით მიმართა ქირურგმა.
მიმიც მიხვდა, ქირურგი ფარულად შეძენილ ტელეფონს გულისხმობდა. დამალვას უკვე, აზრი აღარ ჰქონდა. მიმიმ ჩანთა გახსნა და ფიფოსთვის უცნობი მობილური, მაგიდაზე დადო.
- ეს რა არის? - სისხლი მოაწვა ფიფოს. - კიდევ ახალი სიურპრიზი? - მობილურს ოდნავ შეეხო და ქირურგს გახედა. - და შენც იცოდი?
ქირურგმა თანხმობის ნიშნად ცალყბად გაუღიმა.
- ჰაჰ! - ჩაეცინა ფიფოს. - თქვენ, თუ გიყურეთ, უმუშევრებს დაგვტოვებთ! - ფიფომ ხელჯოხი მოიმარჯვა. - ჩემი წასვლის დროა და თქვენი არ ვიცი! იმედია, მეტ შეთქმულებას, აღარ მომიწყობთ! - უკვე ეცინებოდა ფიფოს.
- უნდა მოგიბოდიშო. - დაიწყო ქირურგმა. - მეგობარს, ხათრი ვეღარ გავუტეხე, მაგრამ როცა ის ნივთიერება, იმ ყავის ანალიზში ამოტივტივდა, უკვე გაჩუმებას, აზრი აღარ ჰქონდა. ვფიქრობ, დროულად შეგატყობინე, რომ მერე...
- გმადლობ, მართლაც დროულად მითხარი, ისე შეგეძლო, ცოტა ადრეც გეთქვა. - ფიფოს ხმაში, საყვედური იგრძნობოდა.
- ჯერ ახალი მობილურის შეძენა ვთხოვე. - ჩაერია მიმი.
- ფიფოს სიურპრიზს ვუმზადებო და მეც დავთანხმდი.
- იცი, მართლა სიურპრიზად მინდოდა შენთვის, რამეს გამოძიება. მერე კი, ეს ყავის ამბავიც დაერთო და...
- და მეც, დროულად შეგატყობინე. - მიმის სიტყვა დაასრულა ქირურგმა.
- კარგი, კარგი. - ეცინებოდა ფიფოს. - არ დაგსჯით არც ერთს, მაგრამ ახლა, ან ტაქსი გამომიძახეთ ან სამსახურამდე მაინც მიმიყვანეთ!
- ახლავე წაგიყვან, თავისუფალი ვარ დღეს. - ქირურგმა ხალათის გახდა დაიწყო.
- მე წაგიყვან! - მიმი წამოდგა. - თან ბავშვი უნდა გამოვიყვანო სკოლიდან. სამსახურში მიბრუნებას რაღა აზრი აქვს.
- მაშინ ბარემ, ბავშვსაც ვნახავ და ერთად მიმიყვანეთ სამინისტრომდე. აი, შენ კი? დაისჯები სასტიკად! - მიუბრუნდა ქირურგს. - ჩემთან უნდა ჩავუსხდეთ და იქ უნდა დაგსაჯო!
- კარგი, კარგი. - გაეცინა ქირურგს. - ხვალ მორიგე ვარ, ზეგ კი, თავისუფალი. დღეს, თუ ნებას დამრთავთ, დავისვენებ ცოტას. წუხელაც მორიგე ვიყავი და მთელი დღეც აქ შემოვრჩი.
- ჩემი ბრალია და გამოვასწორებ. - გაუღიმა მიმი. - ძაან გემრიელობებს მოვამზადებ.
- ჰო! - ახლა მიმის მიუბრუნდა ფიფო. - შენც არ აგცდება სასჯელი და სასტიკად დაისჯები, გემრიელობების მომზადებით!
***
მიმიმ, ფიფოსთვის გამზადებული ვახშამი გადაინახა. ბავშვს უკვე, რახანია ეძინა, ფიფო კი კვლავაც არ ჩანდა, თუმცა მიმი, ისედაც გაფრთხილებული ჰყავდა, რომ სახლში მოსვლა დაუგვიანდებოდა. ამიტომაც მიმი, ყოველგვარი ზედმეტი ღელვისა და ემოციების გარეშე, საწოლზე მიწვა და სწორედ იმ დროს, როცა იმის ძიებაში იყო, ფილმი ენახა თუ წიგნით შეექცია თავი, ფიფომაც კარი შემოაღო.
- აჰა, ნახე ეს! - ფიფომ საწოლზე, ლამის კარიდან ნასროლი, მეხსიერების ბარათი დაუგდო.
- ეს რა არის? - მიმი ბარათისკენ გაიწია და კომპიუტერს მოარგო.
- ნახე და ნახავ!
- ვნახავ და ვნახავ. - გაეღიმა მიმის. - არ გშია?
- არა!
- ვერ ვხდები, ეს რა არის? ან რა ჩანაწერია? - მიმი, გაკვირვებული ათვალიერებდა, ქუჩის სათვალთვალო კამერიდან ამოღებულ ჩანაწერს. - მოიცა, ეს ადგილი, ჩემს სამსახურთან არის, უკანა გასასვლელია, ჩვენი მანქანების...
ფიფომ არაფერი უპასუხა, ჰალსტუხი შეიხსნა და მიმის საწოლის მეორე მხარეს ჩამოჯდა.
- გუშინ ლანჩზე, რომელ საათზე გამოხვედი?
- გუშინ? - ჩაფიქრდა მიმი, თუმცა მაინც ვერ ხვდებოდა, ფიფო რატომ ეკითხებოდა, ან ეს ქუჩის ჩანაწერები, რაღას ნიშნავდა. - ალბათ, სადღაც ასე... პირველისკენ და რა იყო?
- საერთოდ რომელზე გამოდიხარ, ხოლმე?
- ვცდილობ, თორმეტამდე მოვახერხო.
- თორმეტამდე გამოდიხარ, თუ თორმეტამდე ცდილობ უკან მიბრუნდე?
- სასურველია, თორმეტამდე მივბრუნდე. ნუ ზოგჯერ ხან ისეა და ხან ასე და რა იყო? რა ხდება?
- და გუშინ? ბევრად გვიან გამოხვედი?
- ნუ, ჰო! და აღარ მეტყვი, რა ხდება? - მიმი უკვე ვეღარ ითმენდა.
- ჰოდა, გეუბნები. - ფიფომ მონიტორზე მიანიშნა. - ნახე აქ რომელი საათია?
- თერთმეტი ხდება. - უპასუხა მიმიმ.
- აბა ახლა? - ფიფომ კადრს სიჩქარე მოუმატა და მონიტორზე გამოსახული დრო, უფრო წინ წავიდა.
- ახლა თორმეტის წუთებია... - მიმი ახლა უფრო მეტად ჩააკვირდა ჩანაწერს. - ეს?.. ეს?..
- ჰო, ეს! დიახაც! - დაუდასტურა ფიფომ. - მოკლედ, ზუსტად თორმეტის თხუთმეტ წუთზე, გადმოდის ტაქსიდან და თითქმის ორი საათი, ელოდება შენს გამოსვლას, სამსახურიდან და თან! - ფიფოს ხმას აუწია. - მეორე გამოსასვლელიდან, საიდანაც მხოლოდ, თანამშრომლები გამოდიხართ, სამსახურის ავტოფარეხიდან!
- და... რატომ?.. - მიმი სიტყვებს ვეღარ უყრიდა თავს. - ისე მართლა მაგრად კი იყო ნაცემი და...
- და იმის მაგივრად, რომ ემკურნალა, შენ გელოდა და რატომ თუ იცი?
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვხვდები. - მიმი წამით ჩაფიქრდა. - ისე მთელი ის პერიოდი, სულ ცდილობდა, რომ სახლში წამომეყვანა, მაგრამ არც იმდენად სულელი ვარ! თავიდანვე დავიჭირე თადარიგი.
- ყოჩაღ! მაგრამ უფრო ჭკვიანი იქნებოდი, ჩემთვის რომ დაგეჯერებინა და ნაკლებად გედაქალა მასთან!
- ესე იგი?..
- ჰო! სპეციალურად შენ გელოდა! - არ აცალა ფიფომ. - სპეციალურად შენ ჩაგიყარა ნარკოტიკები ყავაში და მერე? კიდევ რა სიურპრიზი გველის მომავალში?
- კარგი! საერთოდ აღარ ჩავალ იმ სოფელში!
- სულ არ ჩასვლაც, ახლა აღარ გამოვა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - მაგრამ რაც შეიძლება, იშვიათად უნდა ჩახვიდე, ასე სჯობს.
- და ახლა, რა იქნება? ამით რამე წინსვლა, თუ აქვს გამოძიებას?
- ახლა დილიდან, იმის დადგენას შეუდგებიან რომელი ტაქსი იყო და საიდან მოიყვანა შენამდე, მერე მისი ახალი მისამართის დადგენა იქნება საჭირო.
- ახალი? - გაიკვირვა მიმიმ. - კი, მაგრამ იქიდან როდისღა გადავიდა?
- საიდან? ჰმ! - ჩაეცინა ფიფოს. - ეგეც იცი, სად ცხოვრობს? იქნებ, სტუმრადაც იყავი უკვე და ახლა, მაგას მიმალავ?
- არა, რა სტუმრად!
- კიდევ კარგი!
- და იმ სახლიდან, მართლა ასე მალე გადავიდა?
- დიდია ხანია იქ აღარ ცხოვრობს, მაგრამ ძველ სამსახურში, იმ მისამართით ამოვარდა.
- და ახლა უნდა ეძებოთ, სად ცხოვრობს? - მიმიმ ეშმაკურად მოწკურა თვალები, რაც ფიფოს, არ გამოჰპარვია, მაგრამ სანამ რამეს იტყოდა, მიმიმ დაასწრო. - ვიცი, სადაც ცხოვრობს! გუშინ, მე მივიყვანე.
- მოიცა, ჯერ ქირურგთან წაიყვანე, მერე სახლამდეც მიაცილე და ისევ კლინიკაში დაბრუნდი?
- ჰო.
- უჰ, რამდენი გიწვალია. - გაეცინა ფიფოს. - სახლში ხომ არ შეგიპატიჟა?
- თითქოს, ძალიან უნდოდა და თითქოს... - მიმი ჩაფიქრდა. - რაღაცნაირად კი მითხრა, მაგრამ ვერ ვიხსენებ.
- და რაღაცნაირი, რა იყო?
- რაღაც, ისე ვერ მენიშნა...
- შეეცადე გაიხსენო, თუმცა უკვე აღარც ვიცი, რა არის მნიშვნელოვანი და რა არა!
- იცი, როგორ მითხრა?.. - მიმი კვლავ ჩაფიქრდა. - არ მინდა, რომ გნახოსო!.. ჰო! არ მინდა, რომ აქ გნახოსო და უცებ რაღაც სხვანაირი გამოხედვა დავიჭირე და უფრო იმიტომ, რომ მაშინვე გამოასწორა, თითქოს თავი გაიმართლა, მარტო მინდა ვიყო, არ მინდა ვინმე მახლდესო.
- შენ ფიქრობ, არ უნდოდა, რომ იმ ტიპს, შენ იქ ენახე?
- რა ვიცი. თითქოს ეს უფრო დავიჭირე მისი გამოხედვიდან.
- შესაძლებელია! ისედაც რაღაც გამიზნულად გედაქალება.
- ვითომ?
- აბა, ასეთი ნაცემი, შესიებული სიფათით, ორი საათი, შენს ლოდინში ამ სიცივეში ქუჩაში იდგა, რა ვიფიქრო?
- და თან, ვითომ დისტანციას იცავს და ამიტომაც სახლში ვერ შემიპატიჟა?
- დიახ, ვითომ ვერ!
- მართლა, იმაზე საშიში ყოფილა, ვიდრე წარმოვიდგენდი.
- ჰოდა, ქირურგიც მაშინვე მიხვდა, ხათაბალაში რომ ეხვეოდი. ამიტომაც, სასწრაფოდ მისვლა მთხოვა. შენ კი, გაბუზული იჯექი და მტრულად უყურებდი, ერთგულ მეგობარს.
- მართლა, როგორი ერთგულია. - ჩაილაპარაკა მიმიმ ნაღვლიანად.
- ასე რომ, ზოგჯერ მეგობრის ჩაშვებაც, მოსულაა! მაგრამ გააჩნია, სად და რა დოზით და მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როცა სერიოზული საფრთხისგან აარიდებ.
- ვერასდროს ვიფიქრებდი, მეგობრის ჩაშვებას, მართლა რამე გამართლება თუ ექნებოდა.
- ახლა ხომ დარწმუნდი, რომ აქვს?
მიმიმ არაფერი უპასუხა.
- შენი უახლესი მობილიდან, ბევრი ვერაფერი საინტერესო ამოვიღეთ, თუმცა ბევრი კი არა, საერთოდ არც არაფერი. - ფიფომ მიმის, ახლად შეძენილი მობილური, პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო და მიმის გაუწოდა.
- რაში მჭირდება? - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- აბა, მე რაში მინდა? რაც იყო ჩანაწერი ყველაფერი გადავიტანეთ და გქონდეს თუ გინდა ეგეც, ან გადააგდე.
ფიფო საწოლიდან წამოდგა და ისე გაიხურა მიმის საძინებლის კარი, რომ უკან არც მოუხედავს.
LEX. 2019 წლის 23 დეკემბერი, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment