27.
LEX. 2016 წლის 3 ივლისი, კვირა.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1763404750568481
ფიფომ გიჟივით გააქროლა მანქანა. ქალის პირველივე დაძახებაზე
გავარდა და ისე შეატოვა მიმი მხატვარს, რომ სინდისის ქენჯნასაც კი არ გრძნობდა.
მიჰქროდა იქ, სადაც ვნება უსწრებდა გრძნობას. მთელი სისწრაფით
ჩაუხვია ქუჩაზე და ძლივს მოასწრო დამუხრუჭება, ლამის მანქანის ბორბლებქვეშ მოიყოლა
ქუჩაზე მიმავალი კაცი. ბეწვზე გადარჩნენ. რა თქმა უნდა, ფიფოს ბრალი იყო.
საშინლად შეწუხებული ფიფო, ძირს გაგდებულ კაცს, აღელვებით უსინჯავდა ფეხებს, ხელებს, საბედნიეროდ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. რაღაც სასწაულებრივი
გადარჩენა იყო.
წამოდგომაშიც მიეშველა. კაცი ცოტას კი კოჭლობდა,
მაგრამ გაჯიუტდა, არაფერი მტკენიაო. არც სახლამდე და არც საავადმყოფოში მიყვანას დათანხმდა,
თუმცა ფიფოს ახლა საავადმყოფოში სარბენად სულაც არ სცხელოდა.
ძალად შეაჩეჩა ხელში, თავისი სავიზიტო ბარათი. იქნებ მერე თუ მკურნალობა დაგჭირდეს, ყველაფერს აგინაზღაურებო.
ფიფო სხვა პრინციპის კაცი იყო, ვინც არ უნდა
ენახა ასეთ მდგომარეობაში, არასდროს დატოვებდა უყურადღებოდ და მით უმეტეს, თუ კი თავისი
მიზეზით იყო დაშავებული, ასე ადვილად ზურგს ვერ შეაქცევდა.
საშინლად წუხდა მომხდარზე, არც დაშავებულის
ასე ქუჩაში მიტოვება უნდოდა და თანაც ერთი სული ჰქონდა, როდის გაეცლებოდა იქაურობას.
ბოლოს როგორც იქნა, კაცმა დაარწმუნა, არაფერი
მჭირს გადავრჩით ორივენიო.
ფიფომაც შვებით ამოისუნთქა, მართლაც რომ გადავრჩითო და მანქანას მიაშურა.
ფიფომაც შვებით ამოისუნთქა, მართლაც რომ გადავრჩითო და მანქანას მიაშურა.
ძველმანებში გამოწყობილი, უნიათოდ ჩაცმული ახალგაზრდა კაცი აღმართს
აუყვა. სიარული თანდათან უფრო უჭირდა, დაჟეჟილობამ მაინც თავისი გაიტანა და ახლა უფრო მეტად შეაწუხა
მტკივანმა ფეხმა.
„ჰმ, რა საოცარია ეს ცხოვრება! კომედიის თამაშია, ტრაგედია რომ არ იყოს!
„ჰმ, რა საოცარია ეს ცხოვრება! კომედიის თამაშია, ტრაგედია რომ არ იყოს!
რამდენჯერ
უნდა ჩავვარდე ამ კრეტინი ფიფოს ხახაში?!
ჰო,
შემეშინდა! ვაღიარებ! მართლაც ცოტა დავშინდი თავიდან. სულ ერთი წამით ვიგრძენი შიში!
მერე კი... ჰა! ჰა!
ოჰ,
როგორ მინდოდა, ერთი გემრიელად გადამეხარხარა და გულიანად დამეცინა მისთვის! ისე სულაც
არ მეშინია მისი. იქეთ არ შევაშინო! შიშს არ უნდა მისცე უფლება, რომ დაგჯაბნოს და შენი
ქმედება აკონტროლოს!
ვერც
ფიფო და ვერც სხვა ვერავინ შემაშინებს და ვერც შემაჩერებს!
ჰმ!
და მერე როგორი პატივისცემით მომეპყრო. ჰა ჰა! რა სასაცილოა. ნეტა იცოდეს, მაინც ვინ
ვარ!“
ამ აზრებმა, პიპა უფრო მეტად გაამხიარულა,
სიხარულისგან ცმუკავდა. მტკივანი ფეხი აღარც ახსოვდა, ოდნავი კოჭლობითა და გაბადრული
სახით მიჰყვებოდა აღმართს.
როცა ფიფო თავის ახალ გატაცებასთან მიჰქროდა, მკვლელი ძველი უბნის აღმართს ფეხის თრევითა და მწარე სიცილით მიუყვებოდა, მხატვარი კი ამ დროს, მიმის პორტრეტს ხატავდა და თან განუწყვეტლივ ესაუბრებოდა. არ უნდოდა, მიმის მოეწყინა და ფიფოზე ედარდა, ამიტომაც ასე ართობდა და ცდილობდა, საინტერესო თემა არ გამოლეოდა.
როცა ფიფო თავის ახალ გატაცებასთან მიჰქროდა, მკვლელი ძველი უბნის აღმართს ფეხის თრევითა და მწარე სიცილით მიუყვებოდა, მხატვარი კი ამ დროს, მიმის პორტრეტს ხატავდა და თან განუწყვეტლივ ესაუბრებოდა. არ უნდოდა, მიმის მოეწყინა და ფიფოზე ედარდა, ამიტომაც ასე ართობდა და ცდილობდა, საინტერესო თემა არ გამოლეოდა.
- იცი მიმი, ნიღბებს, მარტო წარმოდგენის გასამართად
კი არ იყენებდნენ, ომის დროსაც და საქორწილო რიტუალებისას, იცი რა დიდი გამოყენება ჰქონდა.
- ომის დროს? კი, როგორ არა, მინახავს ძველ
ფილმებში.
- საერთოდ კი რიტუალის დროს გამოყენებული
ნიღაბი, ავი სულების განსადევნად და შიშის გამოსაწვევად იყო მიმართული.
- აჰა, ამიტომაც არის ზოგი ნიღაბი, რომ დაჯღანული
და საშინელი შესახედია. ახლა კი გასაგებია.
- ცოტა ხნით პირს ნუ ამოძრავებ. - შენიშნა
მხატვარმა.
მიმი გაიტრუნა. სიამოვნებას გვრიდა პოზირება,
მით უფრო, რომ ცხოვრებაში პირველად ხატავდნენ.
რამდენიმე ხნის შემდეგ, მხატვარმა შესვენება
გამოაცხადა, ნახატი კედელთან მიაყუდა და შორიდან დაუწყო ჭვრეტა. პორტრეტი ძალიან ლამაზი
გამოვიდა, მიმი აღფრთოვანებული დარჩა.
ერთხანს, ნახატი ათვალიერეს, ისევ ნიღბებზე
იმსჯელეს. მერე თითქოს, სალაპარაკოც გამოელიათო და ორივე დადუმდა.
მიმი რატომღაც სახლში წასვლას არც ფიქრობდა,
მხატვარი ატყობდა, მიმის თითქოს რაღაც აწუხებდა, თქმას კი არ აპირებდა.
„ნუთუ
ფიფოს ღალატს მიუხვდა? და მერე რა? ამაში ტრაგედია არ უნდა დაინახოს. გაისეირნებს გამოისეირნებს
და ისევ მოვა. თანაც, თუ კი მართლა უყვარს, მოვა აბა სად წავა? და თუ არ მოვა, ესე იგი...
უჰ, ამ ქალებს კი სხვანაირად ესმით, რადგან ერთი გაიკუნტრუშა, ესე იგი, მორჩა! დამთავრდა
იქ ყველაფერი! ჰმ, რა სასაცილოები და უმწეოები არიან... სამაგიეროდ კი დიდი გული აქვთ...“
მხატვარი ფიფოს საქციელზე ფიქრობდა, არ ამართლებდა,
მაგრამ არც ამტყუნებდა და როგორ უნდა აეხსნა მიმისთვის ეს ყველაფერი? სწორად გაიგებდა
მერე? ან სულაც, მხატვარს რატომ უნდა აეხსნა? ფიფოს სათქმელი თავად ფიფოსვე უნდა ეთქვა.
- არის ისეთი რამ, რის თქმაც გინდა და...
- ფრთხილად შეაპარა მხატვარმა.
მიმი შეცბა, ეგონა რომ ფიქრებს მიუხვდა. ან
რა უნდა ეთქვა? იმას ხომ არ ეტყოდა, ამ ბოლო დროს, მგონი შენ უფრო მომწონხარ, თუ ფიფოო, ვერ
გამირკვევიაო.
- რაო, რას ჩაფიქრდი? - ჩააცივდა მხატვარი.
- სულ იმ კაცზე ვფიქრობ. - როგორც იქნა, უპასუხა მიმიმ. - სასაფლაოზე რომ ვნახე. როგორი სასოწარკვეთილი იყო. ჩაცმულიც ჩვეულებრივად
იყო. უბრალოდ და სუფთად, თორემ ბომჟი მეგონებოდა. საწყალი, ვინ იცის, რა შეემთხვა.
- სასოწარკვეთა, რთული რამაა, საშინლად იცის
მორევა და თუ მიეცი ნება, ჯერ ფეხებზე შემოგხვევა და ისე გაგკოჭავს, რომ ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამ! მერე თანდათან, ზემოთ ამოვა და ყელში მოჭერას დაგიწყებს, თანაც უცებ კი არ გახრჩობს, არამედ ნელა, ძალიან ნელა გიჭერს, ფრთხილად გგუდავს და ისე გაწვალებს, რომ ლამის შენ თვითონ უთხრა, ბარემ მომკალი
და მოვრჩეთო!
მიმი გაფითრებული შეჰყურებდა მეგობარს.
მხატვარს გაეცინა:
- რამ შეგაშინა? ეს მაშინ როცა მოგერევა! უფრო სწორად, დაჯაბვნის უფლებას, შენ თვითონ რომ მისცემ, თორემ მერე უკვე გვიანია.
- აბა რატომ ამბობენ, არასდროს არ არის გვიანო?
და ყოველთვის შეიძლება გამოსწორებაო?
- სადღაც კი, ვეთანხმები! რაღაც მომენტში ნამდვილად მასეა, მაგრამ
არის ზოგჯერ შემთხვევა, როცა აღარაფრის გამოსწორება აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ან ის
ადამიანი უკვე აღარ არის და აღარც ის დროა... ის დრო უკვე ჩავლილია...
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1763404750568481

No comments:
Post a Comment