33.
დეტექტივი ლარას ასეთი უეცარი გაქცევის გამო გაოგნებული დარჩა. თუმცა, არაერთხელ გამოამჟღავნა ლარამ თავისი უცნაურობანი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო. მაინც რა იყო ეს? ასე უცებ, სასწრაფოდ დაბარება და მერე მოულოდნელად, ასევე სწრაფადვე მიტოვება. ყავის დალევაც კი ვერ მოასწრო, ისე უკანმოუხედავად გაიქცა.
„თუმცა, სად იყო ყავა?“
გულმოსული ფიქრობდა
დეტექტივი.
„ყავა როცა მოიტანეს, ლარას უკვე კარი გახურული ჰქონდა.“
ცხადი იყო, ლარას ახალი იდეა გაუჩნდა და შეიძლება რაღაც კვანძსაც კი მიაგნო, მაგრამ რატომ არაფერი გაუმხილა თავის მეგობარ დეტექტივს? მათი შეხვედრიდან სულ ხუთი წუთიც კი არ იყო გასული, რომ ისე გავარდა, უკან არც მოუხედავს და ასე ძლიერ დაანაღვლიანა, მასზე უკვე სერიოზულად შეყვარებული დეტექტივი.
- მამა! - აქოშინებული ხმით შეუვარდა ლარა კაბინეტში. - მჭირდები!
- რა მოხდა? - წარბები აზიდა მამამ.
- ერთ ადგილას მინდა დარეკო და რაღაც სთხოვო!
- და შენ რატომ ვერ ურეკავ? - ირონიულად ჩაეკითხა მამა. - განა ვინ არის ასეთი?
- შენი გავლენაა საჭირო და არა ჩემი!
- და სად ვრეკავთ? - ღიმილით მოიმარჯვა ტელეფონი მამამ.
- იუსტიციაში უნდა დარეკო და..
- ჰმ, დააშავე რამე თუ?..
- მე დავწერ განცხადებას, როცა იქ მივალ, მაგრამ ჩემი მისვლისთანავე მინდა სათანადო ყურადღება მომაქციონ და იმავე თუ არა, მეორე დღესვე მაინც მინდა მივიღო სწორი პასუხი! - ერთიანად მიაყარა ლარამ.
- და იქნებ, მეც გამარკვიო რა ხდება და უფრო უკეთაც დაგეხმარო.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ლარამ. - თუ გაინტერესებს...
- და რატომ არ უნდა მაინტერესებდეს? - გაიკვირვა მამამ.
- კი მაგრამ, როდის იყო, რომ შვილების პრობლემებით ინტერესდებოდით ან შენ, ან დედა?! - ლარას ხმაში ისტერიკამ გაჟონა.
- პრობლემებით როგორ არ ვინტერესდებოდით. - უკმაყოფილო ხმით უპასუხა მამამ. - მხოლოდ არასდროს, თქვენს პირად ცხოვრებაში არ ჩავრეულვართ!
- მართლა? - ცინიკური ტონით მიუგო ლარამ.
- დიახ! მართლა! - მკაცრი ხმა გაუხდა მამას. - სამივე შვილის სწავლა-განათლება, საცხოვრებელი, საარსებო მაქსიმუმი, ოჯახები, ცოლები თუ ქმრები და შვილები! სულ ჩვენი დაფინანსებულია და კიდევ აქეთ ხარ ჩვენზე უკმაყოფილო?
- და მარტო ფულშია საქმე? - იწყინა ლარამ.
საშინლად მოსდიოდა გული ლარას. უკვე ნანობდა კიდეც რომ დახმარებისთვის მამას მიმართა. ნეტავ ისევ იმ დეტექტივისთვის მეთხოვაო, ფიქრობდა. იქნებ, მას უფრო შესძლებოდა ჩემი დახმარებაო.
- და ბოლოს და ბოლოს, აღარ მეტყვი, თუ რა გაგჭირვებია? - მამამ თემის შეცვლა სცადა და ხმაც ოდნავ შეარბილა.
- იყოს, რამეს მოვიფიქრებ. - ლარა კარისკენ გაემართა, მაგრამ მამის მკაცრმა ტონმა შეაჩერა:
- ლარა! ახლავე მობრუნდი და მომიყევი რაც ხდება!
ლარა უხმოდ დაემორჩილა. მამა საწერ მაგიდას მოშორდა და იქვე ცალკე პატარა მაგიდასთან მიუთითა აქ დავსხდეთო. ხან წვენი შესთავაზა, ხან გაზიანი სასმელი, მაგრამ ლარას არაფერი სურდა გარდა მისი დახმარებისა. ყველაფერი მოუყვა, ისიც კი, თუ საიდან დაიწყო ამაზე ფიქრი, თუმცა რატომღაც მეგობარი დეტექტივი, სულაც არ უხსენებია.
- და რა გარანტიაა, რომ ტყუილად არ მოგიწიოს ამდენი სირბილი? - ჰკითხა მამამ.
- მაინც არ მოვეშვები, სანამ ბოლომდე არ გავიგებ ყველაფერს! - უკან არ იხევდა ლარა.
- რა ვიცი... რა ვიცი...
- და რატომ ტყუილად?! - არ ცხრებოდა ლარა. - იქნებ, სულაც არ ვცდები? ხომ უნდა გავარკვიო?!
- უბრალოდ, არ მინდა რომ არადამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში, მერე იმედი გაგიცრუვდეს. - მიუგო მამამ. - ისედაც ამდენი რამ გადაიტანე, ძლივს მოხვედი ცხოვრების აზრზე და ახლა კიდევ ისევ უკან რომ მოგიწიოს მიბრუნება, განა რამდენად შესძლებ გამოსვლას?
- არ მაინტერებს, რას შევძლებ და რას არა! - კოპები შეკრა ლარამ. - სჯობს ბოლომდე მივყვე და ყველაფერი გავარკვიო, ვიდრე მერე ის უფრო ვინანო, რომ არაფერი გავაკეთე სიმართლის დასადგენად!
- და რა იცი, რომ ეს არის სიმართლე? - ჩაეკითხა მამა. - ან საიდან მოიტანე, რომ შენი შვილი შეიძლება ცოცხალიც იყოს?
- ნუ, არის ისეთი რამეები, რაც...
- რა რამეები? ბარემ ბოლომდე გამარკვიე.
- ისეთმა ნიუანსებმა იჩინა თავი, რომ არ ღირს თვალის დახუჭვა. - ლარა წამით შეყოვნდა. - უკვე ღამეებს ვათევ და სანამ ეს აკვიატებული აზრი, იდეა თუ რაღაც ჯანდაბაა ბოლომდე არ მექნება გარკვეული, ისე ვერ მოვისვენებ!
- და რა ნიუანსები იყო ასეთი? - ჩაეკითხა მამა. - ვიღაც ბავშვი დაინახე და ვინმეს მიამსგავსე?
- პირველ რიგში, ჯერ ის მაინტერესებს, რომ ყველა საბუთი თუ არის წესრიგში და კანონიერად გაცემული! - ლარამ ამოიხვნეშა. - ისე, მართლა არავისთვის მიმიმსგავსებია, ან ეგ როგორ უნდა... ის ხომ სულ პატარა ჩვილი იყო და ახლა...
- და ახლა დიდი ბიჭი იქნებოდა, მართალია, მაგრამ რაც შეეხება მსგავსებას, მაგიტომ გითხარი, იქნებ, ვინმე ახალგაზრდა დაინახე და რომელიმე ჩვენიანს მიამსგავსე, ან მე, ან თუნდაც შენს ძმას. შეიძლება შენს ყოფილ ქმარსაც.
- არა, არა! - თავი გააქნია ლარამ. - თვალიც კი არავისთვის მომიკრავს!
- ისე სულაც არ არის სავალდებულო, რომ ტყუპისცალივით ვინმეს მართლაც ძალიან ჰგავდეს.
- ჰო, შეიძლება მასეც იყოს... - ლარამ მხრები აიჩეჩა
მამა წამოდგა. ქალაქის ტელეფონი მოიმარჯვა და რამდენი ზარის მერე ლარას აუწყა, დღესვე მიდი გელოდებიანო.
ლარას სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, თითქოს მართლა ცოცხალი შვილი იპოვნა, ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა.
- სხვათა შორის, შენი მშობიარობა და ბავშვის თვეობით მკურნალობაც სულ ჩემი დაფინანსებული იყო. - უკვე ზღურბლთან მისულს დააწია მამამ.
ლარა ერთ ადგილას გაშეშდა.
- და ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ. - განაგრძო მამამ. - ჩემი რომელიმე შვილის კეთილდღეობისთვის ფული მენანებოდა.
- დახმარებაში მონაწილეობისა და დიდი წვლილის შეტანის გამო ამბობ! - მაშინვე მიახალა ლარამ.
- ვითომ, რატომაც, არა! - თავი გააქნია მამამ. - როგორც შრომა უნდა იყოს დაფასებული, ასევე ღვაწლსაც უნდა თავისებური შეფასება და მადლიერების გრძნობა!
- და რას მეუბნები? - წყენით მიმართა ლარამ. - რომ უმადური ვარ და თქვენი იმედები ვერ გავამართლე? და რის იმედი გქონდათ შენ და დედას ასეთი? ვინ გინდოდათ, რომ გამოვსულიყავი?
- დამშვიდდი შვილო. - მამამ ხმა შეარბილა. - მე მხოლოდ, უმადურ ადამიანებზე მინდოდა გამეკეთებინა აქცენტი.
ლარამ უხმოდ აიჩეჩა მხრები. ვერაფერი გაეგო თუ მამა რას, ან ვის გულისხმობდა.
- იმის თქმა მინდოდა, რომ ფული არასდროს მენანება, არც კეთილ საქმეში და მით უმეტეს, არც შვილებისთვის დამიკლია რამე.
- ნუ... ჰო....
- სხვათა შორის. - კვლავ განაგრძო მამამ. - შენს ექს მეუღლესაც ისეთი სამსახური დავაწყებინე ჯერ კიდევ იმ დროს, რომ არც უწევდა იქ მისვლა, ისე ერიცხებოდა საკმაოდ მსუყე ხელფასი.
- მართლა? - ლარამ წარბები აზიდა.
- დიახ, მართლა! - მიუგო მამამ. - არც კომუნალურ გადასახადებზე წუხდებოდა შენი ქმრის ოჯახი და რაც შეეხება სარჩოსა და სანოვაგეს, ტუალეტის ქაღალდიდან დაწყებული, ყველანაირი სურსათით დამთავრებული, კვირაში ორჯერ დედა გიგზავნიდათ.
ლარას გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა.
- დიახ! - განაგრძობდა მამა. - ჩვენი მძღოლი მოდიოდა, მაგრამ შენი დედამთილი მაინც რაღაც უკმაყოფილო სახით ხვდებოდა, რადგან ყოველთვის რაღაც „აუცილებელი პროდუქტი აკლდა“, კალათებში დატენილ სურსათს!
ლარამ გაოგნებისგან ხმას ვეღარ იღებდა.
- არა! არ გაყვედრი! - ხელები ასწია მამამ.
ლარა კვლავ ერთ ადგილას გაშეშებული იდგა. სიტყვას ვერ პოულობდა, ანდა რა უნდა ეთქვა, როცა ეს ყველაფერი პირველად ესმოდა. ქმრის ოჯახში ცხოვრების მანძილზე, დედამთილი სულ იმას წუწუნებდა, თუ როგორი ცეცხლის ფასი ეკიდა ბაზარში ყველაფერს და მაინც როგორი ძვირი გადაიხადა თითოეულ პროდუქტში და მერე როგორ ძლივს მოათრია ამდენი რამ, რადგან ტაქსის ფული, ისევ ბავშვებისთვის გულისთვის დაზოგა. ასევე, საოცარი იყო ისიც, რომ არც მეუღლის ხელფასზე სმენოდა რამე. პირიქით, ფული არასდროს ჰქონდა და გამუდმებით აქეთ სთხოვდა ლარას.
- სწორედაც რომ უდროო დროს, წამოიწყეს რემონტი და იქაც ჩემი და დედას ლომის წვლილი იდო, ასევე საუკეთესო ავეჯი და შენი მეუღლის ახალი მანქანაც, სხვათა შორის.
- ჰმ. - ლარამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- შენ კი იმდენი და ისეთი მზითვები გქონდა, რომ ერთს კი არა, ორ ოჯახს ლამის მთელი ცხოვრება ეყოფოდა.
- ბოლოს, რომ შევრიგდით, მახსოვს რაღაც საშინელი ლეიბი და საბანი დაგვიგო, ნესტის სუნად ყარდა. ბალიშიც ქვასავით იყო. - თავი გააქნია ლარამ. - თურმე ჩემი მიტანილები, სულ დაქექილა, რატომღაც არ ყოფილა კარგი ხარისხის.
- ამდენი საბანი და ლეიბი, როგორ დახიეთ?! - მამას გულიანად გაეცინა.
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა ლარამ. - მართლაც რა ჯოჯოხეთს დავაღწიე თავი!
- ყველაზე საინტერესო კი ის იყო. - ახლა უკვე ღიმილით განაგრძო მამამ. - თქვენი დაშორების შემდეგ, როდესაც უკვე მშობლიურ სახლში დაბრუნდი, ამის მერე, ძალიან მალე მომადგა დედა-შვილი.
- ვინ? ჩემი დედამთილი და ჩემი ქმარი? - გაიკვირვა ლარამ.
- დიახ!
- თავის დროზე. - საშინლად გაბრაზებული ტონით დაიწყო ლარამ. - ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დავშორებოდი და როცა ჯერ კიდევ ერთად ვიყავით, მაშინაც რას აღარ აკეთებდა ის ქალი, რომ იქ აღარ გავჩრებეულიყავი!
- ჰმ.
- და მაინც რა უნდოდათ? - კოპები შეკრა ლარამ. - რატომ მოგადგნენ?!
- საწყალ ქალს, თურმე შვილი უმუშევარი დარჩენია და დედა ძალიან წუხდა ამაზე და თანაც, ძალიან ბევრი ვალები ჰქონიათ, ბავშვის მკურნალობის გამო აღებული. - ცინიკურად აღნიშნა მამამ.
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა ლარამ. - და მერე შენ რა უთხარი?
- რამდენიმე ვაკანსია შევთავაზე, მაგრამ რაღაც ძალიან არ მოეწონათ.
- ჰოო? - ლარამ უკმაყოფილოდ აზიდა ცხვირი. - და რა იყო ასეთი?
- ბუნკერების დაცლა რამდენიმე სკვერში და მეორე ვაკანსია, უფრო ქალისთვის შესაფერი, იმავე ტერიტორიებზე, ქუჩის ტუალეტების დასუფთავება, თანაც დედა-შვილი ერთმანეთისგან შორს არ იქნებოდნენ, რადგან ერთად იმუშავებდნენ და შენ წარმოიდგინე! - მამამ ხმას აუწია. - არც მოეწონათ და სულ ლანძღვა-ლანძღვით დატოვეს აქაურობა!
- ვაიმე! - ლარა სიცილისგან კინაღამ გაიგუდა.
- ის კი არადა, დამემუქრნენ კიდეც, გიჩივლებთო! - ეცინებოდა მამას.
- რასთან დაკავშირებით უნდა ეჩივლათ? - ლარა კვლავ სიცილს ვერ იკავებდა.
- შეთავაზებული თანამდებობები არ მოეწონათ და თავისთავად, შეურაცხყოფადაც მიიღეს. - სიცილითვე პასუხობდა მამა.
- ღმერთო ჩემო! - კვლავ შეიცხადა ლარამ. - სამ წელზე მეტი ვიცხოვრე იმ ოჯახში და კიდევ არ მცოდნია, თურმე რა ხალხში ვყოფილვარ!
- არადა, სანა შენ ცოლად მოგიყვანდა, ორივე დედა-შვილმა ლამის შეგვჭამეს მე და დედა. - დაიწყო მამამ. - ასჯერ მაინც მოვიდა შენი ყოფილი დედამთილი, ჩვენს შვილებს ძალიან უყვართ ერთმანეთიო.
- და როდის მიყვარდა, ასე? - მხრები აიჩეჩა ლარამ.
პასუხად მამამ უხმოდ აჩეჩა მხრები.
- კი თავიდანვე მომეწონა მეც მომეწონა. - ჩაფიქრებული ხმით განგრძო ლარამ. - და გაცნობის დღიდანვე უკვე საცოლედ მთვლიდა, მაგრამ რამდენად მიყვარდა თუ არა, ფაქტიურად წესიერად არც დავფიქრებულვარ ისე გავყევი ცოლად.
- გასაქანი არ მოგვცა, სანამ არ დაგაქორწინათ არ მოისვენა იმ ქალმა.
- და მერე? - გაბრაზებული ხმით იკითხა ლარამ. - მერე რა ჯანდაბამ უკბინათ? თანაც ორივეს? ვეღარც ერთი ვერ მიტანდა! იქ ცხოვრება ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის! ნეტა ბევრად ადრე უნდა დამეტოვებინა იქაურობა!
- ყველაფერი რომ გაინაღდეს და ფინანსურად წელში რომ გასწორდნენ, ალბათ ეგონათ, რომ მთელი ცხოვრება ასე იქნებოდა. - განაგრძო მამამ.
- ჩემი თავი აღარ უნდოდათ და ჩემს მშობლებს რაღატომ უნდა გერჩინათ ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახი?! - ლარამ კვლავ გაბრაზებით აიჩეჩა მხრები.
- აი ეგ არის, სწორედ ის უმადურობა და იმ ღვაწლის დაუფასებლობა, რაც წეღან გითხარი.
- მართლაც რომ უმადურნი! - თავი გააქნია ლარამ.
მამამ ცალყბად გაუღიმა.
- ესე იგი, არ მოეწონათ ხომ შენი შეთავაზებული თანამდებობები?! - ლარა კვლავ აღშფოთებას ვერ ფარავდა. - და აბა რა უნდოდათ? შენი სავარძელი დამითმეო?!
- დაიმახსოვრე შვილო! - თბილი ხმით მიმართა მამამ. - არც ერთი სამუშაო არ უნდა იყოს შენთვის სათაკილო, თუ კი საჭიროებამ მოითხოვა და ასე მოგიწია მუშაობა. აი, ამაშია საქმე, თორემ შენს ბედოვლათ ქმარს, რაღაცნაირად მაინც დავასაქმებდი, მაგრამ როცა არ იმსახურებს, არც არის საჭირო!
ლარამ თავი საოცრად ბედნიერად იგრძნო. ასეთი მშვენიერი დრო მამასთან ერთად არასდროს გაუტარებია. ფრთაშესხმული გამოფრინდა მისი კაბინეტიდან და მაშინვე იუსტიციისკენ გასწია და ყველა იმ საბუთის გამოთხოვაზე დაწერა განცხადება, როგორც დეტექტივმა აუხსნა.
ლარას მამის გავლენითა და ნაცნობობით, იმავე საღამოსვე შეპირდნენ პასუხებს. თანაც, აუხსნეს რომ ასეთი სწრაფი პასუხი, მაინც გარკვეული ფორმალობის დარღვევა იყო და სხვა შემთხვევაში, ასე არ მოიქცეოდნენ.
საღამო ხანი იყო. ლარას ტელეფონმა გაიწკრიალა. გიჟივით ეცა მობილურს, არც დაუხედავს ისე უპასუხა, გული გამალებით უცემდა და პასუხისთანავე მისი ომახიანი მიმართვაც მალევე ჩაქრა.
- აჰ! შენ ხარ? - საკმაოდ გაკვირვებული და იმედგაცრუებული ხმა ჰქონდა ლარას.
არც დეტექტივი დარჩა კმაყოფილი ლარას პასუხით. აშკარად ჩანდა, ლარა სულ სხვის ზარს ელოდა, მაგრამ ვის? ვინ იყო ის?
- ასე რატომ გაგიკვირდა? - სიცილით უთხრა დეტექტივმა, თუმცა გული უკვე ბოღმით ჰქონდა სავსე და მაშინვე მიახალა. - ვინმეს ზარს ელოდი?
- ჰო! - დაუფიქრებლად
მიუგო ლარამ.
- სამწუხაროა... სამწუხარო. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა დეტექტივმა.
- რა არის სამწუხარო? - გაიკვირვა ლარამ.
- ვიფიქრე ერთად ხომ არ გვესადილა. - მაინც შეაპარა დეტექტივმა, თუ ლარა უარს ეტყოდა, მაშინ მართლა ვიღაცას ხვდებოდა უკვე და სწორედ ამის გადამოწმება სურდა, შეყვარებულ ბიჭს.
- ჯერ რა დროს სადილობაა? - გაეცინა ლარას.
- საუზმისთვის გვიანია და სანამ შევუკვეთავთ და გამზადდება, სადილობის დროც მოვა.
- კარგი და სად მივდივართ? - მაშინვე დაეთანხმა ლარა.
- შენ ამოირჩიე! - დეტექტივის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. - სადაც შენ გინდა, იქ წავიდეთ!
- სიმართლე გითხრა, არსადაც არ მინდა. - ლარამ ამოიხვნეშა. - უფრო სწორად ბევრი ხალხის ნახვა და რია-რია ღრეობის ხალისი სულაც არ მაქვს.
- აბა, რა მოვიფიქროთ? - გუნება გაუფუჭდა დეტექტივს.
ქალის მხრიდან, თავიდან მოშორების მშვენიერი ხერხი იყო. ჯერ თითქოს დაუფიქრებლად ეთანხმება და მერე უცებ, მორიგ მიზეზს იგონებს, რომ მათი შეხვედრა ვერ შედგეს.
ასე გაიფიქრა დეტექტივმა, მაგრამ მაინც უკან არ დაიხია და კვლავ შესთავაზა:
- წუხელ მორიგე ვიყავი და საუზმის დროც რა ხანია გადავიდა, მაგრამ ძალიან მშია და მაგიტომაც ვიფიქრე ერთად ხომ არ გვესადილა.
- ჰო, რა ვიცი... - მოწყენილი ხმით მიუგო ლარამ. - ისე, არც მე მისაუზმია ჯერ.
- სადმე დავსხდეთ და თუ არ მოგვეწონება, წამოვიდეთ!
- და მერე ისევ სხვაგან ვცადოთ? - უკმაყოფილოდ იკითხა ლარამ.
- თუ სხვაგანაც მოგესურვება... - დეტექტივს ახლა უკვე საკუთარ თავზე მოსდიოდა ბრაზი. რა გახდა ერთი სადილი? რით ვეღარ მოახერხა ამ გოგოს დაპატიჟება?
- ამდენ იქით-აქეთ წანწალს, სჯობს ჩემებთან წავიდეთ! - შესთავაზა ლარამ.
- შენთან?.. - დეტექტივს სუნთქვა შეეკრა.
- ჩემთან არა. - გაეცინა ლარას. - ჩემებთან, რადგან ჩემს სახლში დღეს მხოლოდ სავახშმოდ თუ მოვიძიებ რამეს.
- კარგი, იყოს შენებთან! - დეტექტივის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
- მხოლოდ დაიცა, დავურეკავ ჩემს რძალს, მგონი დღეს ჟულიენის მომზადებას აპირებდა.
- კარგი, შენს ზარს ველი!
ლარამ დიდ ხანსაც არ ალოდინა, თუმცა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
- დღევანდელი ჟულიენი გადაიდო, ჩემს რძალს არ სცალია...
- ძალიან სამწუხაროა! - იწყინა დეტექტივმა.
- თუმცა, შემიძლია თავიდან კარტოფილი შევწვათ, რადგან ასე გვშია ორივეს და მერე სხვა რამესაც გამოვკრათ კბილი. - მხიარული ხმით შესთავაზა ლარამ.
- იყოს შემწვარი კარტოფილი! - გაიბადრა დეტექტივი. რა მნიშვნელობა ჰქონდა, თუ რომელ კერძს დააგემოვნებენ, თუნდაც ყველი და პური ყოფილიყო, მთავარია იყო, რომ სასურველ ადამიანთან ერთად გაატარებდა დროს.
- და შენთან რა
გაქვთ დღეს სადილად? - მოულოდნელად ჰკითხა ლარამ.
- ჩემთან?.. - დეტექტივი დაიბნა. ამას არ მოელოდა.
- ჰო, შენთან! - გაუმეორა ლარამ. - იქნებ, შემწვარ კარტოფილზე უკეთესი ვარიანტი იყოს!
- გუშინ ტოლმა იყო... დღესაც ალბათ იგივე იქნება, გუშინდელი ტოლმა... - ენის ბორძიკით მიუგო დეტექტივმა.
- ტოლმა? აუ მინდა! - მხიარული ხმით მიუგო ლარამ. - საშინლად მომინდა! სიამოვნებით შევჭამდი!
- თუ გინდა მერე კარტოფილსაც შევწვავთ! - დეტექტივი სიხარულისგან ფეხზე ძლივს იდგა. - ახლავე მოგაკითხავ, სად ხარ?
- სახლში ვარ, დღეს არ ვმუშაობ. - მიუგო ლარამ. - უმჯობესია ტაქსი გამოვიძახო, მისამართი მომწერე.
ლარა ჯერ კიდევ თავს იზღვევდა. არ უნდოდა დეტექტივის გვერდით ასე ხშირად გამოჩენა. დარწმუნებული იყო ათასი თვალი უყურებდა და ათასი ყური უსმენდა. იმასაც მშვენივრად ხვდებოდა, რომ მაკა ექიმის მის მიმართა, რაღაც სხვანაირად იყო განწყობილი. ამის დასტური კი სწორედ ამ დეტექტივის მოგზავნა იყო, რომელიც მოგვიანებით მათ მეგობრობაში გადაიზარდა. თუმცა დეტექტივი მაინც ჯიუტად არ ამბობდა, თუ თავის დროზე, ვინ დაიქირავა ლარას სათვალთვალოდ.
ლამის მთელი დღე ერთად გაატარეს. საკმაოდ გულთბილად მიიღეს მშვენიერი უცხო სტუმარი დეტექტივის მშობლებმა. ტოლმას ცხელ-ცხელი ხაჭაპურიც მოჰყვა და საცხობიდან ამოტანილი ნაირ-ნაირი ნამცხვრები.
შუადღეს რომ კარგად გადასცა, ლარას აშკარად მოუსვენრობა დაეტყო. თუმცა ცდილობდა, რომ არაფერი შეემჩნიათ, მაგრამ დეტექტივის მახვილ თვალს არაფერი გამოეპარა. ლარა ხშირად ამოწმებდა ტელეფონს, აშკარა იყო, რომ ვიღაცის ზარს ელოდა.
მოსაღამოვდა. გახდა ექვსი საათი. მერე შვიდსაც გადასცდა. ლარას ტელეფონი კი დუმდა, მხოლოდ შემოსული მესიჯები თუ გაიწკრიალებდა, რომლის ხმაზეც დეტექტივი სმენას ძაბავდა, თუმცა არაფერი იყო საინტერესო.
გახდა რვა საათი... ცხრა დაიწყო. ლარა სახლში წასასვლელად მოემზადა, თუმცა მანამდე რამდენჯერაც დააპირა, იმდენჯერვე დეტექტივის მშობლები, არაფრით არ უშვებდნენ მათი შვილისთვის, აშკარად სანუკვარ სტუმარს.
- აუცილებლად კიდევ გესტუმრებით, სხვა დროსაც. - დააიმედა ლარამ, რადგან მასპინძლები არ ეშვებოდნენ. დარჩენასაც კი სთავაზობდნენ, მაგრამ დეტექტივმა სტუმრის ფარულად თვალები დაუბრიალა მშობლებს, ეს უკვე მეტისმეტი იყო.
მოულოდნელად, ლარას ტელეფონმა გაიწკრიალა. დეტექტივს ფერმა გადაჰკრა, აშკარად გული მოეწურა, ალბათ თუ იმ ვიღაცის ზარს ელოდა ლარაო და ამიტომაც, ეს ლოდინის დროს ჩემთან გაიყვანაო.
- არა, ჯერ ისევ, არაფერი. - მოწყენილი ხმით უპასუხა ლარამ ზარს. - არადა, დღეს შემპირდნენ და რა ვიცი?.. იქნებ, ისევ დაურეკო და შეახსენო... - ლარამ მობილური გათიშა და მოწყენილი ხმით ჩაილაპარაკა. - ძალიან დავიღალე და საშინლად ვნერვიულობ.
დეტექტივის უნდოდა ეკითხა, რომ ბოლოს და ბოლოს რა ხდება, მეც გამარკვიეო, მაგრამ ამ დროს ლარას მობილურში შეტყობინება მოვიდა, რომ მეილზე რაღაც შემოვიდაო და მაშინვე ზარიც მოჰყვა.
- დიახ. ვნახავ მეილს! უღრმესი მადლობა! ახლა გზაში ვარ და როგორც კი სახლში მივალ, გადმოგირეკავთ, თუ რამეს ვერ გავარკვევ!
ლარამ ტელეფონი გათიშა და ვედრების თვალით შეხედა ინტერესისგან სმენა დაძაბულ დეტექტივს.
- შეიძლება შენი კომპიუტერით ვისარგებლო? - მორიდებით ჰკითხა ლარამ.
- რა თქმა უნდა! - გამოცოცხლდა დეტექტივი და ლარას თავის ოთახისკენ წაუძღვა.
- ჩემი მობილური დიდ ხანს უნდება მეილის გახსნას და სანამ...
- ეგ არაფერი. - დაამშვიდა დეტექტივმა. - ჩემი საერთოდ ვერ ხსნის.
ლარა გაოგნებული მიშტერებოდა მონიტორს. ვერაფერი გაეგო. დეტექტივი შორიახლო ტრიალებდა, ერთი სული ჰქონდა გაეგო, თუ ლარა რას კითხულობდა ასეთს, მაგრამ მასთან მიახლოებისგან თავს იკავებდა. მისი სანუკვარი სტუმარი კი აშკარად ყურებჩამოყრილი იყო. მეილი დახურა და კომპიუტერის გამორთვა, როცა დააპირა, დეტექტივმა შეაჩერა.
- თუ მართლა მეგობრად მთვლი, შეგიძლია ბოლომდე მენდო!
- მეგობრად, როგორ არ გთვლი, მაგრამ... - ლარას უკვე თვალები აევსო.
- მაშინ, მეც გამანდე რა ხდება და მერე ერთად ვიტიროთ. - გაუღიმა დეტექტივმა.
პასუხად, ლარასაც ცალყბად გაეღიმა და მერე ძლივს ამოილუღლუღა, რომ რამდენიმე შენი რჩევა გავითვალისწინე, იუსტიციაში სწორედ ისე გამოვითხოვე საბუთები, როგორც შენ დამარიგეო.
- და მერე? - ჩაეკითხა დეტექტივი.
- გარდაცვალების ცნობა, ნამდვილად არსებობს. - ამოიხვნეშა ლარამ. - და სააქტო ამონაწერსაც, რომ მოვკარი თვალი, უკვე ბოლომდეც აღარც წავიკითხე. უფრო სწორად, არც კი დავიწყე კითხვა. უბრალოდ, არ შემიძლია...
დეტექტივმა უხმოდ დაუქნია თავი.
ერთხანს დუმილიც კი ჩამოვარდა.
- შეიძლება, მეც ვნახო? - მოულოდნელად დადუმებულ წყვილს, დეტექტივის მამა ჩაერთო.
- რა თქმა უნდა! - ლარამ კვლავ ჩართო მეილი და ადგილიც დაუთმო.
- მამა ექიმია. - დაბალ ხმით აუხსნა დეტექტივმა.
- თუმცა არც პედიატრი ვარ და არც გინეკოლოგი. - ღიმილით დაურთო მამამ. - მე მხოლოდდამხოლოდ კბილის ექიმი ვარ, მაგრამ რაღაც-რაღაცეებში მეც ვერკვევი და იქნებ, გამოგადგეთ კიდეც.
დეტექტივის მამამ გულდასმით შეისწავლა ყველა საბუთი, თუმცა ბევრი არც არაფერი იყო და მერე ლარას მოუბრუნდა:
- და მიზეზი გარდაცვალების? რა გითხრეს საავადმყოფოში?
- დამოუკიდებლად ვერ სუნთქავდა, ფილტვები არ გაეხსნა და მერე ათასი რამ განვითარდა.
- ჰმ. - დეტექტივის მამამ თავი გააქნია და ხმამაღლა ამოიკითხა. - ასფიქსიის მთავარ მიზეზად სახელდება: ჩვილის მუცლად ყოფნის პერიოდში დაფიქსირებული დედის ექსტრაგენიტალური მთელი რიგი დაავადებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია. განსაკუთრებით დეკომპესაციის პერიოდში, როდესაც დედას აქვს ფილტვების მძიმე დაავადება, ან გამოხატული ანემია, თუნდაც შაქრიანი დიაბეტი, ან თირეოტოქსიკოზი, ინფექციური დაავადება, ასევე ორსულობის გვიანი ტოქსიკოზი, რამაც მშობიარობის დროს გამოიწვია ჩვილის მწვავე ასფიქსია, რის შედეგადაც დაირღვა ახალშობილის თავის ტვინში სისხლის მომარაგება.

LEX. 2024 წლის 14 აპრილი, კვირა.

No comments:
Post a Comment