„მაინც ვინ არის,
ეს მაკაა, თუ მაკატერინე?“
ისე ჭამდა ეჭვები, მერაბის მეუღლეს, რომ ღამის ძილიც დაუფრთხო და რაც მეუღლემ სთხოვა, ისიც კი გადაავიწყდა. აბა რა დროს მამიდაშვილისთვის ბავშვის აყვანის გარიგება იყო, როცა მისი მთავარი ამოცანა ახლა, იმ ვიღაც მაკას ვინაობის გარკვევა იყო და როგორ უნდა მოეხერხებინა ეს ისე, რომ მეუღლის ყურამდე არც მისულიყო.
ნათელამ მერაბს, ერთი-ორჯერ მიაკითხა კიდევაც სამშობიაროში. ვითომდა, ქალიშვილის სანახავად
მივიდა. სინამდვილეში, მაკას ირგვლივ აინტერესებდა რამე ამბის გამოქექვა, მაგრამ მერაბის
სიახლოვეს, არანაირი მაკა არ მუშაობდა და ვინც უფრო მოშორებით და სულ სხვა განყოფილებაში
იყო, სახელად მაკა, ყველას ტელეფონის ნომრებიც მალევე შეიტყო და ერთი სული ჰქონდა მერაბის
მობილურიდან ჩუმად ამოწერილი ნომრისთვის შეედარებინა.
იმავე დღესვე გადაამოწმა ნომრები და მისდა სამწუხაროდ, არც ერთი არ დაემთხვა იმ ვიღაც მაკას ნომერს. ქალი საგონებელში ჩავარდა. ერთი პერიოდი ისიც კი იფიქრა, რომ თავადვე დაერეკა, მაგრამ რა უნდა ეთქვა? ვითომ, ნომერი შეეშალა? და მერე მაგით, რა? მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალის ხმას გაიგონებდა და მეტი არაფერი. აბა მართლა, დაკითხვას ხომ არ მოუწყობდა ტელეფონში?
„არა, რაა! ეს „ნომერი შემეშალა“ და „სხვაგან მოვხვდი“, ძალიან ბანალური და გაცვეთილი ხრიკია და თანაც, რას მარგებს?“
ფიქრობდა მერაბის მეუღლე და საშინლად სჭამდა ეჭვი. უკვე მართლა ვეღარ გაეგო, ნამდვილად ღალატობდა თუ არა ქმარი.
მერაბის ქალიშვილი კი აგენტივით, სულ მამის შორიახლო ტრიალებდა და ყურები დაცქვეტაზე ჰქონდა, ოღონდაც რამე შეეტყო და დედასთან მიერბენინებინა, მაგრამ ყველაფერი ამაო ჩანდა. არც არანაირი მაკა არ გამოჩენილი მთელი კვირის მანძილზე და არც მაკას ზარი შემოსულა მერაბის მობილურში, რომელსაც ყოველ ღამით ჩუმად უმოწმებდა ცოლი.
თავის მხრივ, არც მაკა ექიმს ჰქონდა ეს დღეები მშვიდი ძილი. ცოფებს ყრიდა, რა გახდა ასეთი, რომ მერაბმა, წესიერი პასუხიც ვერ მაღირსაო და გადაწყვიტა, სანამ მერაბი თავად არ შეეხმიანებოდა, მანამდე არც კი გაეხედა მისკენ.
- მაკა ექიმო! - ფიქრებიდან „ყურმოჭრილმა მონა“ ექთანმა გამოიყვანა.
მაკამ უსიამოვნოდ შეავლო თვალი.
- მაკა ექიმო! - კვლავ გაიმეორა ქალმა. - იცით, რა მოხდა?
- ჰო, მითხარი, ბარემ! - შეუტია მაკამ. - იქნება და გული გამისკდეს!
- იმ ტუტუცმა პედიატრმა. - ექთანი შეყოვნდა, თითქოს ვერ ბედავდა სათქმელს.
- რაო, ლამრიკომ? - ცინიკურად ჩაეკითხა მაკა.
- ჰო! ლამარამ! - ძლივს ამოისუნთქა ექთანმა. - დედას მიუყვანა ბავშვი!
- ჩვენი? - მაკა მოიღუშა.
ექთანმა უხმოდ დაუქნია თავი.
საერთოდ, მაკა ცდილობდა ხოლმე, უკვე გასაყიდად მონიშნული ჩვილი, ისე გაეშვილებინა, რომ დედის სიახლოვეს ნაკლებად გაეკარებინა, მაგრამ ახლა ამ ვიღაც ტუტუცმა პედიატრმა, სულ აურია დაწყობილი გეგმები.
- და როდის მიუყვანა?
- დღეს უკვე, ორჯერ მიუყვანა ძუძუზე და წუხელაც მიუყვანია თურმე!
- მდაა! - მაკას ბოღმა მოაწვა.
- რა ვქნათ, მაკა ექიმო? - სასოწარკვეთილი ხმით იკითხა ექთანმა. - იქნებ, მაგას შევეშვათ და სხვა...
- დამაცადე! - შეუბღვირა მაკამ და ფიქრი განაგრძო.
„იქეთ ის იდიოტი მერაბი, მთელი კვირაა მალოდინებს, პასუხს ვერ ვეღირსე და აქეთ, ეს დამპალი პედიატრი კი ასე მშვენივრად დაწყობილ და დალაგებულ გარიგებას მიშლის აქ!
ისე ჭამდა ეჭვები, მერაბის მეუღლეს, რომ ღამის ძილიც დაუფრთხო და რაც მეუღლემ სთხოვა, ისიც კი გადაავიწყდა. აბა რა დროს მამიდაშვილისთვის ბავშვის აყვანის გარიგება იყო, როცა მისი მთავარი ამოცანა ახლა, იმ ვიღაც მაკას ვინაობის გარკვევა იყო და როგორ უნდა მოეხერხებინა ეს ისე, რომ მეუღლის ყურამდე არც მისულიყო.
იმავე დღესვე გადაამოწმა ნომრები და მისდა სამწუხაროდ, არც ერთი არ დაემთხვა იმ ვიღაც მაკას ნომერს. ქალი საგონებელში ჩავარდა. ერთი პერიოდი ისიც კი იფიქრა, რომ თავადვე დაერეკა, მაგრამ რა უნდა ეთქვა? ვითომ, ნომერი შეეშალა? და მერე მაგით, რა? მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალის ხმას გაიგონებდა და მეტი არაფერი. აბა მართლა, დაკითხვას ხომ არ მოუწყობდა ტელეფონში?
„არა, რაა! ეს „ნომერი შემეშალა“ და „სხვაგან მოვხვდი“, ძალიან ბანალური და გაცვეთილი ხრიკია და თანაც, რას მარგებს?“
ფიქრობდა მერაბის მეუღლე და საშინლად სჭამდა ეჭვი. უკვე მართლა ვეღარ გაეგო, ნამდვილად ღალატობდა თუ არა ქმარი.
მერაბის ქალიშვილი კი აგენტივით, სულ მამის შორიახლო ტრიალებდა და ყურები დაცქვეტაზე ჰქონდა, ოღონდაც რამე შეეტყო და დედასთან მიერბენინებინა, მაგრამ ყველაფერი ამაო ჩანდა. არც არანაირი მაკა არ გამოჩენილი მთელი კვირის მანძილზე და არც მაკას ზარი შემოსულა მერაბის მობილურში, რომელსაც ყოველ ღამით ჩუმად უმოწმებდა ცოლი.
თავის მხრივ, არც მაკა ექიმს ჰქონდა ეს დღეები მშვიდი ძილი. ცოფებს ყრიდა, რა გახდა ასეთი, რომ მერაბმა, წესიერი პასუხიც ვერ მაღირსაო და გადაწყვიტა, სანამ მერაბი თავად არ შეეხმიანებოდა, მანამდე არც კი გაეხედა მისკენ.
- მაკა ექიმო! - ფიქრებიდან „ყურმოჭრილმა მონა“ ექთანმა გამოიყვანა.
მაკამ უსიამოვნოდ შეავლო თვალი.
- მაკა ექიმო! - კვლავ გაიმეორა ქალმა. - იცით, რა მოხდა?
- ჰო, მითხარი, ბარემ! - შეუტია მაკამ. - იქნება და გული გამისკდეს!
- იმ ტუტუცმა პედიატრმა. - ექთანი შეყოვნდა, თითქოს ვერ ბედავდა სათქმელს.
- რაო, ლამრიკომ? - ცინიკურად ჩაეკითხა მაკა.
- ჰო! ლამარამ! - ძლივს ამოისუნთქა ექთანმა. - დედას მიუყვანა ბავშვი!
- ჩვენი? - მაკა მოიღუშა.
ექთანმა უხმოდ დაუქნია თავი.
საერთოდ, მაკა ცდილობდა ხოლმე, უკვე გასაყიდად მონიშნული ჩვილი, ისე გაეშვილებინა, რომ დედის სიახლოვეს ნაკლებად გაეკარებინა, მაგრამ ახლა ამ ვიღაც ტუტუცმა პედიატრმა, სულ აურია დაწყობილი გეგმები.
- და როდის მიუყვანა?
- დღეს უკვე, ორჯერ მიუყვანა ძუძუზე და წუხელაც მიუყვანია თურმე!
- მდაა! - მაკას ბოღმა მოაწვა.
- რა ვქნათ, მაკა ექიმო? - სასოწარკვეთილი ხმით იკითხა ექთანმა. - იქნებ, მაგას შევეშვათ და სხვა...
- დამაცადე! - შეუბღვირა მაკამ და ფიქრი განაგრძო.
„იქეთ ის იდიოტი მერაბი, მთელი კვირაა მალოდინებს, პასუხს ვერ ვეღირსე და აქეთ, ეს დამპალი პედიატრი კი ასე მშვენივრად დაწყობილ და დალაგებულ გარიგებას მიშლის აქ!
აბა დამაცადეთ, ორივემ.“
ბოღმა ახრჩობდა მაკას და აღარ იცოდა, რა ეღონა.
- მაკა ექიმო. - თავი შეახსენა, ფიქრებში ჩაძირულ მაკას ექთანმა. - მე გავალ და კიდევ გავიგებ აბა რა ხდება.

ექთანი კარისკენ
დაიძრა, მაგრამ მაკამ შეაჩერა.
- დაიცა!
ექთანი შეჩერდა და თვალებდაჭყეტილი, იმედიანი სახით მიაჩერდა, თავის მარჩენალს. დარწმუნებული იყო, მაკა მაინც რაღაცას მოიფიქრებდა.
- მომდევნო კვება როდის უწევს? - ჰკითხა მაკამ.
- თორმეტზე! - მკვირცხლად მიუგო ექთანმა და საათსაც დახედა.
ჯერ მხოლოდ დილის ათი საათი იყო. თორმეტამდე მაკას რამე უნდა ეღონა, რომ ეს შანსიც არ გაეშვათ ხელიდან, რადგან უკვე საკმაოდ სარფიანი კლიენტი ჰყავდა შეპირებული.
„ყურმოჭრილი მონა“ ექთანი კი, სარივით ერთ ადგილს დარჭობილი, კვლავ იმედიანი თვალებით შეჰყურებდა მაკას.
- ესე იგი. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო მაკამ. - წუხელ, ღამის თორმეტზე მიუყვანა იმ კახპა ლამარამ ჩვილი, მერე დილის ექვსზე და დილის ცხრაზეც ხომ?
- დიახ, მაკა ექიმო! - თავი დაუქნია ექთანმა.
- და პედიატრი წუხელ, ღამის ცვლაში იყო ხომ?
- დიახ, მაკა ექიმო! - კვლავ გაიმეორა ექთანმა.
- და ალბათ ახლა, წესით უკვე სახლში უნდა იყოს წასული, არა?
- დიახ, მაკა ექიმო! - უკვე მესამედ იმეორებდა ექთანი.
- ძალიან კარგი! - ჩაეღიმა მაკას. სახეზე ეტყობოდა რომ რაღაც მოიფიქრა და ექთანიც გატრუნული შესცქეროდა.
- სანამ მომდევნო კვება მოუწევს. - დინჯად განაგრძო მაკამ. - მანამდე, ასე ათი, ან ოცი წუთით ადრე, კარგად გამოაძღეთ ჩვილი და მერე მიუყვანეთ დედას!
ექთანს თვალები გაუბრწყინდა, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მიუხვდა და დაბნეული სახით მიაჩერდა მაკას.
- რა იყო? რა არ მოგწონს? - ცინიკურად ჩაეკითხა მაკა. - წინასწარ უნდა გამოაძღოთ ბავშვი!
- რომ არ ჭამოს ბავშვმა, ან დიდ ხანს რომ მოუნდეს ჭამას? ხომ იცით ზოგი, რა „კაპრიზნია“ და...
- მერე, ზონდით ჩაასხით! - დამცინავი ხმით მიუგო მაკამ. - რა იყო? პირველად ხარ აქ? არ გინახავს, თუ არ გიჭმევია მასე ჩვილისთვის?
- კი, როგორ არა! რა თქმა უნდა, მასეც ვიზამ! - გამოცოცხლდა ექთანი.
- და სანამ მომდევნო კვების დრო მოვა, ეცადე რომ ბავშვს, გამუდმებით საწოვარა ჰქონდეს პირში! დიდ ხანს უნდა წოვოს, რომ დედასთან ასე დაღლილი და მუცელ გამაძღარი უნდა მიიყვანოთ!
- და ეს, მართლა ხომ შეცვლის რამეს? - მაინც დაეჭვბით ჩაეკითხა ექთანი.
- ჰაჰ! - თავი გააქნია მაკამ. - მატყუარა საწოვარას ძუძგნისგან გადაღლილი და კარგად გამაძღარი ჩვილი, სავარაუდოდ არც, ან ვერ მოწოვს ძუძუს, მალევე დაიღლება და მიეძინება!
- ჰო, ჰო! - კვერს უკრავდა თვალებგაბრწყინებული ექთანი.
- ან სულაც, მძინარე მიუყვანეთ და აღვიძოს მერე და ატენოს ის ძუძუ, ჩვილი მაინც შედარებით, ბევრად უფრო პასიური იქნება, ვიდრე წინა ორ კვებაზე.
- ისე ცოტა, დასაძინებელსაც შევურევ რძეში. - თვალები მოწკურა ექთანმა. - რომ უფრო მოითენთოს.
- მშვენიერია! - გაიბადრა მაკა. - ჩვილი რომ ვეღარ დააკარებს პირს ძუძუს, მაშინვე რეანიმაციაში გადაიყვანთ და მერე მიხედეთ, როგორც საჭიროა ისე!
- გენიოსი ხართ, მაკა ექიმო! - შეაქო ექთანმა. - გენიოსი!

- ეჰ, რა გეშველებოდათ, უჩემოდ! - შეიფერა მაკამ.
- მართლა რა გვეშველებოდა, მაკა ექიმო! - გაბადრული სახით მიუგო ექთანმა. - ახლავე დავტრიალდები და ყველაფერს მე თვითონ მივხედავ!

- და ყურადღება მიაქციე. - უკვე კართან მისულ ექთანს დააწია მაკამ. - დედას ხუთ წუთზე მეტს, ნუ გაუჩერებთ
ჩვილს, მერე მართლა არ გაეღვიძოს და მართლა არ მიადგეს ძუძუს.
- და მართლაც რომ მალე გაეღვიძოს? - ჩაეკითხა ექთანი. - საძილე საშუალება, უფრო მეტი დოზით ხომ არ მივცე?
- არავითარ შემთხვევაში! - თავი გააქნია მაკამ. - ეს ბავშვი, მთელი და უვნებელი გვჭირდება, მართლა მისავათებული კი არა!
- და მართლაც რომ მალე გაეღვიძოს? - ჩაეკითხა ექთანი. - საძილე საშუალება, უფრო მეტი დოზით ხომ არ მივცე?
- არავითარ შემთხვევაში! - თავი გააქნია მაკამ. - ეს ბავშვი, მთელი და უვნებელი გვჭირდება, მართლა მისავათებული კი არა!
ექთანმა უხმოდ დაუქნია თავი.
- მშვილებელ ხალხს ბავშვი, მღვიძარე და საკმაოდ აქტიური უნდა ვუჩვენოთ! ასე რომ, ახლა მისი მომავალი შენს ხელშია! - ღიმილით დაასრულა მაკამ.
- ვეცდები, რომ სულ იქვე ახლოს ვიტრიალო, აბა მეტი რა ვქნა? - მხრები აიჩეჩა ექთანმა.
- თუ ახლა ისე ვერ გამართლდა, როგორც ჩვენ გვინდა, მაშინ კიდევ მომდევნო კვების წინაც, იგივე გავიმეოროთ და უკვე ბავშვის დედა, ორჯერ საკუთარი თვალით შეესწრება, თუ როგორი სუსტი და უსიცოცხლო შვილი გაუჩნდა! მერე უკვე რეანიმაციასაც ჩავრთავთ და ასე შემდეგ! აბა, ჰე! წადი ახლა გაფრინდი და იმოქმედე! - შეუძახა მაკამ და ექთანიც, „ფრთებ შესხმული გაფრინდა“.
- ვაი, თქვენს პატრონს. - ჩაეცინა მაკას. - მართლა მე რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ, თქვე უტვინოებო და უნიათოებო! ჰა, ჰა!
მაკამ მეორე, სათადარიგო მობილური შეამოწმა. იქნებ, მერაბის ზარი გამომრჩაო, მაგრამ არაფერი იყო. ახლა უფრო მეტად მოაწვა გულზე ბოღმა. ერთი პერიოდი, ისიც კი იფიქრა, მე თვითონ დავურეკავო, მაგრამ მაინც შეიკავა თავი. ახლა მხოლოდ და მხოლოდ, ორი შეკვეთა ჰქონდა და ისიც ბიჭებზე. ტყუპისცალ გოგონას, მერაბისთვის ინახავდა და თანაც ახლა, არც იყო გოგონას მსურველი. დრო კი არ ითმენდა, ჩვილი იზრდებოდა. მალე სამი თვის გახდებოდა. მართალია, უყოყმანოდ გაასაღებდა ახალშობილად, მაგრამ მაინც საფრთხილო იყო.

მაკას იდეამ მშვენივრად გაამართლა, ჩვილი ორჯერ მიუყვანეს დედას, ორჯერვე კარგად დანაყრებული
და ღრმად დაძინებული და ამის მერე, ბავშვი დაუყოვნებლივ გაამწესეს რეანიმაციაში, სადაც წოვის რეფლექსის უუნარობა დაუდგინდა და ამის მთავარი მიზეზი კი, ცალი ფილტვის არ გახსნა
იყო.
ახალშობილის მშობლებს, თავიდანვე შეეპარათ ეჭვი, ასეთი დიაგნოზის მოსმენისას, მაგრამ ფაქტი
- ფაქტად რჩებოდა. ჩვილი ძუძუს ვერ წოვდა და შესაბამისად, სუნთქვაც „უჭირდა“. სამი
დღე რეანიმაციაში იყო, სამი დღის მერე კი ფუმფულა აჭყიპინებულ ბუხურა ბიჭს, ახალი მშობლები
იკრავდნენ გულში.
მეორე კვირა იყო დაწყებული და კვლავ მერაბისგან, არანაირი ინფორმაცია არ იყო. გულმოსული მაკა კი უკვე, ახალ კლიენტებს ეძებდა, იმ გოგონას დასაბინავებლად, არადა მერაბმა სთხოვა, უჩემოდ არავის დაუთმოო, მაგრამ მაინც, რა გახდა ამდენი დროის წელვა?
- მაკა ექიმო, შეიძლება? - თავი შემოჰყო ელზამ.
- ყავას თუ მომიმზადებ, მაშინ შეიძლება. - მდარედ გაუღიმა მაკამ.
- აუცილებლად! - ელზა მაკას კაბინეტში შევიდა და ძალიან დაბალი ხმით მოახსენა, რომ ერთი ქალბატონი, უკვე საათზე მეტია, მოსაცდელშიაო.

- მერე, შემოიყვანე. - მდარედ მიუგო მაკამ. - რას აცდევინებ?
- თქვენ დაკავებული იყავით, მაკა ექიმო და ვიფიქრე, რომ ჯერ მე მიმეღო, მაგრამ კატეგორიულად თქვენ თავს ითხოვს.
- ჰოო? - მაკამ წარბები აზიდა.
- ხან იქიდან, მოვუარე და ხან აქედან, მაგრამ მაინც ვერ შევატყვე, თუ რა უნდა.
- ელზა, ჩემო კარგო. - ირონიული ხმით მიმართ მაკამ. - არ გვინდა რა, ეს თვითშემოქმედება.
ელზამ უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები. ვითომ კარგი მინდოდაო და ამით საქმეს, უფრო წინ წავიყვანდიო და მაკას კი სულაც არ მოეწონა, მისი ასეთი ინიციატივა და საყვედურიც მიიღო. მართალია მსუბუქი, მაგრამ მაინც არასასიამოვნოდ მოხვდა ყურს.
- ჰო, კარგი მიდი შემოიყვანე. - თავი გააქნია მაკამ. მშვენივრად მიუხვდა ელზას წყენის მიზეზს და ისიც კარგად იცოდა, ელზასნაირი ცანცარა ხალხისთვის, არ შეიძლებოდა არც ზედმეტი თავისუფლების მიცემა და არც ზედმეტად გაწყრომა.
- ყავასაც შემოგიტანთ, მაკა ექიმო.
ელზამ კარი გაიხურა და მაკამაც შვებით ამოისუნთქა. არც ეს ქარაფშუტა ელზა და აღარც ის „ყურმოჭრილი მონა“ ექთანი, რომლებიც გამუდმებით, ერთმანეთს კბენდნენ და გესლავდნენ, უკვე დიდი ხანია მაკას გულზე აღარ ეხატებოდა, მაგრამ რა უნდა ექნა, როცა თავიანთ საქმესაც და მილიონ ხრიკებსაც, მშვენივრად აბამდნენ თავს. ამათი დათხოვნა კი კარგად არც წაადგებოდა მაკას, რადგან უამრავი რამ იცოდნენ და სჯობდა აეტანა და ახლოს მაინც ჰყოლოდა.
„აი, დინა კიდევ სულ სხვანაირია. ამათ ბევრად სჯობს, რაც არ იცის, ცდილობს რომ ისწავლოს, ბევრად უფრო კარგად დაიხვეწა და ახლა უკვე მშვენივრად უჭირავს თავი, ესენი კი, ვერ გამოვზარდე კარგად, ორღობის ჭორიკანობას მაინც ვერ გასცდნენ. ჰმ, დინასგან განსხვავებით, ამათ ვერც ჩაცმა-დახურვა ვასწავლე, შეიძლება ფული გქონდეს, მაგრამ აი გემოვნება? ჰა, ჰა! რა გოიმებიც იყვნენ, ისე დარჩნენ ბოლომდე.“
მაკა სავარძელში გადაწვა და სიგარეტის კვამლს, დარდიც ამოაყოლა. თუმცა, რა დარდი ჰქონდა ასეთი?

შვილის დაკარგვით გამწარებული დედა, სულაც არ ადარდებდა, მთავარი იყო, დროულად
გაეყიდა ჩვილი და ჯიბეც კარგად აევსო.
კარი გაიღო და ელზას შემოტანილ ყავას, ის ვიღაც უცხო ქალიც შემოჰყვა, რომელიც უკვე კარგა ხანი იყო, რაც შემოსასვლელში იცდიდა.
მაკას არც ახლა მოეწონა ელზას ვითომდა, ეშმაკური ქცევა. ელზას შეეძლო, ჯერ ის ქალი შეეშვა მაკასთან და მერე წასულიყო ყავის მოსამზადებლად, მაგრამ არა, სულ პირიქით გააკეთა, რომ როგორმე ყური მაინც მოეკრა, თუ ვინ იყო და რა უნდოდა ამ ქალს. სწორედაც, რომ ამას მიუხვდა ელზაზე უფრო მეტად გაქნილი მაკა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
- ყავას ხომ არ ინებებთ? - შესთავაზე მაკამ უცხო ქალს და ელზას გახედა, რომ კიდევ ერთი ფინჯანი შემოეტანა, მაგრამ ქალმა მაშინვე უარი უთხრა.
მაკამ უხმოდ მიუთითა, დაბრძაბდითო. ქალმა მდაბლად დაუკრა თავი, სკამი გამოსწია და მაკას პირდაპირ ჩამოჯდა. ელზა კვლავ კართან იდგა და ყურები დაცქვეტაზე ჰქონდა. ცხადი იყო, წასვლას არც ფიქრობდა, მაკა კი ძლივს იკავებდა თავს, მაგრამ მაინც შესძლო მოთოკვა და ელზას ღიმილით მიმართა:
- ელზა, საყვარელო. - ყურებამდე გაუღიმა მაკამ. - ჩადი რაა, რეგისტრატურაში და დღეს რამდენი პაციენტია ჩაწერილი, კარგად მინახე.
ელზას სხვა რა გზა ჰქონდა, აშკარად უკმაყოფილო სახით დატოვა კაბინეტი.
- აბა გისმენთ, ქალბატონო. - მაკამ ყავის ფინჯანი თავისკენ მიიწია.
ქალი უხერხულად შეიშმუშნა და მაკას თვალებდაჭყეტილი მიაჩერდა. მაკამ თვალი გაუსწორა, ქალი კი სახეში ისე ჩააშტერდა, თითქოს მის ნაკვთებს სწავლობდა.
- მესმის, რომ აქ ტყუილად არ მოხვიდოდით. - ისევ მაკამ დაიწყო, რადგან ჩანდა, რომ ეს ქალი, სათქმელს ვერ აბამდა თავს. - სამშობიაროა და თავისთავად, დედას და ჩვილს ეხება და რადგან ჩემთან შემოხვედით, არც თუ ისე შორეული უნდა იყოს თქვენთვის მშობიარე, ან უკვე ელოდება ბავშვს? ვინ არის თქვენი და რამდენი კვირის ორსულია?
ქალი ახლა უფრო დაიბნა. ვერაფერი უპასუხა.
- ნუუ, აი თუნდაც... - მაკა წამით შეყოვნდა. - თუნდაც, თქვენი ქალიშვილი!
- ჩემი ქალიშვილი?! - აილეწა ქალი და კვლავ უაზროდ მიაშტერდა მაკას.
- ნუ მაშინ, რძალი. - ღიმილით მიუგო მაკამ. მშვენივრად ატყობდა, რომ ეს ქალი, მართლა რაღაც საქმის გამო იყო მოსული იქ, აბა მართლა, მთელი საათი, კონკრეტულად მაკას მოლოდინში, რატომ გაატარებდა.
„ახლა კი თავს ვერ აბამს სათქმელს, ან იქნებ სულაც ვინ არის? „გარდაცვლილი“ ჩვილის პატრონს, რაღაც სულ არ ჰგავს, მაშინ ასე მშვიდად არ იჯდებოდა და მართლა ერთ ამბავში იქნებოდა.
ისე შეიძლება, მოგზავნილია კიდეც და სპეციალურად ბრიყვად მაჩვენებს თავს.“
ფიქრობდა მაკა და ცდილობდა, უფრო მეტი სიმშვიდე შეენარჩუნებინა და თვალს მედგრად უსწორებდა ჩაშტერებულ უცხო ქალს.
მაკამ, ქალის შეთვალიერებაც მოასწრო და წამში შეაფასა, მისი მშვენიერი ფინანასური მდგომარეობაც. ძვირფასი ქურქი, რგოლის ბეჭედთან ერთად დიდ თვლიანი ბრილიანტი ერთ ხელზე ეკეთა, მეორეზე კი წვრილი ბრილიანტებით გაწყობილი, დიდი საფირონის თვლიანი ბეჭედი და ასეთივე საყურეები ეკეთა და მაკამაც მშვენივრად იცოდა ამ სამეულის ფასიც.
- ქალბატონო. - დაიწყო ისევ მაკამ. - მესმის, რომ ხშირად რთულია, სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რადგანაც აქ მოხვედით და თურმე, საკმაო ხანსაც იცდით, ესე იგი...
- უბრალოდ, თქვენი ნახვა მინდოდა! - მოულოდნელად წამოისროლა ქალმა და მაშინვე ენაზე იკბინა, ასე რამ მათქმევინაო.
- ჩემი? - ყურებამდე გაიკრიჭა მაკა, თუმცა ახლა უფრო ეჭვი გაუჩნდა, მართლა ვინ იყო ეს ქალი და სინამდვილეში რა უნდოდა.
- დიახ! თქვენთან მომასწავლეს! - ქალმა ახლა უფრო მკვირცხლად მიუგო.
- კეთილი, გისმენთ და არ დავიწყებ იმის გამოკითხვას, თუ ვინ მოგასწავლათ, რადგან შესაძლებელია ვერც გავიხსენო. სამშობიაროა და ჩემს ხელშიც იმდენ მშობიარეს გაუვლია.
- თქვენც გინეკოლოგი ხართ? - გულუბრყვილოდ იკითხა ქალმა.
- აბა, აქ შტანგისტი ხომ არ ვიქნები?! - თავის ნათქვამზე, გულიანად გაეცინა მაკას.
სტუმარსაც გაეცინა და წამოწითლდა კიდევაც, თავის ასეთი უნიათო შეკითხვის გამო.
მაკას მაინც არ მოეწონა ეს შეკითხვა. რას ნიშნავდა „თქვენც?“, ეს „ც“- რაღა იყო? კიდევ ვის გულისხმობდა ეს ქალი?
- ბავშვის აყვანასთან დაკავშირებით მინდოდა გასაუბრება. - როგორც იქნა, თავი მოაბა სათქმელს, ქალმა და რადგან, მეტი ვერაფერი მოიფიქრა.
- ქალბატონო, მე მხოლოდ და მხოლოდ, გინეკოლოგი ვარ. - ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოდ მიუგო მაკამ. - ნუ, მართალია ამ სამშობიაროს მთავარი ექიმი ვარ, მაგრამ შეხება, მარტო მშობიარეებთან მაქვს და ამის იქეთ, საკუთარ ჩვილებს თავადვე გააშვილებენ თუ თავშესაფარში ჩააბარებენ ეს მე, სულაც არ მეხება!
- ჰო, მაგრამ აქაც ხომ ტოვებენ ბავშვებს და ზოგი მართლა ისე გარბის, რომ საკუთარ ვინაობასაც კი არ ამხელს, ეს ხომ ცნობილი ფაქტია? - ჩაეძია ქალი.
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა მაკამ. - და ჩვენც ვალდებულნი ვართ, რომ მაშინვე, დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ შესაბამის დაწესებულებებს და მერე უკვე ისინი, თავადვე ამწესებენ მიტოვებულ ჩვილს და არც ეს მეხება მე ქალბატონო და თუ ბავშვის აყვანის სურვილი გაქვთ, პირველ რიგში, უნდა მიმართოთ იურიდიულ სამსახურს, სწორედ ამ საკითხზე და ისინი, თავადვე დაგაკვალიანებენ რა და რომელი საბუთი, სად და როდის უნდა წარადგინოთ და მიიტანოთ!
- სამშობიაროდანაც აჰყავთ ჩვილები. - უკან არ იხევდა ქალი.
- ეს იმ შემთხვევაში, როცა თვითონ ჩვილის დედაა უკვე, ჩუმად მოლაპარაკებული და თუ შემთხვევით მაინც გაჟონა, აქაც ვალდებულნი ვართ, შესაბამისი სტრუქტურები ჩავრთოთ. - მიუგო მაკამ. - და რაც შეეხება ჩვილის ყიდვა-გაყიდვას, ეს ოფიციალურად იკრძალება და კანონით ისჯება!
- რამდენი ბავშვი უყიდიათ ასე. - მხრები აიჩეჩა ქალმა. - ეგ ხომ ყველასთვის ცნობილი ფაქტია.
- კანონის ავლით, თუ იმ ქალს ვინმე ჯიბეში ფულს ჩაუდებს, შვილის დათმობაში, არც ეს მეხება მე. - ყურებამდე გაიბადრა მაკა.
- და ახლა, გყავთ ჩვილი, რომ აყვანა მოვინდომოთ?
- მე საიდან უნდა მყავდეს? - გაეცინა მაკას. - ნუ, დღეს თუ ვინმე გააჩენს და დატოვებას მოისურვებს არ ვიცი, თუმცა ვალდებული ვარ ჩავრთო შესაბამისი...
- და იქნებ, იმ ქალს, ჩუმად უნდა ამ ბავშვის გაყიდვა?
- და მერე? - წარბები აზიდა მაკამ. - მე რა შუაში ვარ? გაეწეროს ჩვენი სამშობიაროდან და რაც უნდა, ის უქნია!
- და ექიმები, არ ერევიან ასეთ საქმეებში?
- საციხო საქმეა და კანონით ისჯება! - ცივად მიუგო მაკამ. - თუმცა, არის ხოლმე შემთხვევა, როცა სამშობიაროს, რომელიმე თანამშრომელი უშვილოა და მაშინვე მოელაპარაკება მშობიარეს. აი, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი სულ ოდნავ თვალის მოხუჭვაც, თუმცა მაინც უნდა განვაცხადო ოფიციალურად და სანამ, მშვილებელი ოჯახი, შვილად აყვანის, ყველა საბუთს არ მოიყვანს წესრიგში, მანამდე დიდი თხოვნითა და დიდი პროტექციით, სწორედ იმ ჩვილს არ გაასხვისებენ და ასე ვთქვათ, უნახავენ.
- გასაგებია. - თავი დაუქნია ქალმა.
- თქვენ გსურთ, ბავშვის აყვანა?
- არა, ჩემს ახლობლებს სურთ და მთხოვეს გამერკვია.
- აი, ხომ გაარკვიეთ? - ღიმილით ჩაეკითხა მაკა.
- კი, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ არც კი ვიცით და...
- დაწერონ განცხადება, როგორც წეღან აგიხსენით და ისე მიჰყევით.
- და ბავშვის არჩევა თუ არის შესაძლებელი?
- რატომაც არა! - მხრები აიჩეჩა მაკამ. - მიხვალთ ბავშვთა სახლში და ბარემ, ერთ რჩევასაც მოგცემთ. - მაკამ ხმას დაუწია და ოდნავ შეარბილა კიდეც, ვითომდა საიდუმლო გაანდო, სინამდვილეში უკვე გულზე სულაც აღარ ეხატებოდა, ეს ვიღაცის მოგზავნილი ქალი. - სასურველია შეარჩიოთ თქვენივე მსგავსი ტიპაჟი.
- ჰოო? - ქალმა წარბები აზიდა.
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა მაკამ. - თეთრმა უფრო ღია ფერის ბავშვს უნდა მიაქციოს ყურადღება, შავმა - შავს, რადგან გაიზრდება მერე ის ბავშვი და იტყვის, რომ არავის ვგავარო, მერე იმდენად შეეპარება ეჭვი, რომ ბუნებრივიცაა დაიწყებს ბიოლოგიური დედის მოძიებას და ამის მერე, იმ დედასაც მოუნდებათ ეს ნაფერები და ფუფუნებაში გაზრდილი შვილის უკანვე დაბრუნება და წართმევა.
- რა საშინელებაა?! - შეიცხადა ქალმა. - ამდენი ამაგი გაქვს და მერე უცებ, წაიყვანენ შენს გაზრდილ შვილს, ჩემიაო!
- აი, ამიტომაც გირჩიეთ, უფრო მსგავსი ბავშვის აყვანა, მეტს კი მე პირადად, ვერაფერს შეგპირდებით. - მაკამ თავის სიტყვას ხაზი გაუსვა.
- ჩემი მამიდაშვილი, ქერა და ლურჯთვალაა და სასურველია ჩვილიც ასეთივე აიყვანოს არა? - კვლავ არ მოეშვა ქალი.
- ან დედას უნდა ჰგავდეს, ან მამას! - გაუღიმა მაკამ
- თანაც, ძალიან უნდათ გოგონა. ქერა, ლურჯთვალა გოგონა.
მაკას ტანში გასცრა, თუმცა არაფერი შეუმჩნევია, ისე უპასუხა:
- მერე? დაათვალიერეთ ჩვილ ბავშვთა სახლები და აიყვანეთ ისეთი, როგორსაც ისურვებთ! - ცოტა არ იყოს, მკვახედ მიახალა მაკამ და მაშინვე მოლბა. - თქვენ გყავთ შვილები?
- დიახ. - მიუგო ქალმა. - ერთი ქალიშვილი მყავს.
- და მეორეს აყვანა გსურთ?
- არა, არა. - გაეცინა ქალს. - უკვე დიდი გოგოა, პედიატრიულზე სწავლობს და თან, მამამისთან მუშაობს. - ქალი უცებ გაჩუმდა. მიხვდა, რომ ზედმეტი წამოროშა. თუ ეს მაკაა თუ ვიღაც, მართლა მერაბის საყვარელი იყო, მაშინ ხომ ეცოდინებოდა, რომ მერაბი ცოლ-შვილიანია კაცია და და თანაც, მის გოგოსაც უკვე ნანახი ჰყავდა მაკა.
- ესე იგი, თქვენი მეუღლეც პედიატრია? - თავი მოიკატუნა მაკამ და ახლა უკვე მიხვდა, თუ ვინც იყო ეს ქალი.
- ნუუ... - ქალმა ღიმილით უპასუხა, თითქოს გაუხარდა კიდევაც, რომ მაკა ვერც კი მიხვდა, ვინ ვარო.
- ჰოდა, წაიყვანეთ თქვენი პედიატრები, ნახეთ და კარგად გასინჯეთ ჩვილი და ისე ურჩიეთ თქვენს ნათესავს, აბა მე, მეტი რა რჩევა მოგცეთ? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - ისედაც ამდენი დრო დაგითმეთ და ვინ იცის, უკვე რამდენი მშობიარე მელოდება.
- დიახ, დიახ! ასეც ვიზამთ! - ქალი წამოდგა და მაშინვე კარისკენ გაეშურა. - კარგად ბრძანდებოდეთ, მაკა ექიმო!
- ნახვამდის, ნახვამდის! - ღიმილით მიაყოლა მაკამ და კარის დახურვისთანავე, მაშინვე შეეცვალა სახე. - ეს იდიოტი, მერაბი! - გამოსცრა კბილებში და მაშინვე იმ სათადარიგო ტელეფონს დასწვდა. თუმცა, მალევე შეჩერდა. მშვენივრად იცოდა, ასე ცხელ გულზე ცოფების ყრა და თანაც, ვიღაც სულელი ცანცარა, ეჭვიანი ცოლის გულისთვის, მერაბის გადამტერება არც კი ღირდა.
LEX. 2023 წლის 5 აპრილი, ოთხშაბათი.

No comments:
Post a Comment