149.
მწირის მკაცრი ხმა, მწვავედ მოხვდა მიმის ყურს, როცა ამ საშინელმა მონსტრმა, ექთნის დათხოვა და დაცვის გაშვება, კატეგორიულად მოითხოვა.

-
ასეც ვიცოდი! - მაშინვე მიახალა მიმიმ. - სწორედაც ეს გინდა, რომ ფიფო, აპარატიდან
გამოვრთო და მერე შენ, იბოგინო აქ!
პასუხად მწირმა, ამოიხვნეშა და დაღლილი ხმით მიუგო:
- სულ რამდენიმე წუთით დამიგდე ყური და მერე, შენ თვითონ განსაჯე და იფიქრე, რა და როგორ გადაწყვიტო.
- ჰო, კარგი! - ზიზღით გააქნია მიმიმ თავი. - დროზე მოვრჩეთ, რადგან ვხედავ, რომ არ მომეშვები, სანამ არ იტყვი, რაც მაგ დამპალ გულში გაქვს და ნუ გგონია, ჩემით ან ჩემი შვილით მანიპულირების უფლებას მოგცემ! მე ის მიამიტი, გულუბრყვილო და უბოროტო მიმი აღარ ვარ! იმდენი განსაცდელი გამოვიარე და ჯერ კიდევ გავდივარ და ახლა, საშინლად გაცეცხლებული და გაბოროტებული ვარ! არავის დავინდობ და არავის ვაპატიებ!

ჰოო? - მწირს ცალყბად ჩაეღიმა. - ხვდები ახლა, რომ შურისძიება, თუ რა მწვავე შხამიც ყოფილა?
მომაკვდინებელი შხამი, დაუნდობელი და უპატიებელი და ისევ თავადვე შენვე გგესლავს და
განადგურებს და მომისმენ თუ არა, ბოლოს და ბოლოს?
მიმიმ უხმოდ დაუქნია თავი.
- როგორც ახლახან გითხარი. - დაიწყო მწირმა. - უნდა გაუშვა დაცვაც და ექთანიც უნდა დაითხოვო, რადგან შენც კარგად ხედავ, რომ ესენი, არაფრის მაქნისები აქ არ არიან და ტყუილად, ზედმეტი ხარჯია.
- შენ ნუ დარდობ, ჩემს ფინანსურ ზარალზე. - ცინიკური ხმით მიუგო მიმიმ. - და როგორმე გავიტანთ თავს, უშენოდ! შენი მზრუნველობის გარეშე!
მწირი ჩაფიქრებული სახით უმზერდა მიმის. ისედაც, ჩანდა მიმის არც მისი მოსმენა უნდოდა და არც იმის გააზრება, თუ რას ეტყოდა ეს დაუპატიჟებელი და არასასურველი სტუმარი.
- ისედაც ვიცოდი, რომ არ მომისმენდი. - განაგრძო მწირმა. - მაგრამ მაინც ვცდი და არ მოგეშვები, სანამ ბოლომდე არ გაგააზრებინებ, თუ რა საფრთხის წინაშე ხართ ახლა, შენ და ბავშვები!
- ჰმ, რა საფრთხის წინაშე? - კვლავ ცინიკურად აღნიშნა მიმიმ. - რა იყო? გავკოტრდი და ვერ ვხვდები?
- მიმი, შენი ოჯახის პრობლემა, დღეს ფული, ნამდვილად არ არის, მაგრამ... - მწირმა ღრმად ამოიხვნეშა, მერე ოთახს დაკვირვებით მოავლო თვალი, თითქოს რაღაცის შემჩნევას ცდილობდა. მერე მიმის თვალი მტკიცედ გაუსწორა, საჩვენებელი თითი პირთან მიიდო და ანიშნა, ხმა არ ამოიღოო.
მიმიმ გაკვირვებული სახით აზიდა წარბები და დაბალი ხმით წაიჩურჩულა:
- ეს ოთახი არ ისმინება.
- ჰმ. გეგონოს. - ასევე ჩურჩულითვე უპასუხა მწირმა.
მიმი შეცბა. ამას აღარ მოელოდა. ახლა შედარებით უფრო ირწმუნა, რომ შესაძლებელია, მწირი არც ატყუებდა და მართლაც რაღაცაში იყო საქმე, მაგრამ ამან საიდან იცოდა? ან რა ხდებოდა საერთოდ? ან ამ კაცს, რა ჯანდაბა უნდოდა მისგან? ფიქრობდა მიმი და ლამის სუნთქვა შეკრული შეჰყურებდა მისთვის, ამ დედამიწის ზურგზე, ყველაზე საშინელ და არასასურველ არსებას.
- ძალიან გვიანია. - დაბალი ხმით დაიწყო მწირმა. - ცოდო ხარ შენ, ამდენი რამის გადატანა გიწევს, თან მოსმენაც არ შეგიძლია და სჯობს წახვიდე, დაისვენო. ვიცი, ახლა რა დაგაძინებს, მაგრამ ასე ჯდომაც არ ივარგებს შენთვის.
- უღრმესი მადლობა, ჩემზე ასეთი მხურვალე ზრუნვისთვის. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მიმიმ.
- დილით ადრე მოვალ, იმ ბაბუსაც ძალიან მოენატრა ბავშვი. - მწირი წამოდგა.
- და ასე შენს ჭკუაზე აპირებ, ჩემი შვილის ტარებას?! - მიმიმ კოპები შეკრა.
- ცოტაც და თავზე დაგვათენდება. - მწირი კარისკენ წავიდა და მერე მიმის ნაღვლიანი სახით მოხედა. - ახლა აზრი არა აქვს შენთან საუბარს.
- ჰოდა, მიბრძანდი! - მკვახედ მიახალა მიმიმ.
- და არავითარი ახალი ფურცლიდან დაწყებას არ ვითხოვ! - თვალი გაუსწორა მწირმა. - მხოლოდ გთხოვ, რომ დაივიწყო ის, რომ ოდესმე მიცნობდი და ისე უნდა მომისმინო, როგორც სრულიად უცნობს. მხოლოდ შენი და შენი ოჯახის ყველა წევრის, კეთილის მსურველს. ყველა წევრის, განურჩევლად! - მწირი კარისკენ შებრუნდა და ზურგს უკან, მიმის მწველ მზერას გრძნობდა.
- და უთენია, მაინც სად მიგყავს ჩემი შვილი? - უკვე კართან მისულს დააწია მიმიმ.
- გითხარი უკვე სადაც და საჭირო რომ არ იყოს, არ წავიყვანდი!
- ან რა არის ასეთი საჭირო და აუცილებელი და თანაც, ხვალ სკოლა აქვს და სულაც არ მინდა რომ გააცდინოს! - კოპები შეკრა მიმიმ.
- ჰო აბა, არ ჩამორჩეს კლასელებს ცოდნაში. - ცალყბად გაეღიმა მწირს და კვლავ კარისკენ შებრუნდა.
- გამაგებინე! რა გინდა ჩვენგან?! - მკაცრი ხმით მიმართა მიმიმ.
მწირი დინჯად მობრუნდა და მშვიდი სახით გაუსწორა მზერა.
- საათზე მეტია, სწორედ ამის ახსნას ვცდილობ. - ძალიან დაბალი ხმით მიუგო მწირმა და საჩვენებელი თითის ჰაერში წრიული მოძრაობით მაინც შესძლო ენიშნებინა, რომ ეს კაბინეტიც ისევე ისმინებოდა, როგორც სხვა მისი ოთახები.
მიმი ახლა მართლა დაშინდა, აკანკალებული ხელებით სავარძლის მოაჯირს ჩააფრინდა.
- ამიტომაც მოვედი. - კვლავ წაიჩურჩულა მწირმა. - სხვა გზა არ მქონდა.
- ნუთუ, მართლა ასეთ საფრთხეში ვართ? - მიმის ხმაში ბზარი შეეპარა.
მწირმა უხმოდ დაუქნია თავი.
- კი მაგრამ ჩვენ, ვის რას ვუშავებთ? - წაიკვნესა მიმიმ. - ფიფო ხომ უკვე ფაქტიურად გამოთიშეს საქმიდან და თითქმის ამ ცხოვრებიდანაც და მე და ჩემი შვილი, რატომ უნდა ვიყოთ ასეთ საფრთხეში? ან რა საფრთხეა ეს? საიდან?
- ზუსტად არც ვიცი, რისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შენ უფრო უნდა იცოდე.
- მე უნდა ვიცოდე? - მიმის გაოცებული იერი მიეცა.
- ალბათ, არის ისეთი რამ, რაც ფიფოს გარდა, შენც იცი. - კვლავ დაბალი ხმით განაგრძო მწირმა.
- და რა უნდა ვიცოდე ისეთი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ფიფო, თითქმის არასდროს ჰყვებოდა სახლში, სამსახურის ამბებს და თუ რამის მოყოლას დაიწყებდა, ეს უკვე მის გარეშეც ვიცოდი, რადგან მთელი ქალაქი უკვე ისედაც ამაზე ლაპარაკობდა.
- შენი საფრთხეში ჩაგდება არ უნდოდა ალბათ და მაგიტომაც არაფერს ჰყვებოდა სახლში, თორემ როგორ არ გენდობოდა. - მწირმა მიმის მწველი მზერა სტყორცნა, თითქოს მიმის გამომეტყველებიდან უნდა ამოეცნო, იცოდა თუ არა მიმიმ რამე, მაგრამ რა? რა იცოდა მიმიმ ასეთი?
სინამდვილეში, მიმიმ არანაირი ფიფოს საიდუმლო არ იცოდა და თვალიც მედგრად გაუსწორა მწირს. ამით მიახვედრა, რომ არაფერს მალავდა და მწირიც მიუხვდა.
- და რატომ უნდა მემუქრებოდეს საფრთხე? - მიმის კვლავ შეშფოთებული ხმა ჰქონდა. - დავუშვათ, რაღაც საიდუმლო ინფორმაცია მაქვს, ჩემი შვილი რა შუაშია? თუ ისევ ბავშვით უნდათ შანტაჟი?
მწირმა უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ფიფო ყოველთვის გვიფრთხილდებოდა ჩვენ. - მიმიმ ამოიხვნეშა. - ის კი არა, და ისე ძალიან უნდოდა, რომ სახლში, იარაღების კოლექცია ჰქონოდა, მაგრამ ბავშვს გაუფრთხილდა და...
- და ამიტომ ნამდვილი თოფების ნაცვლად, მხოლოდ ორიგინალური მოდელები აქვს აქ. - მწირს ცალყბად გაეღიმა და იმ სტენდისკენ გახედა სადაც ფიფოს, მართლაც რომ არნახული კოლექცია ჰქონდა შეგროვებული და არც ერთი არ იყო ნამდვილი იარაღი.
მიმიმ უხალისოდ დაუქნია თავი.
„ყველაფერი იცი, რაც ჩემს სახლში ხდება, ჰმ.“
გაიფიქრა მიმიმ და დაბალი ხმით მიუგო:
- წარმოდგენაც არ მაქვს და არც ვიცი, ვის რა ჰგონია და ვინ რას ფიქრობს, მაგრამ როგორ დავამტკიცო ან ვინ დავაჯერო და ან რა უნდა გავაკეთო, იმისთვის რომ შეგვეშვან! - მიმიმ ხმას აუწია. - არც კი ვიცი, რაღატომ გვერჩიან ახლა მაინც.
- იქნებ, ჰგონიათ რომ ფიფომ შენ, რაღაც გადმოგცა? - მწირი კვლავ თვალებში ჩააშტერდა მიმის. - გადასამალად, ან უბრალოდ, შესანახად?
- და შენ, როგორ ფიქრობ? - მიმიმ თამამად გაუსწორა თვალი მწირს და ხმაც აიმაღლა. - ფიფო ჩვენ, ასეთ საფრთხეში ჩაგვაგდებდა, რომ სახლში რაღაც შეენახა, ან თუნდაც გადაემალა?!
- ეგ არც მე მგონია, მაგრამ...
- აბა ვის ჰგონია? - მიმიმ ახლა უფრო აუწია ხმას. - ვის?! მოვიდეს და გადაქექოს მთელი სახლი! იქნებ, ამის მერე მაინც შეგვეშვან და აცადონ ამ კაცს, მშვიდად სიკვდილი! - მიმიმ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა.
მწირმა მიმისთან ჩაიმუხლა და შეეცადა დაემშვიდებინა:
- სწორედ მაგისთვის მოვედი, რომ თქვენი უსაფრთხოება დავიცვა და ესენი. - მწირმა ხელი კარისკენ გაიშვირა, უფრო ფიფოს პალატისკენ ჰქონდა თითი მიმართული. - ესენი კი, სასწრაფოდ არიან აქედან გასაყრელი, ორივე!
ამით მწირი, კვლავ ფიფოს დაცვის თანამშრომელს და რატომღაც, მის ექთანსაც გულისხმობდა და ის რაღა შუაში იყო?
- მერე? - ქვითინებდა მიმი. - ფიფო აპარატიდან გამოვრთო, თუ მე ვუდარაჯო? და რას გავიგებ რას მიწერს ის აპარატურა? იქნებ სულაც, ვკლავ ფიფოს?
- მაგას მე მივხედავ. - ამშვიდებდა მწირი. - შენ მაგაზე არ იდარდო და ნუ გგონია, რომ ჩემს შვილს, ოჯახს დავუნგრევ.
„ჩემი შვილის“ ხსენებაზე მიმი შეკრთა და უფრო მეტად გადმოღვარა ცრემლები.
- ბავშვი იმსახურებს იმას, რომ ჰყავდეს საუკეთესო დედიკო და მამიკო, რომელიც მგონი სულზე მეტად უყვარს. - განაგრძობდა მწირი. - გიჟდება შენზე და ფიფოზე, სულ თქვენს ხსენებაშია, ლამის ყველაფერს მიყვება.
მიმი სლუკუნებდა და ახლა უკვე სევდიანი ღიმილით დაჰყურებდა მის წინ, ჩამუხლულ მოსაუბრეს. მწირი კი ისევ განაგრძობდა:
- სრულყოფილი ოჯახი მინდა რომ ჰქონდეს, ჩემს შვილს და...
- ჩემს შვილს?
დიმეოს გაოცებული ხმა, ზარივით გაისმა ოთახში. ბიჭი ღია კართან იდგა და გაოგნებული სახით შეჰყურებდა უფროსებს.
- ჰო, შენს შვილს! - არ დაიბნა მწირი. - და რა იყო? რა გაგიკვირდა? შენს დედიკოს ვუხსნი, რომ მის შვილს, ანუ შენს შვილს-მეთქი, მინდა რომ სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეს და ამიტომაც უნდა დამიჯეროს ახლა რასაც ვეუბნები.
- მე მეგონა ჩემს შვილსო, ასე უთხარი. - წაიბურტყუნა აჭარხლებული სახით ბიჭმა.
- მგონი, ჩვენ ორივემ ასე გადავწყვიტეთ რომ დედას, მე უნდა დავლაპარაკებოდი და ამეხსნა, თუ რაშიც იყო საქმე, არა? - ცოტა არ იყოს საყვედურის ტონით ჩაეკითხა მწირი, სახეზე წამოწითლებულ ბიჭს.
დიმეოს საშინლად შერცხვა და თავი არ აუწევია, ისე დაეთანხმა.
- და დიდი ხანია, ასე კარს უკან დგახარ და გვისმენ? - კვლავ საყვედურით მიმართა მწირმა, თუმცა უკვე სახეზე ღიმილიც აესახა.
დიმეოს ახლა უფრო მეტად შერცხვა თავისი საქციელის და აღარ იცოდა თვალები სად წაეღო. წამიც და აღელვებული და აცრემლებული, ბღავილით ჩაეკრო მწირს და პატიებას სთხოვდა.
- ჩემო სიხარულო. - ეალერსებოდა მწირი. - ორივე დედა-შვილი აგატირეთ და მე მაქვს აქეთ თქვენთან საპატიებელი.
ამ სცენის დანახვაზე, მიმის ნერვები მოეშალა, მერე საშინელი თავის ტკივილიც იგრძნო და ყელიც ისე გაუშრა, რომ ხმაც ძლივს ამოიღო, წყალი მომაწოდეთო.
- ერთბაშად ამდენი ემოციებიც არ შეიძლება, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა. - მწირი კვლავ დაწყებული საუბრის გაგრძელებას შეეცადა. - თუმცა ახლა, აზრი არა აქვს, ამის გაგრძელებას, რადგან დედიკოც და შვილიკოც, საშინლად დაღლილები არიან. ჩვენ კი. - მწირმა ახლა ბიჭს გახედა. - დილით ვერსად წავალთ.
- რატომ? - გაიკვირვა ბიჭმა.
- იმიტომ რომ ლამის, დილაა უკვე და ასეთი დაჭყეტილი და დაღლილი თვალებით აბა, სად გატარო? - ღიმილით მიუგო მწირმა.
- ფეხით ხომ არ მივდივართ მერე. - გაეცინა ბიჭს.
- არც მანქანა მყავს და არც ტაქსის ფული მაქვს. - მიუგო მწირმა. - და არც არავისი, არაფერი მინდა, ამიტომაც ისევ ისე მოგვიწევდა მგზავრობა, როგორც ერთ დროს, იქიდან აქ რომ ჩამოგიყვანე.
- აუუუ. - შეიჭმუხნა ბიჭი.
მწირს გაეცინა.
- მორჩით ახლა, ორივე წუწუნს. - შეუტია მიმიმ. - საშინლად მისკდება თავი. - მიმი წამოდგა, მაგრამ შეტორტმანდა და უცებ მწირს რომ ხელი არ შეეშველებინა, იქვე სავარძელშივე ჩაენარცხებოდა.
- შეძლებ შენს საძინებლამდე ასვლას? - შეეკითხა მწირი.
- კი. - მიმიმ თავი დაუქნია, მაგრამ სახეზე ფერი აღარ ედო და მწირზე დაყრდნობილი, ძლივს იდგა ფეხზე.
- ფრთხილად გააღე კარი, ისე რომ ის ძილისგუდები არ გააღვიძო. - მიმართა მწირმა ბავშვს და ძილისგუდებში, რატომღაც ზომაზე მერად ღრმად ჩაძინებული, ფიფოს ექთანი დაცვის თანამშრომელი იგულისხმა. - დედიკოს უნდა მივეხმაროთ ზემოთ ასვლაში.
მიმიმ ერთი კი გააქნია თავი, არ მინდა მე თვითონ ავალო, მაგრამ უარის თქმა წესიერად ვინ აცალა, მწირმა მაშინვე სტაცა ხელი და მთელი სისწრაფით აარბენინა საძინებელში. დიმეო კი წინ მიუძღოდა, ოთახის კარიც მანვე გაუღო და მერე საბანიც წააფარა.
- დეე, გინდა დღეს შენთან დავწვე?
- მოდი. - წაიჩურჩულა მიმიმ.
დიმეო დედას საბანში შეუძვრა და მწირმაც მაშინვე ორივეს ძილი ნებისა უსურვა, თუმცა უკვე კართან მისული, მიმიმ შეაჩერა.
- დარჩი და ხვალ დილით ვილაპარაკოთ. - მიკნავებული ხმით შესთავაზა მიმიმ.
მწირს თვალები გაუბრწყინდა, საშინლად გაუხარდა, თუმცა დიდად ემოციები არც გაუმჟღავნებია. დიმეო, სიხარულით ჩაეკრო დედას.
- ოთახი, შენ ამოირჩიე და დაიძინე, სადაც გინდა. - კვლავ მიმართა მიმიმ. - მხოლოდ იცოდე, ამას სისტემატიური ხასიათი ნუ მიეცემა.
- რა თქმა უნდა! - მიუგო მწირმა. - მაინც უცხო ვარ, თქვენთვის.
მწირის ხმაში ირონიამ გაჟონა ან მიმის მოეჩვენა ასე.
- ცოტა ხნით, აქ იყავი რაა. - შეევედრა დიმეო. - და ჩემს ოთახში დაიძინე, გითმობ.
- დიმე, რაღა ცოტა ხანი? - მსუბუქად უსაყვედურა მიმიმ. - ღამის ოთხი საათი ხდება.
- დილის. - ღიმილით შეუსწორა მწირმა და ბავშვის ახლოს ჩამოჯდა. - აბა შენ, უარს როგორ გეტყვი, ჩემო სიხარულო! შენი გულისთვის, თუ გინდა, დილამდეც ასე ვიჯდები.
- რა თავგანწირვაა. - ცინიკურად აღნიშნა მიმიმ.
- სულ ცოტა რამ მაინც მომიყევი, რააა, გთხოვ. - კვლავ შეევედრა ბიჭი.
- დიმეო, რა დროს ზღაპრებია? - ისევ მსუბუქად უსაყვედურა მიმიმ.
- აბა გამიტყდა უკვე ძილი და ვერ ვიძინებ. - აბურდღუნდა ბავშვი. - იქ, სოფელში, სულ ასე მაძინებდა. ათას რამეს მიყვებოდა ახლა კი მინდა მომიყვეს ის, რაც მას ახსოვს და ბევრჯერ შემპირდა და მეც უფრო ტკბილად ჩამეძინება.
- და იქნებ, სხვას შენზე მეტად ეძინება და შენ კი, შენი საკუთარი სიამოვნების გულისთვის, ამბების მოყოლას აიძულებ დაღლილ ადამიანს და დიმეო, ამაზე არ გიფიქრია? - ახლა მართლა შეუტია მიმიმ ბავშვს.
- არასდროს დავიღლები შენთვის ამბების მოყოლით. - მწირი უფრო ახლოს გადაჯდა და ბავშვი გულთან მიიხუტა. - მაგრამ ჩემი, ნახევრად დავიწყებული ისტორიები, აბა რა მოსასმენია, როცა სასიამოვნო და გასახარი იქ, არაფერი იყო.
- ნუთუ მართლა არაფერი სასიამოვნო იყო შენს ცხოვრებაში? - მიმის ხმაში აშკარა ცინიზმმა გაჟონა და რა თქმა უნდა, მხოლოდ მწირი მიხვდა ამას.
- ყველას ცხოვრებაში არის, სასიამოვნო და ბედნიერი წუთები. - მშვიდი ხმით მიუგო მწირმა. - თუმცა ვის რამდენად უხანგრძლივდებოდა ეს ბედნიერება, ამაშია საქმე.
მიმიმ უხმოდ გააქნია თავი.
- ყველაზე მეტად, ობლობა მახსოვს მწარე ტკივილად. - დაიწყო მწირმა. - და ამიტომაც ვერ ავიტანე უსუსური ბავშვის ჩაგვრა.

მწირი დაბალი, რბილი
ხმით საუბრობდა, მის მკერდზე მიხუტებული დიმეო კი, უკვე თვალებსაც ლულავდა.
- ღმერთო ჩემო. - წაიჩურჩულა მიმიმ და უკვე მთვლემარე ბავშვს, ფრთხილად მიეალერსა. - ის მტარვალები, ჩემს პატარას სცემდნენ კიდევაც?
- ცემა-ტყეპის გარდა, სხვა ჩაგვრაც არსებობს. - მწირმა ამოიხვნეშა. - ჩაგვრა იყო, აბა რაა, როცა შიმშილისგან მისავათებული ბავშვი, ყინვისგან გათოშილი, უგონოდ ეგდო, ხის ნარზე. ვითომ გვერდები რომ არ სტკენოდა, ქვეშ სულ ცოტაოდენი თივა დაეფინათ და მხოლოდ ერთადერთი გაქუცული ნაბადი იყო მისი საგებიც და სათბობიც.
მიმის ცრემლები წასკდა.
- ის გარეწარი ქალი კი თბილ ბეწვის ქურქში გამოხვეული, არხეინად ხვრინავდა. - განაგრძობდა მწირი. - მის ნარზე კი თივის უფრო დიდი ფენა იყო დაგებული, ვიდრე ბავშვისაზე და პირველად, სწორედ ეს მომხვდა თვალში.
მიმიმ მძიმედ ამოიხვნეშა.
- ისედაც პატარა და უჰაერო სივრცე, თამბაქოს სუნით იყო გაჟღენთილი, რომელსაც თან სხვა საშინელი და გამაბრუებელი მყრალი სუნიც ერთვოდა და ესეც რაღაცას მაგონებდა. სადღაც გონებაში მიკარგული და მეხსიერების ნაწილში ჩარჩენილი ქალაქის გამონაბოლქვის ოდნავ გახსენებაც კი აბინძურებდა იმ სულიერ და მშვიდ გარემოს, რომელსაც ნამდვილი ბუნება ერქვა. - მწირი წამით შეყოვნდა. - იცი, რომ ყოველ ხესა თუ ბუჩქს, ბალახსაც კი თავისი სურნელი აქვს, ისევე როგორც ადამიანს.
- ჰო, ზოგს ისე ეზარება დაბანა, რომ...
- ჰიგიენას და სუნამოს მიპკურებას არ ვგულისხმობ. - შეაწყვეტინა მწირმა. - ეგ სულ სხვა თემაა. არიან ადამიანები, რომელთაც სული უფრო უყართ, ვიდრე სხეული და იმ მღვიმეში შესვლისთანავე, სწორედაც რომ ეს საზიზღარი აყროლებული სულის სუნი მეცა, რომელსაც უკვე რეალურად, სხვა საშინელი თუთუნის სუნიც ერთვოდა.
- საშინელი კიდევ რა? - გულუბრყვილოდ იკითხა მიმიმ.
- ჰმ. - მიმის მიამიტობაზე ჩაეღიმა მწირს. - სხვა თამბაქო, რომელიც კარგ ხასიათზე გაყენებს და რეალურად კი, ტვინს გიჭამს და გიშრობს.
- იმედია, ბავშვს არ აწევინებდნენ. - მიმის უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
- არამგონია, თუმცა... - მწირი შეყოვნდა.
- რა თუმცა? - ვეღარ მოითმინა მიმიმ.
- ბავშვს, ზომაზე მეტი ეძინა და სავარაუდოდ, რაღაცას ასმევდნენ.
- იქნებ, ისეთი გადაღლილი და მშიერი იყო, რომ ძილად იყო მიგდებული? - მიმის ხმა გაებზარა.
- რა თქმა უნდა ასეც იყო, მაგრამ იქ სოფელშიც, ძლივს მოიწესრიგა ძილი. - მწირმა ამოიხვნეშა. - რაც მღვიმეში გამოიძინა, იმის მერე, უფრო მშვიდ გარემოში ბავშვს ფაქტიურად არ ეძინა, ვერ იძინებდა. გამუდმებით შფოთები ჰქონდა.
- რაც ჩემმა პატარამ გადაიტანა, არც იყო გასაკვირი. - ჩაურთო მიმიმ. - შიშები ექნებოდა აბა, რაა.
- სხვათა შორის, ის კოშმარული შიშები, თითქოს მომენტალურად მოეხსნა, როგორც კი იმ სოფელში დავბინავდით.
- მართლა?
- ჰო, შიშები კი არა პირიქით, ისეთი იმედიანი თვალები ჰქონდა და სულ ცდილობდა კაცურად შრომაში არ ჩამოგვრჩენოდა.
- ჩემი ვაჟკაცი. - სევდანარევი ხმით ამოიკვნესა მიმიმ.
- ასე რომ შიშები, სულაც არ ჰქონდა, მაგრამ შფოთები და რაღაც უცნაური მოუსვენრობა არ ასვენებდა. ხშირად ცივი ოფლიც ასხამდა, მიუხედავად იმისა, რომ როგორი ცივი ზამთარი იყო. თან სციოდა და თან ოფლიანდებოდა. - მწირი შეყოვნდა. - ეს ყველაფერი, იმ გადატანილი ჭირისგანაც შეიძლება გამოჰყოლოდა, მაგრამ მაინც არ გამოვრიცხავ, რომ მართლა რაღაცას ასმევდნენ ბავშვს.
- ჩაის... - წაიჩურჩულა უკვე ძილის მიღმა წასულმა დიმეომ. - უგემური ჩაი...
- ჰმ, ჩაიში უყრიდნენ ალბათ. - მიმიმ ამოიხვნეშა.
მწირმა უხმოდ დაუქნია თავი.
- არც ახლა უყვარს ბევრი ძილი. - მიმიმ ბავშვს ღიმილით გახედა. - მერე?
- რა მერე?
- გააგრძელე მოყოლა.
- და იქნებ, დაგეძინა და სხვა დროს მომეყოლა? - ჩაეღიმა მწირს.
- ესე იგი, სხვა დროის დათმობასაც ითხოვ? - მიმის ხმაში სიცივემ გაჟონა.
- მე არაფერს ვითხოვ, შენ თვითონ გინდა მოისმინო და თავად დარწმუნდე იმაში, რომ ბავშვის გატაცებაში, არანაირი წვლილი არ მიმიძღვის. - მწირი შეყოვნდა. - არც ფიზიკური და არც სიტყვიერი.
- დავუშვათ, მჯერა და მაინც, ყველა გზა შენსკენ რატომ მოდის? შენთან როგორ უნდა გადაკვეთილიყო?
- და ეგ არის სწორედაც ის განგება, რომელიც მაინც სადღაც შენი სამართავიც ხდება, თუმცა სულ მთლიანად არა.
- რას გულისხმობ? - ცინიკურად ჩაეკითხა მიმი. - ამ შენი ფილოსოფიური მეტყველებით, ბოლოს მაინც იმის დამტკიცებას ცდილობ, რომ მართლა სრულიად შემთხვევით შეხვდი?
- არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ. - მშვიდად მიუგო მწირმა. - შეგიძლია არავის ენდო და არც დაუჯერო, მაგრამ შენს შვილს მაინც უგდე ყური და გჯეროდეს მისი! ბავშვი როგორც კი იგრძნობს, რომ მის მიმართ რწმენას კარგავ, მაშინ თავადვე დაგკარგავს და თანაც, სამუდამოდ.
პასუხად მიმიმ ამოიხვნეშა. რა ეფიქრა, ან რა უნდა ეპასუხა, არც კი იცოდა. მისი გულისა და გონების ერთ ნაწილს საშინლად სძულდა და ეზიზღებოდა ეს კაცი, ხოლო ახლა უნებურად მეორე ნაწილმაც წამოჰყო თავი, რომელიც შედარებით უფრო ლმობიერი აღმოჩნდა და აშკარად სჯეროდა და ხედავდა რომ მისი ნდობა შესაძლო იყო.
„იმედია, ბავშვს არაფერს დაუშავებს.“
ახლა მხოლოდ ამას ფიქრობდა მიმი და ხან სჯეროდა კიდეც ამის და ხანაც, მაინც გულს ეჭვიც უღრღნიდა, ბავშვზე უფლებები არ მოითხოვოსო.
ცამ ოდნავ იცვალა ფერი. მიმის ნაცრისფერი ფიქრების მსგავსად, ცაც ნაცრისფრად შემოისა. ცოტაც და ალიონიც დადგებოდა. მიმის უკვე ღრმად ეძინა, ისევე როგორც მის გვერდით ტკბილად ფშვინავდა მისი პირმშო და ის ვიღაც, თავზე მეხის დაცემასავით მოვლენილი უპოვარი მწირი, თუ ერთ დროს, საკმაოდ ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა პროფესორი და ამასთანავე, სერიული მკვლელი.

LEX. 2022 წლის 4 დეკემბერი, კვირა.

No comments:
Post a Comment