110.
მხატვარი საშემოდგომო გამოფენისთვის ემზადებოდა. ახალმა მოდელმა ახალი შთაგონება შესძინა. ლამაზი და მომხიბვლელი ქალი, საკმაოდ კარგი მოდელი გამოდგა.
ფიფოს თხოვნა იყო, რაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაცია გამოეწურა მისგან, თუმცა მისი თხოვნის გარეშეც, ასეთ მშვენიერ ქალთან სიახლოვის, არც თავად იყო წინააღმდეგი.
მხატვარი საშემოდგომო გამოფენისთვის ემზადებოდა. ახალმა მოდელმა ახალი შთაგონება შესძინა. ლამაზი და მომხიბვლელი ქალი, საკმაოდ კარგი მოდელი გამოდგა.
ფიფოს თხოვნა იყო, რაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაცია გამოეწურა მისგან, თუმცა მისი თხოვნის გარეშეც, ასეთ მშვენიერ ქალთან სიახლოვის, არც თავად იყო წინააღმდეგი.
მხატვარი თავდაუზოგავად შრომობდა, ჩანახატებით აავსო სახელოსნო, უამრავი ახალი ნამუშევარი შექმნა და ამასთანავე, ყურებამდე შეყვარებული ხელოვანი, ალერსსა და სითბოს არ აკლებდა ახალ მეგობარს. არც ქალი იყო გულგრილი მის მიმართ, მთელ დღეებს მასთან ატარებდა და ხშირად ღამითაც კი რჩებოდა.
თავიდან პიპა არც აქცევდა ყურადღებას. მერე თანდათან შეამჩნია, რომ მისი დაიკო სრულიად გამოიცვალა. უფრო მომღიმარი და ბედნიერი გახდა. გესლსაც აღარ აყოლებდა სიტყვებს. ტელეფონის ზარს გაბრწყინებული თვალებითა და გაბადრული სახით პასუხობდა, მერე შეიკეტებოდა თავის ოთახში და დიდხანს აღარ გამოდიოდა.
თავიდან პიპა არც აქცევდა ყურადღებას. მერე თანდათან შეამჩნია, რომ მისი დაიკო სრულიად გამოიცვალა. უფრო მომღიმარი და ბედნიერი გახდა. გესლსაც აღარ აყოლებდა სიტყვებს. ტელეფონის ზარს გაბრწყინებული თვალებითა და გაბადრული სახით პასუხობდა, მერე შეიკეტებოდა თავის ოთახში და დიდხანს აღარ გამოდიოდა.
პიპა ყველაფერს ატყობდა და ძლიერ უხაროდა მისი ბედნიერება, მაგრამ შემდგომ უკვე, ზედმეტად სისტემატიური, რომ გახდა მისი დის ღამღამობით სახლში არ ყოფნა და თანაც ტელეფონზეც არ პასუხობდა მერე კი სერიოზულად დაინტერესდა. მშვენივრად იცოდა, მისი აცანცარებული დის ხუშტურების ამბები და შიშობდა, კიდევ რამე ხათაბალაში არ გაჰყოს თავიო და ამიტომაც, როგორც კი დაიმარტოხელა, მაშინვე დაუწყო გამოკითხვა.
- მხატვარია! და შენგან განსხვავებით, საკმაოდ თბილი და მოსიყვარულეა! - ნიშნის მოგებით მიახალა ქალმა.
- რამეს სერიოზულად აპირებთ? - ახლა სხვა მხრიდან შეაპარა კითხვა პიპამ.
- რა შენი საქმეა?! - კოპები შეკრა ქალმა. - რომელ საუკუნეში გგონია თავი?!
- ეგ არც მიფიქრია! - თავი მოიკატუნა პიპამ. - სულ სხვა რამ გკითხე.
- ქორწილები და ტაში-ტუში, არც ერთს არ გვინდა. ასეც მშვენივრად ვართ!
- ძალიან კარგი! - კმაყოფილი სახით გაუღიმა პიპამ.
მართალია, საკუთარი დის ბედნიერებით პიპა მართლაც, რომ გულით გაიხარებდა, მაგრამ ლამაზი და ქარაფშუტა ქალი, არაერთხელ იყო გახვეული ინტრიგებში. ეს ძალიან კარგად იცოდა პიპამ და ამიტომაც უფრო შიშობდა, ისევ ვიღაც მუქთახორა არ აკიდებოდა და პიპას ხარჯზე არ ეცხოვრა, მანამ სანამ არ მობეზრდებოდათ ერთმანეთი. მსგავსი შემთხვევაც ხომ სწორედაც, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო, როცა მორიგმა საყვარელმა ორსული ისე მიატოვა, უკანაც არ მოუხედავს და ეს უტვინო ქალიც ბეწვზე იყო გადარჩენილი. ამიტომ ყურადღების მოდუნება, ნამდვილად ახლა არც ღირდა.
- გულით მიხარია მართლა და არ გაგვაცნობ?
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ქალმა.
- როგორ, რა იცი? - ღიმილით ჩაეკითხა პიპა. - დასამალად აქვს საქმე? თუ ჩვენ არ ვართ გამოსაჩენი?
- მართლა, აქ ხომ არ მოვიყვან? - გაკვირვებით მიუგო ქალმა.
- და, რატომაც არა!
- იცი, შენ რატომაც!
პიპა ზედმეტად აღარ ჩაეძია. მშვენივრად მიხვდა, თუ რატომაც არ უნდოდა სახლში, მისი ახალი რჩეულის მოყვანა. თუმცა, არც არასდროს მოუყვანია ვინმე, სულ თვითონ გარბოდა, ახალ-ახალი სასიყვარულო თავგადასავლებით აცანცარებული და აჟიტირებული. მაგრამ ახლა სულ სხვანაირი იყო, აშკარად სულ სხვა სახე ჰქონდა მის რომანს და მაინც, რადგან ასე არ სურდა ოჯახის წევრების გაცნობა, მიზეზიც გასაგები იყო.
„ნეტა, როდემდე აპირებს შვილის დამალვას?“
ფიქრობდა პიპა.
„გასაგებიც არის, არავის სურს, ქვეყანას მოსდოს, რომ საკუთარ ძმასთან იქორწინა, მაგრამ შვილს რატომ მალავს? თავისუფლად შეუძლია, არც მოყვეს ეს ჩვენი, სამარცხვინო ისტორია და უბრალოდ ისე აუხსნას, რომ გაშორდა ქმარს.
და რა მერე?
არც არაფერი! დღეს ოჯახის დანგრევა ვიღას უკვირს, მაგრამ შვილს მართლა როდემდე დამალავს?“
- თუმცა შენ იცნობ ისედაც!
- რაა?! - პიპა ფიქრებიდან გამოერკვა.
- უჩემოდაც იცნობ!
- ვიცნობ?! - პიპა ცოტა არ იყოს, შეცბა. - და, საიდან?!
- შენი პორტრეტიც აქვს დახატული.
- რაა?!! - პიპას კინაღამ სუნთქვა შეეკრა.
- ჰო! მგონი მისი გოგო შენთან აბარებს.
პიპას ტანში გასცრა, ქალმა კი გააგრძელა:
- შენი პორტრეტის დახატვა, მიმიმ სთხოვა. ამაში დარწმუნებული ვარ! მერე თავის დრზე, აღარ წაიღო, ან ვეღარ წაიღო და ახლა კი ალბათ, რაღას წაიღებს? - ქალმა წამით იყუჩა. - ან სულაც, წაიღო და უკან მოაბრუნა!
- მიმიმ? - ძლივს ამოღერღა პიპამ.
- ჰო! რა იყო? - ჩაეცინა ქალს. - მიმის მგონი ძაან უყვარდი ერთ დროს.
- მიმის? - პიპა ძლივს ახერხებდა ხმის ამოღებას.
- ჰო! ალბათ შენთან ფულის სათხოვნელად მოვიდა მაშინ, გახსოვს?
- მიმი? - კვლავ ძლივს ამოთქვა პიპამ.
- შენი მძიმე ხასიათი, რომ ვიცი, ახლოსაც არავის იკარებ და რა თქმა უნდა, ცოლობაზეც უარს ეტყოდი. - ქალი გაჩუმდა.
პიპამ არაფერი უპასუხა. ანდა, რა უნდა ეთქვა?
ნუთუ, მიმი მართლაც რაღაცას ხლართავდა და ეს ყველაფერი ისევ ფიფოსგან მოდიოდა.
და ასე, ამ გზით უგებდნენ მახეს?
- და აბორტის ფული თუ მაინც მიეცი, იმ საცოდავ გოგოს?
- რაა?! რა აბორტი?! - პიპამ ხმას აუწია.
- ვაიმე რა გჭირს?! - ქალს ცინიკურად ჩაეღიმა. - საწყალს, სახეზე ეტყობოდა, რომ ყურებამდე იყო შენზე შეყვარებული!
- ეტყობოდეს, მერე! - შეუბღვირა პიპამ. - მე დავაძალე ჩემი სიყვარული? თუ ვაიძულე?
- აბა, მე რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ქალმა.
- იქნებ, რამესაც შევპირდი კიდევაც და არ მახსოვს?! სკლეროზი მაქვს! - ხელები გაშალა პიპამ.
- თქვენ გეტყობათ, მართლა მაგარი კონფლიქტიც მოგსვლიათ.
- ჰოო? - პიპას ხმაში ცინიზმმა გაჟონა. - და საიდან დაასკვენი?
- დიდი ბედნიერი სახით გვესტუმრა და შენ კი გარეთ გააძევე.
- მე არავინ გამიგდია. - დაიბოღმა პიპა. - როგორც იქნა, მიხვდა რომ არაფერი გამოვიდოდა და თვითონვე წავიდა.
- ისე, მართლა შემეცოდა.
- შეენ? - დამცინავად ჩაეღიმა პიპას. - ან იმას რა სჭირდა ასეთი საცოდავის?
- აქედან რომ წავიდა ძლივს იდგა ფეხზე, მკვდრის ფერი ედო. მართლა საცოდავი სანახავი კი იყო ისე, თან ყოველ წუთს გული ერეოდა!
- რეებს ბოდავ?!
- რა იყო, ძამიკო? შენს საიდუმლოს ფარდა აეხადა? და შენ, ბავშვების ასეთმა დამცველმა და მოამაგემ, შენზე შეყვარებული გოგო აბორტზე გაუშვი არა?! ჰაჰ! და ახლა გიტყდება, რომ გაირკვა და გაიშიფრე, არა?!
- რაა?! გადაირიე?! რა აბორტი?! რის ორსულობა?! - აღრიალდა პიპა. - მიმი თუ ბავშვს ელოდება, მერე მე რა შუაში ვარ?!
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ქალმა. - ისე რომ გეკითხა, არ ვარ ორსულადო, მაგრამ რაღაც ვერ დავიჯერე. მე კი, შენგან მეგონა და დარწმუნებულიც კი ვიყავი და...
- არავითარი! - იყვირა პიპამ.
- კარგი, რა იყო? - შეუტია ქალმა. - რა გაღრიალებს? ალბათ, შეტენვა უნდოდა შენზე და არ გამოუვიდა! აი, ასე! ჰაჰ! არც იმდენად სულელი მყავხარ, ძამიკო.
- კარგი! მორჩი! - ხელი აიქნია პიპამ. - იგონებ რაღაცას!
- ვაიმე, რა განერვიულებს? - ჩაეღიმა ქალს. - სანერვიულო უკვე მართლაც აღარაფერი გაქვს, მორჩა ყველაფერი!
- რა მორჩა?! რა ყველაფერი?! რეებს ბოდავ საერთოდ?!
- ნუ, მორჩა, რა!
- რრაააა!!! რა მორჩა?!!
- მორჩა! უკვე დამთავრდა. - კვლავ გაიმეორა ქალმა. - შენ საფრთხე აღარ გემუქრება.
- რა საფრთხე?! - ამოიგმინა პიპამ.
- ოო, კარგი რააა?!
პიპამ არაფერი უპასუხა. ვერაფერს მიმხვდარიყო. აშკარად ჩანდა, მისმა დამ რაღაც იცოდა, მაგრამ რა?
ერთ ხანს დუმილი ჩამოვარდა. ქალი ყავას წრუპავდა და გამჭოლი მზერით შეჰყურებდა ძმას, რომელსაც ჩაის ჭიქა ხელში ჩაბღუჯა და ისე იყო გარინდული, რომ თვალსაც არ ახამხამებდა.
- ისე მაგარი გაქექილი გოგო კი ყოფილა, ეს მიმი. - საუბრის დაწყება სცადა პიპას დამ.
პიპა კვლავ ჩუმად იჯდა. არც კი შეუხედავს მისთვის.
ქალმა კი განაგრძო:
- უშენოდაც უშველა თავს და ახლა „სვაძებნიშია“ ზღვაზე!
მღელვარებისგან პიპას ჭიქა ხელში შემოატყდა, ისედაც თანდათან იშლებოდა ნერვებზე, მისთვის ეს საშინლად არასასიამოვნო საუბარი ჭკუიდან შლიდა, ახლა კი კულმინაციას მიღწეული, სიგიჟის ზღვრამდე იყო მისული.
პიპას გადაჭრილი მტევნიდან სისხლი თქრიალით წასკდა. ქალმა კივილი მორთო. ხმაურზე მშობლები შემოცვივდნენ. ბავშვმაც ტირილით გაიღვიძა.
პიპას ნერვიც არ შეტოკებია, ისე მიმართა ყველას:
- ბავშვი დააძინეთ!
პიპას ხმა ბრძანებასავით გაისმა. გაყინული სახით სწვდა სამზარეულოს ტილოს, ხელზე გადაიხვია და სახლიდან გიჟივით გამოვარდა.
გული გახეთქვაზე ჰქონდა. ისე იყო გაშმაგებული, რომ ალბათ, ახლა რომელიმე მისი მორიგი მსხვერპლი რომ შეხვედროდა, ისე გაგლეჯდა შუაზე, რომ აღსარების თქმასაც და ჩადენილი დანაშაულის მონანიებასაც კი არ აცდიდა.
„შტერი! უტვინო ქალი! ბავშვობიდანვე ასეთი ცანცარა იყო და ასეთად დარჩა!
მაინც საიდან მოიტანა, რომ ვითომ მიმი, ჩემგან იყო ორსულად?..
არა რა!
არა!
და მერე აბორტი გაიკეთა და გათხოვდა?
და გათხოვდეს მერე, მაგრამ...
მაინც ასე ოსტატურად როგორ მოახერხა ეს ყველაფერი?
ჰმ, მიმის უყურეთ თურმე, რა დღეში ყოფილა!
არადა, რომ შეხედავ, მიამიტი, გულუბრყვილო, სათნო და კეთილი თვალები აქვს და სინამდვილეში კი ვინ ყოფილა...
ჩემთან კიდევ უფრო დაახლოვების მიზნით, ეს ორსულობის ამბავიც ისე კოხტად ააგდო და თანაც, ისე, რომ ჩემს დას ჩააწვეთა, მერე კი თავიც მოიკატუნა, ვითომ არ ვარ ორსულადო და ყველა მისი ქცევა კი საპირისპირო იყო! მერე როდემდე აპირებდა ტყუილ ორსულობას? ჰმ, აი, აბორტიც მოიგონა და ეს გათხოვების ამბავიც სპეციალურად მიაყოლა და რა თქმა უნდა! იცოდა! დიახ, იცოდა და დარწმუნებულიც იყო იმაში, რომ ეს შტერი ცანცარა ჩემი დაიკო, სულ სიტყვა-სიტყვით ჩამიკაკლავდა ამ ამბავს და არც შემცდარხარ!
ყოჩაღ მიმი! ყოჩაღ!
ჰმ, მართლაც დაუჯერებელია, ასეთი თვალთმაქცი და გაქექილი როგორ გამოდექი? ასეთი სუფთა თვალებით და სათნო ღიმილით...
ეჰ, მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია!
და თანაც, რაღაც ძალიან ზედმეტად და საკმაოდ ჭკვიანურად არის გათვლილი და დაწყობილი ეს ყველაფერი და მარტო მიმის, არ მგონია რომ ამდენი შეეძლოს...
ან ამ მხატვართან კიდევ საიდან და როგორ მოხვდა ჩემი სულელი და?
ჰმ, ალბათ ისევ მიმიმ თუ გააცნო? და რატომ?
ჰაჰ! ფიფო! ფიფო! რა მაგრად ჩალიჩობს! ნამდვილად მისი ხელი ურევია. ეგ მართავს ყველას და ყველაფერს!
და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მიმი სპეციალურადაც კი დამიმეგობრდა და? მაგრამ...
ნუთუ, მართლა ასე დავბრმავდი და ადამინების გამოცნობა ვეღარ შევძელი? ასეთი თვალთმაქცი როგორ აღმოჩნდა ეს გოგო?
ჰმ, დაუჯერებელია! ასე როგორ გამაცურა. არადა ბოლოს მართლა ვენდობოდი და მაინც მოტყუებული აღმოვჩნდი!“
- ასე როგორ გადაიჭერი, გეგონება სპეციალურად უჭერდი ჭიქას ხელს. კიდევ კარგად გადარჩი. - ფიქრებიდან მეგობარმა ქირურგმა გამოარკვია.
ხელი საკმაოდ მძიმედ ჰქონდა დაზიანებული. შუშის ნამსხვრევებისგან ძლივს ამოუსუფთავა, რენტგენიც გადააღებინა. რამდენიმე ნაკერიც დაადო.
- მე თვითონაც არ ვიცი, როგორ და რანაირად მოხდა. - მხრები აიჩეჩა პიპამ. - ჭიქა ვარდებოდა და ჩემი ჭკუით, ხელი შევაშველე.
ქირურგმა შეატყო, პიპა სახლში წასვლას არ ჩქარობდა.
- დღეს მორიგე ვარ, გინდა გამიწიე კომპანიონობა? - შესთავაზა მეგობარს.
- ცოტა ხანს მოვიცდი. - მიუგო პიპამ.
- დარჩი, დარჩი აქ! - კვლავ შესთავაზა ქირურგმა. - დილით სახვევსაც მოგხსნი. ვნახოთ აბა, როგორ წავა შეხორცება.
პიპამ არაფერი უპასუხა. რა თქმა უნდა, იქ დარჩენა ახლა უფრო აწყობდა ვიდრე, ამ გადაჭრილი ხელით სადმე ქუჩა-ქუჩა წანწალი.
- ისე, რომ იცოდე. - განაგრძო ქირურგმა. - საკმაოდ ღრმა ჭრილობა გაქვს. ყურადღების მიქცევა უნდა. მერე რამე ინფექცია არ გამოგვეპაროს.
პიპასაც ეს უნდოდა, სახლში მისვლა არც უფიქრია, არც იმ ძველ ნაქირავებ სახლში აღარ ათევდა ღამეს. ის, ქუჩაში გაცნობილი პატარა ბიჭიც, აშკარად ძალიან მიეჩვია, არც იმ ბავშვის დედა ჩანდა გულგრილი პიპას მიმართ და ზედმეტად, რომ არ შეეტოპა, უკვე რაც შეიძლებოდა თავს არიდებდა. ქირასაც ისე უხდიდა, რომ თავად რა ხანია, აღარც ენახებოდა.
იმ ბინის მერე, სხვა ბევრი ბინაც იქირავა, ასევე დროებით. ძირითადად, მსხვერპლთან ახლო უბანში ეძებდა ღამის გასათევს. მკვლელობის მერე კი, ერთ ან ორ თვეს კიდევ იცდიდა და მერე იმ ბინასაც ტოვებდა.
ახლა კი აღარაფერი უნდოდა. აღარც შურისძიების სურვილი ჰქონდა და აღარც არაფრის.
მისი ფიქრები, მიმის მოეცვა და ვეღარაფერს აკეთებდა მეტს. მკვლელობისკენ გახედვაც აღარ უნდოდა. ეზიზღებოდა. ყველაფერი ეზიზღებოდა. თავისი უბადრუკი ცხოვრება სძულდა და ეზიზღებოდა.
ხან ასე ფიქრობდა, ხან ისე. ხან აძაგებდა მიმის საქციელს და ხანაც კი ფიქრობდა, იქნებ მართლაც ეს ყველაფერი სრული სიმართლე იყო.
„ნუთუ, მიმი მართლა ორსულად არის?
და ჩემგან?
არა, არა!
გამორიცხულია!
გამორიცხული!
იქნებ, სულაც ფიფოსგან არის? ან....
საინტერესოა, ვისთან ერთად არის ზღვაზე?
ანდა, მე ვინ მეკითხება?!
რა ჩემი საქმეა?! სადაც უნდა იქ წავიდეს!..
იქნებ, მართლაც ჩემს შვილს ატარებს? ან იქნებ სულაც არ არის ორსულად?
ან იქნებ?..
ისე მართლაც, რომ ჩემს შვილს ატარებდეს, მერე?
ეჰ, ნეტა იმ ბავშვს, რა ჯანდაბად უნდა ჩემნაირი მამა?!
შურისმაძიებელი! მკვლელი!
თანაც, კიდევ საკითხავია, რამდენ ხანს ვივლი ასე დაუსჯელად?
საწყალი ბავშვი. მეგობრები მასხრად აიგდებენ. მკვლელის შვილობა, რაში არგებს?..
ნეტა, მართლა ორსულად არის?
და რა მოხდებოდა, რომ...
ეჰ! ახლა მივხვდი. სწორედ ახლა მივხვდი! რა უტვინო და ღვარძლიანი ვყოფილვარ! მე რომ ასე არ მეცხოვრა, მაშინ მე და მიმი ხომ... მიმისთან ერთად...
მართლაც, რა უბედურ დღეზე ვყოფილვარ გაჩენილი!
ადამიანს, დაბადებიდანვე დაჰყვება ან ბედნიერება და ან უბედობა! ჩემი უბადრუკი სიცოცხლით კი, რამდენი შევიწირე! ჰმ! უკან არ ვიხევდი, ისე ვაწარმოებდი სამართალს! ჩემივე ხელით ვიძიე შური და რა მერე? რა? რა მივიღე სანაცვლოდ?
გულზე მაინც არ მომეშვა. პირიქით, უფრო გამაგიჟა! გამაშმაგა!
ნეტა, საერთოდაც არ დავბადებულიყავი.“
- ყველაფერში მე ვარ დამნაშავე! მე ვარ! მე! - პიპას უკვე თავისი ნაფიქრალი ხმამაღლა გამოუვიდა.
- მთავარია აღიარებ და გრძნობ შენს დანაშაულს. - სიცილით მიუგო ქირურგმა.
პიპა შემცბარი შემობრუნდა. ფიქრებმა ისე გაიტაცა, რომ არც შეუმჩნევია, მისი მეგობარი ქირურგი, თავს რომ წამოადგა.
LEX. 2017 წლის 29 სექტემბერი, პარასკევი.

No comments:
Post a Comment