50.
ფიფო
გამარჯვებას ზეიმობდა. ბევრის ძველი ჯავრიც იყარა და ახლა, სულ ცხვირწინ უფრიალა, დაკითხვისა
თუ დაკავების ოქმები. გამოძიება, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, დასასრული არც თუ ისე ახლოს
იყო, მაგრამ მთავარი საქმე, მაინც მოგვარებული იყო.
ერთადერთ დამნაშავედ, ისევ ის, ქალბატონად წოდებული, ბიჟუ სახელდებოდა. არც მის წინ და არც მის უკან, არავინ ჩანდა. ცხადი იყო, ყველა მის კალთას ამოეფარა. ბიჟუც, მთელი თავგანწირვით აფარებდა ხელს და ყველაფერს, თავის თავზე იღებდა. ფიფო დარწმუნებული იყო, ეს ქალბატონიც, ბევრად ადვილად გამოძვრებოდა, თუმცა ახლა ამას, სულაც აღარ დარდობდა. რაც მთავარი იყო, დიდი ხნის წადილი აისრულა და ბევრ გაზულუქებულ, მაღალ ჩინოსანს, დაუფრთხო მშვიდი ძილი. რაც შეეხებოდა ბორდელის არსებობას, ბიჟუ აქაც თავს იმართლებდა.
- ქუჩაში მიგდებული, მშიერ-მწყურვალი ბავშვები შევიფარე. - გულამოსკვნილი ქვითინებდა ქალი. - თავიდან, ერთი-ორი შემომეხიზნა, ცოტა საშუალებაც მქონდა. მერე სხვა, უპატრონოდ მიგდებული ბავშვებიც შემოგვიერთდნენ. ძალა არავისთვის დამიტანებია, თვითონ მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ვეღარ გავწვდი ამდენს და ამ საცოდავი ობლების სარჩენად, პატარა მოკრძალებული სათამაშო სახლი გავხსენი. აბა, რითი მერჩინა, ბავშვები? განა დღეს, სახელმწიფო გვეხმარება რამეში? რამე შეღავათით მასარგებლეს, ამდენი ბავშვს, რომ ვპატრონობდი?
- და პროსტიტუციაზეც უშვებდი! - დაუმატა გალეომ.
- მე არავის ვაიძულებდი! - ისევ აბღავლდა ბიჟუ. - ყველას სათითაოდ, კუდში დევნას, ხომ ვერ დავუწყებდი? სუფთა, თბილი სახლი, საჭმელი, ჩასაცმელი! ამ ყველაფერზე, ვინ ზრუნავდა? ვინ?
- ვინ და, ისევ ის ბავშვები! მეძავობით შოულობდნენ ლუკმა-პურს და შენ კი, გამდიდრებდნენ!
- რა მეტყობა, სიმდიდრის?! ამ ერთი, ნათლობის ჯვრის მეტი, არაფერი მაბადია! - ბიჟუმ დიდ, ქათქათა მკერდზე, მსხვილ ოქროს ჯაჭვიან, საკმაოდ მოზრდილ ჯვარზე მიუთითა გალეოს და მერე ისევ, ვნებიანად ჩაიდო გულში. - რა ქონება ნახეთ, ჩემს სახლში? ოქროს ზოდები? ფულები? ბრილიანტები?
უკან არ იხევდა ბიჟუ და ისეთი თავდაჯერებით მოსთქვამდა, არაფერი მაქვსო, რომ ფიფო მაშინვე დარწმუნდა, ბიჟუს აუცილებლად უნდა ჰქონოდა სამალავი, სულ სხვაგან, სულ სხვა სახლში, მაგრამ ამის გაგება ახლა, შეუძლებელი იყო. დღესვე, რომც გაეთავისუფლებინათ, მაინც კარგა ხანს არ გამოაჩენდა გადამალულ ქონებას.
- არალეგალური სათამაშო სახლის გახსნის გარდა. - გალეო წამით შეყოვნდა. ბიჟუს ვნებიან და დაჟინებულ მზერას, თვალი აარიდა. - არასრულწლოვანთა მეძავეობის ხელშეწყობა გედება კიდევ, ცალკე ბრალად!

ბიჟუ, აქაც თავის მართლებას მოჰყვა. გოგოები, ასაკს მატყუებდნენო,
ზოგმა კი წესიერად არც კი იცოდა, ვინ იყო და საიდან მოდიოდაო. ახალგაზრდა გოგონას, თუ
ვინმე ჩემი სტუმარი შეუყვარდა, აბა ეს რანაირი პროსტიტუციააო?
- თვითონ ანებივრებდნენ საჩუქრებით! - წამოძახა ბიჟუმ და მერე, ხმა შეარბილა. - თუმცა, ყველა არ არის მასეთი, ზოგი ისეთი წუწკი იყო, ისეთი წუწკი, რომ...
- წუწკებიც თუ ინტენსიურად კაზინოში დადიოდნენ, ნამდვილად არ მეგონა. - გაეცინა გალეოს.
რაც შეეხებოდა ნარკოტიკებს, ამაზე ბიჟუმ, ისე დამაჯერებლად შეიცხადა, რომ ლამის, ფიფოსაც კი შეეპარა ეჭვი. დიასახლისი, კატეგორიულ უარზე დადგა და ხან ურჩი და თავნება გოგონების სიცელქეს აბრალებდა, ხან კი თვითონ, პოლიციელებს, თქვენი შემოგდებული იქნებოდაო.
- ამ შტერმა გოგოებმა, დაინახეს ფულები და აღარ იცოდნენ, რაში დაეხარჯათ! - ამტკიცებდა ბიჟუ. - თუმცა, ეგეც თქვენი გაჩალიჩებული ოინი იქნება! კარგად გიცნობთ პოლიციელებს, უკან არაფერზე დაიხევთ! - მერე ისევ, სინაზით სავსე თვალები, შეანათა გალეოს და დაბალი ხავერდოვანი ხმით დაუმატა. - თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა მასეთი, სულაც არ არის.
- ესე იგი, მთელი ტაშტი ნარკოტიკები, მე მოვიტანე და დაგიგდი? - დაკავებული ქალის ფლირტზე, ეღიმებოდა გალეოს.
- მე რა ვიცი, საიდან გაჩნდა? - არ სთმობდა ბიჟუ. - ზედმეტს ნურაფერს შემომტენით და ვერც ჩემი თითის ანაბეჭდებს ნახავთ, მაგ თქვენს „ლახანკაზე!“
უკვე ჩანდა, რომ ამ ეტაპზე, ბიჟუ მართლაც მეტს არაფერს იტყოდა და სანამ, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნები არ მოვიდოდა, მანამდე არაფრის ზედმეტად დამტკიცებას, აზრი აღარ ჰქონდა.

ფიფოს ბრძანებით კი დროებით, ნარკობიზნესის საკითხზე, მოადუნეს ყურადღება.
ბიჟუ, გოგონების თავშესაფარზე და სათამაშო სახლზე იღებდა პასუხისმგებლობას და მხოლოდ
და მხოლოდ თავშესაფარზე და არა, არასრულწლოვანთა ბორდელზე. რადგან ნარკოტიკებზე, კითხვებს
აღარ უსვამდნენ, ბიჟუც მოეშვა და დამშვიდდა. ასეთი ტიპის სიმშვიდეში, არ იყო გამორიცხული,
რომ სრულიად შემთხვევით, რამე საინტერესო წამოსცდენოდა. შესაძლებელი იყო, აქამდე გამოუჩენელ
მნახველსაც მიეკითხა, რადგან დარწმუნებული იქნებოდა, ბიჟუს მხრიდან, ნარკობიზნესი გამოირიცხაო.
ასეთი დიდი რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების ჯერ აღმოჩენა და მერე ამის შესახებ გაჩუმება, ხუმრობა
სულაც არ იყო. ვიღაც მაინც წამოყოფდა თავს და ჩასაფრებული დეტექტივებიც, სწორედ ამას ელოდნენ.
ფიფო შეძლებისდაგვარად ადევნებდა თვალს, ბიჟუს დაკითხვას და ცალკე, ყოველი დაკითხვის, ვიდეო ჩანაწერსაც კი კარგად აკვირდებოდა და სათითაოდ სწავლობდა მის მიმიკებს.
მარტო ერთი ქალის დაკავება, ბევრს არაფერს ნიშნავდა. ფიფო ჯერ კიდევ, სიფრთხილეს იჩენდა. ამიტომაც, მაღალმთიან კურორტზე, თავადვე გაჰყვა ქირურგსა და მის ამალას. სანამ კარგად არ დააბინავა და იქაურობა კარგად არ მოათვალიერა, მანამდე არ წამოვიდა, ხოლო სანდო და საიმედო მცველად, საკუთარი მძღოლი მიუჩინა და ესეც ზედმეტად თვალში საცემი რომ არ ყოფილიყო, მძღოლიც თავისი ცოლ-შვილით, იმავე კოტეჯში დააბინავა.
დილიდან ნამგზავრი, ჯერ სამინისტროში აგვარებდა საქმეებს, მერე გალეოს შეუარა, დაკითხვის ოქმებს გადახედა და უკვე შუაღამეს გადასულზე, საშინლად დაღლილმა და დაქანცულმა შეაღო სახლის კარი. შიმშილი და უძილობა, ერთდროულად უტევდა. ძლივს შესძლო ფეხსაცმლის გახდა და როგორც იქნა, ფლოსტებში ფეხგაყრილმა, შვებით ამოისუნთქა. მშობლებს რა ხანია ეძინათ, ფიფო ყოველთვის გვიან ღამით ბრუნდებოდა და მის მოსვლას, უკვე დიდი ხანია აღარც უცდიდნენ.
- ეს ერთი კვირაც დაა, ახალი წელიც, შემოაბიჯეეებს... - ჩაილაპარაკა მთელი დღის დამშეულმა ფიფომ და ის იყო, ჩანგალი მოიმარჯვა, რომ მობილურში, მიმის ზარიც აწკრიალდა.
- რას შვებით? - გაისმა მიმის ნაზი ხმა.
- ეს წუთია, დაღლილ დამშეული შემოვედი, ცოტა მოვიხედავ და დაგირეკავ. - ფიფო წამით შეყოვნდა. - ხომ, მშვიდობაა?
- ჰო, კი. - უპასუხა მიმიმ. - დიმეოს, უკვე სძინავს? კარგი, მიდი შენც დაისვენე.
- არ სძინავს? - ჩაეკითხა ფიფო. - ჩამიკოცნე და ტკბილი ძილი უსურვე...
- და... და... - მიმის ცოტა ხმა შეეცვალა. - ბავშვი შენთან... აარ... აარრ... - სიტყვა ყელში მოებჯინა, გაგრძელება ვეღარ შესძლო.
- რა ბავშვი? მიმი! - ხმას აუწია ფიფომ. - მიმი, ბავშვი სად არის?!
პასუხად ფიფოს, მხოლოდ რაღაცის ბრაგვანის ხმა მოესმა. გიჟივით გამოვარდა სახლიდან და სანამ გასაღებს კარს მოარგებდა, მანამდე ცალკე ზარით, კარზე ბრახუნითა და ღრიალით აიკლო იქაურობა.
სახლში შეჭრისთანავე, თვალში მოხვდა, ძირს გაშხლართული, გულწასული მიმი.
- მიმი! მოდი, აზრზე რა, გთხოვ! - ღრიალებდა ფიფო, ცალკე დიმეოს უხმობდა. იქნებ, ისე ვერ მოესმა კარგად და ბავშვი სულაც, სახლში იყო და ეძინა, მაგრამ ვერც მიმი მოდიოდა გონს და არც სხვა არავინ სცემდა ხმას. ბოლოს მკლავებში მოქცეული მიმი, რაც შეიძლებოდა ძლიერად შეანჯღრია და მიმიმაც, თვალები შეაღო.
- მიმი! რა ხდება?! - მთელი ხმით იყვირა ფიფომ. - ბავშვი სად არის?!
პასუხად მიმიმ, უხმოდ გაამოძრავა ტუჩები და უარის ნიშნად, თავი გააქნია.
ფიფო საგონებელში ჩავარდა. მიმის არაფრის ახსნის თავი არ ჰქონდა და მხოლოდ ის შეიტყო, რომ ბავშვი, სახლში არ იყო და მეტი, ვერაფრის გაგება მოახერხა.
სხვა გზა არ იყო, ისევ ფიფოს უნდა ემარჯვა და გონი მოეკრიბა. არც ის იცოდა, ზუსტად რა მოხდა და არც ის იცოდა, საიდან უნდა დაეწყო გარკვევა.
- მიმი! - მთელი ხმით შეუძახა ფიფომ.
მიმი ადგილზე შეხტა. თუმცა, ხმა არ გაუღია.
ფიფომ დაბნეულმა მიმოიხედა. თავადაც არ იცოდა, რას ეძებდა. უცებ ადგილს მოსწყდა, თავის კაბინეტში შევარდა და ბრენდი გამოიტანა. ნახევრამდე აავსო ჭიქა და მიმის ლამის, ძალით ჩაასხა პირში. მიმის ხველა აუვარდა, დაიჯღანა და გაბრაზებული ხმით უყვირა ფიფოს:
- რა დროს ეგ არის! სად არის ჩემი შვილი?!
ფიფომ დარჩენილი ბრენდი, ერთი სულის მოთქმით თავადვე გამოსცალა. ღრმად ამოისუნთქა და ძალიან მშვიდი ხმით დაიწყო:
- ახლა დაწვრილებით, დალაგებით მომიყევი რა მოხდა.
- ჩემი შვილი... სად არის, ჩემი ბიჭი?.. - სასოწარკვეთილი ხმით ატირდა მიმი.
- თუ ყველაფერს არ მომიყვები, აბა როგორ უნდა გავიგოთ, სად არის?
- რა მოგიყვე? რა?! - აღრიალდა მიმი.
- მიმი! მომისმინე! არ ვიყავი ქალაქში, ხომ გახსოვს? ქირურგი და ანდრა გადავმალე მთაში. ბავშვი დილით სკოლაში, ხომ შენ წაიყვანე?
- ჰო... მე... მერე? - კვლავ ტიროდა მიმი.
- მერე?
- რა მერე?.. მივაკითხე... და არ იყო... - მიმი ისევ უსაშველოდ აზლუქუნდა.
- როგორ თუ, არ იყო?! - იღრიალა ფიფომ. - მერე აქამდე, რას აკეთებდი?! რატომ არ დამირეკე?! რატომ?! - მთელი ძალით ჩაავლო მაჯებში და ისე ძლიერად შეანჯღრია, რომ ტკივილისგან მიმი, ახლა უფრო ხმამაღლა აღრიალდა.
- მიმი! მიპასუხე! - კვლავ შეუტია ფიფომ.
- მამამისმა წაიყვანაო... - ბღავილით უპასუხა მიმიმ.
ფიფომ თავზე ხელები მოიჭირა. თვალები, რაც შეიძლებოდა ძლიერად დახუჭა. ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ახლა პანიკის დრო არ იყო, სწორად და ზუსტად უნდა ემოქმედა. მიმის ისტერიკები კი, ხელს უშლიდა საღად აზროვნებაში. ფიფომ კვლავ დაისხა და ბოლომდე გამოცალა და ახლა მიმის დაუსხა და მიაწოდა.
მიმიმ ტირილით გააქნია თავი.
- მოსვი! - შეუყვირა ფიფომ. - მოსვი ერთი ყლუპიც და სულ დეტალებში, თავიდან მომიყევი! - ფიფომ ისევ ლამის, ძალით ჩაასხა პირში.
მიმის საშინელი ხველა აუტყდა, ფიფომ ისევ შეუტია, თუმცა მიმიმ იმაზე მეტი, მაინც ვერაფერი მოუყვა, რაც უკვე აქამდეც უთხრა.
- ესე იგი, მამამისმა წაიყვანაო და შენც გვიანობამდე, ამიტომაც არ დარეკე, არა? - დაასკვნა ფიფომ. - და, მერე?
- ფიფო, მე! მე ადრეც უნდა დამერეკა!.. ცუდი დედა ვარ!.. ცუდი!.. უყურადღებო!!! - ქვითინებდა მიმი.
- არა, მიმი! შენ, რა შუაში ხარ! ეგ ისედაც მოხდებოდა, ადრე თუ გვიან...
- რაა?! როგორ ადრე?! რატომ?! ფიფო, შენ იცი რაღაც და არ მეუბნები?! მითხარი! მითხარი, სად არის ჩემი შვილი?! - მიმი ისეთი ისტერიკით ჩააფრინდა, რომ ფიფომ ძლივს გააშვებინა ხელები.
- მიმი დამშვიდდი! - დაუყვირა მთელი ხმით და მიმის დამფრთხალ თვალებს რომ ჩახედა, უფრო დაბალ ხმაზე განაგრძო. - ესე იგი, მამამისმა მოაკითხაო, არა...
საკმაოდ გამოცდილი ფიფოსთვის, უკვე რთული მისახვედრიც არ გახდა, ბავშვი გატაცებული იყო და პირველი, რასაც ხშირად გამტაცებლები, მშობლებისგან ითხოვდნენ, ეს იყო, რომ პოლიცია არ უნდა ჩაერიათ, მაგრამ ამდენი საათის შემდეგ, რამე შეტყობინება მაინც, ხომ უნდა ყოფილიყო?
- ჩემი შვილი!.. ჩემი ბიჭი!.. - ბღაოდა მიმი. - მითხარი, სად არის?! მითხარი!.. რა იცი ჩემს შვილზე?! მითხარი!.. იქნებ, ასეთი ცუდი და საშინელი დედა, რომ ვარ ამიტომ... იმიტომ... სად არის?! რას ნიშნავს, ადრე თუ გვიან? დამიბრუნე, შენ იცი სადაც არის?!
- მიმი, მომისმინე! სულ სხვანაირად უნდა მეთქვა, თუ ვინმეს გატაცება აქვთ განზრახული, ადრე თუ გვიან, მაინც მოახერხებენ და ამიტომ შენ თავს, ტყუილად ნუ იდანაშაულებ! საკმაოდ ყურადღებიანი დედა ხარ და შენი დანაშაული, აქ არ არის!
- აბა?! - სასოწარკვეთილი ხმით მიუგო მიმიმ. - ვის დავაბრალო, ვის?!
- არ ვიცი, მიმი! არ ვიცი, მაგრამ ვაღიარებ, შეიძლება სულაც, ჩემს გამოა ეს ყველაფერი, ჩემი სამსახურის გამო... არ ვიცი! არაფერი ვიცი! არაა!!! - ფიფომ თავი ხელებში ჩარგო და ისიც მწარედ აღმუვლდა.
მიმი ახლა უფრო დაფრთხა, ახლა უფრო მეტად შეშინდა. ადრე თუ ფიფოს დახმარების იმედი ჰქონდა, ახლა ესეც გამოეცალა ხელიდან.
- მიშველე რა, ფიფო! გთხოვ რა, მიშველე! - მიმი კვლავ ფიფოს ჩააფრინდა. - გეხვეწები გთხოვ! გემუდარები! რასაც მთხოვ, იმას გავაკეთებ! ნებისმიერ სურვილს აგისრულებ, მხოლოდ გთხოვ, ბავშვი დამიბრუნე! გეხვეწები დამეხმარე!
„იაზროვნე! იაზროვნე! იფიქრე, შენ ჩემო უტვინო თავო! იფიქრე! იფიქრე!“
მოუწოდებდა ფიფო, საკუთარ თავს და ცალკე, მიმის ბღავილიც უშლიდა ხელს, სწორად აზროვნებაში. ბოლოს როგორც იქნა, გონება მოიკრიბა და მიმის, ძალიან მშვიდი, დაბალი ხმით მიმართა:
- ერთი სურვილი, შემისრულე... შემისრულებ?
მიმიმ უხმოდ დაუქნია თავი.
- მშვიდად და წყნარად. - განაგრძო ფიფომ. - ყოველგვარი ისტერიკების გარეშე, თავიდან, დეტალებში გაიხსენე, მთელი დღის მანძილზე, რა ხდებოდა, სად იყავი? რა გააკეთე? ვინ ნახე?
- ხომ მოგიყევი უკვე?.. - ჩამწყდარი ხმით უპასუხა მიმიმ.
- იქნებ, რამე გამოგრჩა? პატარა ნიუანსიც კი... - ფიფო შეყოვნდა. - რამე უჩვეულოდ, ან უცნაურად მოგეჩვენა? მესიჯი? ზარი? წერილი? არაფერი გინახავს?
მიმის თვალი ერთ წერტილზე გაუშეშდა. გონებაში ცდილობდა, ყოველი წუთი და წვრილმანი გაეხსენებინა.
- მაჩვენე შენი ტელეფონი. - ფიფომ არც აცალა პასუხი, ისე სტაცა მიმის მობილურს ხელი, მაგრამ ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოაჩინა, ვერც მიმისთან და ვერც თავის ტელეფონში. არაფერი შეტყობინება არ იყო ბავშვის ირგვლივ.
- იქნებ, წერილი შემოაგდეს? ან პაკეტი? სახლში არაფერი დაგხვედრია? - ფიფო კართან მივიდა, გარეთაც მოათვალიერა ყველაფერი. მერე ოთახებსაც მოავლო თვალი.
- უცნაურად... უცნაური? უცნაურად?.. - მიმი ჩაფიქრებული ხმით ბუტბუტებდა.
- ჰო! ნებისმიერ რამ, შეიძლება ისე არ დაგხვდა, შენ როგორც დატოვე, ან გადაადგილებული...
- საბარგული... - წაიჩურჩულა მიმიმ და მერე უფრო მკაფიოდ განაგრძო. - ჰო, საბარგული დამხვდა ღია, სამსახურიდან რომ გამოვედი, ღია იყო.
- მერე? რა დაგხვდა? ან თუნდაც, რამე მოპარული იყო? რა იყო? - ფიფომ ზედიზედ მიაყარა კითხვები.
მიმიმ უარის ნიშნად, თავი გააქნია და მერე დაბალი ხმით წაიწრიპინა:
- ღია იყო... ოდნავ... არც ჩამიხედავს, ისე დავხურე.
- გასაღები სად არის?!
- მეც წამოვალ! არ დავრჩები სახლში, აქ არ დამტოვო. - გაეკიდა მიმი.
- სკოლაში, რომელზე მიაკითხე? იქნებ, დააგვიანე და ბავშვი გელოდა და...
- პირიქით, ადრე მივედი, ნამდვილად ვიცი, ადრე მივედი. ყველა ბავშვი რომ გამოვიდა, დიმე არსად ჩანდა. ვიკითხე და მამამისმა მოაკითხაო, თან გამიკვირდა, ადრე რომ გაიყვანე და თანაც, არც გამაფრთხილე, ცოტა გავბრაზდი კიდევაც...
- დაიცა, ესე იგი, სკოლის მერე კი არა, შეიძლება უკვე გაკვეთილების პერიოდშივე გაიყვანეს ბავშვი. - ფიფომ საბარგულს, ფრთხილად ახადა თავი და უნებურად, უკან დაიხია.

მიმიმ შიშისგან შეჰკივლა.
საბარგულში დიდ გაბერილ ქურთუკში რაღაც, თუ ვიღაც იყო გახვეული.
- ჩემი შვილი! - აღმოხდა მიმის და ის იყო წინ წამოიწია, რომ ფიფომ ხელით ანიშნა, ნაბიჯი არ გადმოდგაო, თვითონ კი ძალიან ფრთხილად ქურთუკს ხელი შეახო, მერე ნელ-ნელა ამოიღო და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ელვა იყო ბოლომდე შეკრული და ქურთუკის სახელოები კი, ერთმანეთში გაენასკვათ და ისე ჩაედოთ, თითქოს, რაღაც იყო გახვეული.

- ეს დიმესია... დილით ეს ეცვა! ნამდვილად ვიცი, ეს ჩავაცვი!
- იწივლა მიმიმ.
ფიფოს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ბავშვი, ნამდვილად გატაცებული ჰყავდათ, მაგრამ ვის? რატომ ან და, რომელ ერთს? მისი სამსახურის წყალობით, წლების მანძილზე, დაგროვილი მტრები, საკმაოდ გრძელ სიას მოითვლიდა.
ფიფომ, ქურთუკი მაგიდაზე გაშალა და ფრთხილად და გულდასმით დაუწყო თვალიერება. ყველაზე მეტად, იმას შიშობდა, რომ სისხლის კვალი არ აღმოჩენილიყო. თუმცა, ვერაფერი ნახა. მერე ჯიბეები მოუსინჯა და საკმაოდ იაფფასიანი, მოძველებული მოდელის მობილური ამოაძვრინა.
- ეს დიმესი არ არის! - წამოიძახა მიმიმ. - მასეთი, არასდროს ჰქონია და საერთოდაც არა აქვს მობილური! ჩვენ... ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ჯერ არ... - მიმის ტირილისგან ხმა უწყდებოდა. - მობილურს, ჯერ არ... ნეტა, მეყიდა... ჰქონოდა... ხომ დამირეკავდა... რატომ არ ვუყიდე? რატომ?
- სულ ტყუილად იდანაშაულებ თავს, მაინც ჩამოართმევდნენ!
- აბა, ეს მობილური?
- ეს, გზავნილია მიმი! შენს საბარგულში ჩაგიდეს, როცა სამსახურში იყავი. ალბათ იფიქრეს, რომ ბევრად ადრე ნახავდი... ან არ ვიცი... - ფიფომ ამოიხვნეშა და ხელის კანკალით, ის უცხო მობილური ჩართო.
ტელეფონში, მხოლოდ ერთადერთი აუდიო ჩანაწერი ჩანდა. ფიფოს კვლავ, ხელები უკანკალებდა და ძლივს დააჭირა თითი.
ჩანაწერში, მოგუდული ხმა გაისმა. გამტაცებლებისათვის ჩვეული, სტანდარტული ტექსტით. გარკვეული თანხის საზღაურად, ბავშვს, უვნებელს დაუბრუნებდნენ, მხოლოდ ზედმეტი ხმაურისა და პოლიციის ჩარევის გარეშე. უახლოეს დროში დაუკავშირდებოდნენ. შეტყობინება, საკმაოდ მოკლე და კონკრეტული იყო.
მიმი აკანკალდა, ატირდა, ტელეფონს ჩასძახა, დამიბრუნეთ ჩემი შვილიო.
- ნებისმიერ თანხას გადავიხდი! დამიბრუნეთ! დამიბრუნეთ!
- მიმი, ეს მხოლოდ ჩანაწერია. - ფიფო მის დამშვიდებას შეეცადა.
- გადავიხდი ფიფო, გადავიხდი!
- აბა რაა მიმი, დამშვიდდი, აი ნახავ, სულ მალე, დიმეოს ჩავიხუტებთ გულში.
- ნებისმიერ თანხას... - კვლავ ტიროდა მიმი. - იმაზე მეტს გადავუხდი...
- ვიშოვნით მიმი, რამდენსაც იტყვიან, იმაზე მეტს ვიშოვნით! ყველაფერს გავყიდით და...
- არ გვჭირდება შოვნა! და არც არაფრის გაყიდვა! - მიმიმ ბღავილი შეწყვიტა და ფიფოს ჩაწითლებული თვალები შეანათა. - მაქვს ფული! მაქვს! იმაზე მეტი, ვიდრე შენ და ვინმეს წარმოუდგენია!
- კი მიმი ვიცი, ვიცი. - გაუღიმა ფიფომ.
- იცი?
- ჰო, მიმი! ყველაფერი ვიცი. შენ დამშვიდდი და აი ნახავ, სულ მალე...
- ფული ხომ უნდათ? მერე რატომ აღარ რეკავენ, რატომ?! - კვლავ აჩხავლდა მიმი.
- იმიტომ რომ ღამეა, ფულის თავმოყრას კი, დღე უნდა.
- გადარიცხვას, რა მნიშვნელობა აქვს, როდის იქნება?
- აქვს მიმი, აქვს! თუ ამდენად უტვინო გამტაცებელია, რომ გადარიცხვა აწყობდეს, არ ვიცი, მაგრამ თუ ჭკვიანია, მაშინ ნაღდ ფულს მოითხოვს და აუცილებლად, გათენებას დაელოდება. შეიძლება, თვალსაც გვადევნებდნენ, პოლიცია რომ არ ჩავრიოთ, ზედმეტი ხმაური არ ავტეხოთ.
- ჰო, ალბათ... - წაიჩურჩულა მიმიმ. - მაგრამ ხომ იციან მერე, შენ სადაც მუშაობ, და?..
- საქმეც მაგაშია! - ფიფოს გულზე, ბოღმა მოაწვა. - რადგან გამიბედეს... - და უცებ გაჩუმდა. აღარ უნდოდა, უფრო გაემწვავებინა სიტუაცია, ისედაც მიმის ბღავილი და ისტერიკები, ხელს უშლიდა საღად აზროვნებაში. თუმცა მიმი, კვლავ ზლუქუნებდა და მოთქვამდა და ფიფოს ბოლო სიტყვებისთვის, ყურადღება აღარც მიუქცევია.
- თუ პირადად შენ დაგირეკეს, მეგაფონზე ჩართე, მეც უნდა მოვისმინო!
- გადავიხდი უფრო მეტს! შენც კი ვერ წარმოიდგენ... - მიმი წამით შეყოვნდა. - შენ საიდან იცი, რომ ბევრი ფული მაქვს, იმაზე მეტი, ვიდრე...
- ჩემი პროფესია, ხომ არ გავიწყდება? - გაუღიმა ფიფომ. - ძაღლის ალღო მაქვს.
მიმისაც გაეღიმა, ფიფოს ცოტა გულზე მოეშვა და განაგრძო:
- ამხელა უფასო სასადილოს, ასეთი მწირი შემოწირულობით, ასე ადვილად ვერ აამუშავებდი და თანაც, არანაირი სარგებელი არ გაქვს, ხარჯზე ხარჯია. თუნდაც ეს საკმარისია, რომ მეფიქრა, შენს ფინანსურ მდგომარეობაზე? თუმცა, სულაც არ მიფიქრია და დიდად არც ყურადღება მიმიქცევია, უბრალოდ მივხვდი, რომ ამ დედამიწის ზურგზე, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე უგულკეთილესი და უანგარო გოგო ხარ. - ფიფო მიმის მოეხვია.
მიმი გატრუნული იყო, მაგრამ აშკარად ჩანდა, როგორ ცახცახებდა და როგორ მძიმედ სუნთქავდა. რამდენიმე საათი, ასე ისხდნენ გაუნძრევლად, თითქოს ორივე სუნთქვის შეკავებასაც ცდილობდა. მერე მიმის, ნელ-ნელა თავი დაუმძიმდა, ჩამოეკიდა და ღრმა ძილს მიეცა. ან შეიძლება, სულაც არ იყო ეს ძილი. ნერვებისგან გადაღლილი გონების გათიშვა უფრო იყო.

სახლში, სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა. ფიფოს, მიმის ძილმა,
მეტი ფიქრის საშუალება მისცა. თავს იმტვრევდა და გამოსავალის პოვნას ცდილობდა. დროდადრო
მაგიდაზე, თითქოს მის ჯინაზე დადუმებულ, მობილურებს შეავლებდა თვალს. გათენებასაც კი
აღარ დაადგა საშველი. ასე არ შეიძლებოდა, რამე უნდა ეღონა, ფიფომ ახლა იგრძნო, როგორ
სრულიად მარტო და უმწეო იყო.
ქირურგი, ამ ეტაპზე, ვერანაირად ვერ დაუდგებოდა გვერდში, რადგან ახლა თავად ეხმარებოდა და სულაც, ასეთ სიტუაციაში, მისგან
რა დახმარება უნდა მიეღო?
ძველი ერთგული მეგობრებიდან, მხატვარიც და ის პატარა ფსიქოლოგი
ბიჭიც, უკვე წლებია უცხოეთში ცხოვრობდნენ. ისევ გალეოს უნდა დაყრდნობოდა, სხვა გზა
არ ჰქონდა, ვიღაც გვერდში მდგომი, აუცილებლად სჭირდებოდა.
ფიფომ ფანჯარას გახედა. გარეთ
საშინელი ამინდი იდგა, მთელი ღამე წვიმდა. უთენია მოთოვა კიდეც.
ამდენი ფიქრის დროც აღარ იყო, ფიფომ გალეოს ნომერი აკრიფა.
დილის ხუთი საათი სრულდებოდა.

LEX. 2020 წლის 18 მარტი, ოთხშაბათი.

No comments:
Post a Comment