85.
***
მხატვარი, მიმის დედამ სიხარულით მიიღო. მართალია, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა კიდეც ასე ადრიანი სტუმარი, მაგრამ მხატვარმა მოახერხა და დაარწმუნა, რომ მიმის სიურპრიზს უმზადებდა ფიფოსთან ერთად და არავის არ უნდა დაესწრო მათთვის.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1928136040762017
ახალი
მკვლელობა იყო.
მართალია, ფიფო უკვე აღარ იძიებდა ამ საქმეს, მაგრამ ძველი მეგობრობის წყალობით, არაოფიციალურად მაინც მოახსენეს.
ახლა
უკვე, მართლაც საგონებელში ჩავარდა. მთელი დღის დაკარგულმა მიმიმ, გამთენიისას ძლივს
უპასუხა და მართლაც საინტერესოა, სად იყო?
ისევ მკვლელობა მოხდა და ისევ თვის ბოლო შაბათი.
- დაემთხვა, ვითომ? - ჩაეკითხა მხატვარი.
- როგორ დავიჯერო, აბა? – ფიფოს თავიც არ აუწევია, ისე უპასუხა მხატვარს.
ჩაფიქრებული დაშტერებოდა სახელოსნოს საღებავ გაფხეკილ იატაკს.
- ახლა, პირველ რიგში, მიმის გაღვიძებას უნდა დაველოდოთ და პირდაპირ, ნებისმიერი
მიზეზით უნდა მოვიყვანოთ აქ! სანამ სადმე გაუხვევს, ან იმას შეხვდება, ჯერ პირველად, აქ უნდა გაჩნდეს!
მხატვრის სიტყვები ფიფოს თითქოს არც გაუგონია, ისევ ფიქრებში
იყო წასული. მერე კი ნაღვლიანად ამოიხვნეშა:
- ისევ ქუჩის კამერები უნდა გადავამოწმებინო. ახლა უფრო მეტი
არეალი უნდა გავშიფრო, მაგრამ სადმე, თუნდაც ბევრად მოშორებით, ისევ მიმის მანქანა,
რომ დავლანდო, მაშინ აღარ ვიცი?! მართლა გავგიჟდები! ჭკუიდან შევიშლები! მეტი ხელს, ვეღარ დავაფარებ!
- მიდი გაარკვიე ეგ, შენ. სამსახურში, ჯერ შეეცადე არაფერი თქვა,
მანამდე კი, მიმი მოვა აქ და აუცილებლად, უკვე ყველაფერი უნდა უთხრა. შენ თვითონ უნდა უთხრა!
აზრი აღარ აქვს დამალვას. ხიფათი გარდაუვალია!
- ჯერ კარგი დავფარავ! - მიუგო ფიფომ. - დღეს, ხვალ, ზეგ! არაფერს ვიტყვი,
დროს კი გავწელავ, მაგრამ როდემდე? როდემდე უნდა დავაფარო ხელი დამნაშავეს, ან თუნდაც
მის თანამონაწილეს?
- მიდი, მიდი გაარკვიე ეგ და მე მიმის ჩავუსაფრდები.
- მიდი, მიდი გაარკვიე ეგ და მე მიმის ჩავუსაფრდები.
ფიფო გულდამძიმებული წამოდგა, საშინელ დღეში იყო, აღარ იცოდა
უკვე, რა ეფიქრა, - მიმი მკვლელობის მონაწილე! - სულ ეს უტრიალებდა თავში.
- მეც მოვდივარ! – ისეთ ხმით დასჭექა მხატვარმა, რომ ფიფო
შეკრთა.
- სად? სად მოდიხარ? იყავი! აქ დაელოდე.
- გამიყვანე მიმისთან, თავზე უნდა დავადგე სახლში. ნუ გეშინია, ძილს არ
დავუფრთხობ! დავუცდი, სანამ გაიღვიძებს. თვალს გაახელს თუ არა, პირველი სიტყვა მე უნდა
მითხრას. შევეცდები, ყველაფერი ვათქმევინო ის, რაც იცის და ის რასაც ხმამაღლა სხვაგან
არ იტყვის!
- მართალი ხარ, დროის დაკარგვა არ ღირს. წავედით!
***
მხატვარი, მიმის დედამ სიხარულით მიიღო. მართალია, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა კიდეც ასე ადრიანი სტუმარი, მაგრამ მხატვარმა მოახერხა და დაარწმუნა, რომ მიმის სიურპრიზს უმზადებდა ფიფოსთან ერთად და არავის არ უნდა დაესწრო მათთვის.
ფიფოს ხსენებაზე დედა გაიბადრა. მით უმეტეს, რომ სტუმარმაც
გამოთქვა სურვილი, ესენი აუცილებლად უნდა შევარიგოთო და ისევ ისე უნდა დავაწყვილოთო.
- კარგი წყვილია! - უხსნიდა მხატვარი. - და როგორი დასანანი იქნება, რომ ერთად არ იყვნენ!
თანაც, როგორც ვიცი, მიმის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და ჯერ კიდევ, ვერავინ შეარჩია.
- ჰოდა, იჩქაროს ფიფომ! თორემ, ერთ მშვენიერ დღესაც, მართლაც
გაუფრინდება. არადა, როგორ მომწონს ფიფო სიძედ! - დანანებით გააქნია თავი მიმის დედამ.
- აი, სწორედ მაგიტომაც ვარ აქ, ასე უთენია! ფიფოც მალე მოიცლის და...
- ისე, რატომ დაშორდნენ, ხომ არ იცი? – გამომცდელი სახით
ჩაეკითხა დედა.
დიდი ხანია ეს კითხვა აწუხებდა, მაგრამ მიმის რამდენჯერაც
ჩამოუგდო სიტყვა, მიმიმ იმდენჯერვე ან თემა შეცვალა და ან საერთოდ არ გასცა ხმა. ახლა
კი, მიეცა საშულება, უფრო დაწვრილებით გამოეკითხა. სტუმარს თვალებში ჩახედა და ახალ
გამომცხვარი ხაჭაპურის დიდი ნაჭერი, თეფშზე გადაუღო.
კარგად გვარიანად მოშიებულ მხატვარს, ცხელი თახთახა ხაჭაპურის
დანახვაზე, ისე აემღვრა გონება, რომ ახლა, თუნდაც ერთი ნაჭერი ხაჭაპურის სანაცვლოდ, ალბათ სახელმწიფო
საიდუმლოსაც კი გასცემდა.
- ერბოცხებული, ოქროსფრად მოელვარე და რაც მთავარია გემრიელი
ყველით ამოვსებული! დღეს, თქვენს წინაშე, ჩემს გამხმარ კუჭს ერგო ეს პატივი და მკითხეთ
რაც გნებათ?! - თეატრალური წარმოდგენასავით განავრცო მხატვარმა. - უკვე აზრი აღარ აქვს
რამის დამალვას!
მიმის დედა სიცილს ძლივს იკავებდა. სიცილისა და სიხარულის
ცრემლებსაც ვეღარ ფარავდა. რა მშვენიერ დილა გაუთენდა, ასეთი სასიამოვნო სტუმარი ეწვია,
მხიარულ გუნებაზეც დააყენა და თან შესანიშნავი ამბავიც აუწყა.
„რა ბედნიერებაა!
ფიფო და მიმი, ისევ ერთად იქნებიან.“
ფიქრობდა ქალი და სუფრას კიდევ ამატებდა ახალ გამომცხვარ
ხაჭაპურს.
- არაფერი ისეთი არ მომხდარა. - განაგრძო მხატვარმა. - ორივე მუშაობს! დაკავებულია! ერთმანეთისთვის ვეღარ მოიცალეს, დროც შეუმჩნევლად გავიდა. ცოტა გულიც გაცივდა. არიან
ზოგჯერ ისეთი ადამიანები, რომელთაც ცოტა ხელის წაკვრაც სჭირდებათ და სულ ეს არის! – როგორც
იქნა, დაასრულა მხატვარმა თავისი მონოლოგი.
დედაც კვერს უკრავდა.
- მართალი ხარ, შვილო, მართალი! ჩემი ჩარევა, არ ესიამოვნებოდათ, ვერც
ჩავერიე და წესიერად ვერც ვიკითხე, რა მოხდა.
- არც არაფერი მოხდა. ასეა! თვალი - თვალს, რომ მოშორდება!
შუადღეს მიტანებული იყო, როცა მიმიმ როგორც იქნა, შესძლო წამოდგომა.
ბახუსისგან თავი უსკდებოდა. მთქნარებით გამოვიდა სასტუმრო ოთახში და მხატვრის დანახვაზე, თვალები დაჭყიტა.
- ნამდვილად არ გეჩვენება! – სანამ მიმი გონზე მოვიდოდა მხატვარმა
დაასწრო.
- ვაიმე, ამ დილა უთენია... - მიმიმ ღიმილით გაიზმორა და ისევ
მთქნარებას მოჰყვა.
- ვისთვის დილაა და ვისთვის შუადღე! - აბა ვისი სიტყვებია?
შემთხვევით ხომ არ იცით? – არ ცხრებოდა მხატვარი.
- ვისია და ჩემი! - მიმიც აჰყვა სიცილში.
მართალია, ძალიან ეუცნაურა სტუმრის ვიზიტი, განსაკუთრებით კი ზანტი მხატვრის, რომელსაც ასე ადვილად, სახელოსნოდან ვერ გამოატევდი. თუმცა, მაინც და მაინც, დიდი მნიშვნელობა
არც მიუნიჭებია და რაც მთავარი იყო, გულით გაუხარდა.
მიმიმ ყავა მოსვა. ჯერ კიდევ გამოსაფხიზლებელი იყო. რაც შეიძლებოდა, ღრმად ჩაჰყო ცხვირი ფინჯანში და ასე მიანათა თვალები მხატვარს. ამით აგრძნობინა, ასე
უთენია, აქ ტყუილად არ მოხვიდოდიო.
მხატვარიც მიუხვდა მინიშნებას და ყურებამდე გაუღიმა,
თუმცა მისი თვალები, ბევრად სევდიანი იყო და სულ სხვას რამეს ასხივებდა.
მიმისთან დიდხანს არც გაჩერებულან და როგორც კი, სახელოსნოში გადმოინაცვლეს, მიმიმ მაშინვე ფიფო
მოიკითხა:
- მთელი ღამე მირეკავდა თურმე, ხომ მშვიდობაა?
- იცი, წუხელ კიდევ მოხდა, ახალი მკვლელობა. ივარაუდეს, რომ
ისევ ის, ნიღბების ვარიანტი შეიძლებოდა ყოფილიყო, ამიტომაც ისევ ფიფო დაიბარეს და...
- ვაიმე, რა კარგიააა! - სიხარულით აღმოხდა მიმის და მაშინვე მოიღუშა. - უი არა! ის კი არ არის კარგი ადამიანი,
რომ მოკლეს. ვაიმე, რა უაზროდ გამომივიდა. კარგი ის არის, რომ ისევ ფიფო იძიებს ამ
საქმეს და ეს მიხარია.
- ეს ჯერ კიდევ საკითხავია, ვის დაავალებენ, მაგრამ რადგან გამოიძახეს... ვნახოთ!
- ეს ჯერ კიდევ საკითხავია, ვის დაავალებენ, მაგრამ რადგან გამოიძახეს... ვნახოთ!
- გამიხარდება ძალიან, თუ ისევ ფიფოს გააგრძელებინებენ ძიებას.
ფიფო კარგი ბიჭია, თანაც ამ საქმის გამო, რამდენი იწვალა, ირბინა, რაც მაგან ღამეები
ათია! ყველაზე მეტს ეგ შრომობდა!
- თუ მართლა მაგას დაავალეს, შენი დახმარებაც იქნება აუცილებლად საჭირო
და სასწრაფო! - ზედიზედ მიახალა მხატვარმა. - და თუ შეგიძლია, რომ დღეს სამსახურში არ წახვიდე და აქ იყო! ზუსტად, რა დროს მოირბენს
არ ვიცი და...
- არსადაც არ წავალ! აქ ვიქნები, სანამ არ მოვა! - მტკიცედ მიუგო მიმიმ. - ნეტა მართლა, რამეში გამოვადგე!
მშვენიერი იყო. მიმი არსად წასვლას არ აპირებდა და წესიერად არც უკითხავს, ნეტა მართლა ფიფოს რაში უნდა გამოდგომოდა. მხატვარმა კი, ვითომდა თემა შევცვალოთო და მიმის გამოკითხვა დაუწყო, დილიდან სად იყავი დაკარგულიო.
- ცოტა ვინერვიულეთ კიდევაც. - დაასრულა მხატვარმა და გამომცდელად
გახედა.
- რატომ? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - რა იყო, სანერვიულო?
- ჩვენ ხომ არ ვიცოდით, შენ სად იყავი? ტელეფონსაც არ იღებდი! შენ ვერ წარმოიდგენ, ფიფო რა დღეში ჩავარდა.
- მართლა? - გაიკვირვა მიმიმ.
- მართლა, აბა, რაა! - თავი დაუქნია მხატვარმა. - უთენია რომ არ გეპასუხა, უკვე შენზე ძებნასაც გამოაცხადებდა! – ვითომ ირონიაც გაურია მასპინძელმა, თუმცა ფიფო, მართლაც მასე აპირებდა.
- ძებნას?! კი მაგრამ... – მიმი დაიბნა.
„რატომ უნდა გამოეცხადებინა
ფიფოს ჩემზე ძებნა?
ჰმ, თანაც დილაუთენია, კი არა შუაღამე იყო, როცა ვუპასუხე.“
- რამ ჩაგაფიქრა? – არ აცალა მხატვარმა.
მიმიმ მხრები აიჩეჩა.
- ვერ ხვდები, რომ ფიფოს ისევ უყვარხარ? - მხატვარი სახეში ჩააშტერდა. - და იმაზე მეტად,
ვიდრე ოდესმე?! ვერ გიმეტებს! ხომ ხედავ? აღარავისთვის აღარ ეთმობი! კინაღამ გაგიჟდა, რომ ვერ...
- აი, სწორედაც რომ ეგ უაზრო ეჭვიანობა მაღიზიანებდა ყოველთვის მასში!
- და მეც! მეც ავნერვიულდი! იცი, როგორ შეგვეშინდა?
- რა იყო საშიში? - გაეცინა მიმის. - რა სულელები მყავხართ და როგორი საყვარლები.
მიმი ბედნიერი იყო. ორი საუკეთესო მეგობარი, მასზე დღე და
ღამ ზრუნავდა და მესამე და მთავარმა უსაყვარლესმა მეგობარეზე მეტმა კი, უმშვენიერესი დღე აჩუქა.
სანამ მიმი, მხატვრის სახელოსნოში, თავის ბედნიერ წუთებზე ფიქრობდა,
პიპაც თავის მხრივ, სასიამოვნო განცდებში იყო.
„ესეც ასე! კიდევ
ერთი, ღორი მოაკლდა დედამიწას და თანაც, მშვენიერი ალიბი მაქვს!
უძლიერესი!“
პიპამ ძალიან ადვილად დაარწმუნა მიმი, რომ ჯერ კიდევ, შუაღამე იყო და რამდენიმე საათი ისე მოიგო, როგორც არაფერი.
უძლიერესი!“
პიპამ ძალიან ადვილად დაარწმუნა მიმი, რომ ჯერ კიდევ, შუაღამე იყო და რამდენიმე საათი ისე მოიგო, როგორც არაფერი.
ქალაქში სულ სხვა გზით დაბრუნდნენ. მიმის მანქანაში ისე ეძინა,
რომ არც არაფერი გაუგია. პიპამ მთავარი ტრასიდან, ბევრად შორი მანძილით მოუარა, ისე
მიადგა გარეუბანში მდებარე, მსხვერპლის სახლს.
უკან წამოსვლისას კი, იგივე გზა გაიარა და შორი გზის მოვლით, მთავარ ტრასაზე გავიდა და ქალაქში ისე შემოვიდა. ქუჩის კამერებიც, რომ სწორედ მისთვის შესაფერის
დროს დაუფიქსირებდა. უტყუარი ალიბი, გარანტირებული ჰქონდა.
პიპას სიამოვნების ღიმილი ეფინა სახეზე.
მშვენივრად იცოდა, მის საქციელს არანაირი გამართლება, არ ჰქონდა, მაგრამ უკან დახევას აღარ აპირებდა, თუმცა უკვე რაღა დროსი იყო.
LEX. 2017 წლის 27 ივნისი, სამშაბათი.https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1928136040762017

No comments:
Post a Comment