64.
***
გოგონას თვითმკვლელობა, დადასტურებული იყო, თუმცა მაინც რაღაც მომენტში მკვლელობის ფაქტსაც არ გამორიცხავდნენ, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ თავად მშობლები იყვნენ წინააღმდეგი გამოძიების გაგრძელებისა. თავგამოდებით ამტკიცებდნენ თვითმკვლელობას და საქმის სასწრაფო დახურვას მოითხოვდნენ.
LEX. 2017 წლის 8 აპრილი, შაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1891246921117596
ფიქრი, ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა. ფიფო ზანტად დასწვდა
მობილურს.
„ხანუმა“ დეიდა ურეკავდა.
„ხანუმა“ დეიდა ურეკავდა.
დეიდა არა, მაგრამ ბებიად უფრო შეეფერებოდა. ძველი ყაიდის
დარბაისელი ქალი, ჯერ კიდევ მამამისს და მის ნათლიას უკითხავდა ლექციებს. საკმაოდ გამჭრიახი
ჭკუის პატრონი, ხშირად ეხმარებოდა ახალგაზრდებს რთული საქმეების გახსნაში. უსაყვარლესი და საუკეთესო
სტუდენტები კი, მთელი ცხოვრება მის უახლოეს ადამიანებად დარჩნენ და ოჯახებიც მისივე წყალობით შექმნეს. ამიტომაც ასეთი შერქმეული სახელი
ჰქონდა შერჩეული.
„ხანუმა დეიდა“ სკამ-სავარძელში თვლემდა. ვითომ თვლემდა, სინამდვილეში კი, ფიქრობდა და მერე, როგორც ყოველთვის, გამოძიებისათვის საინტერესო და საკმაოდ ხელჩასაჭიდ იდეას გადმოაფრქვევდა.
„ხანუმა დეიდა“ სკამ-სავარძელში თვლემდა. ვითომ თვლემდა, სინამდვილეში კი, ფიქრობდა და მერე, როგორც ყოველთვის, გამოძიებისათვის საინტერესო და საკმაოდ ხელჩასაჭიდ იდეას გადმოაფრქვევდა.
ფიფოს პატარაობიდანვე უყვარდა ეს სავარძელი.
ძლივს ძლივობით აბობღდებოდა და სანამ სავარძელი რწევას არ შეანელებდა, მანამდე ძირს ჩამოსვლას
ვეღარ ბედავდა.
აქ ყველაფერი ძველებურად იყო. ყველა ნივთი თავის
ჩვეულ ადგილას დახვდა. არაფერი შეცვლილიყო, მხოლოდ „ხანუმა დეიდა“ ბევრად უფრო მობერებული
და მოტეხილი დახვდა. თუმცა გონება ისევ ისე კარგად უჭრიდა.
„ხანუმა დეიდას“ სათვალე, სათვალეზე ეკეთა
და ყურადღებით კითხულობდა სტუმრის მოტანილ საქაღალდეს, სადაც ფიფომ ცალკე ნიღბების
ვერსიაც ჩაურთო, თუმცა მისმა თანამშრომლებმა, ამას წესიერად არც მიაქციეს ყურადღება
და ნელ-ნელა მიივიწყეს კიდეც.
მასპინძელი ერთხანს ჩაფიქრებული დაჰყურებდა
ფანჯრიდან შემოჭრილ, იატაკზე ზოლად გაწოლილ მზის შუქს. ფიფო ვერ ხვდებოდა, ასე თვალებგახელილი თვლემდა თუ ფიქრობდა.
- არის რაღაც ნაცნობი მაგ საქმეში. – როგორც
იქნა, „ხანუმა დეიდამ“ სიჩუმე დაარღვია.
- მართლა? – ძლივს წამოილუღლუღა ძილმორეულმა ფიფომ. - რამე გეცნო? იქნებ, ნიღბების ვერსია? ადრეც ხომ არ იყო, სხვა ძველ საქმეებშიც შემჩნეული?
- მართლა? – ძლივს წამოილუღლუღა ძილმორეულმა ფიფომ. - რამე გეცნო? იქნებ, ნიღბების ვერსია? ადრეც ხომ არ იყო, სხვა ძველ საქმეებშიც შემჩნეული?
- არა, არა. ნიღბები არაფერ შუაშია.
- ესე იგი, არ ეთანხმები მაგ ვერსიას?
- ნიღბები, სულ სხვაა თემაა. მაგაზე არაფერს
ვამბობ და შეიძლება, არც არაფერ შუაშია, თუმცა შესაძლებელია პირდაპირ კავშირშიც კი იყოს,
მაგრამ ახლა ერთმა მსხვერპლმა დამაინტერესა. ერთი კაცის გვარი, ძალიან ნაცნობად მომეჩვენა.
აი ის, პროფესორი კაცი, ქამრით რომ მოახრჩეს. რა იცი მასზე? მის ოჯახზე?
ფიფო წამოდგა და ჩანაწერებს ჩააშტერდა.
- მეუღლე გარდაცვლილი ჰყოლია. რამდენიმე წლის წინ და მარტო ცხოვრობდა, თუმცა ბევრად ადრე ყოფილა გაშორებული ცოლს. შვილები არ ჰყავდა.
- თუ აღარ ჰყავდა?
- თუ აღარ ჰყავდა?
- რაა?
- არ ჰყავდა თუ აღარ ჰყავდა?
- ??? – ფოფო დაიბნა. - მაგით არ დავინტერესებულვარ
ადრე ჰყავდა თუ არა, ასე დაწვრილებით...
- ხოოო... - მოხუცმა საქაღალდე მაგიდაზე გადადო და განაგრძო. - ყოველ მსხვერპლზე, სანამ უმნიშვნელო დეტალსაც არ გაიგებ, ისე წინ ვერ წახვალ! ყოველთვის გაგიჭირდება. აი სწორედაც, რომ ბევრჯერ ამის გამო, გამოძიება ხშირად ჩიხში მოქცეულა და ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ თვითონ მსხვერპლი არ იყო კარგად შესწავლილი, ბოლომდე არ იყო მისი განვლილი ცხოვრება გაშიფრული. - ქალი გაჩუმდა და ფიფოს მიაშტერა მზერა.
- ხოოო... - მოხუცმა საქაღალდე მაგიდაზე გადადო და განაგრძო. - ყოველ მსხვერპლზე, სანამ უმნიშვნელო დეტალსაც არ გაიგებ, ისე წინ ვერ წახვალ! ყოველთვის გაგიჭირდება. აი სწორედაც, რომ ბევრჯერ ამის გამო, გამოძიება ხშირად ჩიხში მოქცეულა და ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ თვითონ მსხვერპლი არ იყო კარგად შესწავლილი, ბოლომდე არ იყო მისი განვლილი ცხოვრება გაშიფრული. - ქალი გაჩუმდა და ფიფოს მიაშტერა მზერა.
ფიფოს შერცხვა. ეს ხომ ისედაც იცოდა. ვითომ
მართლაც იკვლევდა მსხვერპლის ცხოვრებასა და წარსულს, მაგრამ ალბათ უფრო ზერელედ და ზედაპირულად.
- ერთი ასეთი შემთხვევა მახსოვს. თვითმკვლელობა
იყო, თუმცა მკვლელობააო მაგ ვერსიასაც ატრიალებდნენ. დიდი ხნის წინ მოხდა ეს. ახალბედა
მამაშენი იძიებდა მაშინ მაგ საქმეს. ძალიან სწრაფად კი დაამთავრებინეს. წესიერად არც
აცალეს გამოძიება, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო, თუმცა მოტივი? – მოხუცი გაჩუმდა.
მდუმარებამ დიდხანს გასტანა. ფიფო აწრიალდა,
ერთი სული ჰქონდა სანამ საუბარს გააგრძელებდა, მაგრამ თითქოს მის ჯიბრზე „ხანუმა დეიდა“
ხმის ამოღებას აღარ აპირებდა.
- მერე რა მოხდა? ვინ იყო და რატომ მოიკლა
თავი? - ვეღარ მოითმინა ფიფომ.
მოხუცი სტუმრის ხმამ გამოარკვია და გაახსენდა
დაწყებული საუბარი.
- რატომ? რის საფუძველზე? რა იყო მიზეზი? არავინ
იცოდა! ახლობლებმა თითქოს არც იცოდნენ, მაგრამ მაშინვე ეჭვი შემეპარა, დარწმუნებული ვიყავი, რომ
ოჯახმა მშვენივრად კარგად იცოდა მიზეზი, მაგრამ გახმაურება არც უცდიათ. - ცოტა ხნით ისევ დადუმდა,
მერე ისევ მშვიდად განაგრძო. - დედა და მამა, ორივე პროფესორები, ერთ დიდ კლინიკას ხელმძღვანელობდნენ ერთად. ქალაქში ცნობილი და პატივსაცემი
ოჯახი და სამწუხაროდ, ასე მოხდა.
- და რა მოხდა?
- გოგონამ თავი მოიკლა! მამამისის ქამრით
ჩამოიხრჩო თავი და ამ საქმეს მამაშენი იძიებდა და შენ კი, წლების შემდეგ, ქამრით ჩამომხრჩვალი მამის ამბავს იძიებ და
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ კაცს, თავისი ქალიშვილივით თავი კი არ მოუკლავს, არამედ ვიღაცამ მოკლა და
ზუსტად ისე, როგორც მისმა უბედურმა შვილმა მოიკლა თავი!
ფიფო გაოგნებული უსმენდა.
„ნუთუ, რამე კავშირში შეიძლება იყოს მამისა და შვილის მკვლელობა? თანაც ამდენი წლის შემდეგ?
ამხელა
ინტერვალით?
ვინმეს
შურისძიება მოუნდა და წლები იცადა?
და
მერე ამ წლებსაც გააჩნია.
არა!
არა! რაღაც აბსურდია! სისულელეა, სისულელე!
ან, არ ვიცი!“
- ამ ეტაპზე. - განაგრძო ხანუმამ. - არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს
ორი მკვლელობა თუ სიკვდილი, მართლაც ერთმანეთთან კავშირში შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც მიდი და გადაამოწმე,
ნუ დაიზარებ! ზოგჯერ შეიძლება, სრულიად უმნიშვნელო რამემ ნათელი მოჰფინოს ყველაფერს.
სრულიად აბსურდულმა დეტალმაც შესაძლებელია ისეთი დიდი კვანძი გახსნას, რომ ბოლომდე
მიყვანილი, თითქმის უკვე გამოძიებული, ლამის დამთავრებული საქმე სულ სხვანაირად დაატრიალოს,
უკუღმა ამოაბრუნოს და! - თან ტაშიც შემოჰკრა. - საქმეც გაიხსნას! – „ხანუმა დეიდა“
ისევ დადუმდა, თითქოს ჩაეძინაო.
ფიფო ჩაფიქრდა. ძველი საქმეების, თუნდაც უკვე
გამოძიებულის, არქივიდან ამოქექვა იქნებოდა საჭიროდ, თანაც ეს ისე უნდა მოეხერხებინა,
რომ ჯერ არავის გაეგო. მამამისის დახმარების გარეშე კი ამას ვერ შესძლებდა.
მასპინძელი, ამჯერად უკვე მართლაც თვლემდა თავის ჩვეულ სავარძელში. ფიფომ საჭიროდ აღარ ჩათვალა მისი გაღვიძება და ფეხაკრეფით გაემართა კარისკენ,
თუმცა მოხუცმა ზღურბლთან მაინც დააწია ხმა:
- არქივიდან რომ წამოხვალთ, მერე ჩემთან გამოიარეთ!
ორივემ! შენც და მამაშენმაც!
ფიფოს გულიანად გაეცინა.
***
გოგონას თვითმკვლელობა, დადასტურებული იყო, თუმცა მაინც რაღაც მომენტში მკვლელობის ფაქტსაც არ გამორიცხავდნენ, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ თავად მშობლები იყვნენ წინააღმდეგი გამოძიების გაგრძელებისა. თავგამოდებით ამტკიცებდნენ თვითმკვლელობას და საქმის სასწრაფო დახურვას მოითხოვდნენ.
ალბათ, ამის გამო უფრო გაჩნდა მკვლელობის ეჭვი,
თუმცა მაინც არ დადასტურდა.
ძალიან დიდი დრო იყო გასული. თითქმის ორმოცი წელი. გვამის ექსგუმაციას აზრი აღარ ექნებოდა, თუმცა სადღა იქნებოდა უკვე გვამი? ცარიელი ჩონჩხის გამოკვლევით, რა უნდა გაერკვია ან რა საფუძველზე უნდა მოეთხოვა თვითონ ფიფოს? როცა საქმე უკვე მას აღარ ეხებოდა და კონკრეტულ მიზეზსაც კი ვერ დაასახელებდა.
ძალიან დიდი დრო იყო გასული. თითქმის ორმოცი წელი. გვამის ექსგუმაციას აზრი აღარ ექნებოდა, თუმცა სადღა იქნებოდა უკვე გვამი? ცარიელი ჩონჩხის გამოკვლევით, რა უნდა გაერკვია ან რა საფუძველზე უნდა მოეთხოვა თვითონ ფიფოს? როცა საქმე უკვე მას აღარ ეხებოდა და კონკრეტულ მიზეზსაც კი ვერ დაასახელებდა.
ისე კი, ყოველთვის იყო დარწმუნებული, რომ
ამ საქმის სათავე, წარსულიდან მოდიოდა, მაგრამ საიდან და რომელი პერიოდიდან, ამის შესახებ
არანაირი ვერსია არ ჰქონდა. ახლაც ერთ პატარა ძაფს ჩაეჭიდა.
არაფრის მთქმელ ძაფს.
თუმცა, ვინ იცის? სადამდე მიიყვანდა.
მაინც სხვა მეტი ხელჩასავლები არც არაფერი
ჰქონდა.
ამ საქმესთან, ყველაზე შორეულ და ყველაზე მცირე
კავშირში, იმ გოგონას თვითმკვლელობა იყო. თუმცა, რამდენად ჰქონდა შეხება, ან ჰქონდა თუ
არა საერთოდ, ამჟამინდელ დანაშაულებებთან არც ეს ჩანდა სადმე.
ფიფომაც არ დააყოვნა და თუ კი ვინმე იყო, იმ
პერიოდში დაკითხული თუ გამოკითხული, ვისაც გასწვდა, ყველა სათითაოდ მოინახულა.
ბევრს ძლივს ახსოვდა ეს ამბავი, ბევრიც გაკვირვებული
კითხულობდა, რამ გაგახსენათო.
ახალი ვერაფერი შეიტყო. პირიქით, იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე ძველ მასალებში ეწერა.
ახალი ვერაფერი შეიტყო. პირიქით, იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე ძველ მასალებში ეწერა.
რატომ უნდა მოეკლა თოთხმეტი წლის ასაკში გოგონას
თავი?
თვითმკვლელობის უამრავი ვერსია შეძლება ყოფილიო,
ათასი რამ მიზეზი.
გოგონა ძალიან ლამაზი ყოფილა. ნიჭიერი, კარგად
სწავლობდა, ძველი მეგობრებიც დადებითად ახასიათებდნენ. პროფესორი მშობლების, ფუფუნებაში გაზრდილი, ერთადერთი
ქალიშვილი სულაც არ იყო ამპარტავანი, თავნება ან ცუდ წრეს აყოლილი. პირიქით, საკმაოდ სათნო, მეგობრული თბილი და მოსიყვარულე.
სიკვდილიდან, დაახლოებით ორი წლით, ადრე ძლიერ
შეცვლილა, სწავლასაც მოუკლო. მუსიკაზე თავდავიწყებით შეყვარებულ გოგოს, აღარც მუსიკა აინტერესებდა, აღარც ცეკვაზე დადიოდა და სხვა წრეებზეც შეწყვიტა სიარული. სკოლასაც უკვე ზედმეტად
ხშირად აცდენდა და ამასთანავე, მეგობრების წრეშიც იშვიათად ჩნდებოდა. მიზეზი კი, ხან
გრიპი იყო, ხან მოწამვლა ან ხანაც რაღაც სხვა.
ბოლო დროს, ისე ჩაიკეტა სახლში, რომ გარეთაც აღარ გამოდიოდა
და ამაში, რატომღაც მშობლებიც უწყობდნენ ხელს. მასთან მისულ მეგობრებს კი, წესიერად კარსაც არ უღებდნენ და ათასნაირი მიზეზით ისტუმრებდნენ უკან. მოგვიანებით კი, ყოველივე ასეთი ქცევის შემდე, ეს უბედურებაც ჩაიდინა.
უმიზეზოდ, არაფერი ხდება. ყოველ შემთხვევას, ყოველთვის წინ რაღაც ფაქტორი უძღვის. ფიფომ ეს ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავდა, ღამეებს ათენებდა და ამაოდ იმტვრევდა თავს, რადგან წინ ვერ მიდიოდა. ცალკე კი, მამამისს
შეუწუხა გული. იქნებ, ისეთი რამ გაიხსენო, რაც აქ არ გიწერიაო.
- მახსოვს ეს ამბავი. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო ფიფოს მამამ. - მაშინ მთელი ქალაქი
ფეხზე დადგა. მთელი სკოლა დაიკითხა. კლასის დამრიგებელიც კარგად მახსოვს. გოგონას
სიკვდილის მერე, სკოლიდანაც კი წავიდა. არ ვიმსახურებ პედაგოგობასო, თუ რაღაც ამგვარი.
მე კი მინდოდა, მერე თავიდან დამეკითხა, მაგრამ...
- მაგრამ? - ვეღარ ითმენდა ფიფო.
- ზემოდან ბრძანება მოვიდა და ისე დაიხურა ეს
საქმე, რომ მისი დაკითხვაც ვეღარ მოვასწარი.
- მერე?
- მერე?
- მერე მოგვიანებით, მაინც მინდოდა გამომეკითხა.
ისე, არაოფიციალურად. სახლში მივაკითხე, მაგრამ არ შემიშვა. კარი ზედ ცხვირწინ მომიჯახუნა.
საქმე უკვე ისედაც დახურული იყო და რა უფლება მქონდა?
- ჰმ.
- ამის გამო, მერე უფროსობისგან, იმხელა
საყვედური მივიღე. საშინლად განაწყენებული და შეურაცხყოფილი დავრჩი. მერე კი, ჩემი პირადი
პრინციპის გულისთვის, მაინც მინდოდა ბოლომდე გავრკვეულიყავი ამ საქმეში, მაგრამ გოგონას მშობლებმა ერთი ამბავი ატეხეს. მოასვენეთ მკვდარი ბავშვი საფლავშიო, რას აწრიალებთო,
ქურდებსა და ყაჩაღებს მიხედეთო!
- მერე, მერე? - არ აცლიდა ფიფო.
- რაღა მერე? საქმეების მეტი რა იყო? თუმცა, გულში მაინც მქონდა ჩარჩენილი, მაგრამ დროთა განმავლობაში, უკვე ვიღას გაახსენდა? ახლაც შენ გამახსენე.
- მდაა, საინტერესოა. - ფიფო ჩაფიქრდა.
მართლაც, საინტერესო იქნებოდა, იმ გოგონას კლასის დამრიგებლის მონახულება.
საქმის მასალებში, რატომღაც, მხოლოდ გაკვრით იყო ნახსენები და მისი ცალკეული დაკითხვის ოქმიც კი არ არ არსებობდა.
„ნეტა, ცოცხალი მაინც დამხვდებოდეს.“
- და თუ გახსოვს, ნიღაბი ეკეთა? - ჩაფიქრებული
ხმით იკითხა ფიფომ.
- რაა? რის ნიღაბი? - გაიკვირვა ფიფოს მამამ.
- გოგონას რამე ნიღაბი, ხომ არ ეკეთა? ან
სახე, ხომ არ ჰქონდა მოხატული? ან მის ოთახში, ნიღბები ხომ არ იყო კედელზე? ან ნუ, რა ვიცი.
- რაღაც არ მახსენდება, არა! და ნიღაბი რა
შუაშია? რამე დატვირთვა აქვს შენს საქმეში?
- ჩემი საქმე აღარ არის და ეგ ნიღბების ვერსიაც, სხვისგან
მოდის. თუმცა, საქმის მასალებში აღარც ჩამინიშნავს და ახლა ამას ჯერ მნიშვნელობა არა
აქვს.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1891246921117596

No comments:
Post a Comment