ფიფო ჩაფიქრებული მიუყვებოდა სანაპიროს. ზამთრის სუსხი სახეს
უწვავდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით აყოლებდა თვალს მდორედ მიმავალ მდინარეს. აქედან, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, სულ რაღაც ას მეტრში იყო დანაშაულის ადგილი.
მისი ყურადღება, სიგრძეზე ჩამწკრივებულმა ნაგვის ბუნკერებმა მიიპყრო.
მისი ყურადღება, სიგრძეზე ჩამწკრივებულმა ნაგვის ბუნკერებმა მიიპყრო.
„ჰმ, ვინ იცის? იქნებ აქ სადმეც
კი გდია სამხილი, მაგრამ აბა ვინ იპოვის?
ან
რა სამხილი?
რომელი
სამხილი?
ქუდი?
ვითომ ის ქუდი თავზე, რომ ეფარა?
ჰმ,
ეჰ, რა ქუდი, რის ქუდი, ქუდი არა ის...“
- რამე დაკარგე საყვარელო? - ლამის ყურში
ჩააჩხავლეს.
მოულოდნელობისგან შემცბარი შემობრუნდა. გამხდარი,
პატარა შუახნის ქალი უკბილოდ უღიმოდა და დიდი გრძელტარიანი ცოცხით ძირს მიმოფანტულ
ნაგავს ერთად უყრიდა თავს.
ფიფომ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ცალყბად გაუღიმა.
- ოქროები ხომ არ გააყოლე ნაგავს? - ქალი
ხითხითებდა თან გამალებით უსვამდა დიდ ცოცხს. - ჰა! აბა რა დაკარგე ასეთი? - არ მოეშვა
ქალი.
- ქუდი! ქუდი დამეკარგა! - დაუფიქრებლად წამოისროლა
ფიფომ.
- ქუდი?
- ჰო, ქუდი? ნაქსოვი ქუდი, შავი.
ქალი შეჩერდა ცოცხის ტარს დაეყრდნო და ჩაფიქრდა.
- ქუდი? ქუდი... კი! იყო ქუდი! ქუდიც
და ხელთათმანებიც! - ქალმა მხრები აიჩეჩა და ისევ გააგრძელა ქუჩის დაგვა, მერე შეჩერდა და მოსაუბრეს ორონიულად მიმართა. - ასეთი რა ჩადე შიგ, რომ ძაღლებმა სულ ერთიანად
დაგლიჯეს.
ფიფომ ყურები ცქვიტა.
„ქუდი,
ხელთათმანები.
ნუთუ, ეს უბრალო დამთხვევაა?
ან
იქნებ მართლაც, სპეციალურად რაღაც ისეთი ჩადო, ძაღლებს კარგად რომ დაეგლიჯათ?
ჰმ, ალბათ რამე საჭმელი.
ჰმ, ალბათ რამე საჭმელი.
რა
თქმა უნდა ხორცი! ძეხვი! ჰმ.“
- მერედა, რა გული დაგეწვა? - ჩაიხითხითა მეეზოვე
ქაალმა. - მაგისთანების მეტი რა არი?! ეგეე, ბაზარზე სავსეა! – ცოცხით მიანიშნა და
თან თავის საქმიანობასთან ერთად ლაპარაკიც განაგრძო.
მაგრამ ფიფო უკვე აღარ უსმენდა. გზა გადაჭრა
და პირდაპირ მსხვერპლის მეზობლის ქალის კარს მიადგა. საათს რომ დახედა, ზარზე უკვე
თითი ჰქონდა დაჭერილი და გვიანი იყო გაშვებული ზარის უკან დაბრუნება. ასე დილა უთენია, უხერხულიც
კი იყო, მაგრამ ახლა უკვე, უკან გამობრუნებას, რაღა აზრი ჰქონდა?
ისევ და ისევ, ყველაფერი თავიდან უნდა გადაემოწმებინა. ყოველი სადარბაზო და ეზოში შემოსასვლელიც კი სათითაოდ შეესწავლა.
საინტერესო უბანი იყო. სამი სხვადასხვა ქუჩიდანაც
კი შეიძლებოდა აქ მოხვედრა და ასევე, ერთი სხვა მოსაზღვრე კორპუსიდანაც. ლამის, ერთი
დიდი კვარტალი იყო. პრობლემაც არ იქნებოდა ვინმეს სახლში მოხვედრა, ჯერ ერთი ქუჩიდან
და მერე კი, სხვა ქუჩაზე გასვლა.
რადგან ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობდა, სახლი ისევ დალუქული იყო. ფიფომ დიდი სიფრთხილით ახსნა ლუქი და მეზობლის ქალს გზა დაუთმო.
ქალი ყოყმანობდა, ისედაც ფიფოს დანახვაზე ფერდაკარგული, ახლა უფრო მეტად ნირწამხდარი
იდგა კარის ზღურბლზე და ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდა.
- ნუ გეშინია! არავინაა, გვამი უკვე გადასვენებულია.
შებრძანდით, თუ შეიძლება!
გვამის ხსენებაზე, ქალი კიდევ უფრო შეკრთა
და კვლავ ადგილიდან არ იძვროდა.
სადარბაზო ახმაურდა, ვიღაცამ ლიფტი გამოიძახა.
ფიფომ დრო იხელთა და დაბნეულ ქალს ხელი ჩასჭიდა და ლამის ძალით შეაგდო სახლში.
- აბა ახლა კარგად დაფიქრდი, კიდევ ერთხელ
და რაც შეიძლება მეტი ყურადღებით გადაათვალიერე ოთახები. ჩვენს მეტი არავინაა ახლა
აქ, იმ დღეს იმდენი ხალხი ირეოდა, შეიძლება რამე გამოგრჩა, შეიძლება უმნიშვნელოც იყოს,
მაგრამ...
- რაც ვიცოდი ყველაფერი ვთქვი. - ქალს
ხმა უკანკალებდა. - მე... მე არაფერი ამიღია. არაფერ შუაში ვარ. ალბათ თქვენ ფიქრობთ,
რომ ფულის ნაწილი დავწვი, დანარჩენი კი გავიტანე. თანახმა ვარ! მაშინ გაჩხრიკეთ ჩემი
სახლი, დაკითხეთ ყველა ჩემი ახლობელი!
ქალი რაც შეიძლებოდა მოთქვამდა, ცრემლები
ღაპაღუპით სცვიოდა.
ფიფოს მოთმინების ფიალა აევსო. ცოტაც და დაუცაცხანებდა,
მაგრამ მაინც შესძლო თავის მოთოკვა და რაც შეიძლება რბილად უთხრა:
- უარს არ ვიტყოდი, ფინჯან ყავაზე.
ქალს ჯერ გაკვირვება გამოეხატა, მერე კი გაეღიმა:
- წამობრძანდით ჩემთან!
- არა, მოდი აქ დავლიოთ.
ქალი უარზე დადგა:
- ახლა აქ, ხელს ვერაფერს ვეღარ ვახლებ უკვე!
- მაშინ აბა, კიდევ ერთხელ გადახედე ოთახებს. უფრო მშვიდად, წყნარად. იცოდე, არაფერი გამოგრჩეს! - ფიფოს ხმაში სიმტკიცეც შეეპარა. - შენმა
დაკვირვებამ, შესაძლოა საქმეც გახსნას!
ქალიც წამოეგო ამას. ცოტა თითქოს შეიფერა კიდეც. იქნებ, მართლაც გახსნას საქმე, ჩემმა დაკვირვებულობამო და ახლა უფრო მეტი ყურადღებით შეუდგა სახლის დათვალიერებას.
ოთახები სათითაოდ მოიარეს. თითქოს, არაფერი
იყო შეცვლილი. თუმცა, სადაც მკვლელობა მოხდა, ის საძინებელი გამოტოვეს, რადგან ქალმა კატეგორიული უარი
განაცხადა და იქ შესვლა, ვერაფრით ვეღარ შესძლო.
- სახლს დღეში ერთხელ დავალაგებდი და მორჩა. საერთოდ,
ძირითადად უფრო სამზარეულოში ვტრიალებდი. იქ
მართლაც, ყოველი კუთხე კუნჭული ვიცი.
- მერე იყო მანდ, რამე ისეთი ნივთი, რომელიც თავის
ადგილას არ დაგხვდა?
- აბა მე, რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ქალამ. - არავის უკითხავს. შემოვედი
თუ არა, დამწვრის სუნი მიეცა და მერე კი იმ ოთახისკენ გახედვა კი არა, ხსენებაც არ მინდოდა.
- ქალი სამზარეულოში შეუძღვა ფიფოს. - აქ ყველაფერი, მე როგორც დავტოვე, ზუსტად ისეა!
ქალი სათითაოდ აღებდა უჯრებს და უფრო მეტად
ცდილობდა, დაეჯერებინა ეს დილის დაუპატიჟებელი სტუმარი, რომ თვითონ არაფერ შუაში იყო
და არც არაფერი დაუნახავს, მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდა ამ სახლში და სხვა დროს
რა ხდებოდა, არაფერი იცოდა.
ფიფოც უკმაყოფილოდ უქნევდა თავს, აქ მოსვლამაც
არაფერი მოუტანა, სულ ტყუილად გაისარჯა.
ქალი კი აქაქანდა, ნამდვილად დარწმუნდა, რომ
მას არაფერს აბრალებდნენ და უფრო მეტი შემართებით დაიწყო პატრონის დახასიათება. გაზეპირებული
ლექსივით ჩამოარაკრაკა, თუ რომელ საათზე, დგებოდა, საუზმობდა, სადილობდა.
- მძიმე წონის გამო, ექიმმა დიეტაც დაუნიშნა, ამიტომ
საღამოს მსუბუქად ვახშმობდა. სამაგიეროდ, გემრიელ სადილზე უარს არასდროს ამბობდა. ეჰ, გულკეთილიც
იყო, ის საცოდავი. - ამოიხვნეშა ქალმა. - მაცივარიც გამოვაღო?
ფიფომ დასტურის ნიშნად, თავი დაუქნია.
ქალი ერთხანს შედგა. აშკარა იყო, რაღაც შენიშნა.
- ჰა, აბა რა ხდება მანდ?
ქალი ყოყმანობდა და მერე როგორც იქნა, ამოღერღა:
- წინა დღით, სანამ ამ საცოდავს, ასეთ მდგომარეობაში აღმოვაჩენდი, სპეციალურად გადავინახე ბეკონის დიდი
ნაჭრები. ძეხვივით გადავახვიე, გამომცხვარი კერძისთვის. უყვარდა ცხონებულს და მინდოდა...
ქალმა ჯერ რეცეპტის ჩამოთვლა დაიწყო და მერე
როგორ მზადდებოდა, იმის მოყოლასაც შეუდგა.
ფიფოს ლამის გული შეუღონდა და ქალს შეაწყვეტინა:
- ხომ, და მერე სად წავიდა? იქნებ, გვიან მოშივდა? ღამით ადგა და შეჭამა?
- გამორიცხულია! ღამით არასდროს ჭამდა! თანაც,
ფაქტიურად უმი ხორცი იყო, ნახევრად მოხარშული. ორნაირი სადილი მაცივარში იყო და რაღა
მოუმზადებელს შეჭამდა? ცალკე, კარაქიც იყო, ყველიც. ხაჭოს ბლითებიც კი დავუცხვე...
ფიფომ იფიქრა, ახლა კიდევ ახალი რეცეპტის მოყოლა
არ დაიწყოსო და სასწრაფოდ შეაწყვეტინა:
- იქნებ, იმ სტუმარმა ქალმა შეჭამა?
- იქნებ, იმ სტუმარმა ქალმა შეჭამა?
- არა, ის ქალი გვიან ჩამოვიდა, მაშინაც ფეხზე ძლივს იდგა. ის გასაცოდავებული ბავშვიც მე
დავუძინე. ისეთი დასაბანი იყო საწყალი. ხელ-პირი კი, მაინც დავბანე და იმ ქალმა, ისეთი შემომიბღვირა, თითქოს მისი მონა ვყოფილიყავი.
- და რა უნდოდა?
- დაეგდოს დროზე, დაიძინოსო, ხვალ დილიდან ექმითან ვართ მისასვლელიო.
„მდაა, ასეთი რა სასწრაფო ვიზიტი იყო, თანაც უთენია კვირა დღეს?“
ფიფო ფიქრობდა, თუ მართლა ამ დანაშაულში, იმ სერიული მკვლელი ხელი ერია, მაშინ ის აქ ტყუილად არ მოვიდოდა, რადგან ალალბედზე, არასდროს მოქმედებდა და არც ამხელა სცენას დადგამდა. არ იყო ამ სახლში იყო, რაღაც სრული წესრიგი და არც ის ექიმი მოუვიდა, მაინც და მაინც თვალში.
„საკმაოდ ძვირიან ექიმთან, კერძო ვიზიტით ბინაზე მიჰყავს ბავშვი და თან კვირა დღეს, დილით და თან ვის?
ლოთ, აყროლებულ ქალს, დაუბანელი ბავშვით ხელში, სავარაუდოდ ცხადია, თუ ვინც დააფინანასებდა, მაგრამ რატომ? არც კი ენათესავება. რაღაც კი მოჩმახა იმ ლოთმა, მაგრამ მერე ვეღარ „გაიხსენა“, თუ რამდენად გარე „ბიძაშვილად“ ეკუთვნოდა მსხვერპლს. ის კი, საკმაოდ ძვირდღირებულ ექიმს უხდის ფულს და რატომ? რისთვის? ასეთი, რა გავალება ჰქონდა?“
- ბავშვი შემეცოდა. - განაგრძობდა ქალი. - დაღლილობისგან საჭმელიც
ცოტა ჭამა და მაშინვე ჩაეძინა. იმ ქალმა კი, ნახევარი ბოთლი არაყი ისე გადაკრა, ძლივს ორი
ლუკმა მიაყოლა. არც უკითხავს, ბავშვს ეძინა თუ არა. ეჰ, რამდენი უგულო ხალხი დადის ამ
ქვეყნად. ზოგი შვილს ნატრობს, და ზოგმა კი არ იცის, როგორ მოიშოროს თავიდან...
ფიფო უკვე აღარ უსმენდა, ქალის ქაქანს. ყველაფერი
ცხადი იყო, მკვლელმა მაცივრით ისარგებლა და ასე გააქრო სამხილები.
„და
მერე, ამით რა?
ისევ
არაფერი!
ისევ
და ისევ, ყრუ კედელთან მივყავარ კვალს, და იმის იქეთ არაფერია.
იქნებ მართლაც, ეს სულ სხვა დანაშაულია და მე ვისაც ვეძებ, ის აქ არაფერ შუაშია?“
ფიფომ დაახლოებით, თითქმის ლანდის დონეზე
იცოდა მკვლელის აღწერილობა. იმ ბიჭმაც, მხატვრის გოგონას კლასელმაც, რაღაც მსგავსი ტიპაჟი აღწერა.
„ნუთუ, მართლა ის მკვლელია?
ქალაქში
დადის მკვლელი მანიაკი და დღემდე გაურკვეველია, როგორ ირჩევს მსხვერპლს!
ისევ თავიდან ხომ არ გადავხედავ მასალებს?
ისევ თავიდან ხომ არ გადავხედავ მასალებს?
უკვე
მერამდენედ?!“
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/2294187277490223

No comments:
Post a Comment