36.
LEX. 2016 წლის 1 აგვისტო, ორშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1774810986094524
მხატვრის სახელოსნოდან მიმის გაუჩინარება, არავის შეუმჩნევია. თუმცა, არც ფიფო გაჩერებულა იქ დიდ ხანს. სასწრაფოდ სამსახურიდან დაურეკეს და ხელის ერთი აქნევით, ისე გამოემშვიდობა
ხალხს, რომ მათთვის ზედაც არ შეუხედავს.
მხატვარს ეგონა, რომ იქვე სადმე, მიმის მოწყენილ თვალებს წააწყდებოდა,
მაგრამ მისდა გასაკვირად, მიმიც ვერსად შენიშნა.
„გარეთ ხომ არ ელოდება?“
ღირდა კი ჩარევა ამ ორ ადამიანს შორის?
იქნებ, მიმის ქალური თავმოყვარეობის გამო უფრო
სწყინდა, ფიფოს ასეთი უყურადღებობა?
თუ?
მხატვარს თავზე დაათენდა, უკვე რაღა დროს ძილი იყო.
თუ?
მხატვარს თავზე დაათენდა, უკვე რაღა დროს ძილი იყო.
სტუმრებიც თანდათანობით გაიფანტნენ, კიდევ
კარგი სახლი არეულ-დარეული არ დაუტოვეს. თავად, სახლის მოწესრიგებით ნაკლებად იწუხებდა თავს.
- ფუუჰჰ! რა საშინელი სუნია აქ!
ოთახში შემოჭრილმა ქალმა, ჩვეულებისამებრ ქვაბი
მაგიდაზე დადგა, ფანჯრები ბოლომდე გამოაღო და ამრეზით გადახედა ყოფილ მეუღლეს:
- რა მძიმე ჰაერია! აქ კაცი კი, არა ვირთხებიც
კი დაიხოცებიან!
- ჰოდა, მაგიტომაც არ მყავს თაგვები. - ღიმილით
მიუგო მხატვარმა. - დაიხოცნენ!
ფანჯრიდან შემოსულ მზის სხივზე არეკლილი, ოთახის ნაცრისფერი
ბუღი, მართლაც მძიმე ღრუბელივით გადიოდა გარეთ.
მხატვარი ღიმილითა და მთელი სიამოვნებით შეჰყურებდა
ამ სანახაობას. ქალმა უკმაყოფილოდ გადმოხედა.
- ნეტა შენ, რაა. - ჩაილაპარაკა ქალმა. მერე
მაგიდის უჯრიდან აღებული ფული, ჩვეულებისამებრ გადათვალა და ოთხიდან გავიდა. კარში გასვლისას, ასევე ჩვეულებისამებრ შემოსძახა, ქვაბი არ დამიწვაო და გავიდა.
- ქვაბი! ქვაბი და ჯამ-ჭურჭელიიი! მეტი არაფერი
გადარდებს! - წაიბურტყუნა მხატვარმა და ფიქრიანი მზერა, კვლავ ოთახიდან გასულ ოხშივარს
გააყოლა.
ოჯახში, თავიდანვე „უვარგის სიძედ“ მიღებული, ასეთივე სახელით დარჩა ბოლომდე.
წლების მანძილზე, ცოლის მშობლების მოსაწონი ვერაფერი გააკეთა. სახლიდან წამოსვლისას კი, სიდედრის კუთვნილი ბინა, სახელოსნოდ იქირავა. ქირასაც პატიოსნად უხდიდა, ბავშვის სწავლის ფულსაც და ყველა კომუნალურ გადასახადსაც უფარავდა, რასაც მისი ყოფილი მეუღლე, მკაცრად აკონტროლებდა.
წლების მანძილზე, ცოლის მშობლების მოსაწონი ვერაფერი გააკეთა. სახლიდან წამოსვლისას კი, სიდედრის კუთვნილი ბინა, სახელოსნოდ იქირავა. ქირასაც პატიოსნად უხდიდა, ბავშვის სწავლის ფულსაც და ყველა კომუნალურ გადასახადსაც უფარავდა, რასაც მისი ყოფილი მეუღლე, მკაცრად აკონტროლებდა.
სამაგიეროდ კი ბონუსის სახით, ყოველდღე გემრიელი
სადილი მოჰქონდა.
მთელი ღამის უძინარ მხატვარს, კერძის არსებობა არც გაახსენდებოდა, მოგვიანებით ფიფო, რომ არ დადგომოდა თავზე.
მთელი ღამის უძინარ მხატვარს, კერძის არსებობა არც გაახსენდებოდა, მოგვიანებით ფიფო, რომ არ დადგომოდა თავზე.
ისე იყო ჩაფლული, ფიფოსვე დანატოვარ საქაღალდეში,
რომ მონიტორს თვალს ვერ აცილებდა.
საქმე იმაში იყო, რომ ფიფოს არაფერი დაუტოვებია, მხოლოდ აჩვენა და ტელეფონზე, როგორც კი დაურეკეს, მხატვრისთვის ერთი წუთიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ საქაღალდესთვის ჩუმად ასლი გადაეღო. ამ საქციელსაც თავისებური გამართლებაც ჰქონდა. ფიფოს იშვიათად ეცალა და აბა ასე თავზე დადგომითა და ჩქარა-ჩქარათი, რა უნდა გაერკვია. ამ საქმემ კი ძალიან დააინტერესა, ადრე ასე ახლოს არასოდეს ჰქონია შეხება ასეთ რამეებთან.
მკვლელის პიროვნებამ ჩააფიქრა. სურვილი გაუჩნდა, თავისივე წარმოდგენით დაეხატა მისი სახე.
საქმე იმაში იყო, რომ ფიფოს არაფერი დაუტოვებია, მხოლოდ აჩვენა და ტელეფონზე, როგორც კი დაურეკეს, მხატვრისთვის ერთი წუთიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ საქაღალდესთვის ჩუმად ასლი გადაეღო. ამ საქციელსაც თავისებური გამართლებაც ჰქონდა. ფიფოს იშვიათად ეცალა და აბა ასე თავზე დადგომითა და ჩქარა-ჩქარათი, რა უნდა გაერკვია. ამ საქმემ კი ძალიან დააინტერესა, ადრე ასე ახლოს არასოდეს ჰქონია შეხება ასეთ რამეებთან.
მკვლელის პიროვნებამ ჩააფიქრა. სურვილი გაუჩნდა, თავისივე წარმოდგენით დაეხატა მისი სახე.
„ნეტა, როგორი გამომეტყველება ექნება? ან როგორი თვალებით იხედება?“
ფოტოების თვალიერებისა და ბევრი კირკიტის
შემდეგ, მხატვარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მკვლელი, საკუთარი სისასტიკის გამოსავლენად, არ აკეთებს ამას.
„შესაძლოა, დანაშაულის ჩადენის მომენტში, იგი თავადაც იტანჯება და ყველაფერს მსხვერპლთან ერთად
განიცდის.“
მთელი დღის ნარბენ და გადაღლილ ფიფოს, კუჭი
უყურყუტებდა და ქვაბს თვალს არ აშორებდა. მხატვარიც მიუხვდა და თან, ერთი სული ჰქონდა,
სანამ ფიფო დაინახავდა მონიტორზე რაც ხდებოდა, დროულად უნდა გაეტყუებინა ოთახიდან.
- აუ, თუ არ გეზარება გააცხელე რაა! ვისადილოთ,
მშია!
ამით, საქაღალდის ჩამალვაც მოასწრო და თან
ქვაბი არ დაწვაო, ისიც მიაძახა, რასაც ფიფოს სიცილიც მოჰყვა.
- მოგეწონა გუშინდელი სპექტაკლი?
- არ მინახავს. ვერ მოვუსწარი. დავჯექი თუ
არა, ტაშიც გაისმა და დამთავრდა.
- აჰა, ესე იგი, შენი დაგვიანება, აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს!
- აჰა, ესე იგი, შენი დაგვიანება, აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს!
ფიფომ საპასუხოდ გაუღიმა.
მხატვარმა კი ჩაილაპარაკა:
- მდაა, პირად ტრაგედიას, თეატრალურ დრამად
აქცევს.
- რა?! რა თქვი?!
- არაფერი ისეთი, შენს საქმეზე ვფიქრობდი.
- მერე? მითხარი რამე საინტერესო.
- ვფიქრობ რა. - მხატვარმა გაუპარსავი წვერი
მოიქექა. - ისე შენ, როგორ იწყებ ხოლმე ძიებას? რა პრინციპით?
- უჰ! - ამოიხვნეშა ფიფომ. - ჯერ ფაქტები
და მასზე ტვინის ჭყლეტა! მერე ვინმეს თუ ჩაავლებ მოწმის ვარიანტში, იმისთვის ცალკე ტვინის
ბურღვა! - ფიფო გაჩუმდა. სიგარეტს მოუკიდა და განაგრძო. - მოტივი, საშუალება, ხელსაყრელი
მომენტი! საერთოდ, უამრავი რამ უნდა გაითვალისწინო და არაერთხელ გადაამოწმო!
- ჰმ. - ჩაეღიმა მხატვარს. - და მერე?
- რა
მერე? - ფიფომ ჭიქა გამოცალა. - ამ სერიულ დანაშაულებებში, არც ერთი არ არის სპონტანური
და აფექტის შემთხვევა!
- ესე იგი, უკვე წინასწარ იცის რაზე მიდის!
- ჰო! მასეა! - დაუდასტურა ფიფომ. - საერთოდ, სერიოზულად
მიმართული მკვლელი, შემთხვევით მსხვერპლს არ ირჩევს! მშვენივრად კარად იცის, ვისთან,
სად და როდის მივიდეს! და იცი კიდევ, რაშია საქმე?
- აბა?
- ყველაზე მეტად, სერიული მკვლელისთვის, მსხვერპლის
სახლშივე თავდასხმა საუკეთესო ვარიანტია!
- ვაა.., - მხატვარმა წარბები ასწია.
- ასეა! უფრო მეტად უძლიერებს მას კონტროლის
გრძნობას მსხვერპლზე! სახლი! ოჯახი! სამაგიეროს გადახდა ოჯახის მიმართ! რაღაც ასეთი
არსი დევს მის ქმედებებში და მშვენივრად იცის, რომ კარგად ორგანიზებულ და სწორად დაგეგმილი
ქმედებით, ზუსტ შედეგს მიიღებს!
- ჰო! ეს ჩანს, რომ კარგად იცის მკვლელმა! - თავი დაუქნია მხატვარმა.
- საკმაოდ ჭკვიან და გამჭრიახ დამნაშავესთან
მაქვს საქმე! ამიტომაც მჭირდება, განსხვავებული აზრი, განსხვავებული პროფესიის ადამიანისგან.
- ფიფო გაჩუმდა.
მხატვარმა შეიფერა, სახეზე ღიმილიც კი მოეფინა:
- ზოგჯერ არასტანდარტულმა აზროვნებამ, იმ კვანძის
გახსნამდე შეიძლება მიგიყვანოს, რითაც ჩვეული მეთოდით ვერ ჩაწვდები.
- შენი იმედი მაქვს! - სიცილით მიუგო ფიფომ.
მერე კი უფრო სერიოზული სახით დაუმატა. - არა ისე, მართლა.
- თითქოს სადისტია?
- ???
- უცებ კი არ კლავს! - ემოციურად წამოიძახა
მხატვარმა. - არამედ, ახრჩობს და როგორც ვიცი, ცოტა დროსაც წელავს, ხომ?
- კი, ექსპერტის დასკვნით, დროს მართლაც წელავს
და უსისხლოდ კლავს, თუმცა სადიზმი, სხეულის დაჭრით და დაზიანებითაც შეიძლება იყოს გამოხატული.
- ფიფომ სიგარეტს მოუკიდა. - სერიული მკვლელების უმრავლესობას, იმდენად უყვართ სისხლი,
რომ მის დანახვაზე იგზნებიან, მეტი აზარტი ემატებათ, ცდილობენ მკვლელობის პროცესმა,
რაც შეძლება მეტ ხანს გასტანოს, ზოგჯერ კი იმდენად ერთობიან, რომ სპეციალურადაც კი
ტოვებენ სისხლით დახატულ რამე კვალს კედელზე, ან სადმე შესამჩნევ ადგილას, რომ ამით, დემონსტრირება გაუკეთონ თავიანთ ნამოქმედარს!
- ასე ვთქვათ, „შედევრს!“ - ჩაურთო მხატვარმა.
- ჰო! - დაუდასტურა ფიფომ და თავისივე გაწყობილი
სუფრის ალაგებას შეუდგა.
მხატვარს არც ახლა შეუწუხებია თავი.
- ცხადია, ამ შენს მკვლელს, სისხლი არ უყვარს და შეიძლება. სულაც ეზიზღება კიდეც! - მხატვარი სიგარეტის კოლოფს დასწვდა. - და იქნებ, ვერც იტანს სისხლის
დანახვას? ისე ხომ შეიძლება, მკვლელობა არც უნდოდა და რაღაცამ აიძულა?
- ეგ შეიძლება ერთხელ! შემთხვევით, ან თავდაცვისას
შემოგაკვდეს ვინმე, მაგრამ როცა უკვე რამდენიმე მსხვერპლია მის კისერზე, აქ უკვე, რაღაცამ
აიძულაო, აღარ გამოდის. - ირონიულად გახედა ფიფომ.
- ჰო, სისულელე ვთქვი, არა? - გაეცინა მხატვარს.
- იქნებ, აღარც უნდა ამდენი მკვლელობა, მაგრამ თავს ვალდებულად თვლის?
- მერე? ასეთი ვინ და რა დაავალა?! - ცინიკურად
მოუჭრა ფიფომ.
- დაისახა რაღაც მიზანი! - არ ცხრებოდა მხატვარი.
- ეს მიზანიც კი გასაგებია, შურისძიებაა!
- განა რა შეემთხვა ასეთი, რომ მკვლელად იქცა? - უსიამოდ დაიჯღანა ფიფო.
- განა რა შეემთხვა ასეთი, რომ მკვლელად იქცა? - უსიამოდ დაიჯღანა ფიფო.
- ისე, რომ იცოდე, დარდს იმდენად შეუძლია
წიხლქვეშ გაგიდოს, რომ მიწასთან გაგასწოროს და შეიძლება ისეთი რამ ჩაგადენინოს, რასაც
ადრე არასოდეს იფიქრებდი და ისე გატკინოს, რომ...
- ყველას გვტკივა! - გააწყვეტინა ფიფომ.
- რაღაც გარკვეული დოზით, ყველას გვტკივა, მაგრამ ყველამ რომ სამაგიერო უხადოს ერთმანეთს,
რა გამოვა მაშინ?
- გააჩნია ტკივილსაც, ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ გკლავს და აბა მკვდარმა გულმა, რა უნდა აპატიოს, როცა თავადაც აღარ არსებობს!
- ასე ხომ შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი გახდეს
მკვლელი?! - არ ჩამორჩა ფიფო. - და თავი, ათასი
მიზეზით იმართლოს!
- არა, ყველა ვერ გახდება მკვლელი! - თავი
გააქნია მხატვარმა. - რადგანაც არსებობს ის რაღაც ზღვარი, რომელსაც ზოგი გადადის და
ზოგი არ გადადის!
ფიფომ ამოიხვნეშა. სიგარეტის კოლოფს სწვდა.
რამდენიმე ნაფაზი ღრმად მოქაჩა და ჩუმი ხმით განაგრძო:
- ჩვეულებრივ, სერიული მკვლელები, განსაზღვრულ
ტიპაჟს ირჩევენ. ძალიან ხშირად, ყოველ მსხვერპლს, რაღაც ერთი მაინც აქვთ საერთო, უფრო
მეტად კი ეს გარეგნული ნიშნებია, რაღაცით აგონებს მას, ვისი გულისთვისაც, ხათრითა თუ
შურისძიებით სჩადის ამას! - ფიფომ სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა. - ჩემს საქმეში კი, სადღაც მიახლოებული ასაკისა, სხვა საერთო არაფერი აქვთ მოკლულებს!
- ალბათ, მკვლელის ცხოვრებაში, თავის დროზე, რაღაც გარკვეული უარყოფითი როლი ითამაშეს, რამაც ასევე, რაღაც უარყოფითი შედეგი გამოიწვია.
- და იმდენად უარყოფითი შედეგი იყო ეს, რომ
თავის დროზე, თვითონ მსხვერპლი, დღეს მკვლელად
იქცა! და არც ის არის გასაკვირი, რომ მოკლულები, ერთმანეთს შეიძლება არც კი იცნობდნენ!
- ფიფო გაჩუმდა.
მხატვარიც ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, ბოლოს
კი ამოილუღლუღა:
- თავად შექმნეს მონსტრი, რომელმაც სათითაოდ
თავადვე მოუღო ბოლო მათ!
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1774810986094524

No comments:
Post a Comment