25.
- ხშირად, აღმზრდელებისა თუ მშობლების სისასტიკე, აღზრდილის
სულზე აისახება და იმდენად ძლიერ კვალს აჩენს, რომ მისი დეფორმირებული სული, თანდათან
სხეულზე გადადის და ამის შედეგად, სახეც დეფორმირებული უხდება. გამომეტყველება, ქმედება, ქცევა და
ამ დეფორმაციას უკვე, ბოროტება ჰქვია და სათავეს, სწორედ იმ ჩანასახიდან იღებს, როცა
მისი სულის წეწვა დაიწყო. - მხატვარმა სიგარეტს დაუწყო ძებნმა, მაგრამ ამაოდ, ყველა
კოლოფი ცარიელი აღმოჩნდა.
მიმიმ თავისი სიგარეტი გაუწოდა:
მიმიმ თავისი სიგარეტი გაუწოდა:
- ვიცი, მენთოლიანს შენ არ ეწევი, მაგრამ...
- არაუშავს, წავა.
მხატვარი სავარძელს დაუბრუნდა, სიგარეტს მოუკიდა
თუ არა დაიჯღანა:
- ამას მართლა, როგორ ეწევი?
- ხანდახან შეიძლება. ამ ბოლო დროს, ისევ დავიწყე.
- ჰოდა, სად გავჩერდით?
- დეფორმირებული სულიო და...
მხატვარი ცოტა ჩაფიქრდა, რამდენიმე ღრმა ნაფაზი
დაარტყა და გააგრძელა:
- იყო ერთი ასეთი - „იმაე“ (imae) - სულელი სოფლის გიჟი. ისეთივე გიჟი, როგორც სხვა ყველა
სოფელს ჰყავს, თითო გიჟი!
მიმის გაეცინა.
მხატვარმა კი განაგრძო:
- ჰოდა, მისი ბატონი, კარგად განათლებული
და სწავლული კაცი, საკმაოდ მკაცრი და სასტიკი იყო. განსაკუთრებით კი, დაბალი
კლასის, თავისი სულელი მსახურის მიმართ, მაგრამ „იმაე“
- პერსონაჟია, თუმცა სინამდვილის წიაღიდან წარმოჩენილი, მაგრამ მაინც პერსონაჟია და
არასოდეს არ არის ბოროტი! პირიქით, უბოროტო და უანგარო მსახურია და სამიზნეა, სწავლული
ბატონის სიბოროტისა და ღვარძლისა.
- ჰმ.
- ჰმ.
- ჰო, მასეა! სამწუხაროდ, ერთისთვის კომედიის
თამაში, მეორესთვის შეიძლება, ტრაგედიაც იყოს! - მხატვარმა ახლა ყავის ცარიელ ფინჯანს
ჩახედა.
მიმი მკვირცხლად წამოხტა:
- ახლავე მოვამზადებ!
მხატვარს გაეღიმა. სიამოვნებით მიირთმევდა
მიმის მომზადებულ ყავას, მით უფრო, რომ წამოდგომის თავიც არ ჰქონდა. მთელი ღამის ნათევს,
მერე მთელი დღე ეძინა და კიდევ დიდ ხანს გააგრძელებდა ძილს, მიმი რომ არ დადგომოდა
თავზე.
მხატვარმა მოუბოდიშა, მხოლოდ ყავის და ერთი
კრუასანის მეტი, ვერაფერი ვიყიდე. ფული არ მქონდაო და ენაზე იკბინა კიდეც. ამით ხომ, ფიფო ჩაუშვა. თუმცა, უმალ გამოასწორა. მეძინებოდა, ვეღარ გავძელიო, ფიფო დარჩა საქმე
გააგრძელაო და მიმიც დამშვიდდა. თუმცა, სულაც არ უნერვიულია, მაგრამ მხატვარმა ასე ჩათვალა
და მშვიდობის მტრედი აუფრინა წყვილს.
„მალე
დაღამდება და არც კი დაურეკავს. ვინ იცის? იქნებ, როგორი დაღლილი მივიდა სახლში. იყოს
დაისვენოს, თვითონ დარეკავს, როცა გამოიძინებს. ჰმ, და მხატვარი როგორ იცავს, თითქოს
მართლა ვეჭვიანობდე.“
სწორედ ამ დროს, როცა მიმი, ყავის სამზადისის დროს ფიქრებში იყო, ფიფოც სახელოსნოს კარს მოადგა და კიდევ ერთი ყავის შეკვეთაც მისცა, მერე „თავის სავარძელში“ მოკალათდა და მხატვარს შეხედა:
- აბა, რას გვეტყვით ექსპერტო!
ორივეს გაეცინა. მიმიმ ცხელი ყავა შემოიტანა და ფიფოს მოტანილი ნამცხვრები გაანაწილა.
- მართალია, კრუასანები დილით ვერ მოგართვი, მაგრამ სამაგიეროდ, საღამოს გამოვასწორე! - აროხროხდა ფიფო. - ისე მართლა, ხომ გამოვასწორე? იმედია ჩამეთვალა!
- ყურებამდე გაიკრიჭა და პაკეტიდან, სიგარეტის რამდენიმე კოლოფი და კონიაკის ბოთლიც
ამოაძვრინა.
მიმი ბედნიერი სახით უღიმოდა. ამან უფრო ხალისი
შეჰმატა ფიფოს და უფრო მეტი შემართებით შეუდგა თავის მართლებას:
- სახლამდე არ მომაყვანინა თავი! გზაშივე
ჩამოვიდა, თორემ გამახსენდებოდა შენი კრუასანი და გამოვატანდი. თანამშრომელიც მანქანაში
მეჯდა სახლში უნდა გამეყვანა...
მიმიმ რაღაცნაირი, გამჭოლი მზერა სტყორცნა მხატვარს. ფიფოს არაფერი შეუნიშნავს, მხატვარი კი შეცბუნდა. ტყუილში გამოიჭირეს. მართალია, სულ უმნიშვნელო, თითქოს არაფერის მთქმელი, მაგრამ მაინც ტყუილი იყო და მაინც, რაში დასჭირდა?
მიმიმ რაღაცნაირი, გამჭოლი მზერა სტყორცნა მხატვარს. ფიფოს არაფერი შეუნიშნავს, მხატვარი კი შეცბუნდა. ტყუილში გამოიჭირეს. მართალია, სულ უმნიშვნელო, თითქოს არაფერის მთქმელი, მაგრამ მაინც ტყუილი იყო და მაინც, რაში დასჭირდა?
„მეგობრად
ვთვლი... ფიფოზე მეტად უფრო ვენდობი... რაღაცას უაზროდ, რატომ მატყუებს?.. რომ ეთქვა,
ნუთუ ვერ გავუგებდი?.. რა იყო აქ ასეთი გაუგებარი და უთქმელი?.. თუ ვინ იყო?..“
და უცებ სპონტანურად, ყოველგვარი ცერემონიის
გარეშე მიმის ნასროლმა სიტყვებმა, ორივე ბიჭი ადგილზე გააქვავა.
- მოდით, შევთანხმდეთ! ტყუილები ერთმანეთს
არასდროს ვუთხრათ! - და უცებ თავადვე შერცხვა, წამოწითლდა.
თითქოს მხატვრის თვალები ეუბნებოდნენ,
„ნუთუ, პირველი მატყუარა შენ არ ხარ?.. რატომ არ უყვები ფიფოს, სადარბაზოში გადამხდარი ამბებსო...“
წამიერი სიჩუმე, საშინელი გამოდგა. მეგობრები
ერთმანეთს თითქოს მტრებივით, მაგრამ მაინც დარცხვენით შეჰყურებდნენ.
პირველად მხატვარი მოეგო გონს:
- კარგი, რა? რა მოხდა ასეთი? მხოლოდ ის ვთქვი,
რომ დაღლილი ვიყავი და წამოვედი! ფიფო დავტოვე! ნუ გზაში დავტოვე და რა მოხდა მერე? ისეთი
დაღლილი ვიყავი და ისე მეძინებოდა, დეტალების მოყოლის თავიც კი არ მქონდა. რა მოხდა?
დავაშავე რამე?
ყველას გაეცინა. სამივემ ამოისუნთქა. თავ-თავის
წილი საიდუმლო, ყველას ჰქონდა და მისი გამომზეურების არც დრო იყო და არც სურვილი.
ყველაზე მეტად კი მიმი წუხდა. ვინ ექაჩებოდა
ენაზე? კიდევ კარგად გამოძვრა სიტუაციიდან. საშინლად ბრაზობდა საკუთარ თავზე.
„სინდისზე
და ღირსებაზე მიდგა საქმე. აქ კი, ყველას ჩასვრილი გვაქვს. ჯერ საკუთარ ცოდვებს უნდა
მიხედო, სანამ სხვას განიკითხავ, ჯერ საკუთარ სულში უნდა მოიძიო...
ნიღბის
ქვეშ ვიმალებით!
ოჰ
ისევ ეს ნიღაბი...
ისე, რა საყვარელი ბიჭია, ზოგჯერ მგონია, რომ ფიფოზე მეტად, მასთან უფრო მიხარია დროს გატარება...
ზოგჯერ
კი არა და უფრო ხშირადაც...“
ბიჭები საუბრობდნენ. მიმის არც ესმოდა, რასგან მხატვარს
ახალი თვალით აკვირდებოდა და თავის ფიქრებში იყო.
„სიმპათიურიც
ყოფილა...
ახლა
შევამჩნიე...“
LEX. 2016 წლის 27 ივნისი, ორშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1761250534117236/?type=3&theater
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1761250534117236/?type=3&theater

No comments:
Post a Comment