19.
პირველი დღიდანვე მოხიბლა ამ საოცარ თვალებიანმა გოგომ, ყველზე მეტად კი მისმა შინაგანმა სამყარომ გააოგნა.
დაბნეული დაბორიალობდა ბაღში და გადაყოლილი იყო ვარდების მოვლას, მართლაც მთელი გულით მუშაობდა და თან სულ ცდილობდა ჩუმ-ჩუმად დადას ახლოს ეფუსფუსა. დადა კი იმ პერიოდში საერთოდ ვერც კი ამჩნევდა, თუმცა როცა საჭირო გახდა, ყურადღებაც მიაქცია დამცველადაც მოევლინა და თანაც არა ერთხელ.
პატრონმაც მის მიმართ როგორი საოცარი სითბო გამოავლინა. სულ სხვა რამეს ელოდა და სულ სხვაგან, თითქოს უცხო სამყაროში მოხვდა. ეგონა დახვდებოდნენ სიღატაკიდან გამოსული, გვიან გამდიდრებული ზედმეტად გაამპარტავნებული ხალხი. ის ხალხი ვინც სიმდიდრის გემო გვიან იგემა, მერე თავიანთი წარმომავლობაც მიივიწყა და ახლა აქეთ ქედმაღლურად გადმოჰყურებდა ერთ დროს თავისავე ტოლსა და სწორს.
უგო კი თავის დროზე პროფესიონალი ქილერი, ძალიან უბრალოდ და მარტივად გაება მახეში. ისე და ისეთ დროს, რომ არც კი მოელოდა. თავად ქალების გულთამპყრობელი, აქეთ გახდა ქალის ტუსაღი და თავის დაღწევასაც ვეღარ ახერხებდა. მისთვის შეყვარება არ იყო უჩვეულო. ვისთანაც შედარებით დიდ ხანს ჩერდებოდა, თავისებურად უყვარდა კიდეც, თუმცა ცდილობდა ზედმეტად არ შეჩვეოდა მათ, ძალიან ადვილადაც აქცევდა ზურგს და მალევე ივიწყებდა კიდეც.
ამას უფრო მეტად თავისი საქმიანობა აიძულებდა, როგორც კი შეიგრძნობდა, რომ უკვე ზედმეტად მიეტმასნა პარტნიორს, უმალ ისე ტოვებდა იქაურობას, უკან არც იხედებოდა.
დადასთან კი წასასვლელად კი არა მართლაც გასაქცევად ჰქონდა საქმე, მაგრამ ძალიან დიდ ხანს ვერ ერეოდა თავს. ვერა და ვერ მოთოკა გრძნობები.პირველი დღიდანვე მოხიბლა ამ საოცარ თვალებიანმა გოგომ, ყველზე მეტად კი მისმა შინაგანმა სამყარომ გააოგნა.
დაბნეული დაბორიალობდა ბაღში და გადაყოლილი იყო ვარდების მოვლას, მართლაც მთელი გულით მუშაობდა და თან სულ ცდილობდა ჩუმ-ჩუმად დადას ახლოს ეფუსფუსა. დადა კი იმ პერიოდში საერთოდ ვერც კი ამჩნევდა, თუმცა როცა საჭირო გახდა, ყურადღებაც მიაქცია დამცველადაც მოევლინა და თანაც არა ერთხელ.
პატრონმაც მის მიმართ როგორი საოცარი სითბო გამოავლინა. სულ სხვა რამეს ელოდა და სულ სხვაგან, თითქოს უცხო სამყაროში მოხვდა. ეგონა დახვდებოდნენ სიღატაკიდან გამოსული, გვიან გამდიდრებული ზედმეტად გაამპარტავნებული ხალხი. ის ხალხი ვინც სიმდიდრის გემო გვიან იგემა, მერე თავიანთი წარმომავლობაც მიივიწყა და ახლა აქეთ ქედმაღლურად გადმოჰყურებდა ერთ დროს თავისავე ტოლსა და სწორს.
უგო ბავშვობის წლებიდანაც ვერ იტანდა გაამპარტავნებულ და ცხვირაწეულ ხალხს. იმდენად სძულდა, რომ თვალს არ დაახამხამებდა ისე გამოასალმებდა პატრონსა და მერე მის შთამომავალს სიცოცხლეს, მაგრამ შეცდა. მამულში მოსვლის დღიდანვე სულ სხვა ხალხს გადაეყარა და მისი ცხოვრებაც სულ სხვანაირად ამოყირავდა. ყველანი თბილად იყვნენ მის მიმართ განწყობილი, არც არავისგან უგრძვნია დამცირება. თითქოს მსოფლიოში ყველაზე მზრუნველ და სათნო ხალხს ყველას ერთად ამ ერთ მამულში მოეყარა თავი.
ერთადერთი ზეკი იყო, ვისგანაც სახრის სიმწარე იგემა, თუმცა მის საქციელსაც ამართლებდა. ბიჭი დადას იცავდა, მის ადგილას არც თავადაც მოიქცეოდა ნაკლებად. მას მერე ზეკი ახლოსაც აღარ გაჰკარებია, მაგრამ შორიდან მაინც უტრიალებდა და ათვალიერებდა. ზოგჯერ კი ზედმეტად ძლიერადაც გრძნობდა მის დაჟინებულ მზერას, მაგრამ უგო თავს ისე მოისაწყლებდა და ისე გულმოდგინედ ჩაეფლობოდა საქმეში, რომ ზეკიც მერე თავს ანებებდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ბოლომდე არ ენდობოდა ამ უბადრუკ მებაღეს და მაინც ეჭვის თვალით უყურებდა.
თავიდან უგოს უნდოდა იმავე ძონძებშივე დარჩენილიყო, რითაც მოვიდა. უძლურად და საცოდავად მოაჩვენა ხალხს თავი, მაგრამ პატრონების მსგავსად მსახურებიც სიკეთით აღსავსენი აღმოჩნდნენ. მართალია ძველმანებით, მაგრამ მაინც ნაირ-ნაირი ტანსაცმლით შეეცადნენ შეემოსათ, მან კი ყველაზე გაქუცული და გაცრეცილი უფორმო სამოსი შეარჩია, რომ რაც შეიძლებოდა ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო მისი გარეგნობა. ასე მოუვლელი თმითა და გაბურძგნული წვერით, კიდევ უფრო უბადრუკი შესახედი ხდებოდა.
საცხოვრებლადაც ცალკე მოშორებით ყველაზე ცუდი ალაგი შეარჩია. მშვენიერ ოთახს სთავაზობდნენ, მან კი ადამიანურ საცხოვრებელზე უარი სთქვა და რაღაც ცხოველის სადგომი აირჩია ღამის გასათევად.
თავიდან მსახურებს ძალიან უკვირდათ მისი ასეთი ახირება, მერე შეეჩვივნენ და აღარც კითხულობდნენ. ზოგმა ისე იფიქრა, ზოგმა ასე და საბოლოოდ ყველა შეეგუა და აღარავინ აღარ აქცევდა ყურადღებას, თუმცა დადას უცნაურობების შემყურე მამულში მცხოვრებ ხალხს რამე გააკვირვებდა განა?
დადას დახმარებით იმ ღამეს მებაღემ, როგორც იქნა გააღწია თავი ოქროს გალიიდან. მთვარის შუქზე მიიკვლევდა გზას. გული და სული კი დადასთან რჩებოდა.
წამოვიდა
გამოიქცა იქიდან.
იქიდან, სადაც ყველანაირი სიკეთე და სიყვარული ერთად შეიგრძნო, სწორედ ის ადგილი დატოვა და წავიდა.
წავიდა ისე, რომ უკან არც მოუხედავს.
როდესაც დავალების შესრულებაზე კატეგორიული უარი თქვა და ოჯახის განადგურების მაგივრად, პირიქით დადას დაცვა გადაწყვიტა, დამკვეთებს შეუთვალა:
„რაღაც აგერიათ, დარწმუნებული ვარ შეგეშალათ, სულ სხვა ოჯახში გამგზავნეთო.“
და ამისთვის დაისაჯა კიდეც, რადგან დამკვეთმა ძალიან კარგადაც იცოდა, თუ ვის მიუგზავნა მკვლელი.
LEX. 2016 წლის 4 მარტი, პარასკევი.
No comments:
Post a Comment