პიპას
სწორედ მაშინ შეეღვიძა, როდესაც ვიღაცის შემოსვლა იგრძნო ოთახში და
არც იმდენად რთული გამოსაცნობი იყო ასე უთენია, თუ ვინ დაადგებოდა მიმის საძინებელში.
ისევ მიმის ოთახში მოუწია ღამის გატარება და მთელი დღის გადაღლილს, უკვე ჩვეულებისამებრ საწოლის კუთხეში მიწოლილს დაათენდა თავზე. მიმის კი ამ დროს, მშვიდად ეძინა. დიმეოს შემოსვლა არც გაუგია. სამაგიეროდ, პიპა მაშინვე მიხვდა, რომ ბავშვი თავს წაადგა და უკანვე გავიდა. თითქოს ადრეც შეამჩნია მსგავსი რამ. არაერთხელ შეეღვიძა იმის გამო, რომ თითქოს მართლა ოთახში ვიღაც შემოვიდა, მაგრამ თვალის გახელისთანავე უკვე არავინ ჩანდა. ახლა კი, აშკარად იგრძნო, ჯერ როგორ გადაეფარა ჩრდილი თვალებზე და მერე ისევ როგორ განათდა.
ყველაზე მძიმე დღეში ახლა მიმი იყო. ცდილობდა არ ენერვიულა, ყოველთვის ხალისიან განწყობას ინარჩუნებდა, მაგრამ როგორც კი დაღამდებოდა, სწორედ მაშინ იპყრობდა რაღაც ქვეცნობიერი შიში, რომელიც ძილის საშუალებას არ აძლევდა. ხან წიგნით ცდილობდა თავი შეექცია, ხანაც ფილმს ჩართავდა, მაგრამ როგორც კი ძილი მოერეოდა და უკვე ჩაძინების პირას იყო, მაშინვე რაღაც სევდა შემოუტევდა და უნებურად ფხიზლდებოდა. ამის მერე საწოლში გაჩერებაც რაღაც შიშს გვრიდა, ამიტომ ასე შუაღამით წამოდგებოდა და ოთახებში სიარულს მოჰყვებოდა. ჯერ დიმეოს შეუხედავდა, თუ როგორ ტკბილად ეძინა, მერე უკვე ფიფოსთან შევიდოდა, სადაც როგორც ყოველთვის, პიპა სრულიად ფხიზელი ხვდებოდა. მიმიც სარგებლობდა ამით და ათას რამეს მოაყოლებდა, დრო რომ გაეყვანა. პიპაც დაუზარებლად ქაქანებდა მიმის საამებლად, მერე საწოლამდეც კი მიაცილებდა და სანამ არ ჩაიძინებდა არ ტოვებდა. ხშირად კი თავადაც იქვე ეძინებოდა. დილით გაღვიძებულ მიმის პიპა უკვე იქ აღარ ხვდებოდა, თუმცა არც კი იცოდა, უკვე მერამდენედ უთევდა იქ ღამეს.
დიმეოს რაღაც უხასიათობა დაეტყო. მიმიმ მაშინვე შეამჩნია. ალბათ აქ მოეწყინა ბავშვს და თავის სახლში, ქალაქში ურჩევნიაო, ფიქრობდა. მოგვიანებით კი დიმეოს უხასიათობას, უკვე მისი უზნეობაც მოჰყვა. ბავშვი უზრდელურად იქცეოდა და უფროსების კითხვებზეც ღრენით პასუხობდა და ბოლო პასუხი, სულ ფეხებზე მკიდიაო, უხეშად დედას რომ მიაძახა და თავის ოთახში შეიკეტა, აი უკვე მაშინ პიპაც ჩაფიქრდა.
- რა ეტაკა ამ ბავშვს? - გაკვირვებული ხმით იკითხა მიმიმ.
- მგონი, ჩვენზე ეჭვიანობს. - მშვიდად მიუგო პიპამ.
- რაა?! - შეიცხადა მიმიმ. - როგორ ბედავს, რომ... რომ... - მიმი წამოდგომას შეეცადა.
- მე დაველაპარაკები. - შესთავაზა პიპამ თუმცა ადგილიდან არც დაძრულა.
- მერე, მიდი. დაელაპარაკე. - მიმიმ ვეღარ მოითმინა.
პიპას არც ამჯერად უცდია წამოდგომა.
მიმიმ კითხვის თვალით შეხედა.
- გვიან დაველაპარაკები. - კვლავ მშვიდად მიუგო პიპამ. - იყოს, ეგონოს რომ შერჩა.
- შენი მეთოდები, მკლავს რაა. - ღიმილით გააქნია თავი მიმიმ. - და მაინც, საიდან მოიტანე, რომ ჩვენზე რაღაც ცუდად იფიქრა?
- რამდენჯერმე ჩამეძინა შენს საწოლზე და ვფიქრობ, იმდენჯერვე გვნახა ერთად რომ ხვრინავდით.
- მე ვხვრინავ?! - შეიცხადა მიმიმ.
- არა. არა! - გაეცინა პიპას. - და იმედია, არც მე ვიცი ხვრინვა.
- შენ საერთოდ როდესმე გძინავს?
- აი, სწორედაც რომ მეძინა, მაგიტომაც დამადგნენ თავს! - ცალყბად გაეღიმა პიპას.
მიმი ცმუკავდა, ერთი სული ჰქონდა, სანამ დაღამდებოდა და პიპა დიმეოს დაელაპარაკებოდა ან რაზე უნდა ელაპარაკა? ისევ სჯობს, მე ავუხსნაო, კვლავ გადაწყვიტა მიმიმ, მაგრამ პიპამ ისევ შეაჩერა.
- შენ რომ ახლა ბავშვს ახსნა-განმარტება დაუწყო, მაშინ უეჭველი თავის მართლება გამოგდის.
- და რა მჭირს თავის გასამართლებელი?! - გაწიწმატდა მიმი.
- არც არაფერი, მაგრამ მაინც ასე გამოჩნდება. - კვლავ დინჯად მიმართა პიპამ. - ამიტომ გვაცალე, კაცურად უნდა გავურჩიო საქმე. ხომ ვაჟკაცურად მოაქვს თავი, ჰოდა ახლა მართლა იკაცოს და ნახოს როგორია ნამდვილი ვაჟკაცობა.
მიმიმ თავი დაუქნია, თუმცა მაშინვე შუბლშეკვრით მიმართა:
- და კაცურად საქმის გარჩევა, რას ნიშნავს? უნდა იჩხუბოთ?
- არა, დუელში ვიწვევ. - პიპას გულიანად გაეცინა. - მიმი, ფიფოზე რომ გეფიქრა, კიდევ ჰო, მაგრამ ბავშვს მუშტი-კრივს ხომ არ გავუმართავ? თუნდაც იმაზე, რაც მართლა მოეჩვენა და ასე ცუდად იფიქრა.
მოსაღამოვდა. ბავშვი სავახშმოდაც კი არ გამოსულა თავისი ოთახიდან. დიმეოს, როგორც ზედა სართულზე, ასევე ქვედა სართულზეც ჰქონდა იგივე განრიგით ოთახები, საძინებელი თუ სამეცადინო. ზედა სართულზე ნაკლებად ადიოდნენ, რადგან მხატვრის საბოლოო გადმობარგებას ელოდნენ. მიმის ისედაც უჭირდა კიბეზე ასვლა, ფიფოც ქვემოთ ჰყავდა და ამიტომაც ზედა სართულსა და მანსარდას დროებით აღარ იყენებდნენ, მით უმეტეს, რომ ქვემოთ უფრო კარგად თბებოდნენ. შიდა ცენტრალური გათბობის გარდა, ბუხარიც კარგად გიზგიზებდა. ცოტაც და შემოდგომაც მიილეოდა და კარს მომდგარი ზამთრის სუსხი, უკვე საგრძნობლად იჭრებოდა ჰაერში.
- ნუთუ მართლა ასე ცივა, თუ მე ვერ ვთბები. - საშინლად წუხდა მიმი, რადგან აგიზგიზებულ ბუხართან უკვე ორი პლედიც კი ვეღარ ათბობდა.
- უბრალოდ, სიცივემ აგიტანა და ნერვებმაც ერთდროულად. - ამშვიდებდა პიპა.
- ახლა მხოლოდ იმას ვდარდობ, გრიპი ხომ არ მეწყება ნეტა. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- არა, რა გრიპი?! – პიპამ მიმის დამშვიდება სცადა, თუმცა გულში მასაც შეეშინდა, რა დროს მართლა ამ ორსული ქალის გრიპი იყო. - ამ წუთას არ გითხარი, რომ იცის მასე ნერვიულობამ, ხან სიცივე აგიტანს და ხანაც შეიძლება ისე დაგცხეს, რომ სულ წურწურით გაგდიოდეს ოფლი.
- მართლა? - იმედიანად იკითხა მიმიმ.
- მართლა. - მშვიდად მიუგო პიპამ.
მიმის ცოტა გულზე მოეშვა. სანერვიულო ისედაც არ აკლდა და აბა, რა გასაკვირი იყო, რომ ან სიცივეს აეტანა, ანდა სიცხეს.
- ტანზე საერთოდ არ მცივა, მაგრამ ეს ხელები და ფეხები საერთოდ ვერ გავითბე. - კვლავ აწუწუნდა მიმი.
- ჰოდა, ეგ არის სწორედაც ნერვები და არა გრიპი. - კვლავ შეაგულიანა პიპამ და ოთახიდან გავიდა.
ცოტა ხანში მიმის ტაშტით დაადგა თავს. ფეხები დაუთბილა, რადგან მიმის უკვე დახრაც უჭირდა, თავადვე გაუმშრალა, თბილი წინდებიც ამოაცვა და ზემოდან ცალკე პლედიც შემოახვია. არც ცხელი ჩაის მიტანა დავიწყებია და ასე ჩვილი ბავშვივით შეფუთულ მიმის ათას კურიოზს უყვებოდა, რომ ცოტათი მაინც გაემხიარულებინა.
ამ ყველაფერს დიმეო კარის ჭრილიდან უჩუმრად ადევნებდა თვალს, რომელიც კვლავაც ოთახიდან არ გამოდიოდა. პიპამ მშვენივრად ხვდებოდა ბიჭის ასეთი თვალთვალის მიზეზს, დაღამებას ელოდა და თან გულში ეღიმებოდა.
როგორც იქნა დაღამდა და მიმიმაც თავის ოთახს მიაშურა. პიპამ დრო იხელთა და ბავშვის საძინებელში, მისი ნებართვის გარეშე შეიჭრა. დიმეო გაიტრუნა. პიპა მაშინვე მიუხვდა რომ არ ეძინა, დარწმუნებული იყო, ელოდა. ბავშვმა იცოდა ასე ადვილად არ მოეშვებოდნენ და მისი ასე მთელი დღის უზრდელობა უკვალოდ არ ჩაივლიდა. პიპა დიმეოს არც მიუახლოვდა, მხოლოდ ფეხებთან გაჩერდა. ბავშვმა ლამის სუნთქვაც კი შეწყვიტა და პიპაც სწორედ ამაზე მიუხვდა, რომ არ ეძინა. წუთიც კი არ იყო გასული, რომ პიპამ უხეში მოძრაობით გადახადა საბანი, ძირს მოისროლა. ამოსუნთქვაც არ აცალა ისე სწვდა ფეხებში, თავისკენ მოიზიდა. პიპას ასეთი ქცევის მერე, დიმეოს სხვა გზა აღარ ჰქონდა, თავს უკვე ვეღარ მოიმძინარებდა. პიპამ ხელი ჩაავლო მხრებში საწოლზე დასვა და საკმაოდ მკაცრი გამომეტყველებით ისე ჩახედა თვალებში, რომ ბავშვი შიშისგან აკანკალდა. არასდროს უნახავს, თავისი ერთგული და უსაყვარლესი მეგობარი, ასეთი გაბრაზებული და გამეხებული. მისი მხეცური ქცევა და გამოხედვა ბავშვს შიშის ზარს სცემდა.
- ლაწირაკო ბავშვო! - ლამის კბილებში გამოსცრა მწირმა. - ჭკუა მეკეტება შენზე, ისე ძლიერ მიყვარხარ, მაგრამ სწორედაც რომ შენგან ვერ ავიტან ისეთ უხეშობას და უზრდელობას მის მიმართ, ვინც ამას არ იმსახურებს!
პიპამ დიმეოს ხელი უშვა. ძირს მიგდებული საბანი, ისევ უხეში მოძრაობით ლამის სახეში ესროლა ბავშვს და ის იყო კარში უნდ გასულიყო, რომ საკმაოდ რბილი და თბილი ხმით მიმართა:
- ჩაიფსი შიშისგან?
პიპამ ოთახი ისე დატოვა, რომ ზურგს უკან ბიჭის გაოგნებულ, შიშისგან და სრული დაბნეულობისგან გაფართოებულ თვალებს კიდევ დიდ ხანს გრძნობდა.
დიმეომ ერთხანს იწრიალა საწოლში, ან რა დააძინებდა ღამის ასეთი შემოჭრის შემდეგ. წამოდგა და ფიფოს ოთახისკენ გასწია, ჯერ კიდევ გაგულისებულ ბიჭს უნდოდა მამასთან მოეოხებინა გული, მაგრამ არ გაუმართლა, იქაც მწირი დახვდა, რომელსაც ახლა უკვე მტრად უყურებდა. პიპა მისკენ ზურგით იჯდა და ფიფოს იმდღევანდელ მონაცემებს კომპიუტერულ დიაგნოსტიკით იკვლევდა.
- ნუ დგახარ კარებში. - პიპას არც მოუხედავს ისე მიმართა. - დაჯექი და პლედი მოიფარე. - მიანიშნა სავარძელზე და არც ახლა გამოუხედავს.
დიმეო უხმოდ დაემორჩილა.

-
ვიცოდი ღამის პიჟამათი შემოტანტალდებოდი და გაგიმზადე პლედი. - პიპა წამოდგა და მკვეთრი
მზერით ჩააშტერდა ბიჭს. - შენი ცუდი საქციელით, სწორედ ის ისჯება, ვისთვისაც შენ
ძვირფასი ხარ, ან ის არის შენთვის უძვირფასესი.
მწირმა ისე დატოვა
იქაურობა, რომ არც დიმეოს პასუხს და არც მის რეაქციას არ დაელოდა. ანდა რა პასუხი უნდა
გაეცა, ჯერ კიდევ გაოგნებულ ბავშვს.
ვინ იყო ეს კაცი
მისთვის? მტერი თუ მოყვარე?..
სიკვდილს გამოსტაცა,
ნაძირლებს ააცალა ხელიდან. მის გადასარჩენად მკვლელობაც კი ჩაიდინა. ადამიანი მოკლა,
იმისთვის რომ უმწეო ბავშვი ეხსნა. დიდ თოვლსა და ქარბუქში დაჭრილმა და ბრძოლით დაქანცულმა,
ხელში აყვანილი ატარა. თვეობით უვლიდა, სითბოსა და სიყვარულს არ აკლებდა და მერე ოჯახს
მშვიდობით დაუბრუნა.
ახლა კი, ზედმეტები
მოსდის? თუ ამდენი სიკეთე, რომ გააკეთა, მაგიტომ აძლევს თავს ყველაფრის უფლებას?
- მამ! - წაიჩურჩულა
დიმეომ და ფიფოს ხელი ჩაჰკიდა. - შენ რას ფიქრობ? რას მირჩევ? როგორ მოვიქცე?
დიმეომ ამოიხვნეშა.
ფიფო მაინც ვერ გასცემდა პასუხს და ისევ თავის გადასაწყვეტი იყო, მაგრამ რა უნდა გადაეწყვიტა?
ბოდიში მოეხადა იმისთვის, რაც არ მოეწონა და ამაზე პროტესტი გამოხატა?
„როგორ მითხრა?“
ჩაფიქრდა ბავშვი.
„შენი ცუდი საქციელით, სწორედ ის ისჯება,
ვისთვისაც შენ ძვირფასი ხარ, ან ის არის შენთვის უძვირფასესიო, არა?
და მე რა ჩავიდინე?“
ახლა უფრო მეტად
მოუვიდა გული ბიჭს. გადაწყვიტა პასუხი მოეთხოვა. ჯერ მიმის ოთახში შევიდა. თითქოს დარწმუნებულიც
იყო, რომ მწირი იქ დახვდებოდა, მაგრამ შეცდა. თბილ საბანსა და რამდენიმე პლედში გახვეულ
მიმის მშვიდად ეძინა. დიმეო გაკვირვებული დარჩა. სახლში კარგად თბილოდა და გარეთაც
არც იმდენად სიცივე იყო, მაგრამ ჩანდა მიმის რაღაც სხვანაირად აეტანა სიცივეს.
დიმეომ სხვა ოთახებიც
მოიარა, მაგრამ მწირის კვალს ვერსად მიაგნო. ერთი კი გაიფიქრა, ალბათ ჩვენს ვეტერინარ
ბაბუსთან შევიდაო, მაგრამ ასე ღამის პიჟამაში გამოწყობილი, გარეთ გასვლას სულაც არ
აპირებდა. ძველ სახლზე მიშენებული კოტეჯი, მთლიან სახლს უფრო მოგრძო ფორმის ხდიდა.
ახლიდან ძველში შესასვლელად ჯერ გარეთ უნდა გასულიყო, ის გრძელი გზა გაევლო, რასაც
მთლიანი სახლი იკავებდა და ისე შევიდოდა ბაბუსთან.
დიმეო ისევ ფიფოსთან
შებრუნდა და სახტად დარჩა, როცა უკვე მწირი იქ დახვდა. თითქოს მიწიდან ამოძვრაო, ასე
როგორ მოახერხა, რომ არც ერთი კარი არ გაღებულა და...
ბავშვი დაბნეული
იდგა. აღარ იცოდა იქ დარჩენილიყო თუ თავის საძინებელში წასულიყო.
- იცი? - მშვიდი
ხმით დაიწყო პიპამ. - სიბეცე ყოველთვის იქნება,
მაგრამ მთავარია ზედმეტად არ გამრავლდეს.
-
ესე იგი, მე ბეცი ვარ? ამის თქმა გინდა? - იწყინა დიმეომ.
პიპას
გულიანად გაეცინა და კვლავ დინჯი ხმით მიუგო:
-
უმეცრება, უცოდინარობა, გაურკვევლობა - ეს ყველაფერი, რაღაც ასპექტში, თითქმის ერთი
და იგივეა, მაგრამ მაინც საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან.
-
ჰოო? - წარბები აზიდა დიმეომ. ჩანდა, რომ არ ეთანხმებოდა, რადგან ფაქტიურად, ბეციც
უწოდეს და უმეცარი, უცოდინარიც.
-
დიახ! - თავი დაუქნია პიპამ. - ყმაწვილო! უმეცრება, როგორც ასეთი, იგივე უცოდინარობაა,
გაუნათლებლობა. თუმცა, გაურკვევლობა კიდევ უფრო სულ სხვა რამაა და კონკრეტულად განათლებასთან
არც არის კავშირში, მაგრამ სწორედ ის, რომ არ გინდა მართლა გარკვევა და სწორად გაანალიზება,
აი ეს ნიშნავს უმეცრებას, სიბეცეს და უცოდინარობას!
-
და რა უნდა გავარკვიო? - კვლავ წყენით მიმართა ბიჭმა.
-
ის, რაზეც ასე გოიმივით ავარდი! - ირონიულად მიახალა პიპამ და მერე უფრო დაბალი ხმით
დასძინა. - ძალიან კარგად მესმის და ვიცი ახლა შენს ტვინში რაც ხდება, ამიტომაც არც
გიბრაზდები და...
-
და აბა არ იყო ის გაბრაზება? - შეუტია ბიჭმა. - გიჟივით შემომივარდი, საბანიც მხეცივით
გადამხადე და ფეხებით გამომათრიე?!
-
მე მხოლოდ შენს ქცევას ვუპასუხე. - მშვიდად მიუგო პიპამ. - როგორც მოგვექეცი
მეც და დედას, მოგვიანებით სწორედ ის მიიღე და აღმოჩნდა, რომ თურმე ისევ შენ დარჩი
ნაწყენი და გულმოსული.
დიმეო
წარბშეკრული იდგა და არაფერი უპასუხა, თუმცა სახეზე ეწერა, რომ სულაც არ ეთანხმებოდა.
-
ესე იგი, შენ ის გწყინს, რომ ყურადღება მოგაკლდა? - დაიწყო პიპამ. - და როცა შენ მართლა
გჭირდებოდა ყურადღება, მოვლა, გვერდში ამოდგომა, მაშინ განა ვინმემ დაიშურა შენთვის
რამე? როცა უმწეო, სასოწარკვეთილი გნახე, არ დაგეხმარე?
-
კი, როგორ არა. - აღელვებული ხმით მიუგო დიმეომ. - განა დამავიწყდა.
-
კარგია, რომ არ გავიწყდება და გახსოვს, მაგრამ არასდროს იფიქრო, რომ რამეს გაყვედრი,
მხოლოდ ის მომენტი შეგახსენე, როცა შენ მართლა გიჭირდა.
დიმეომ
უხმოდ დაუქნია თავი. ახსოვდა, როგორ არ ახსოვდა, ყველაფერი დაწვრილებით ახსოვდა და
არასდროს დაივიწყებდა მწირის სიკეთეს, მაგრამ მაინც, რა იყო ის, რომ სულ მიმის შესციცინებდა
თვალებში და ყოველ მის კაპრიზს უსრულებდა.
„რატომ იქცევა მამიკოსავით?“
გული
მოსდიოდა ბიჭს.
-
და ახლა შენი მშობლები? - განაგრძობდა პიპა. - დარწმუნებული ვარ, როგორ სათუთად გივლიდნენ,
გეფერებოდნენ, განებივრებდნენ. კისრამდე ჩასვრილს რომ გბანდნენ, განა მართლა შენი ყაყის
სუნი სიამოვნებდათ, მაგრამ ამას შენი სიყვარულით აკეთებდნენ, რომ შენ, უმწეო და უსუსური
შვილი, სუფთად და კომფორტულად ყოფილიყავი. ახლა უკვე დიდი ბიჭი ხარ და შენ თვითონ უვლი
შენს თავს და აბა ახლა შეხედე ფიფოს! მას ახლა არაფერი შეუძლია და მაინც ნახე როგორ
სუფთად არის მოვლილი.
-
იმიტომ რომ შენ უვლი და შენ ასუფთავებ.
-
და რატომ მერე მე? - ჩაეკითხა პიპა.
-
იმიტომ რომ დედიკოს ჯერ არ შეუძლია.
-
დიახაც! - კვერი დაუკრა პიპამ. - არ შეუძლია და ვეხმარები და შენ კი ეს დახმარება რაღაც
ზედმეტად მოგეჩვენა! ორსული ქალი რომელიც ვერც კი იხრება რომ ჩუსტები მაინც ჩაიცვას,
შიშით ღამეები არ სძინავს დარდისგან გულგახეთქილს და მას რომ რაღაცაში დავეხმარო და
ცოტათი მაინც რამე შევუმსუბუქო ეს შენი აზრით იმას ნიშნავს, რომ მე ფიფოს ადგილის დაკავება
მინდა?
დიმეომ
თავი ჩაღუნა, ვერაფერი უპასუხა.
-
მართლა მესმის შენი. - კვლავ დინჯი ხმით განაგრძო პიპამ. - მესმის თუ რატომაც იეჭვიანე
ასე, მაგრამ შენც ხომ უნდა გესმოდეს, დედა რა დღეშიც არის, ეს რატომ არ გაითვალისწინე?
დიმეომ
უხმოდ აიჩეჩა მხრები.
-
ნუ ხარ ჩუმად. - თბილად მიმართა პიპამ. - მითხარი რაც გაწუხებს. ბოლომდე მოიოხე ეგ
შენი პატარა გული.
-
მე... მე ვიფიქრე, რომ შენ ჩემი დედიკო გიყვარს... - ძლივს ამოილუღლუღა ბიჭმა.
-
ჰმ. - ჩაეღიმა პიპას. - მიყვარს! მართლა მიყვარს, ფიფოც მიყვარს, რადგან შენ მიყვარხარ
ძალიან და ვინც შენიანი, მეც ყველა მიყვარს.
დიმეოს
ცრემლები მოაწვა. პიპა ბავშვს მოეხვია.
-
ჩემო სიხარულო. - ეხუტებოდა ბიჭს. - ალბათ, ის შემამჩნიე, მიმის როგორ ვუყურებ, ვაკვირდები,
თვალს ვადევნებ. ეგ მართლა მასეა და ამ დროს კი სულ სხვა რამეს ვფიქრობ.
-
რას ფიქრობ? - წაიჩურჩულა დიმეომ.
-
ნეტა, ჩემი პატარა დედიკო, როგორი იყო ჩემზე ორსულობის დროს. - პიპამ ამოიხვნეშა.
- არავინ იყო მის გვერდით, რომ დახმარებოდა. სახლში გამოკეტეს, ფანჯრების ჩაკეტვაც
არ აკმარეს და დარაბებიც აუჭედეს, რომ არავის დაენახა, თუ როგორ სამარცხვინოდ აჩენდა
შვილს.
-
სამარცხვინო რატომ იყო?
-
თუნდაც იმიტომ რომ ჯერ ძალიან პატარა იყო, სკოლის მოსწავლე და ყველაზე ცუდი კი ის იყო,
რომ არც იყო გათხოვილი და უკვე შვილს აჩენდა. სამწუხაროდ, არც ის უთქვამს, თუ ვინ იყო
მისი შეყვარებული.
-
და რატომ? - გაიკვირვა ბავშვმა. - რომ ეთქვა იქნებ მერე დაქორწინდებოდნენ.
-
ალბათ, შეაშინეს მოვკლავთო ან რაღაც მასეთი, თორემ მართლა რომ ეთქვა, იმ ბიჭის მშობლები
მაშინვე წამოიყვანდნენ იმ სატუსაღოდან, სადაც უმწეო ბავშვი გამოკეტეს.
-
და მისი შეყვარებული? არ კითხულობდა? არ ეძებდა? - შუბლი შეკრა დიმეომ. - მე მის ადგილას
აუცილებლად მოვძებნიდი!
-
შენ ვაჟკაცი ბიჭი ხარ. - გაუღიმა მწირმა. - იცი, მეც შენნაირად ვფიქრობ ზუსტად, მაგრამ
ალბათ ის კაცი, ვინც მამაჩემი უნდა ყოფილიყო, საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა. შეიძლება ეძება
კიდევაც და მერე ხელიც ჩაიქნია, რადგან არც კი იცოდა, თურმე რომ ორსულად იყო.
-
არ უთხრეს?
-
სავარაუდოდ, არა. – პიპამ ამოიხვნეშა. - ჩემს დედიკოს კი თავისმა ზემზრუნველმა მშობლებმა
ხმებიც კი გაუვრცელეს, ვითომ რაღაც დაავადება სჭირდა და ოპერაციის გასაკეთებლად იყო
უცხოეთში. მერე კი შვილი ისე წაართვეს შორიდანაც კი არ დაანახეს. ახლა კი მიმის რომ
ვუყურებ, აღარ ვიცი როგორ დავეხმარო, აღარ ვიცი როგორ შევუმსუბუქო დარდი და ყველაფერს
გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ ყველანი კარგად იყოთ. შენ კი პატარა ჩურჩუტო, რა აღარ
იფიქრე და ძალიან გთხოვ, აღარაფერი დააბრალე ორსულ დედიკოს.
-
მაპატიე, რააა... - დიმეო ატირდა.
-
შენ თუ ვეღარ გაპატიებ და მაშინ მიწაც უნდა გამისკდეს. - ჩაეხუტა პიპა. - წამო ახლა
შენს საწოლში, თორემ უკვე გაცივდები ასე.
პიპამ
ბავშვი საწოლში შეაწვინა და სანამ არ ჩაეძინა, ოთახიდან არ გამოსულა.
დილით
დიმეო ისეთი ბედნიერი და გაბრწყინებული შესციცინებდა დედას და მზად იყო ნებისმიერი
სურვილი შეესრულებინა. მიმიმ კითხვის თვალით გახედა პიპას. ცხადი იყო, მისი გავლენა
იქნებოდა, მაგრამ მაინც რა უთხრა ასეთი?
-
ხომ გითხარი, კაცურად დავილაპარაკებთ-მეთქი. - გადაუჩურჩულა პიპამ.
მიმიმ
ღიმილით აიჩეჩა მხრები.
კვირა
დღე იყო. შუადღისკენ სტუმრები ჩამოვიდნენ. მიმიმ ძალიან გაიხარა ჩუკის დანახვით. უკვე
რამდენი თვეა არ ენახა. მშვენივრად გამოიყურებოდა. ასეთი მძიმე ოპერაციის გადატანის
არაფერი ეტყობოდა. გალეომ კიდევ ერთხელ გადაამოწმა მათი უსაფრთხოება. ისედაც ყოველ
ჩამოსვლაზე ასე იქცეოდა. ქირურგს მისი მეგობარი გინეკოლოგი ჩამოჰყვა და მიმი კიდევ
ერთხელ გასინჯეს. ორსულობა კარგად მიდიოდა. არაფერი ჰქონდა საგანგაშო და სანერვიულო.
ცალკე ფიფოსთვისაც ჰყავდათ ექიმი ჩამოყვანილი.
-
ეს უკვე საკმაოდ დიდი მიღწევაა, რომ ფიფოს დამოუკიდებლად სუნთქვა შეუძლია. - აღნიშნა
ექიმმა და მიმისაც უფრო მეტად ჩაესახა იმედი.
მოგვიანებით
მიმის დიმეოს დამრიგებელი შეეხმიანა. ხვალ სამი საკონტროლო წერა უწევს და იქნებ, როგორმე
ბავშვი ჩამოიყვანოთო.
-
ჩვენც ზუსტად დაბარებულებივით ჩამოვედით. - გაეცინა გალეოს. - წავიყვანთ ახლა დიმეოს
და მერე ისევ დაგიბრუნებთ.
-
რა ვიცი. - ამოიხვნეშა მიმი. - ნუთუ ონლაინით არ შეიძლება საკონტროლოს წერა.
-
კარგი ახლა მიმი. - ჩაურთო ჩუკიმ. - ჩვენ არ
გვენდობი? მერე რა რომ ამხელა გზაა. წავიყვანთ და მეც წამოვყვები უკანვე.
-
მე ძანესთან დავრჩები, იცი როგორ მომენატრა?.. - დიმეო უკვე გამზადებული ზურგჩანთით
გამოვიდა.
-
კარგი დეე. - მიესიყვარულა მიმი. - აბა წარმატებები და მომიკითხე ყველა. - ბებოებიც
მოინახულე, მაგრამ ხომ იცი, არ უნდა წამოგცდეს ზედმეტი. ჩვენ ყველანი უცხოეთში ვართ
და მორჩა.
-
მაშინ, ერთი კვირა დავრჩები! - გამოუცხადა ბიჭმა.
-
დარჩეს, მაინც მთელი კვირა არ მეცლება უკან წამოსასვლელად და სხვასაც არ მინდა ეს ჩაბარებული
ბავშვი გამოვატანო. - მხარი აუბა გალეომ და დიმეოს კმაყოფილ სახეს ღიმილით შეავლო თვალი.
საღამოს
გვიან ბიჭი ჩამოსულ სტუმრებთან ერთად გაემგზავრა ქალაქში. დიმეოს გარეშე სახლი როგორ
დაცარიელდაო, აღნიშნა მიმიმ და თითქოს, ახლა უფრო მეტად სციოდა და კანკალს ჰყავდა ატანილი.
-
ვითომ ყველაფერი წესრიგში გაქვსო, ექიმმა და მაინც რა არის ღამის კანკალი და სიცივის
ასეთი ძლიერი შეგრძნება? - წუხდა მიმი.
-
ხომ იცი, რომ ეგ ყველაფერი ნერვებია. - ამშვიდებდა პიპა. - თუმცა ისე ამ საღამოს საკმაოდ
ცივა. თითქოს, თოვლის სუნიც მეცა, გარეთ როცა გავედი.
-
თოვლს რა სუნი უნდა ჰქონდეს? - გაეცინა მიმის.
-
აქვს, აქვს. - თავი დაუქნია პიპამ. - დამიჯერე აქვს.
-
მოთოვს, ვითომ? - მიმიმ ფანჯრიდან გახედა ეზოს. - ჯერ კიდევ შემოდგომაა.
-
იწურება უკვე და არც არის გასაკვირი რომ აქ მოთოვოს. მაინც მაღალმთიანი რეგიონია, აქ
ბევრად ადრე იწყება ზამთარი.
იმ
ღამით საგრძნობლად ციოდა. ყინვამ ისე ძლიერად დააჭირა, რომ მიმი კი არა, ლამის პიპაც
სულ ბუხართან ცდილობდა გათბობას.
დილით
თითქოს გამოიდარა. მზე ნაკლებად ჩანდა, მაგრამ საკმაოდ ნათელი დილა იყო.
-
ვაიმე, თოვს! - გაბრწყინებული სახით შესძახა მიმიმ. - პატარა ბავშვივით კი გამიხარდა,
მაგრამ რა დროს თოვლია. დიმეო ასეთ თოვლში როგორ ჩამოვა?
-
ერთ კვირაში გადაიღებს და ჩამოვა. - დააიმედა პიპამ.
-
რა ერთ კვირაში? - გაიკვირვა მიმიმ. - აქ ალბათ ახლა თუ თოვა დაიწყო, გაზაფხულამდე
არც გადაიღებს.
-
მერე რა? განა თოვლში არ მიდი-მოდის ხალხი? - კვლავ შეეცადა პიპა მიმის დამშვიდებას.
- სადამდეც მანქანით შეძლებენ მოსვლას, მერე ტრაქტორითაც გაუკვალავენ გზას.
-
მართლა? - გაიკვირვა მიმიმ. - მერე ასე უცებ ტრაქტორს როგორ ნახავენ?
-
მიმი, რა იყო? - გაეცინა პიპას. - ამხელა რეგიონია, ტრაქტორების მეტი რა ჰყავთ, ქალაქში
კი არ ხარ.
მთელი
დღე თოვდა. მიმი აღფრთოვანებული დარჩა.
-
ამხელა ფიფქები არასდროს მინახავს. - გაოგნებული შეჰყურებდა მიმი. - თითქოს ფიფქები
კი არა, თოვლის ნაფლეთები სცვივა ციდან.
-
ჰოდა, სწორედ ამ ნაფლეთებმა ლამის ერთ მეტრომდე მიაღწია.
-
კი მაგრამ ჩვენი ბაბუ სად წაიყვანეს მერე ამხელა თოვლში?
-
ცხენი ჰყავთ მგონი ცუდად და რა განერვიულებს. - ღიმილით მიმართა პიპამ. - ნუთუ ტრაქტორის
რახრახი არ გაიგონე? როგორც წაიყვანეს ასევე მოგვიყვანენ.
-
ჰოდა მერე ჩვენთან შემოვიდეს რაა. - შეთავაზა მიმიმ. - აქ უფრო მეტი სითბოა, მთელი
დღე გათბობასთან ერთად სულ ბუხარი გვინთია.
-
თუ ძალით არ შემოვიყვანეთ, ხომ ხედავ, ისე არ შემოდის - მიუგო პიპამ.
-
ჰმ, მაინც როგორი მორიდებულია.
დიმეოს
წასვლის შემდეგ მიმის უფრო მეტად დაეტყო მოუსვენრობა. პიპა რაც შეიძლება ამშვიდებდა.
ათას რამეს იგონებდა და უყვებოდა, მიმი მაინც რაღაცნაირად წუხდა.
-
ვაიმე ჩვენი ძაღლები?! - შეიცხადა უცებ მიმიმ. - ამხელა თოვლში...
-
დამშვიდდი. - მიუგო პიპამ. - უკვე შევიყვანე სახლის ქვეშ თბილად არიან. დავაპურე კიდევაც,
დედა ლეკვებით კი აქეთ, უფრო მეტ სითბოში არიან, რადგან მეცხვარე ნაგაზებივით დიდი
ბეწვი არ აქვთ.
-
ჰო, კარგია. ჩემს ოთახში დავწვები. - მიმი თავისი ოთახისკენ წალასლასდა. თუმცა ვერც
იქ გაჩერდა დიდ ხანს. და ოთახში სიარულს მოჰყვა. მოგვიანებით უკვე ზომაზე მეტად მოუხდა
ტუალეტში შესვლა.
პიპა
დაკვირვებით ადევნებდა თვალს. მიმი რამდენჯერაც წამოწვა, იმდენჯერვე მოუხდა წამოდგომა
და გასვლა.
-
ვერ გავიგე, ასეთი რა ვჭამე. - წუხდა მიმი. - როგორც კი ვდგები მაშინ არაფერი მინდა,
მაგრამ როგორც კი დავწვები უკვე კუჭზე რაღაც მაწვება.
-
მიმი! -
იმდენად ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა პიპას, რომ
მიმი შეცბა.
-
რა მოხდა?.. - შიშით ძლივს წაილუღლუღა მიმიმ.
-
მუცელი ხომ არ გტკივა?..
LEX. 2024 წლის 18 მარტი, ორშაბათი.

No comments:
Post a Comment