28.
-
ის ცანცარა ლამრიკო სად გდია? - კაბინეტში შესვლისთანავე იკითხა მაკამ.
- დაცანცარებს. - მიუგო ელზამ.
მაკამ არაფერი უპასუხა. მაგიდაზე დატოვებულ ფურცლებს დაუწყო თვალიერება. რა თქმა უნდა, ახალ საკბილოს ეძებდა და ელზასაც უკვე რამდენიმე კანდიდატი ჰყავდა შერჩეული, რომელთა ისტორიებიც უკვე მაგიდაზე ეწყო მაკას.
- ეს ძალიან კარგი ვარიანტია. - ელზა კისერ წაგრძელებული იდგა და მაგიდის მეორე მხრიდან აკვირდებოდა, თუ ვის ისტორიას კითხულობდა მაკა.
- სამი ტყუპი კი ძალიან კარგია, ჩემო ელზა, მაგრამ...
- რა მაგრამ? - მხრები აიჩეჩა ელზამ. - იმ სამიდან, დავიჯერო ერთი მაინც ვერ შეგვხვდება?
- ჯერ ის ლამრიკო უნდა მოვიშოროთ და მერე სამივეც ჩვენ დაგვრჩება! - ნიშნის მოგებით მიუგო მაკამ.
- და რანაირად უნდა მოვიშოროთ? - გაიკვირვა ელზამ.
მაკამ არაფერი უპასუხა, კვლავ საქაღალდეებს ათვალიერებდა.
- ისე... - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო ელზამ. - რომელიმე წამლის დაკარგვა, ხომ არ დავაბრალოთ?
მაკამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- ეგ ყველაზე ადვილია! - აღფრთოვანებით აღნიშნა ელზამ. - და ბუნებრივიცაა! სულმა წასძლია და ასე შემდეგ! თქვენ საერთოდ არ გამოგაჩენთ, ვითომ ყველაზე ბოლოს გაიგებთ და მერე მეც დავამატებ, რომ ხშირად სხვა რაღაც წვრილმანიც იკარგებოდა, მაგრამ თავიდან არ მივაქციე ყურადღება და ასე შემდეგ!
მაკა კვლავ უარზე იდგა. აქაქანებული ელზა კი არ ჩერდებოდა:
- სანამ მაქამდე მივალ, ისე მართლა სჯობს, რომ წვრილმანი რაღაცეები გოგოებსაც დაეკარგოთ. მერე უკვე რამდენიმე გამქრალ ამპულას რომ თვითონ პოლიცია აღმოუჩენს, აქეთ კი არა არც სხვა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, სანიტრადაც კი არ შეაყოფინებენ ცხვირს!
- არა, არა! - შეუტია მაკამ. - ეგ დაივიწყე!
- მშვენიერი იდეა იყო... - წყენით აიჩეჩა მხრები ელზამ. - თანაც...
- ახლა აქ პოლიციის მისვლა-მოსვლა გვინდა? - კვლავ შეუტია მაკამ. - ისედაც ზოგჯერ არც ეგ გვაკლია და პოლიციას მერე, ჟურნალისტებიც მოჰყვებიან და ათასი ვინმე ჩაყოფს ცხვირს! რია-რია და სკანდალები რა ჯანდაბად გვინდა აქ?! და იცი, რომ სწორედ ვერც მაგ დროს და ვერც კარგა ხანი, სანამ ყველაფერი ბოლომდე არ ჩაწყნარდება, ხურდასაც კი ვერ გავაკეთებთ! ამაზეც ხომ უნდა დაფიქრდე?!

უი, ეგ კი აღარ მიფიქრია...
- თანაც, ეს ამპულების მოპარვა და ჯიბეში ჩადება, ძალიან ბანალურია. - განაგრძო მაკამ. - და არც აურზაური გვაწყობს!
- დიახ, მაკა ექიმო. - კვერი დაუკრა ელზამ. თუმცა, მისი მოფიქრებული გეგმა, თავად მაინც ძალიან მოსწონდა.
- ეს გოგო, რაღაც სხვანაირად უნდა ჩამოვიშოროთ. - ახლა უკვე ჩაფიქრებული ხმით განაგრძო მაკამ.
- და რომ შევიამხანაგოთ? - ელზა კვლავ ცდილობდა, რომ თავისი საკუთარი იდეის წარმოჩინებით, მაკას მოწონება დაემსახურებინა.
- შეიძლება ეგეც და მეც ვიფიქრე უკვე მაგაზე, მაგრამ მაინც, არა!
ელზა მოიღუშა. მაკას მოსაწონი ვერაფერი თქვა.
- არის ამ გოგოში რაღაც, რაც ძალიან არ მომწონს. ზოგჯერ მოგზავნილი აგენტიც კი მგონია. - განაგრძო მაკამ. - არადა დიპლომიანი, ორდინატურა გამოვლილი პედიატრია.
- და რა უნდა მერე, დიპლომის ყიდვას?! - ჩაეცინა ელზას.
- არც არაფერი! - ირონიითვე მიუგო მაკამ. - მაგრამ ცოდნა და გამოცდილება ნამდვილად აქვს. ამას ვერ წაართმევ, რადგან არაერთხელ გამოვცადე.
„იმ შტერმა დეტექტივმაც კი ვერაფერი გამიგო. ნეტა მართლა ხომ არ შეუყვარდა ის გოგო და თუ გაუმხილა ჩვენი გეგმები...“
- სასწრაფოდ დინა მჭირდება! - ბრძანებასავით გაისმა მაკას ხმა.
- გავალ, ვნახავ. - უკმაყოფილოდ მიუგო ელზამ.
- ელზა! - გააჩერა მაკამ. - რა ცხვირპირი ჩამოგტირის?!
- არა, მაკა ექიმო... - წაიკრუსუნა ელზამ.
- რა, არა?! - შეუტია მაკამ. - გამორიცხულია ამპულების მოპარვის იდეა! და იცი, რატომ?
ელზამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- იმიტომ, რომ იმ რამდენიმე ამპულის გულისთვის, სამსახურს არ დაკარგავს და არა იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანია, არამედ ეგ გოგო, საკმაოდ მდიდარი ოჯახიდან არის და მის მშობლებს, რომ მოუნდეს, მთელ სამშობიაროს გვიყიდის, მთელი ჩვენი მედ.პერსონალით და მათი შვილი, ასე არ დაწვრილმანდება. სულ მცირე, ასეთი რამ რომ ჩაიდინოს, მაშინ ნარკომანი მაინც უნდა იყოს.
- კარგით, რაა... მაკა ექიმო. - ცინიკურად აღნიშნა ელზამ. - ზუსტადაც რომ მასეთი ოჯახის შვილები უფრო არიან ნარკომანებიც, წამლებითაც მშვენივრად ვაჭრობენ და ყელამდე ვალებშიც!
- სრულიად გეთანხმები, მაგრამ ჩემო ელზა, ახლა სხვა მხრიდანაც შეხედე ამ ამბავს.
ელზა უხმოდ მიაჩერდა.
- დავუშვათ, დავაჯერეთ სხვებს. - განაგრძო მაკამ. - პოლიციაც ჩავრთეთ და მისი საახლობლოს წყალობით, მართლა რომც იყოს დამნაშავე, ისე დაიძვრენს თავს, რომ კვლავ დაუბრუნდება თავის სამსახურს და ახლა, კიდევ სულ სხვა მხრიდან შეხედე ამ ამბავს, ელზა.
ელზა კვლავ გაშტერებული შეჰყურებდა მაკას. ვერაფერი გაეგო.
- ამ ამბავს ეს გოგო, მაინც ასე არ დატოვებს, გინდა იყოს მართლა დამნაშავე და გინდა არა. - კვლავ განაგრძო მაკამ. - ორივე შემთხვევაში შურს იძიებს და მით უმეტეს, თუ მშვენივრად მიხვდება, რაც არ ჩაუდენია, სწორედ ის სპეციალურად გაუჩალიჩეს.
- ნუ ჰოო... ეგ კი... - ამოიხვნეშა ელზამ და გულში გაიფიქრა მიხვდეს მერე რაო, სამაგიეროდ ხომ სამუდამოდ მოგვშორდებაო და მაინც რატომ არ მოსწონდა მაკას ეს მისი იდეა?
- და თუ კი მართლა მოგზავნილია და რაღაცას ქექავს... - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო მაკამ. - მაშინ უფრო არ შეიძლება ამის გაკეთება, რადგან უფრო მეტად გავიშიფრებით, რადგანაც ჩვენ მივხვდით, თუ რისთვისაც არის აქ ეს გოგო და ასე მოვიშორეთ თავიდან!
- ჰო... რა ვიცი?.. - წაიბურდღუნა ელზამ.
- და რატომ მივხვდით? - ჩაეკითხა მაკა. - ან საერთოდ, რატომ ვიშორებთ თავიდან?
ელზა კვლავ დაბნეული იდგა.
- ესე იგი. - განაგრძო მაკამ. - რაღაც-რაღაცეები მართლა ჩადენილი გვაქვს და ამის გამო საკმაოდ ფხიზლად ვართ და ამიტომაც მოვიშორეთ ასე თავიდან და აი სწორედ ეს გამოიწვევს სერიოზულ ეჭვს და ძალიან დიდ პრობლემებსაც შეგვიქმნის!
- მაკა ექიმო... - ამოიგმინა ელზამ. - როგორ მართლა დეტალებში, სწორად და ზუსტად შეგიძლიათ ყველაფერი დაინახოთ.
- რა? არ მეთანხმები? - ჩაეღიმა მაკას.
- საოცრად გამჭრიახი ადამიანი ხართ! - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ელზა.
- ჰოდა, ლამრიკოს ასე ძალათი აქედან გაგდება, არანაირად არ გვაწყობს! ჩვენი ხელით გაჩალიჩება არ გვაწყობს, თორემ მეტი არ მინდა, მართლა რამე შეეშალოს!
- მაშინ არც დავინდობ! - თვალები აენთო ელზას.
- ჰოდა, იყოს! - განაგრძო მაკამ. - სჯობს აქ ეგდოს და ისევ ჩვენს სიახლოვეს იტრიალოს. ასე უფრო გავაკონტროლებთ.
- ჰო... ჰო... - თვალებგაფართოებული შესცქეროდა ელზა თავის მარჩენალს.
- ამიტომ მტერი უფრო ახლოს უნდა გყავდეს, ვიდრე მეგობარიო, ხომ გაგიგია? - ჩაიქირქილა მაკამ.
ელზამ კვლავ კვერი დაუკრა.
- ესეც ასეე! - მაკა სავარძელში გადაწვა. - დილიდანვე გავჭორეთ ჩვენი ლამრიკოოო. ახლა მიდი შენ დინა მომიძებნე თუ არის აქ, ან როცა მოვა ჩემთან შემოვიდეს. შენ კი ამ სამი ტყუპის მშობლებსა თუ ახლობლებზე, აი შენ რომ იცი, ხოლმე მთელი ყურადღებით და დაკვირვებით, ყოველი წვრილმანის კარგად ბოლომდე გაგება, აი მაგის ამბები გამირკვიე!
ელზამ გაბადრული სახით დატოვა მაკას კაბინეტი. აშკარად ესიამოვნა მისგან ასეთი მსუყე შექება. მაკამ კი მშვენივრად იცოდა, როგორ მოეთაფლა ეს ცალტვინა ელზა. არც ის იყო გამორიცხული, რომ მაკას ნებართვის გარეშე მოეყვანა სისრულეში, მის მიერ მოფიქრებული გეგმა. ამიტომაც ახლა ელზას სულ უბრალო განაწყენებაც კი, არაფერში არგებდა მაკას.
- რაომ იმ თავგასიებულმა დეტექტივმა? - ირონიით იკითხა მაკამ, როცა დინამ მისი კაბინეტის კარი შეაღო.
„თავგასიებული სულაც არ არის.“
გაუელვა დინას.
„მშვენიერი სიმპათიური ბიჭია.“
- ხომ დავითხოვეთ უკვე? - გაკვირვებით მიუგო დინამ. - თუ კიდევ გვჭირდება?
- არა, რა თქმა უნდა! - მიუგო მაკამ. - მაგრამ ხომ კარგად აუხსენი, თუ რისთვისაც გჭირდებოდა?
- როგორც მითხარით, ზუსტად ის ისტორია მოვუყევი!
- იმედია, დაგიჯერა. - ამოიხვნეშა მაკამ.
- აბა, რა იყო მანდ დაუჯერებელი? - მხრები აიჩეჩა დინამ. - ჩემი ძალიან, ძალიან ახლობლის ქმართან დადის, ასე გავიგე და თვითონ არ უნდა გამოჩენა და მე მთხოვა დეტექტივის დაქირავება. სულ ეს იყო და იმავე დღესვე შეუდგა თვალთვალს. ყველაფერი მაინტერესებდა იმ გოგოზე და ისიც დავამატე, რომ შეიძლება სულაც ვცდებოდი.
- პრინციპში დაუჯერებელი, არც არაფერი იყო. - ჩაურთო მაკამ. - და მაინც ვერაფერი სახარბიელო ვერ გავიგეთ.
- ვერაფერი. - თავი გააქნია დინამ. - არც არავის მოგზავნილია, არც არაფერი აკავშირებს პოლიციასთან, ერთი ნაცნობიც კი არ ჰყავს, თავისთვის მიდი-მოდის და თავისი სიცანცარით ერთობა.
- მდააა... იმედია, ამის მერე იმაშიც დაარწმუნე, რომ მცდარი ინფორმაცია გქონდა და თვალთვალიც აღარ გახდა საჭირო. თანაც, რაც არ უნდა მოხდეს, ლამრიკომ არაფერი უნდა გაიგოს.
- იმედია, შეასრულებს სიტყვას.
- და თუ არ შეასრულებს, არც ამაშია რამე სახიფათო. - ჩაეღიმა მაკას. - თუ ვინიცობაა, ლამარა საყვედურებით მოგადგა, ბოდიშს მოუხდი და ეტყვი, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ, შენი ახლობლის თხოვნა და იდეა იყო, თანაც მართლა შეგეშალა.
- და საიდან მოიტანეო, რომ დამიწყოს გამოქექვა?
- ისე, ბარემ ამასთან დაკავშირებით. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო მაკამ. - რამე დამაჯერებელი ისტორიაც გვჭირდება და მორჩა!
- ვეტყვი, რომ იმ ჩემმა ნათესავმა, ერთ დღესაც მანქანით მომიყვანა, რადგან ხშირად ვრჩები მათთან ღამით და რომ დაგინახა, შენ ეგონე, ძალიან მიგამსგავსა. მერე კი აღარ მომასვენა.
- ჰმ! მშვენიერია! - შეაქო მაკამ.
დინა გაიბადრა.
- მხოლოდ ეგ მაშინ მოუყევი. - განაგრძო მაკამ. - თუ ძალიან დაინტერესდა და მართლა არ მოგასვენა, რადგან ასე უცებ, ერთბაშად რომ ყველა კარტები გაუხსნა და ყველაფერი რომ მიახალო, წინასწარ მოფიქრებულ პასუხებს დაემსგავსება.
- დიახ, მაკა ექიმო!
- ელზამ სამი ტყუპის ვარიანტიაო. - მაკა მაშინვე ახალ თემაზე გადავიდა.
- არაფერი ვიცი.
- ჯერ არც დაბადებულან. თუმცა, ერთი კვირა დარჩა და ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ, ისეც და ასეც.
- ყურადღებით ვიქნები!
- აბა რაა. - ჩაეღიმა მაკას. - არ იქნები ყურადღებით და ვერ მიიღებ ახალ ბონუსებს. ვერც შენ, ვერც მე და ასე შემდეგ.
- რა თქმა უნდა, მაკა ექიმო! - ღიმილითვე მიუგო დინამ.
მაკამ
სიგარეტს მოუკიდა. წამის წინ მშვენიერ ხასიათზე იყო და ახლა თითქოს რაღაც მოიწყინა.
ასე მოეჩვენა დინას და არც შემცდარა.
- რაღაც მაინც არ მომწონს. - თითქოს თავისთვის დაიწყო მაკამ.
დინამ ვერაფერი უპასუხა.
- არის ამ გოგოში ის რაღაც, რაც არ მომწონს! - წამოისროლა მაკამ და მერე უფრო დაბალი ხმით განაგრძო. - მაგრამ ნეტა ვიცოდე, ის რაღაც რა არის.
დინამ უხმოდ აიჩეჩა მხრები. რა თქმა უნდა, მაკა ლამარას გულისხმობდა, მაგრამ რა არ მოსწონდა მაკას, ეს ვერ გაეგო.
- ესე იგი... - მაკამ სიგარეტი ისეთი ძალით ჩასრისა საფერფლეში, რომ ლამის ძირი გააძრო. - მოდი, თავიდან გავიაროთ აბა, ვინ არის და რას წარმოადგეს.
- ნუუ, მართლა პედიატრი რომ არის და ნამდვილად პროფესიონალია, ეს უკვე კარგად გავარკვიე. - მიუგო დინამ. - სხვა სამედიცინო დაწესებულებში, სადაც უმუშავია, რაც მითითებულიც კი აქვს თავის ანკეტაში, ეგენიც სულ სათითაოდ გადავამოწმებინე. ყველაფერი ზუსტად ემთხვევა. იქაური თანამშრომლებიც ადასტურებენ და დადებითად მოიხსენიებენ.
- მე უფრო, მისი წარსული მაინტერესებს.
- გათხოვილი იყო, დაახლოებით სამი თუ ორი წელი, არც კი. შვილი მართლა არ ჰყავს და მეტი არაფერი აბსოლუტურად.
- სამი, თუ ორი? - ჩაეკითხა მაკა.
- ხან შორდებოდნენ და ხან ისევ რიგდებოდნენ, ამიტომაც ასე დაუზუსტებლად გაირკვა.
- ისე საინტერესოა, არა? - მაკამ თვალები მოწკურა. - მშვენიერი ახალგაზრდა გოგო, შეძლებული ოჯახიდან, ასე ბებერივით ჩაცმული დადის და მისი ერთადერთი გასართობი, სამსახურია? - თავი გააქნია მაკამ. - თანაც, სამშობიარო სახლი, რომელი დროის გასატარებელი ადგილია?
- მართლა, ცოტა უცნაურია. - კვერი დაუკრა დინამ.
- აი, სწორედ ეგ უცნაურობა მაკვირვებს! - წამოიძახა მაკამ.
დინამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- კარგი, წადი ახლა და ყურადღებით იყავი. - დამოძღვრა მაკამ. - ცალკე ელზას თვალი არ მოაშორო, რამე არ იცანცაროს. მაშინვე გამაგებინე იცოდე. რაღაც ამ ბოლო დროს ცუდად არის ეს გოგო აჟიტირებული.
- ელზას თუ ლამარას? - გაიკვირვა დინამ.
- ელზას, ელზას! - მიუგო მაკამ. - ორი კაპიკის გაკეთება, თავში აუვარდა მგონი და საკმაოდ საშიში და თვალშისაცემი ხდება მისი უაზრო ქცევები.
- კარგი. მაკა ექიმო.
- ისე, ლამრიკოსაც არ აწყენდა ყურადღება, მაგრამ ახლა ელზა უფრო ხდება საშიში. თანაც, სამსახურიდანაც კი ვერ დავითხოვ, რადგან მერე წამოაგდებს ენას და რა გარანტიაა, რომ მისმა უაზრო ყრანტალმა ბოლომდე არ გამოგვითხაროს ძირი?
- და ასეთი, რა ჩაიდინა? - მაშინვე აუღო ალღო დინამ.
- თავისი ვიწრო ჭკუით, ლამრიკოს მოშორება გადაწყვიტა. - მაკამ ოდნავ ხმას დაუწია. - ხალათის ჯიბეში, მოპარულ ამპულებს ჩაუდებს და პოლიცია როცა მოვა და მერე უცებ სხვა რამეების ქექვაც რომ დაიწყოს, გვინდა ახლა ჩვენ ეს?
- არანაირად, არ გვინდა!
- და სწორედ, ეგ ვერ გავაგებინე, იმ შტერ გოგოს! - განაგრძო მაკამ. - ლამარას ხომ ეცოდინება, რომ სპეციალურად გაუჩალიჩეს და მერე ნახე მისი შურისძიება, თუ კი მართლა სწორედ მაგისთვის არის აქ მოსული.
- მაშინ გახდება, საშიში თუ გახდება. - მიუგო დინამ.
- ახლა კი დადის, დაცანცარებს და მხოლოდ მისი სიცანცარე გვიშლის უფრო მეტად ნერვებს, ვიდრე ხელს.
- შევეცდები, ყურადღება არ მოვადუნო. - აღუთქვა დინამ.
- ჰო, ჯერ აუცილებლად ელზას პირველ რიგში და მერე ლამარასაც გახედე ხოლმე ცალი თვალით. - ღიმილით დაურთო მაკამ. - ისე, სამი ტყუპი მოდის, გზაშია ჯერ და ვნახოთ. მხოლოდ, არანაირი რისკი! მირჩევნია ახლა ხელცარიელნი დავრჩეთ, ვიდრე ხელბორკილი მოგვარგონ!
- მართლა ასეა, საქმე? - შიშით იკითხა დინამ.
- და რა გარანტია გვაქვს? - ჩაეკითხა მაკა. - ჯერ ამ ლამარას ცანცარი არ მომწონდა და ახლა ელზა სულ გადაგვერია.
- მაკა ექიმო! - მოულოდნელად მაკას „ყურმოჭრილი მონა“ ექთანი კაბინეტში შეიჭრა. - დაიწყო!
- რა დაიწყო? - მშვიდი ღიმილით მიუგო მაკამ. - კინოს სეანსი?
- მშობიარობა დაიწყო! - აქოშინებული ხმით მიუგო ექთანმა.
- მშობიარობა დაიწყებოდა სამშობიაროში, აბა რაა! - გაეცინა მაკას და მერე დინას გადახედა. - აბა, წადით თქვენ ორივე და მეც მოვალ ახლავე.
ექთანი, პირველი გავარდა, მაგრამ უცებ მაკამ შეაჩერა:
- და ვის დაეწყო მშობიარობა? რომელს?
- აი, იმას. - მიუგო ექთანმა. - სამი ტყუპი რომ უნდა ეყოლოს!
- ოჰ! მშვენიერია! - გაიბადრა მაკა და მაშინვე გულში გაიფიქრა. მშვენიერი კი არა, ახლა საკმაოდ საშიშიაო.
მაკა სამშობიარო ბლოკში ავიდა, სადაც უკვე მორიგე ბრიგადა და მისი პირადი გუნდიც მზად ყოფნაში დახვდნენ.
მშობიარე ქალს საკმაოდ გაუჭირდა და როგორც იქნა, პირველი შვილიც გაჩნდა. ჩვილმა ტირილით აიკლო იქაურობა.
- ნახე რა ჯანმრთელი და ვაჟკაცი ბიჭია! - აღფრთოვანებას ვერ ფარავდა პედიატრი.
ღონემიხდილმა დედამ ღიმილიანი მზერით დააჯილდოვა მისი პირმშო და მაშინვე გონებაც დაკარგა. დანარჩენი ორი ტყუპიც სასწრაფოდ ისე გააჩენინეს, რომ ფაქტიურად არაფერი გაუგია.
როცა გონს მოვიდა. სამივე ტყუპის დაღუპვა ამცნეს.
- გოგონა, დაბადებისთანავე დაიღუპა. - სევდიანი სახით უხსნიდა პალატის ექიმი გულმოკლულ დედას. - შემდეგ კი ბიჭებიც მიჰყვნენ.
- როგორ?.. რანაირად?.. - ტიროდა დედა.
- ჟანგბადის უკმარისობის გამო. - მიუგო ექიმმა. - სამივე ერთად ვერ დაეტივნენ ალბათ, შენს მუცელში და თანაც, დროზე ადრე დაიბადნენ.
- კი მაგრამ, ერთმა ჩვილმა ხომ მაინც იტირა? - არ ცხრებოდა დედა. - ნახე რა ჯანმრთელი ბიჭი გეყოლაო, ეს ხომ ნამდვილად გავიგონე! არ მომჩვენებია! ბავშვიც როგორი ჯანმრთელი ხმით ტიროდა და როგორ ვერ გადარჩა?
- რა გითხრათ, აბა?.. - ამოიხვნეშა ექიმმა. - ცალი ფილტვი არ გაეხსნა.
- რატომ დამიღუპეთ, შვილები?! რატომ?.. - მოთქვამდა დედა.
- ქალბატონო! ჩვენ, სპეციალურად რატომ დაგიღუპავდით შვილებს?! ასეთი რამის დაბრალება გამიგონია?! - წყენით მიმართა პალატის ექიმმა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა.
სამშობიაროში ჩოჩქოლი ატყდა. დაღუპული ტყუპების მამა და მისი ნათესავები კარს ანგრევდნენ. პოლიციაც მყისვე გაჩნდა იქ. მთელი მედ.პერსონალი ფეხზე იდგა, ყველა ნერვიულობდა...
ყველა ნერვიულობდა მაკას გარდა. მაკა ექიმმა თავისი ჩვეული, ოლიმპიური სიმშვიდით იხმო კაბინეტში პოლიციის უფროსი ლეიტენანტი. ექთანს ყავაც შეამოატანინა და თავისი დამაჯერებელი საუბრით გააბრუა.
- აი, სწორედ ამიტომ არის ბატონო ჩემო. - სევდიანი ღიმილით მიმართა მაკამ დაუპატიჟებელ სტუმარს. - წყვილებმა, ჯერ სათანადოდ უნდა გამოიკვლიონ თავიანთი ჯანმრთელობა, თუ რამდენად პროდუქტიულნი არიან შვილის გასაჩენად. აქ კი? მაშინვე ქორწილი და ჟრიამული!
- დიახ, გეთანხმებით. - კვერი დაუკრა პოლიციელმა.
- და თუ ახალ მოყვანილი ცოლი, მაშინვე არ დაორსულდა, დედამთილისა და ქმრის ნათესავების ამალით იწყებს ექიმებში სიარულს, რადგან ქმრის ოჯახი, უკვე ფიქრობს, რომ არიქა, უშვილო რძალი შემოგვივიდა ოჯახშიო.
- ნუუ, ჩვენთან ასე ხდება... ასეთი წესებია
- და მერე ვინ ადგენს ამ წესებს? - ჩაკითხა მაკა.
- ტრადიციაც ასეთია... - დაბნეულად პასუხობდა პოლიციელი.
- ჰო, აი დიახ, სწორედაც რომ ამ უაზრო ტრადიციების მსხვერპლნი ხდებიან ახალშობილები. არაერთი ჩვილი დაღუპულა, იმის გამო, რომ მშობლიდან ერთ-ერთს, რაღაც გენეტიკური პრობლემა ჰქონდა და როგორც მოგეხსენებათ, შთამომავლობით გადაცემული, რომელიმე დაავადება, რომელიღაც თაობაში, უფრო ინტენსიურად იჩენს თავს, ვიდრე პირდაპირ მშობელში.
- დიახ, გეთანხმებით. - ბურდღუნებდა გაოგნებული პოლიციელი.
მაკამ ისეთი და იმდენი უამრავი არგუმენტებით გააბრუა, რომ ყველაფერზე კვერს უკრავდა და ვერაფერში ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ბოლოს გონს მოეგო ლეიტენანტი და მაკას მიმართა:
- ეს ყველაფერი მესმის და სრულიად გეთანხმებით, მაგრამ ახლა რა ვქნათ?
- და რა გინდათ, რომ გავაკეთოთ? - მიამიტი სახით გაიკვირვა მაკამ. - მედიცინა, ჯერ იმდენად წინ არ წასულა, რომ გარდაცვლილი გააცოცხლოს და ექსპერტიზას კი შემოგთავაზებთ, თუმცა ეგ მე უკვე არც მეხება, არც ჩემს კომპეტენციაში შედის და პირადად არც მაქვს მისი ჩატარების უფლება.
- არა, თქვენ პირადად არა, მაგრამ...
- ჩვილებს უკვე ვამზადებთ ექსპერტიზაზე გადასაგზავნად და მათი გვამების გაკვეთის შედეგად დადგინდება მათი ზუსტი გარდაცვალების მიზეზი.
- ჰო, დიახ... - მაკას სიტყვებზე საშინლად მოიღუშა პოლიციელი.
- ამიტომაც არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ. - სევდიანი ხმით განაგრძო მაკამ. - აბა, როგორი სანახავია, ერთდროულად სამი გარდაცვლილი ახალშობილი, მშობლებისთვის.
- საშინელებაა! - აღმოხდა ლეიტენანტს.
- შეგვიძლია არც ექპერტიზა ჩავუტარო და ისე დავკრძალოთ, მაგრამ ხომ ხედავთ, რა დღეშიც არიან ნათესავები? - კვლავ განაგრძობდა მაკა. - ჩვენ გვაბრალებენ ჩვილების სიკვდილს და დაანგრიეს აქაურობა და თქვენ მითხარით ერთი, რა მიზანი უნდა ჰქონდეს, რომელიმე მედ.პერსონალს ამისი?
- მართლაც, რატომ უნდა ჩაედინა ვინმეს...
- და ახლა, მეც დავიბენი. - ჩაფიქრებული ხმით განაგრძო მაკამ. - ჩავატარებინოთ ექსპერტიზა, თუ არა? ორივე შემთხვევაში, ლამის ყველაფერს თავზე გვახურავენ და აი, თქვენ როგორც გვირჩევთ, ჩვენც ისე მოვიქცევით!
- ექსპერტიზის ჩატარება, ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია! - საკმაოდ მტკიცე ხმით წარმოსთქვა პოლიციელმა.
- და აბა, მე რას გეუბნებოდით? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - რაც მალე, მით უკეთესი და ესენი კი მოგვეცით ბავშვებიო, რატომ არ გვატანთო და ასე შემდეგ.
- დიახ! ექპერტიზა ჩატარდება აუცილებლად! - კვლავ მტკიცე ხმით მიმართა ლეიტენანტმა. - ახლობლებთან მე მოვაგვარებ ამას.
- თქვენი იმედი მაქვს, თორემ დაინგრა სამშობიარო! - მაკას თვალები აევსო.
- დამშვიდდით, ქალბატონო. - გული აუჩუყდა მოსაუბრეს. - და ნებისმიერი პრეტენზია, ჩემთან გადმოამისამართეთ!
- ჯერ გარდაცვლილი ახალშობილი როგორი სანახავია მშობლისთვის და მერე მათი გაკვეთილი გვამები. - სევდიანად დასძინა მაკამ და ისეთი არგუმენტები მოუყვანა, რომ თვით გამოცდილ პოლიციელსაც კი, რომელსაც არაერთი სახიფათო და სავალალო მდგომარეობით დასრულებულ ოპერაციებში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, მასაც კი ცივად შეაჟრჟოლა.
კვლავ ყველაფერი იმ სცენარით განვითარდა, როგორც მაკას ჰქონდა დაგეგმილი. არც გარდაცვლილი ჩვილები აჩვენეს და არც ექსპერტიზის მერე გამოატანეს, უკვე აქვე დავკრძალეთო, ასე განუმარტეს მშობლებს. ყველა ამ საუბარში პოლიციის უფროსი ლეიტენანტიც იყო ჩართული და თავად სცემდა ყველა კითხვაზე პასუხს და მისი თაოსნობით ყველაფერი, ისევ მაკას გამარჯვებით დამთავრდა.
„მართალია, ახლა პოლიციის ჩარევა, სულ არაფერში მინდოდა, მაგრამ ზოგჯერ ასეც საჭიროა.“
ღიმილით ფიქრობდა მაკა, როცა ყველა მომჩივანი გაისტუმრა და თავისი კაბინეტის კართან ჩაფიქრებული სახით მიყრდნობოდა კედელს.
- ცუდად ხომ არ ხართ, მაკა ექიმო? - მისთვის არასასურველმა ხმამ სასიამოვნო ფიქრებიდან უეცრად მოწყვიტა.

LEX. 2024 წლის 14 იანვარი, კვირა.

No comments:
Post a Comment