157.
- როგორც სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ისევე ადამიანის უმეცრებასაც არ აქვს ზღვარი. - მშვიდი, დინჯი ხმით მიუგო პიპამ. - იმიტომ რომ ბნელია მისი სული და თავადაც არც კი სურს რომ ჩაიხედოს.
- ჰო! - კვერი დაუკრა ჩუკიმ. - და არც კი ცდილობს, რომ სულის კარი ოდნავ მაინც შეაღოს, იქნება ცოტაოდენი სინათლე, გარედან შეუვიდეს სულში.
- ჰმ. - ძალიან მოეწონა ჩუკის პასუხი პიპას. - კარგი ბიჭი ხარ შენ. დიმეოს ძალიან უყვარხარ და მგონი, ყველაზე გამორჩეულადაც.
- ალბათ, მის უფროსი თაობის მეგობრებში, ყველაზე უმცროსი რომ ვარ, შეიძლება ჩემთან უფრო ადვილად ურთიერთობს.
- კი, რა თქმა უნდა, ეგეც არის, მაგრამ აქ ასაკში სულაც არ არის საქმე. - დაბალი ხმით მიუგო პიპამ. - როგორც ვხედავ, დიმეო შენთან ერთად, უფრო კარგად და მხიარულად გრძნობს თავს და იცი რატომ?
პიპა ისეთი სახით ჩააშტერდა, რომ ჩუკის ოდნავ ტანშიც კი გასცრა.
„მართალი ყოფილა გალეო. ამ კაცს ისეთი თვალებით სცოდნია ჩაკვირვება, რომ გაწერია და რაც არ გაწერია იმასაც კი კითხულობს შენს სახეზე.“
- რატომ? - ღიმილით იკითხა ჩუკიმ.
- იმიტომ რომ სხვებზე მეტად გენდობა. თითქოს ერთმანეთზე ბევრად მეტი იცით, ვიდრე სხვა დანარჩენმა და ამიტომ უფრო ადვილად უზიარებთ დარდებს.
ჩუკის მართლაც ისეთი დაბნეული და შეცბუნებული სახე ჰქონდა, რომ პიპა მაშინვე მიუხვდა დიმეოს და მას შორის იყო რაღაც ისეთი საიდუმლო, რომელსაც სხვას არავის უმხელდნენ და ნეტა რა იყო ასეთი?
მიმი პრემიერთან იყო შესული და პიპამ ჩუკის სთხოვა გაჰყოლოდა მიმის სათვალთვალოდ. მიმიმ იცოდა, რომ გარეთ ელოდებოდნენ და ბევრად უფრო მშვიდად იყო, თუმცა ისევდაისევ პიპას მოთხოვნით, მიმი ტაქსით უნდა მისულიყო იქ და ასევე ტაქსითვე უნდა წამოსულიყო, შორიახლო კი მეგობრები ადევნებდნენ თვალს. ასეთი იყო პიპას გეგმა და თითქოს სპეციალურად შეარჩია ჩუკი, რომ ცალკე დაემარტოხელებინა. ახალგაზრდა ადვოკატი, გუმანით გრძნობდა რომ ეს კაცი, ტყუილად არ მოიქცეოდა ასე, მაგრამ რა უნდოდა მისგან? რას მოელოდა?
ჩუკიმ ვერაფერი უპასუხა, მხოლოდ მდარედ გაუღიმა.
- საინტერესოა, ასეთს რას გიყვება დიმეო? - პიპა აშკარად შეტევაზე გადავიდა. - უფრო სწორად, ასე რატომ გენდობა და ახლა არ მითხრა, საიდან მოიტანეო.
- ახლა არ ვთქვი, ასაკის გამოო? – ჩუკიმ თავის დაძვრენა სცადა.
- არა მარტო! - პიპას ხმაში ოდნავ სიმკაცრემაც გაჟონა. - არამარტო ასაკის გამო და ვერ მოვისვენებ, სანამ ბოლომდე არ ჩავწვდები ყველაფერს, რადგან დიმეოს რომ კიდევ რამე შეემთხვეს, მიმი ვეღარ გადაიტანს უკვე. ისედაც კარგად ხედავ, რა დღეშიც არის ახლა და შენც მშვენივრად იცი, თუ რატომაც!
- არა, არა! დიმეოს ჩემთან ერთად, რა უნდა შეემთხვეს? - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ. - დიახ! ვაღიარებ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც, პატარ-პატარა საიდუმლოებანი, მაგრამ ეს ბავშვის უსაფრთხოებასთან, სულაც არ არის კავშირში.
- მართლა? - წარბები აზიდა პიპამ.
- დიმეომ, მთხოვა რაღაც და მეც შევუსრულე, სულ ეს იყო!
- და ეს რაღაც, იმდენად სერიოზულია, რომ ასე საიდუმლოდ ინახავთ და ეს ძალიან კარგია! - მოუწონა პიპამ. - რადგან არ შეიძლება ბავშვის ნდობის გაცრუება, მაგრამ მე პირადად, რა კავშირში ვარ ამ თქვენს საიდუმლოსთან?
ჩუკის აშკარად ფერმა გადაჰკრა. ვერაფერი უპასუხა. პიპა კი კვლავ ისეთი დაჟინებით ჩაშტერებოდა, რომ ადვოკატს თავი დაკითხვაზე ეგონა.
- რა საინტერესოა. - განაგრძო პიპამ. - ბავშვმა რაღაც გთხოვა, რაც პირდაპირ კავშირშია ჩემთან და ამის გამო, შენ ასეთი გაფითრებული და გაოგნებული ზიხარ აქ და მართლა გამაგებინე, რა ხდება?!
თავიდან პიპა ფიქრობდა, რომ დიმეოსგან გაიგო ჩუკიმ, ბავშვი სკოლასთან ვიღაც მათხოვარ კაცს ხან ესარჩლებოდა და ხანაც საჭმელსაც უყოფდა და რა იყო ამაში ასეთი გამაოგნებელი? ეს ხომ ჩვეულებრივი რამ გამოდიოდა, იმის მერე რაც დიმეოს შეემთხვა? სრულიად თავისუფლად შეეძლო ჩუკის ან ნებისმიერ სხვას ეფიქრა, რომ ფიფომ ფარულად ბავშვს, ასე მათხოვარი კაცის სახით, ვიღაც დამცველი მიუჩინა, მაგრამ ახალგაზრდა ადვოკატს ისეთი სახე მიეცა რომ, პიპა მაშინვე მიხვდა, აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა ყოფილიყო და ახლა უფრო მეტად დაინტერესდა.
- შეიძლება ისიც კი იცოდე, რომ დიმეოს სკოლასთან სულ ვდარაჯობდი. - კვლავ განაგრძო პიპამ. - ბავშვიც დასვენებაზე გამოდიოდა და ერთად მივირთმევდით სახლიდან წამოღებულ ლანჩს, მიმიც კიდევ ორმაგს ატანდა ჩემთვის. - პიპამ სპეციალურად გაუსვა ხაზი, ვითომდა მიმიმაც იცოდა მაშინ მის შესახებ.
- არა, არა! - როგორც იქნა, ხმა ამოიღო ჩუკიმ. - მიმიმ არაფერი იცოდა მაშინ შენზე, რადგან ჩვენ, მე და გალეოს გვთხოვა დახმარება, ერთად ვამოწმებდით ქუჩის კამერებს და ვცდილობდით გაგვეგო, თუ ვინ იყო ის კაცი და ეს მიმის თხოვნა იყო.
- დიახ! მე ვიყავი ის უპოვარი კაცი! დიმეოს სკოლასთან ჩასაფრებული და ეს მაშინ, მიმისაც კი არ უნდა სცოდნოდა, სხვანაირად ვერც დავიცავდი ბავშვს!
- კი, მესმის. - თავი დაუკრა ჩუკიმ. - მაგრამ ხომ შეიძლებოდა, მართლაც მარტო მიმის სცოდნოდა?
- შეიძლება, თუმცა, თავის გასამართლებელი ნამდვილად არაფერი მაქვს, მაგრამ ვალში ვარ ფიფოს წინაშე და ვერასდროს ვერ ამოვალ. - დინჯად მიუგო პიპამ. - ამიტომ, აღარ ვიცი, როგორ დავეხმარო და როგორ ამოვუდგე გვერდით. სასურველი იყო, არც მიმის და არც არავის უნდა სცოდნოდა დიმეოს რომ დავყვებოდი ფარულად. ასე ჩავთვალე საჭიროდ.
- გასაგებია, კი მესმის და ერთი კითხვა მაქვს და იმედია...
- იმედია სიმართლეს გეტყვი, არა? - ჩაეღიმა პიპას.
ჩუკიმაც ღიმილით დაუქნია თავი.
- ტყუილს ნამდვილად არ გეტყვი. - მიუგო პიპამ. - მაგრამ თუ პასუხი, არ მინდა, მაგ შემთხვევაში, უბრალოდ არაფერს გეტყვი.
ჩუკიმ ამჯერადაც უხმოდ დაუქნია თავი.
- გისმენ, აბა მკითხე რა გაინტერესებს?
- ფიფოს როცა ესროლეს... - ენის ბორძიკით დაიწყო ჩუკიმ.
- დიახ! - კვერი დაუკრა პიპამ. - დარწმუნებული ვიყავი, რომ კიდევ რაღაც მზადდებოდა, მაგრამ წარდგენაც კი არ მქონდა, თუ კვლავ როგორ და საიდან შეუტევდნენ ფიფოს ოჯახს. - პიპა გაჩუმდა და მალევე განაგრძო. - მხოლოდ ის შევძელი, რომ ფიფოსთვის საკონტროლო და მართლაც საბედისწერო გასროლა ამეცილებინა.
- კი, ეგ ვიცით. - მიუგო ჩუკიმ. - ჩვენ სრულიად შემთხვევით მოვიპოვეთ ის ჩანაწერი, სადაც ვიღაც, სწორედ იმ მომენტში რაღაცას ურტყამს მკვლელს, რომელიც ცდილობს, რომ პირდაპირ შუბლში დაახალოს ტყვია ფიფოს და ამის მერე კამერაც ითიშება.
- ჰოო? - გაიკვირვა პიპამ. - მაგ ჩანაწერზე არაფერი ვიცი. ნეტა შეიძლება ნახვა?
- მიმისაც ჰქონდა და გალეოსაც. იმედია გალეო მაინც არ წაშლიდა.
- წესით, არც მიმი არ წაშლიდა. - დაურთო პიპამ. - ასე ვფიქრობ.
- და ბუნებრივია, სასწრაფოსაც შენ გამოიძახებდი, არა?
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა პიპამ.
- ფიფოს ტელეფონი, კედელთან რაღაც სხვანაირად იყო აყუდებული და მაშინვე მივხვდი, რომ ვიღაც მესამეც შეიძლებოდა იქ ყოფილიყო. - მიუგო ჩუკიმ. - თუნდაც შემთხვევითი მომსწრე და ამიტომ მთელი სამეზობლო დაიკითხა, მაგრამ ვერავის მივაგენით.
- ჰმ.
- ეს მანამდე იყო, სანამ ის ჩანაწერი გამოჩნდებოდა. - განაგრძო ჩუკიმ. - და ამას ის მკვლელი იწერდა, სავარაუდოდ სხვისთვის საჩვენებლად, რომ დაემტკიცებინა... მართლა რომ ესროლა და...
- თავისთავად! ასეც იქნებოდა ჩაფიქრებული, რადგან ეს აშკარად შეკვეთილი მკვლელობა იყო. - ამოიხვნეშა პიპამ. - მაგრამ შენ მაინც არ გამეცი ბოლომდე პასუხი. სწორედ იმაზე, რაც ახლა მაინტერესებს.
- ბავშვმა საიდუმლოდ შენახვა მთხოვა. - ცოტა არ იყოს იწყინა ჩუკიმ.
მაინც რატომ აძალებდა ეს კაცი ყველას იმას, რაც პირადად მას სურდა? ყოველთვის მართალი როგორ იყო თვითონ და ყველას მისი გეგმის მიხედვით რატომ უნდა ემოქმედა?
- ასე რატომ ჩაფიქრდი? - ჩაეკითხა პიპა. - იცი? ისიც კი საეჭვოდ მეჩვენება, რომ ფორტეპიანოზე, მხოლოდ შენი თანხლებით მიდის და სხვას ყველას უარს ეუბნება და რატომ? რაშია საქმე?
ჩუკი აიწურა, აშკარად ფერმა გადაჰკრა. პიპაც მიხვდა, ზუსტად გზაზე იდგა, ახლა იყო ამ ბიჭის ალაპარაკების მომენტი, მაგრამ ჩუკისდა ბედად მიმი შენობიდან გამოვიდა.
- აი, მიმი გამოვიდა! - ცოტა არ იყოს, ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა ჩუკის და მოულოდნელობისგან პიპაც ადგილზე შეხტა.
- ტაქსიც დროულად მოსულა. - ჩაილაპარაკა პიპამ. - მიმის წინასწარ უნდა გამოეძახა, სანამ გარეთ გამოვიდოდა.
სანამ მანქანას დაძრავდა, პიპამ იქაურობასაც თვალი კარგად მოავლო. აინტერესებდა მიმის ვინმე ხომ არ აეკიდა, თუმცა საეჭვო ვერაფერი შენიშნა. მიმიმ ტაქსით გვერდით ჩაუარა, ბიჭებს არც კი შეხედა, ვითომ ვერც შეამჩნია.
- იმედია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. - ჩაილაპარაკა პიპამ და მიმის ტაქაის კვალში მიჰყვა.
ჩუკიმ შვებით ამოისუნთქა. პიპას ახლა ნამდვილად არ ეცალა მისთვის, რადგან თან მიმის მიჰყვებოდა უკან და თან მაინც ცდილობდა აქეთ-იქედანაც არაფერი გამორჩენოდა.
შინ მშვიდობით დაბრუნდნენ. ყველას ერთი სული ჰქონდა, სანამ მიმი მოუყვება თუ როგორ შეხვდა პრემიერი მის გადაწყვეტილებას. მიმი კი ისეთი გადაღლილი იყო. არაფრის მოყოლის თავი არ ჰქონდა. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარაო და საძინებელში ავიდა.
ამასობაში ჩუკიმაც საქმე მოიმიზეზა და სულ ადვილად მოახერხა პიპას კლანჭებიდან დაძრომა, თუმცა არც პიპას უფიქრია მისი შეჩერება. ისე იქცეოდა, თითქოს აღარც ახსოვდა, სულ ცოტა ხნის წინ როგორ წნეხში ჰყავდა მოქცეული ახალგაზრდა ადვოკატი.
პიპას ერთი სული ჰქონდა, სანამ მიმისგან მოისმენდა, თუ როგორ შედგა პრემიერთან მისი შეხვედრა, მაგრამ ზედმეტად აღარ შეაწუხა. ამასობაში დიმეოც სკოლიდან დაბრუნდა. ბავშვი თითქოს, რაღაც მოწყენილივით გამოიყურებოდა და პიპამ ახლა მისი ალაპარაკება სცადა.
- დღეს ძალიან მინდოდა ფორტეპიანოზე წასვლა, მაგრამ ჩუკი ვერაფრით ვერ იცლის. - ამოიხვნეშა დიმეომ. - იცი, რა კარგად ვიმეცადინე...
- მთელი დღე დაკავებულია? - ჰკითხა პიპამ. - იქნებ უფრო მოგვიანებით შესძლოს და მასწავლებელსაც შეუთანხმდეთ, არ გამოვა ასე?
დიმეომ უარის ნიშნად უხმოდ გააქნია თავი.
პიპას გულში ჩაეღიმა, მშვენივრად მიხვდა ჩუკი რატომაც არიდებდა თავს, მაგრამ მე თუ დღეს დამიძვრა, ხვალ თუ არა ზეგ, მაინც ხომ მოუწევს პასუხის გაცემაო?
„ან ბავშვი, რა შუაშია?
ხომ შეუძლია, სულაც ქვემოთ დაელოდოს და აქ არც ამოვიდეს, ისე წაიყვანოს გაკვეთილზე?“
- დიმე, მომიძებნე რა, ჩუკის ნომერი. - მშვიდი ხმით მიმართა ყურებჩამოყრილ ბიჭს პიპამ.
დიმეომ ჯიბიდან მობილური ამოიღო, ჩუკის ნომერი მოძებნა და მოწყენილი სახით გაუწოდა პიპას.
- აქ იყავი, ახლავე მოვალ! - ოდნავ, თითქოს უბრძანა კიდეც პიპამ ბიჭს და ოთახიდან გავიდა.
ჩუკიმ რამდენიმე ზარზე არ უპასუხა, თუმცა ბოლოს მაინც გააგონა. ადვოკატმა სრულიად ბუნებრივად ახსნა, მისი არ მოსვლის მიზეზი, ამაში გასაკვირიც არაფერი იყო, თუმცა მაინც რაღაც უცნაურად დაემთხვა და სწორედ ეს არ მოეწონა პიპას.
- არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვისთან რა კონფლიქტი მოგივა, მაგრამ დაიმახსოვრე, ბავშვი არასდროს არის შუაში, ვინც არ უნდა იყოს და ვისიც არ უნდა იყოს! - საკმაოდ მკაცრად მიმართა პიპამ. - და შენ თუ გგონია, რომ დღეს ასე ადვილად აარიდე თავი ჩემს კითხვებს, იგივეს გაგიმეორებ ზეგ და მაზეგაც, იქამდე სანამ ამომწურავ პასუხებს არ მივიღებ!
ჩუკიმ უკვე უარი ვეღარ უთხრა, მოუბოდიშა კიდევაც, მართლაც დიმეო რა შუაში იყო და მისვლას შეჰპირდა.
- დიმე. - ღიმილით მიმართა პიპამ მოღუშულ ბიჭს. - ორ საათში მოვალო ჩუკიმ და შენ ხომ ხარ მზად? კარგად იმეცადინე?
- კი როგორ არა! - თვალები გაუბრწყინდა ბიჭს. - თუ გინდა ახლავე დავუკრავ და მომისმინე.
- რატომაც არა! - კვლავ გაუღიმა პიპამ. - წამო აბა, მოგისმინო ერთი, როგორი ბიჭი ხარ. მხოლოდ, ის მაინტერესებს, ასე ნებისმიერ დროს შეგიძლია გაკვეთილზე მისვლა? იქნებ, იმ დროს სხვა მოსწავლე ჰყავს და ლოდინი მოგიწიოს.
- ეგ არ არის პრობლემა! - მკვირცხლად მიუგო ბავშვმა და მაშინვე ინსტრუმენტს მიუჯდა.
პიპას მოეჩვენა, რომ დიმეომ პასუხის დროს თვალი აარიდა და მართლა რაში იყო საქმე? როცა დიმეოს შესთავაზა მე წაგიყვან მუსიკაზეო, ან ჩუკის გარდა სხვას მაინც ვთხოვოთო, ბავშვი კატეგორიულ უარზე დადგა. ამასთანავე ნებისმიერ დროს შეეძლო მისვლა, ნუთუ იმ მასწავლებელს, მხოლოდ ეს ერთი მოსწავლე ჰყავდა? ესეც გასარკვევი ჰქონდა პიპას, მაგრამ ყველაზე მეტად გაკვირვებული მაშინ დარჩა, როცა დიმეოს ყურადღებით მოუსმინა. ბავშვი გამალებით უკრავდა და საკმაოდ სასიამოვნოდ ხვდებოდა მის გამოცდილ ყურს, მაგრამ იყო მასში რაღაც იდუმალი, თითქოს ნაცნობი კიდეც. დიმეოს მიერ ათვისებული კლავიშებზე შეხების ტექნიკა, რაღაც მისთვის ძალიან ნაცნობს და...
„არა, არა! შეუძლებელია!“
გაიფიქრა პიპამ. თუმცა, მაინც კიდევ რაღაცამ დააეჭვა. ამიტომაც გადაწყვიტა კვალში უჩუმრად მიჰყოლოდა ბიჭს, თუ სად და ვისთან დადიოდა ფორტეპიანოს გაკვეთილების მისაღებად.
„იქნებ, სულაც არ დადის მუსიკაზე და ამ დროს ძანესთან ერთად ატარებს?“
ესეც კი გაიფიქრა პიპამ, როცა დიმეო და ჩუკი, მისთვის კარგად ნაცნობ სახლში შევიდნენ.
„ან სულაც ის, მამაჩემად წოდებული ამეცადინებს?
თუმცა, მაინც რაღაც მეეჭვება ისევ.
მიმის კიდევ ჰგონია, რომ დიმეო კერძო გაკვეთილებს სულ სხვაგან იღებს. ან იქნებ, მე მითხრა მასე? და რატომ დამიმალა?“
პიპა აღარ დაელოდა დიმეოს გამოსვლას და მაშინვე მიმისკენ გასწია. ფიფოს კაბინეტში მოკალათდა და მიმის გაღვიძებას დაელოდა.
მიმიმ საღამოსკენ ძლივს გაახილა თვალი, ან სულაც საძინებლიდან გამოსვლას არ ჩქარობდა და როგორც იქნა, იკადრა ქვემოთ ჩამოსვლა, სადაც პიპამ ხან საიდან გამოჰკითხა და ხან საიდან და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მიმის წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ დიმეო ზუსტად სად, რომელ მასწავლებელთან იღებდა მუსიკის გაკვეთილებს.
- და რას აიკვიატე ახლა ეს დიმეოს მასწავლებელი? - უკვე გაცხარდა მიმი. - ნუთუ არ გაინტერესებს, პრემიერთან რა ვისაუბრე?
- რა თქმა უნდა მაინტერესებს! - მიუგო პიპამ. - მაგრამ რატომ გავიწყდება, რომ არაფერი უნდა გამოგვეპაროს?!
- მაშინ შენ ატარე ამის მერე მუსიკაზე! - ზურგი შეაქცია მიმიმ კაბინეტიდან გასვლა დააპირა, მაგრამ პიპამ შეაჩერა:
- და მერე, რაო პრემიერმა? - ირონიულად მიმართა მიმის. - გაუხარდა ხომ, ფიფოს სიცოცხლე, ბოლოს და ბოლოს რომ დასრულდებაო, არა?
- უნდა გენახა რა თვალებით მიყურებდა. - შუბლი შეკრა მიმიმ. – მაშინვე ამყვა, არც მაცლიდა ლაპარაკს, სწორი გადაწყვეტილებააო. სულ ჭკვიანი და წინდახედული ქალი მიწოდა.
- ჰმ, ძალიან კარგი. - მოუწონა პიპამ.
- თან იცი, რა მოხდა?
- საიდან უნდა ვიცოდე? - ღიმილით მიმართა პიპამ. - მე გარეთ გელოდებოდი.
- ცრემლები თავისით მცვიოდა, გულიც კი ამომიჯდა, იმდენი ვიტირე მის კაბინეტში.
- მშვენიერია! - შეაქო პიპამ.
- მართლა წარმოვიდგინე, რომ ფიფოს აპარატიდან გამოვრთავდი და ჯერ არავის ვეტყოდი, არც ფიფოს მშობლებს, რადგან ისინი ყველაზე გვიან გაიგებდნენ, არ მინდოდა მათი ანერვიულება და მივყევი და მივყევი.
- ყოჩაღ! - შეაქო პიპამ.
- სავსებით, სწორი გადაწყვეტილებაა სოფელში, თუნდაც დროებით გადახვეწა და იქ ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანაო.
- ჰაჰ! - გაუხარდა პიპას. - ესე იგი, მოეწონა ბიჭს, ჩვენი გეგმა! მშვენიერია, მშვენიერი!
- ჰო, მაგრამ ამის გაკეთება, აქაც ხომ შეიძლებოდა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - შენ კი მართლა სოფელში გადაბარგება მომაწყობინე.
- მიმი, ლოგიკურია. - მიუგო პიპამ. - შენ იღებ გადაწყვეტილებას, რომ შენი უსაყვარლესი ადამიანი, შენი შვილების მამა, მისთვის სასიცოცხლო აპარატიდან გამორთო, იმ დროს, როცა მისი მშობლები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.
მიმიმ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- და შენი ხელშეწყობით. - განაგრძო პიპამ. - იმ ერთადერთ შვილსაც კარგავენ და ეს ფარსი, როგორ გინდა აქ ქალაქში ისე დამალო, რომ შენს დედამთილს არაფერი შეეტყოს სახეზე? ან არაფერი წამოსცდეს?
- ჰო. რა ვიცი...
- აი, წარმოიდგინე, რომ შენს დედამთილს, მარკეტში ან უბანში ხვდება ნაცნობი, ან მეზობელი და მიუსამძირებს შვილის გარდაცვალებას, ისიც მიიღებს სამძიმარს, საიდუმლოს კი შეინახავს, მაგრამ გამოცდილი თვალი, მაშინვე შეამჩნევს რომ იტყუება, გესმის რა ვიგულისხმე?
- შეიძლება, მართლა სულაც არ იყოს მეზობელი და ვინმე უცხო მიუგზავნონ სამძიმრისთვის.
- არც ეგ არის გამორიცხული! - კვერი დაუკრა პიპამ. - და საუბარშიც შეიძლება, ისე ოსტატურად გამოტეხოს, რომ ფიფო ცოცხალია და ბევრად უკეთ გრძნობს თავს.
- ჰო, მართლა ისე სჯობს, როგორც შენ ამბობ. - ამოიხვნეშა მიმიმ. - ვითომ ვუმალავ დედამთილს ყველაფერს, ისე როგორც პრემიერთან ვთქვი. დაე ეგონოს მისი შვილი, ჯერ კიდევ ცოცხალი-თქო, ესეც დავამატე და მართლა, ჩვენ როდის გადავდივართ?
- იქაურობა მზად არის უკვე და როცა შენ იტყვი.
- და მშობიარობა რომ დამეწყოს იმ ტყეში? ბარემ ხომ არ მომეცადა?
- ორ თვეზე მეტი დრო გაქვს მიმი და ამ ორ თვეში, ბარემ უკან დაბრუნდები და ეგ იქნება. ამ ხნის მანძილზე, ფიფო უკვე ამათ საბოლოოდ ჩამოშორებული ეყოლებათ და შენც მშვიდად იმშობიარებ. აი მერე კი ვნახოთ.
- რა უნდა ვნახოთ? - შუბლი შეკრა მიმიმ. - ბოლომდე რატომ არაფერს მიყვები?
- ყველაფერს გაიგებ, თავის დროზე. - მშვიდი ხმით მიუგო პიპამ. - ახლა კი დროა, შენებსაც ნელ-ნელა შეაპარო, რომ უცხოეთში აპირებ ფიფოს გადაყვანას. მკურნალობის ახალი მეთოდია, თავისთავად დიდი რიგია და შენც ერთ-ერთი პირველი მოხვდი ამ რიგში. წინასწარ სპეციალურად არავის შეატყობინე და ასე შემდეგ. დანარჩენი კი ისევ ისე წავა, როგორც პრემიერს უთხარი, რომ მოხუც მშობლებს, აქედან თუ იქიდან, არაფერს ეტყვი. დაე, კიდევ დიდ ხანს ეგონოთ ფიფო ცოცხალი.
- ღმერთო ჩემო! - ამოიხვნეშა მიმიმ. - ვინ იცის, რა შარში ვყოფ თავს.
- მიმი. - ღიმილით მიმართა პიპამ. - უკვე დიდი ხანია თავიც, შარში გაქვს გაყოფილი და ტანიც.
- ჰო! დიდი ხანია! - კვერი დაუკრა მიმიმ. - მას მერე, რაც შენ გაგიცანი... - მიმის ხმაში ისტერიკამ გაჟონა, თუმცა ვინ აცალა სიტყვის დამთავრება.
- დეე! რა მოხდა?! - დიმეოს ხმამ ელვასავით გაიწკრიალა.
- რა უნდა მომხდარიყო? - მხრები აიჩეჩა პიპამ. - მას მერე რაც გამიცნო, მოსვენება დაკარგა და დღემდე ვერაფრით ვაჯერებ, რომ მაშინ, იმ მღვიმეში პირველად გნახე, არც კი ვიცოდი ვინ იყავი. შენ კი არა, საკუთარ თავსაც კი ვერ ვცნობდი. ჩემი ცხოვრების ის ათი წელი გაყინული გონებითა და ყოველგვარი შეგრძნებადობის გარეშე მიედინებოდა.
- მართლა ათი წელი იცხოვრე იქ? - დიმეომ გაკვირვებისგან თვალები დაჭყიტა. - ესე იგი, მე რამდენი წლისაც ვარ დაახლოებით იმდენი?
- ზუსტად ვერაფერს გეტყვი. - მხრები აიჩეჩა პიპამ. - ათი იყო თუ ოცი, შეძლება სულაც ხუთი. - პიპა წამით შეყოვნდა. - არა ისე, ოცი წელი, ცოტა არ იყოს მებევრება.
- და მართლა ვერაფერს იხსენებ? - ჩაეკითხა ბავშვი.
- რომ არ მოგატყუო, ბევრი რამ გამახსენდა. - მიუგო პიპამ. - უფრო შორეული წარსულიდან, მაგრამ მართლაც ეს ბოლო წლები არაფერი ვიცი, ან იქ როგორღა მოვხვდი, როდის და რა გზით მივედი, დღემდე ჩემთვის გაურკვეველია.
- და მერე გეკითხა იმ ბერებისთვის? - წარბები აზიდა ბავშვმა.
- დიმეო, სიხარულო. - გაეღიმა პიპას. - როცა შენ გაგიცანი, სწორედ მაშინ დამეწყო გამოფხიზლება. იმის მერე იმ ტყეში რაც ერთმანეთს ხელი ჩავკიდეთ და წელამდე თოვლში გზას მივიკვლევდით, იქეთ აღარც ვყოფილვარ და ზუსტად არც კი ვიცი სად ვიყავით.
- წელამდე კი არა, მე კისრამდე მქონდა, ვეღარ ვსუნთქავდი, შენ კი სულ ხელში აყვანილი დაგყავდი. - გაიხსენა დიმეომ. - მაგიტომაც წაიქეცი იმ ბაბუს ჭიშკართან, ვეღარ გაძელი, დაჭრილიც იყავი, იმ დამპალმა კაცმა თოფი შენც ბევრჯერ გესროლა, თავიც გატეხილი გქონდა.
ამის გაგონებაზე, მიმის ტანში ცივად გასცრა.
- კარგი, აღარ გვინდა ცუდი რამეების გახსენება. - მიმის დასამშვიდებლად თემის შეცვლა სცადა პიპამ.
- ვიცი, რომ ცუდია, მაგრამ გგონია როდესმე დამავიწყდება, იმ საზიზღარ კაცს ჩემი მოკვლა რომ უნდოდა?! - დიმეოს ხმაში ბზარი შეეპარა.
- ვაიმე, შვილო! - ამოიკვნესა მიმიმ.
- თოფს მესროდა და მერე ჩემი იმხელა მთიდან გადაგდება უნდოდა! - ტირილით განაგრძო ბიჭმა. - დეე! მართლა მეგონა რომ ვკვდებოდი! - ბავშვს გული ამოუჯდა და აბღავლებული დედას ჩაეკრო.
მიმი ცალკე ცრემლებს ღვრიდა. პიპამ სულ ცოტა ხნით აცალა დედა-შვილს გულის მოოხება და კვლავ თემის შეცვლა სცადა.
- ჰოდა, აღარასდროს გაიხსენო! – ომახიანად შეუძახა პიპამ. - ახლა კი ძალიან მაინტერესებს დღეს რა ისწავლე ახალი ფორტეპიანოზე.
- ჰო, მიდი აბა დაგვიკარი, თორემ გული მტკივა უკვე ამდენი ტირილით. - მიმიც აჰყვა პიპას და დიმეოც ცრემლების წმენდით გაეშურა თავისი სამეცადინო ოთახისკენ.
კვალში პიპა და მიმიც მიჰყვნენ.
- მე მაინც არ მჯერა შენი...
პიპას გასაგონად ჩაილაპარაკა მიმიმ, თუმცა ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა, რაც დიმეოს ყურამდეც მისწვდა. და ბავშვიც მაშინვე შემობრუნდა. და სანამ ხმას ამოიღებდა პიპამ დაასწრო:
- დედაშენს არ სჯერა, რომ მართლა იქ პირველად გნახე. ალბათ, დღესაც ჰგონია, რომ მე გაგიტაცე და ისევ მე დაგაბრუნე, რადგან გამოსასყიდსა და შიშში ყოფნას, ისევ მდიდრულ სახლში უდარდელად ცხოვრება ვარჩიე.
- დეე! ჩემიც არ გჯერა?! - დიმეო დედას ორივე ხელით ჩაეჭიდა და წყლიანი თვალებით ჩააშტერდა.
- მხოლოდ შენი მჯერა დეე! - მიმიმ ბავშვი გულში ჩაიკრა. - მხოლოდ შენი.

LEX. 2024 წლის 2 იანვარი, სამშაბათი.

No comments:
Post a Comment