151.
გათენებას ცოტაღა უკლდა, საუბარს რომ მორჩნენ. თუმცა ბოლომდე ამით მაინც არ დასრულებულა.
მწირის ახსნილ-მონაყოლით, საფრთხე მართლაც რომ გარდაუვალი ჩანდა. ცხადი იყო, მარტო ფიფოს თავდასხმით არ მთავრდებოდა ყველაფერი, მაგრამ მის ცოლ-შვილს რაღატომ ემუქრებოდა საფრთხე?
რატომ? რისთვის?
ვის რას უშლიდა ფიფოს ოჯახი?
- ნუთუ ფიფოს მკვლელობის მცდელობა არ იყო საკმარისი?
პასუხად მწირმა უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- და მე და დიმეო რომ დაგვხოცონ, ამით მათ საქმეს ეშველება ვითომ? - თავი გააქნია მიმიმ.
- არა, მიმი - მწირმა ამოიხვნეშა. - შენი სიკვდილი, ბევრს არც არაფერს მოუტანს, ამით მხოლოდ მათი შიში დამთავრდება, მაგრამ ამას უფრო დიდი ამბავი მოჰყვება და ესეც ძალიან კარგად იციან, ამიტომაც ფიქრობენ, რომ ცოცხალს კი დაგტოვებენ, მაგრამ გამუდმებით სტრესში და წიოკში ეყოლებით.
- ჰმ. ესე იგი, ჩემს სიკვდილს უფრო დიდი ამბავი უნდა მოჰყვეს, ვიდრე ფიფოს განადგურებას? რაღაც ხომ არ გეშლება?
- მიმი, ამხელა თანამდებობის კაცი ასე წიწილასავით გაიმეტეს და ამის მერე, მის ორსულ ცოლსაც რომ რაღაც შეემთხვეს, თუნდაც მართლაცდა შემთხვევით, ან თუნდაც, ისე ბუნებრივად დადგან შენი ვითომდა შემთხვევით დაღუპვის სცენა, ესეც კი უთუოდ სალაპარაკო გახდება, რადგან ამას, სრულიად შესაძლებელია, რომ ძალიან დიდი ამბებიც მოჰყვეს.
- დაწვრილებით მაინც არ მიყვები რა ხდება და... - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მიმიმ. - სულ ასე შემოვლითი გზით მიხსნი და მიმტკიცებ, რომ საფრთხე, გარდაუვალია, თითქოს ფარულად გვემუქრებიან კიდეც, მაგრამ არც კი ვიცი ვის გავექცე? ან სად გავიქცე? და რა გავეკეთო ასეთ შემთხვევაში?! რა?!
- შეხვალ პრემიერთან და აი სწორედ მაქედან დაიწყება შენი ოჯახის სრული უსაფრთხოება. - მშვიდად მიუგო მწირმა.
- ვითომ? - მიმის ხმაში ცინიზმმა გაჟონა.
- ვითომ, არა! მართლა!
- ჰმ.
- მანამდე კი ყველაფერი ისე უნდა მოეწყოს, როგორც საჭიროა და რას და როგორ ეტყვი პრემიერს, ამის რეპეტიციებს გავივლით ერთად.
- ჰაჰ! ახლა მსახიობობაც დამაწყებინო, იქნება.
- როცა საქმე შენი შვილების უსაფრთხოებას ეხება, უფალმა უწყის ვის როლს აღარ მოირგებ!
- ჰო... - ამოიხვნეშა მიმიმ. - ნიღბების თეატრი!.. ყოველი თვის ბოლო შაბათს! გვეწვიეთ, დასწრება უფასოა!..
ამის გაგონებაზე მწირს სახე შეეცვალა. უნდოდა ეკითხა, ასე ზედმიწევნით შენ საიდან იციო, მაგრამ თავი შეიკავა.
მიმის კი არაფერი შეუმჩნევია, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ეს სიტყვები იმ შორეული წარსულიდან მოდიოდა.
ეს ის დრო იყო, როცა პიპა და მხატვარი ერთმანეთის დახმარებით სპექტაკლებს დგამდნენ და საგულდაგულოდ ირჯებოდნენ ბავშვთა სახლის მაცხოვრებლების გასართობად და იქ მყოფ ზოგს მიტოვებულს, ზოგსაც დაობლებულს, ცოტაოდენი სიხარულსა და სიხალისეს სჩუქნიდნენ.
ლამის მთელი თვე ემზადებოდნენ და მაინც რატომღაც, ალბათ მართლაც და უნებურად, ყოველი წარმოდგენა აუცილებლად თვის ბოლო შაბათს იმართებოდა.
მრავალი წლის შემდეგ, უკვე ზრდასრულ ასაკში, მხატვარმაც სწორედ წარმოდგენის გასამართად ისეთივე დრო გამოიყენა...
თვის ბოლო შაბათი...
არც შემდგომში ყოფილა პიპასთვის ეს დრო უცხო. მისი კრიმინალური ცხოვრების დასაწყისში ჯერ კიდევ, როდესაც „პირველ ნაბიჯებს“ დგამდა დანაშაულებრივ გზაზე, სწორედაც რომ და მართლაც სრულიად, შემთხვევითა და უნებურადაც, მკვლელობის ჩადენას, რამდენჯერმე თვის ბოლო შაბათი დაემთხვა. თუმცა, არა ყოველი თვის ბოლოს და ამასაც სრულიად უბრალო და მარტივი ახსნა ჰქონდა. უამრავი სამოღვაწეო ნაშრომებით დატვირთული ახალგაზრდა პროფესორი გამუდმებით დაკავებული იყო, ცალკე ბავშვის აღზრდაშიც მაქსიმალურ ყურადღებას იჩენდა და მთელი კვირის განმავლობაში, უქმეებზე შედარებით უფრო ეცალა, ვიდრე სხვა დანარჩენ დღებში. თავიდან სრულიად შემთხვევით და შემდგომში კი უკვე შეგნებულად, მისი ყოველი დანაშაულის ჩადენის დღე უკვე მართლაც თვის ბოლო შაბათი გახდა.
თავის დროზე, ფიფომ ესეც გაარკვია, თუმცა ამაში, სრულიად უნებურად მიმი დაეხმარა. შემდეგ კი თვითონ მხატვარმა აუწყა, რომ ნიღბების თეატრში წარმოდგენები, მხოლოდ თვის ბოლო შაბათს იმართებოდა. თუმცა, მხატვრის მიერ დაარსებული თეატრი კი არანაირ კავშირში არ იყო მკვლელობებთან, მაგრამ ფიფოს გამჭრიახობისა და მხატვრის დახმარების წყალობით ძიება, სწორედაც რომ ბავშვთა სახლიდან დაიწყეს და ამის მერე იყო, რომ პიპასთვის მოულოდნელი ფიფოს თავზე დადგომა იქ, სადაც კი არც ელოდებოდა. ვერც კი წარმოიდგენდა ბატონი პროფესორი თუ პირდაპირ ინსტიტუტის კედლებში მიაგნებდნენ.
სულ ფიქრობდა პიპა ამაზე, როგორ? საიდანო? და მხოლოდ მრავალი წლის უნახავი მხატვრის გამოჩენაზე მიხვდა ყველაფერს, განსაკუთრებით მაშინ როცა ნიღბების თეატრის არსებობაზე შეიტყო.
მიმიმაც კი რა თქმა უნდა, მხატვრისგან იცოდა, სპექტაკლის გამართვის დრო და უკვე აღარც კი ახსოვდა, რომ ერთ დროს, თავადვე აღმოაჩინა ეს დამთხვევა.
- ნიღბების მორგების გამოცდილება კი გაქვს და...
მიმის სიტყვებმა პიპა რეალურ დროში დააბრუნა და მაშინვე მიუგო:
- და ამიტომ ნუ წუწუნებ, მენდე და ყველაფერი კარგად იქნება!
- მართლა ასე დარწმუნებული ხარ? - ნაღვლიანად ჰკითხა მიმიმ.
- საკმაოდ დიდი პროცენტით, 99-ით მაინც ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გეგმა გაამართლებს...
- და რომ ვერ გაამართლოს? - შეშფოთებული ხმით იკითხა მიმიმ. - იქნებ, სწორედ ის ერთი პროცენტი იქნება გადამწყვეტი?
- თუ ვერ გაამართლებს და თქვენ ვერაფრით დაგეხმარეთ, მაშინ შენ ძალიან კარგად იცი მიმი, რომ მე ყველაფერზე წამსვლელი ვარ!
ისეთი მკაცრი ტონით მიუგო მწირმა, რომ მიმის ცივად გასცრა ტანში.
- არავის შევარჩენ უმწეო ბავშვისა და ქალის ჩაგვრას! - მწირმა მიმის საშინლად ამღვრეული თვალები მიანათა, მაგრამ მაშინვე მოთოკა ემოცია და დამფრთხალ ქალს მდარედ გაუღიმა. - რაღა მაინც და მაინც, იმ ერთ პროცენტს ჩაეჭიდე? წინ მთელი 99-ია!
- ჰო, მაგრამ ასე დარწმუნებული რომ ხარ ჩემი გეგმა გაამართლებსო, განა მაშინ არ გქონდა გეგმები? - უკმაყოფილოდ ჩაეკითხა მიმი. - ყველაფერს ისე აწყობდი, შენზე ეჭვს ვერავინ მიიტანდა და...
- და მაინც ერთადერთმა მიიტანა ეჭვი და ისეთი მხრიდან მომაგნო, რომ ვერც ვერასდროს წარმოვიდგენდი. ჰმ. - მწირმა თავი გააქნია.
- ფიფომ?
- დიახ, ქალბატონო, მიმი! ფიფომ! ფიფომ!
- ესე იგი, არც მაშინ ყოფილხარ 99 პროცენტით დარწმუნებული, არა?
- მაშინ ეს პროცენტები სულაც არაფერში მჭირდებოდა. - მიუგო მწირმა. - განა სხვას ვინმეს რამეს ვუმტკიცებდი ან...
- ან, რა? - ვეღარ მოითმინა მიმიმ.
- ეს მხოლოდ იმ რეალურ პიესაში ხდებოდა, რომელსაც სასამართლო ერქვა. – პიპა შეყოვნდა. - იყო თვითდანიშნული მოსამართლე და მსჯავრდებული ადვოკატის გარეშე. იყო ჯალათი და სიკვდილ მისჯილი.
- და იქნებ, არ იყო დამნაშავე?
- მსჯავრდებულს შეეძლო საკუთარი თავის დაცვა, მხოლოდ და მხოლოდ უტყუარი არგუმენტებით,
- და შენ რა იცოდი მერე რამდენად სარწმუნო იყო ის ეგრეთ წოდებული არგუმენტები? - ჩაეკითხა მიმი.
- სიკვდილის წინ, ხშირად ადამიანებს სჩვევიათ გულწრფელი მონანიება, ცოდვების აღიარება, მაგრამ თურმე მაინც არა ყველას.
- ჰმ.
- და რაც შეეხება, ფიფოსგან ჩემს აღმოჩენას, ეს დიდად არაფერს ნიშნავდა. უბრალოდ, გეგმები შეიცვლებოდა.
- ვითომ?
- რადგან მომაგნეს და თუმცა, მაინც ვერაფერს მიმტკიცებდნენ, შემეძლო ახლა სულ სხვა მხრიდან და სულ სხვანაირად მემოქმედა, მაგრამ გავჩერდი და სრულიად შევწყვიტე.
- გადაიფიქრე? ჰაჰ! - დამცინავად გააქნია მიმიმ თავი.
მწირმა არაფერი უპასუხა.
- დარწმუნებული ვარ, ფიფოსი შეგეშინდა და სწორედ ეს იყო, მიზეზი, მაგრამ ახლა თავი მოგაქვს და არ გინდა აღიარება, რომ სწორედაც, რომ მაგის გულისთვის დაიხიე უკან! - მკვახედ მიახალა მიმიმ და გამარჯვებული იერით გაუსწორა მზერა.
- იცი, მიმი. - მშვიდად დაიწყო მწირმა. - შენი მთავარი პრობლემა რაშია?
- ჩემი პრობლემა? - უნდობლად ჩაეღიმა მიმის.
- არასდროს მისმენ, სიტყვების ნახევარსაც კი ყურს იქეთ უშვებ, რადგან ამ წუთას არ გითხარი, რომ ჩემი შეჩერების მიზეზი, ფიფო, სულაც არ ყოფილა!
- და აბა რა იყო? ან ვინ იყო? - მიმის კვლავ ცინიკური იერი ჰქონდა. - იქნებ, იმის თქმა გინდა, რომ მიზეზი მე ვიყავი და ასეთი დიდი სიყვარულის გრძნობით აღტკინებულმა, გადაწყვიტე, რომ მკვლელი ნაძირალას სახელი ჩამოგერეცხა?!
მწირმა არაფერი უპასუხა. მიმი მაინც არ ეშვებოდა და ცდილობდა, რამე სიტყვაზე მაინც წამოეგო და რომ ყველაფერი ბოლომდე ეღიარებინა. ან ახლა უკვე რაღაში სჭირდებოდა, მაგრამ მაინც ძველმა ინტერესმა იჩინა თავი.
სწორედ იმ საღამოს შეიტყო მიმიმ სრული სიმართლე თავის იდუმალ რჩეულზე და გამთენიისას კი ცოტა დროზე ადრეც, დიმეო დაიბადა. წლების მანძილზე მიმის არასდროს დაუსვამს ფიფოსთვის შეკითხვა, ის კი არადა პიპას სახელის გაფიქრებაც საშინლად უფუჭებდა ხასიათს. მიმის მსგავსად, არც ფიფოს არასდროს უხსენებია პიპა და არც მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე გაკვრითაც კი არ ჰქონია საუბარი.
ახლა კი მშვენიერი მომენტი ჩაუვარდა მიმის, რომ ბევრი რამ გაეგო, თუმცა უკვე რომ მართლაც არაფერში სჭირდებოდა.
მწირი კი ხმას არ იღებდა და ფანჯრის მიღმა, სადღაც უსასრულობაში იკარგებოდა მისი მზერა. მიმიც გაჩუმდა, ხმას აღარ იღებდა. რაც ჰქონდა გულში ჩაგუბებული, ლამის ყველაფერი ერთიანად მიახალა და ახლა თითქოს, სათქმელიც არაფერი დარჩენოდა. გულის სიღრმეში მიმის ისიც უნდოდა, რომ პიპას მისი სიყვარული ეღიარებინა და სანაცვლოდ მიმისგან კი ცივი და კატეგორიული უარი მიეღო, ამით უფრო მოიფხანდა მიმი გულს, და ასე უფრო ჩაახშობდა ბოღმას, მაგრამ მოულოდნელად პიპამ სულ სხვა რამ უპასუხა.
- მიზეზი შენ სულაც არ ყოფილხარ, მიმი. - მშვიდად მიუგო მწირმა.
პასუხად მიმი შეცბა. აშკარად არ ესიამოვნა.
- მიზეზი დიმეო იყო. - კვლავ მშვიდი ხმით განაგრძო მწირმა. - ეს ბავშვი რომ არა, აღარასდროს გამოჩნდებოდი შენს ცხოვრებაში, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ან შენს მიმართ გრძნობა არ მქონდა და ან მართლა არ მიყვარდი.
მიმი კვლავ მდუმარედ იჯდა.
- სწორედაც რომ უდიდესი გრძნობა და სიყვარული რომ მქონდა შენს მიმართ...
- ჰმ, მაგიტომაც მიმატოვე არა? - კვლავ ცინიკურად ჩაეცინა მიმის. - უცხოეთში, სნეული დედიკოს სამკურნალოდ მიეჩქარებოდა ბიჭს და ასეთი დიდი სიყვარულების შემდეგ წამშივე ზურგი შემაქცია და...
- სულაც არ მიგატოვე. - მწირი წამით შეყოვნდა. - უბრალოდ, გაგეცალე, რომ შენი ცხოვრება უფრო სტაბილური ყოფილიყო და უფრო ბედნიერი ყოფილიყავი.
- და შენ რა იცოდი, ჩემთვის რა იყო ბედნიერება? - მიმი კვლავ შეტევაზე გადავიდა.
- ჰმ, მკვლელი და როგორც წეღან თავად აღნიშნე, ნაძირალა კაცის გვერდით, აბა როგორ უნდა ყოფილიყავი ბედნიერი?
- ჰო, დღეს თუ არა ხვალ, ფიფო მაინც მოგაგნებდა. - ჩაეცინა მიმის.
- არ ვიცი, შენ იცი თუ არა, მაგრამ როცა ფიფომ მომაგნო, აი სწორედაც რომ მაგის მერე გაგეცალე. არ მიღირდა შენი ცხოვრების ამღვრევა.
- ჰმ.
- ტაქტიკას შევცვლიდი და ისევ გავაგრძელებდი თუ არა, ეს უკვე სულ სხვა თემა, იყო მაგრამ შენ რა შუაში იყავი? არ უნდა გარეულიყავი იმ ხიფათში რაც შენ არც გეხებოდა და მით უმეტეს, არანაირ მონაწილეობას არ იღებდი.
- რა ვიცი. - უსიცოცხლოდ აიჩეჩა მიმიმ მხრები.
- თუმცა. - კვლავ განაგრძო მწირმა. - ორჯერ კი გამოვიყენე შენი გულუბრყვილობა, ჩემი ალიბის შესაქმნელად, მაგრამ ესეც ისეთნაირად მოვაწყვე, რომ არასდროს შეეპარებოდათ შენში ეჭვი და გონება მახვილი ფიფოც სწორედ ამას მიხვდა.
- ჰოო? - გაიკვირვა მიმიმ.
- დიახ! - კვერი დაუკრა მწირმა. - შეიძლება რაღაც პროცენტი ეჭვიც შეგეპაროს საყვარელ ადამიანში, მაგრამ კარგად თუ დაფიქრდები და ჭკვიანურად თუ გადაამოწმებ...
- ჰაჰ! ესე იგი, გიყვარს, მაგრამ მაინც ეჭვიანობ და ამოწმებ, არა?!
- სასიყვარულო ეჭვიანობა, ეს სულ სხვა რამაა. თუმცა, ზედმეტად ეჭვიანობა, ეს უკვე სერიოზული დაავადებაა და დამღუპველიც არის და ჩვენ ახლა კი ძაან შორს წავედით იმ მთავარი თემისგან, რომლის მოგვარებასაც ვცდილობ, მიმი კი რაღაც უაზროდ მეჯიუტება.
- არ ვჯიუტობ! უბრალოდ, მართლა მინდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი მართლაც კარგად იქნება.
- მხოლოდ 99 პროცენტიან გარანტიას გთავაზობ და შენ კი მაინც და მაინც, იმ ერთ პროცენტზე მერყეობ.
- ჰო, რა ვიცი. - მიმიმ ამოხვნეშა. - მართლა აღარ მინდა, ცუდზე ვიფიქრო.
- ჰოდა, ნუ ფიქრობ! - შემართებით მიმართა მწირმა. - იმოქმედე!
- კარგი, კარგი, მაგრამ საიდან დავიწყო არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - სანამ პრემიერთან შევალ, მანამდე რა უნდა გავაკეთო? ან მიმიღებს მართლა?
- მიგიღებს! დარწმუნებული ვარ, მიგიღებს!
- ვითომ?
- ახლა ასე ადგე და პირდაპირ კაბინეტში შეაჭრა, რა თქმა უნდა, არც მიგიღებს და ვერც შეაღწევ ადვილად, მაგრამ ჯერ ის ყველა ეტაპი უნდა გავიაროთ, რაც მოგამზადებს, პრემიერთან შესასვლელად.
- და რა ეტაპებია, მერე?
- პირველ რიგში. - მშვიდი ხმით დაიწყო მწირმა. - ჩემი იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, მაგრამ არა, როგორც პროფესორის და საერთოდ ძველი ცხოვრება და პიპას სახელიც კი უნდა იქნას დავიწყებული.
- მაშინ, დარჩი ისევ მწირად. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - მშვენიერი ისტორიაა დიმეოს მხრიდან და...
- არა, არა! - თავი გააქნია მწირმა. - დიმეოს გარევა სულაც არ მინდა.
- ეს ჩემთვის არის თქვენი ასეთი უცნაური შეხვედრა დაუჯერებელი და რაც არ უნდა მითხრა, როგორც არ უნდა მომიყვე, იცი რომ მაინც არ მჯერა, თორემ სხვას უფრო ადვილად დააჯერებ და...
- არა მიმი. - თავი გააქნია მწირმა. - იმ ვიღაც მწირსაც ხომ რაღაც წარსული უნდა ჰქონდეს და მერე მის განვლილ ცხოვრებაში დაიწყება ქექვა.
- მაშინ მასე თუ წავიდა, ნებისმიერი ადამიანის წარსულ ცხოვრებაში შეიძლება დაიწყო ქექვა. - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- მიმი, მონასტერი სულ სხვაა. - მწირი გაჩუმდა და მალევე განაგრძო. - იქ ასე უბრალოდ არ მიდიან. ხშირ შემთხვევაში, რაღაც გადახდა თავს. ათასი გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზის გამოც მიდიან და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დიდი მიზეზიც სულიერი მოწოდებაა, მაგრამ არა ყოველთვის.
- ნუ, ჰო.
- თანაც... - მწირი შეყოვნდა. - ჩემი და დიმეოს უცნაური შეხვედრა ხომ მართლაც ფენომენია. არავინ დაიჯერებს, ზოგჯერ არც მე მჯერა და რა თქმა უნდა ვიცი, რომ შენ ჯერ კიდევ დიდ ხანს შეგეპარება ეჭვი.
- რთული დასაჯერებელია. - მიუგო მიმიმ. - მით უმეტეს, ჩემთვის.
- ამიტომაც ვიღაც სხვა, ისევ და ისევ გამოგონილი პიროვნებიდან დაიწყება ახალი, სხვა ადამიანის ახლად იდენტიფიცირება.
- და ნუ ვახსენებთ მაშინ დიმეოსთან შეხვედრას! - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ვითომ, მართლა ვიღაც სხვა, სულ სხვა მონასტრიდან ხარ და...
- მაინც არ გამოვა.
- რატომ?
- იმიტომ რომ, აუცილებლად დაიწყება ძიება. - მიუგო მწირმა. - იმ ვიღაც უცხო ადამიანის წარსულით დაიწყება დაინტერესება, ვინც თუნდაც დროებით მონასტრიდან, კვლავ ერში მოდის, ყოველთვის რაღაც ეჭვს მაინც გამოიწვევს, ვინ ის არის? საიდან მოდის? იქ როგორ და რატომ მოხვდა? ან უკანვე რისთვისღა ბრუნდება? და თუ არც იმდენად მოხუცებულია, ინტერესიც უფრო მეტადაც მძაფრდება.
- ესე იგი, სულ სუფთა ფურცლიდან? მაგრამ ვინ? საიდან?
- ამ საღამოსვე გალეოს უნდა დაელაპარაკო.
- და რა ვუთხრა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- მაგას მე ვეტყვი და შენ ყველაფერზე ან თავს დააქნევ, ან უბრალოდ მხრებს აიჩეჩავ, რომ არც არაფერი იცოდი, წარმოდგენაც კი არ გქონდა ჩემს არსებობაზე.
- და დიმეოს, რომ რამე წამოსცდეს?
- დიმეომ უკვე იცის, სად რამდენი უნდა თქვას, ასე რომ ახლა ყველაფერი შენზეა, როგორ გაართმევ თავს შენს ემოციებს.
- ღმერთო ჩემო. - ამოიხვნეშა მიმიმ. - დიმეომაც კი იცის უკვე და მე, ყველაზე ბოლოს რატომ უნდა ვიგებდე ყველაფერს?
- ამ შემთხვევაში ნუმერაციას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ხომ იცი და ვინ როდის გაიგო, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია.
- და მხატვარმა გნახა უკვე?
მწირმა უხმოდ გააქნია თავი.
- ჰმ, საინტერესოა ქირურგსაც, რა რეაქცია ექნება. - მდარე ღიმილით აღნიშნა მიმიმ.
- მთავარია, ვიცი რომ მართლა გულით გაუხარდება და ბევრი დრო რომ აღარ დავკარგოთ ამ საღამოსვე მოიწვიე მარტო გალეო ჯერ.
- მარტო გალეო, არ გამოვა. - თავი გააქნია მიმიმ. - არ მინდა რომ ჩუკის ეწყინოს. ვიცი გამიგებს, მაგრამ შეიძლება მაინც გული დასწყდეს, რადგან მასაც ისეთივე უახლოეს მეგობრად ვთვლი, როგორც სხვა დანარჩენებს.
- კარგი, მიმი. შენ უფრო იცი და ახლა კი შეეცადე როგორმე, ცოტა ხნით მაინც წაიძინო. - მწირი წამოდგა და მიმის ოთახიდან გავიდა.
***
მძინარე მხატვარს ჯერ მსუბუქად მოხვდა ბალიში, მაგრამ ვერც იგრძნო, მერე უფრო ძლიერად ესროლეს და ცოტა შეიშმუშნა, მესამედ კი უფრო მაგრად მოხვდა. ამჯერად, გაიზმუვლა. ზანტად გაიზმორა ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფმა იგრძნო, რომ ოთახში ვიღაც იყო და ნამძინარევი ხმით ამოიდუდღუნა:
- დიმე, შემეშვი რაა...
პასუხი არავინ გასცა.
მხატვარმა კი იფიქრა, რადგან არ მეშვება, ალბათ ბავშვს, მართლა ვჭირდებიო და გამოფხიზლებას შეეცადა. თვალი ოდნავ შეაღო და მაშინვე მაგრად დახუჭა, რადგან დიმეოს ნაცვლად ვიღაც კაცი იყო მის საწოლზე ჩამომჯდარი. მხატვარს სიზმარი ეგონა და კვლავ ძილის გაგრძელება დააპირა, მაგრამ ამჯერადაც მაგრად მოხვდა თავში ბალიში და იძულებული გახდა საწოლზე წამომჯდარიყო და ასეთი უდიერი მოპყრობისთვის, პასუხიც მოეთხოვა.
წამიც და უკვე გაოგნებული და ჯერ კიდევ ძილისგან გაბრუებული მხატვარი, თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა ვიღაცის ნაცნობ სახეს, თუმცა ვერაფრით იხსენებდა, თუ ვინ იყო.
- შედი ახლა აბაზანაში და იმდენჯერ შეისხი პირზე ცივი წყალი, სანამ კარგად არ გამოფხიზლდები! - სიცილით მიმართა მწირმა, ჯერ კიდევ გაოცებისგან თვალებ გადმოყრილ მხატვარს. - მერე კი ჩვენს ქირურგს დაურეკე და სასწრაფოდ აქ მოსვლა სთხოვე.
მხატვარი კვლავ გაშტერებული იყო და არც უცდია წამოდგომა.
- რაღას მიყურებ?! - შეუტია მწირმა. - არ გვაქვს ამდენი დროს, ქირურგთან ერთად აგიხსნი ყველაფერს.
მხატვარი ჯერ კიდევ გაოცებული სახით ასრულებდა მწირის მითითებებს. ისე იყო მისი გამოცხადებით გაოგნებული, რომ ერთი კითხვაც კი ვეღარ დაუსვა.
პიპას ხილვით, არც ქირურგს დაადგა კარგი დღე, ლამის გულის შეტევა მიიღო, ისე იმოქმედა დიდი ხნის დაკარგული ადამიანის გამოჩენამ და ახლა უკვე ორი ძველი მეგობარი, ერთდროულად დაჭყეტილი თვალებით, მდუმარედ შესცქეროდა წარსულიდან, გამოცხადებულ მწირს.
მწირმაც არ დააყოვნა და ძალიან მოკლედ და დაზუსტებით აუხსნა, თუ ჯერ კიდევ რა საფრთხეში იყო მიმი და როგორ შეეძლოთ მეგობრებს მისი დახმარება. მხოლოდ დიმეოს რომ მართლაც სრულიად შემთხვევით გადააწყდა და როგორ უშველა, ამაზე საერთოდ კრინტიც არ დაუძრავს.
- საღამოს გალეოს უნდა შევხვდე აქ და თქვენ ორივე. - მწირმა ჯერ მხატვარს გადახედა და მერე ქირურგს შეავლო თვალი. - აქამდე არც მიცნობდით და არც რამე გსმენიათ ჩემზე, გასაგებია?!
- ჰო, ნუ. - ქირურგმა დაცვარული შუბლი ცხვირსახოცით მოიწმინდა, რომელიც უკვე არაერთხელ გაშალა და გადაკეცა.
- და მე რა უნდა გავაკეთო? - იკითხა მხატვარმა.
- აბა, ამ წუთას რაზე გელაპარაკე? - ჩაეღიმა მწირს. - დაივიწყეთ საერთოდ სახელი პიპაც და მისი არსებობაც, თქვენთვისაც ისეთივე დღევანდელი გაცნობილი უნდა ვიყვე, როგორიც გალეოსთვის ვიქნები.
- ისე, რომ იცოდე, ჩუკიც ჩვენი მეგობარია. - აღნიშნა მხატვარმა. - ადვოკატი. არ შეიძლება მისი გამოტოვება.
- კი, ვიცი. - კვერი დაუკრა მწირმა. - გალეოსთან ერთად მოვა დღეს და აბა, თქვენს იმედზე ვარ, ზედმეტი თუ არაფერი წამოგცდებათ, სახის გამომეტყველებაზეც არაფერი უნდა შეგეტყოთ.
- და მაინც, უამრავი შეკითხვები მაქვს. - მიმართა ქირურგმა მწირს.
- ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. - მშვიდი ხმით მიუგო მწირმა. - თავის დროზე.
- და მაინც, უამრავი შეკითხვები მაქვს. - მიმართა ქირურგმა მწირს.
- ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. - მშვიდი ხმით მიუგო მწირმა. - თავის დროზე.
LEX. 2023 წლის 22 ივლისი, კვირა.

No comments:
Post a Comment