64.
- თავიდან უნდა დაიკითხოს ბიჟუ! - ფიფომ ჭიქა ისევ შეივსო, სულმოუთქმელად გადაჰკრა და სტუმარს გახედა. - მაგრამ ახლა უკვე, აღარ ვიცი როგორ სჯობს? ისევ ჩვენი მხრიდან დაკითხვა, თუ?
- მეც გამოვკითხავ, რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა ადვოკატმა. - ისე დავკითხავ, როგოც ჩემი პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე და თან, კარგად უნდა მოვიფიქროთ, რომ სწორი შეკითხვა დავუსვათ.
ფიფოს ადვოკატის სიტყვებზე, ჩაეცინა:
- აბა მე, რას ვაკეთებ ახლა, აქ? გამისკდა ფიქრით თავი. აქამდე, ათასჯერ მაინც დავკითხავდი, მაგრამ ისე უნდა მივუდგე, რომ არც დავაფრთხო და ბევრად მეტიც გავიგო. დიდი სიფრთხილეა საჭირო, დიდი! ჩემი გაუფრთხილებლობით, ბავშვს რამე არ დაუშავონ. - ფიფოს ხმა აუკანკალდა.
- ისე, ქალებმა თუ გაიტაცეს. - ჩაერია მიმი. - იქნებ, ცუდად არც ექცევიან?
- ვითომ, დედობრივი ინსტიქტი? - ცალყბად ჩაეღიმა ფიფოს.
- ნუ გგონია რომ ქალები, არანაკლებ სადისტები არიან. - გამოეპასუხა ადვოკატი. - ზოგიერთ ინდიელთა ტომში, მიღებულიც იყო, ეგრეთ წოდებული, ქალური დასჯა, დატყვევებულებს სპეციალურად ქალებს მიუგდებდნენ, რომ უფრო მეტად გაეტანჯათ!
მიმიმ ამოიკვნესა.
- რას ამბობ?! - ღიმილით შეუტია ფიფომ. - დამშვიდების მაგიერ...
- მე, ვთქვი, როცა ტყვედ ჩაიგდებდნენ მოწინააღმდეგეს და ამით, თავიანთი ტომის ძალის ჩვენება უნდოდათ! - ადვოკატი მიხვდა, ზედმეტი მოუვიდა. - ეს სულ სხვა რამეა. ახლა პირიქით არის, თან ჰყვებიან, ოქროს ბიჭს! არც იმდენად შტერები არიან, რომ ბავშვს, რამე დაუშავონ, პირიქით, ხომ ხედავთ არც რეკავენ, განერვიულებენ, რომ უფრო მეტი თანხა გამოგწოვონ!
- თანახმა ვარ! - ატირდა მიმი. - ყველაფერს დავუთმობ! ყველაფერს!
- მაგიტომაც ასე წელავენ დროს. - თავი დაუქნია ადვოკატმა, თუმცა მიმი მაინც არ დამშვიდდა და ზლუქუნს უმატა.
- მეც ვფიქრობ, რომ ცუდად არ მოექცევიან. - ჩაურთო ფიფომ და თვალი მიმისკენ გააპარა. - პირიქით, დიმეო ახლა მათთვის, მართლაც რომ ოქროს საბადოა და თვალის ჩინივით გაუფრთხილდებიან.
- მეც მაგას არ ვამბობ?! - კვერი დაუკრა ადვოკატმა.
მიმიმ ბიჭებს, ცრემლიანი თვალებით ამოხედა:
- თქვენ ჩემს დასამშვიდებლად ამბობთ, არა? სულელი კი არ ვარ!
- მიმი. - თბილი ხმით უპასუხა ფიფომ. - კარგად დაფიქრდი და მიხვდები რომ მართლა, მასეა!
- სადაც ეს გაგვიბედეს და კარგადაც ჩაიკუჭეს მაყუთი, იმას აღარ გაბედავენ რომ რამე დაუშავონ? - ტიროდა მიმი.
- ჰო, მიმი! ჰო! უფრო მეტის მიღების შანსი გამოუჩნდათ და ახლა უფრო ფრთხილობენ. ისიც კარგად ნახეს, რომ ოფიციალურად, არსად განვაცხადე და მართლაც იმედი აქვთ, რომ უფრო მეტსაც მიიღებენ.
- და რაც შეეხება დროის გაწელვას. - ჩაერია ადვოკატი. - ვფიქრობ, რომ შემდგომი მოქმედების გეგმის მოფიქრებაში არიან და იცით, რატომ? დარწმუნებული ვარ, სხვა გეგმა არც ჰქონდათ, ფულის მიღების მერე, ბავშვის დაბრუნებას, მართლაც აპირებდნენ, მაგრამ აქ უკვე, სხვა მადამ იჩინა თავი, რაც უფრო მეტი მიიღეს, მით უფრო, მეტი მოუნდათ! თანხაც ასე მოკლე ხანში და როგორც ვიცი, საკმაოდ დიდი იყო და ახლა, ახალი იდეაც წამოვიდა!
- რა ვიცი? - ქსუტუნით აიჩეჩა მხრები მიმიმ. - უკვე აღარ ვიცი, რამდენია ეს უფრო მეტი?
ფიფოს მობილური აწკრიალდა.
- დედაჩემი რეკავს. - ფიფო უკმაყოფილოდ დასწვდა. - ალბათ, ბედობას მილოცავს და ნათლიაჩემის მონახულება უნდა, რომ მაიძულოს.
- მერე გენახა, რაა.
ფიფომ საყვედურის თვალით გადახედა მიმის და ტელეფონს უპასუხა.
მიმი გატრუნული უსმენდა. აშკარად ჩანდა, რომ ფიფო ეურჩებოდა, დედა კი სავარაუდოდ, ნათლიის მონახულებას ითხოვდა.
- არ ვარ ქალაქში და სპეციალურად ჩამოვიდე?! - ფიფომ ხმას აუწია. კიდევ რაღაც უთხრეს, ფიფომ უპასუხოდ გაუთიშა და მიმის გახედა.
- იფიქრებენ, რომ მე არ გიშვებ. - წაიკნავლა მიმიმ.
- ჰმ. - ჩაეღიმა ფიფოს. - ზუსტად ასე მითხრა.
- და, რაო? - დაინტერესდა მიმი.
- კარგი, რაა. - ხელი აიქნია ფიფომ. - რა დროს ეგ არის და როდის ფიქრობ, ბიჟუს მონახულებას? - ადვოკატს მიუბრუნდა ფიფო.
- დღესაც შემიძლია, მაგრამ ხვალ უკვე, ოფიციალურად სამუშაო დღეა და იქნებ, ხვალ აჯობებდეს?
- დღეს, მეც წამოვალ! - გამოაცხადა მიმიმ. - წამოვიღებ კიდევ რამე-რუმეებს.
- ის უზარმაზარი ხონჩით, არ ეყო? - წაიღრინა ფიფომ.
- ყავას და სიგარეტს მივუტან! - უპასუხა მიმიმ.
- ბომბონერი არ დაგავიწყდეს! - მკვახედ მიაძახა ფიფომ. - ლიქიორიანი! გახალისდება! ცოტა ნაწყენია ჩემზე და ხასიათზე მოვა.
- აბა, რა ვქნა? - მიმიმ ყურები ჩამოყარა. - არ წავიდე?
- წავიდეთ რაა. - მხრები აიჩეჩა ფიფომ.
- მხოლოდ შენ, არ შემოხვალ! - გააფრთხილა მიმიმ. - ყავა და სიგარეტი თვითონ მთხოვა და... - ჩაფიქრებული ხმით ჩაილაპარაკა მიმიმ.
- ადამიანი, რაც უფრო მეტად გაგრძნობინებს თავს დაუკმაყოფილებლად, მით უფრო მეტად იწყებს წუწუნს! - ადვოკატი წამით შეყოვნდა. - და რაც უფრო მეტად კმაყოფილად გრძნობს თავს აი, მაშინ კი მისი წუწუნი, ყოველგვარ საზღვრებს სცდება!
- ესე იგი, ორივე შემთხვევაში წუწუნებს! - გაეცინა ფიფოს.
- იმიტომ, რომ თვითონ ნატურაა, მოწუწუნე! - დაუმატა ადვოკატმა.
- ეს ერთხელაც და მერე უნდა მორჩე, ბიჟუსთან ვიზიტს. - მიმართა ფიფომ მიმის.
- შევპირდი. - უკმაყოფილოდ უპასუხა მიმიმ. - დიმეს სახელზე შევპირდი, რომ საკვები მაინც არ მოაკლდებოდა.
- მიმი, დამიჯერე! - დაიწყო ფიფომ. - ახლა საკმარისია მასთან ვიზიტი, უკვე თვალშისაცემი ხდება. აღარც არაფერს გეტყვის უკვე და შეიძლება, ბევრიც არც არაფერი იცოდეს და თანაც, გამტაცებლების მხრიდანაც რომ დაფიქსირდები და თუ მართლა, ბიჟუმ რამე იცის და სერიოზულად არის გარეული, ისე გააკეთებენ რომ დროებით კი არა, სამუდამოდ დაადუმებენ!
- მართლა? - იკითხა მიმიმ გაკვირვებული ხმით. - შეიძლება, მოკლან?
- ისე მართალი ხარ, ფიფო. - დაეთანხმა ადვოკატი.
მიმიმ ბიჭებს ზურგი შეაქცია და დაბალი ხმით წაიჩურჩულა:
- მე კიდევ იმედი მქონდა, იქნებ რაღაც...
- მე შევუტან! - დააიმედა ადვოკატმა. - ყავა და სიგარეტი რაღაა? ყოველ მისვლაზე არა, მაგრამ ხშირად მივაწვდი.
- მე გავუგზავნი და შენ წაუღე. - დაეთანხმა მიმი. - და უთხარი, რომ ჩემგან არის.
- არა! მიმი! - თავი გააქნია ფიფომ. - ასე არ ივარგებს, რადგან ახლა, ადვოკატის ჩვენთან სიახლოვე გამოჩნდება თვალში საცემი. ბიჟუს, თუ რამე უნდა ეტყვის და დააბარებს კიდევაც შენთან. აი, მაშინ კი შეგიძლია, შენი სახელით გაუგზავნო ან ეწვიო. ნუ ეს, გააჩნია სიტუაციას.
მიმიმ უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩი.
- მეც ვეთანხმები ფიფოს. - კვერი დაუკრა ადვოკატმა. - ყველაზე მეტად, გაუფრთხილებლობა ღუპავს საქმეს.
- ნუ, კარგი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - თქვენ უფრო იცით.
- ყავა და სიგარეტი გადაწყვეტილია! ბიჟუ ცოტას მოლბება, შეგიძლია შოკოლადიც დაუმატო, მაგრამ ახლა, ხვალის გეგმაზე უნდა ვიფიქროთ. - დაიწყო ფიფომ. - დილიდან გალე შემოირბენს, გადავცემ ჩემი მდივნის ტელეფონს და იმ ნომერსაც, შენ რომ უჯრაში აღმოაჩინე მიმი.
მიმიმ კმაყოფილი სახით შეიფერა.
- მინდა გალეო, ცოტა გაეპრანჭოს ჩემს მდივანს. - განაგრძო ფიფომ. - ვნახოთ ერთი, რა გამოვა.
- არა მგონია, კარგი იდეა იყოს. - ჩაურთო ადვოკატმა.
- რატომ, ვითომ? - გაუკვირდა მიმის. - ახალგაზრდაა, უცოლო, პერსპექტიული, სიმპათიური. მართლა ხომ არ უნდა შეაყვაროს თავი?
- არა, არა! - თავი გააქნია ფიფომ. - მართალია, გალეოს მიშვება არ ივარგებს. იცის იმ გოგომ, რომ ჩემთან მეგობრობს, ახლოსაც არ გაიკარებს და თუ მაინც მიუშვა, სიტყვაც არ წამოსცდება და საეჭვოც იქნება, რაღა ახლა შემამჩნიაო, ეჭვიც სახეზეა!
- შემიძლია, მე ვცადო. - გაიკრიჭა ადვოკატი. - თუმცა, გააჩნია როგორი ტიპები მოსწონს? რამდენად აფასებს ფინანსურ მდგომარეობას? მართალია ფულიანი არ ვარ, მაგრამ ყავაზე მაინც დავპატიჟებ ხოლმე და მერე, ვნახოთ.
- ფული, არ არის პრობლემა! - ჩაერია მიმი. - მე დავაფინანსებ, ოღონდაც კი რამე გამოვიდეს!
- აჰა! - გაეღიმა ფიფოს. - აგერ სპონსორიც გვყავს!
- არა, ახლა არც მასეა საქმე. - ადვოკატი ცოტა წამოწითლდა. - გააჩნია რა დიაპაზონზეა იმ გოგოს მადა და გემოვნება.
- თავიდანვე უნდა პასუხობდე ყველა პუნქტს! - დაიწყო მიმიმ. - ასე სჯობს! ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ წლობით ველოდოთ, შენ როდის შეგიყვარებს! პირველივე დღიდანვე უნდა მოიხიბლოს! - მიმიმ ადვოკატი კარგად შეათვალიერა.
გალეოზე ახალგაზრდა, უფრო მაღალიც და ბევრად სიმპათიურიც, საკმაოდ დახვეწილი გემოვნებით ჩაცმული, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად სულაც არ იყო უზრუნველყოფილი.
- კი ბატონო, მაგრამ როგორ გავაცნოთ? - ჩაურთო ფიფომ.
- მილიონი ვარიანტია შემთხვევითი გაცნობის. - უპასუხა მიმიმ.
- არა, არა! - თავი გააქნია ფიფომ. - შემთხვევით, არ გამოვა.
- რატომ? - იკითხა მიმიმ.
- სწორედაც რომ ეს შემთხვევითობა, იქნება ახლა უფრო მეტად, საეჭვო. - მიუგო ადვოკატმა. - თუ მართლაც მდივანია საქმეში გარეული, დღეს თუ არა ხვალ, მაინც გაიგებს, ვისი ადვოკატიც ვარ. სასურველია, გაცნობის დღიდანვე იცოდეს ვინ ვარ, რომ მერე, სხვისგან არ გაიგოს და უცებ შემთხვევით ვეჯახები და მერე ბიჟუს ვუხსენებ, არც ეს გამოვა.
- მაშინ, მოდი ჩემთან სამინისტროში. - მიუგო ფიფომ. - მიზეზი ის იქნება, რომ ბიჟუ მიჩივის და თანაც, შენ რომ აქ პირველად მოხვედი, ხომ გვითხარი ყველამ იცის, ჩემი უჩვეულო ჩვევის შესახებო, მოწინააღმდეგე მხარეებთანაც დავდივარ დაკითხვაზეო, ჰოდა, მოხვალ ჩემთან კაბინეტში!
- ჰო, ეს უფრო მართებულია! - დაეთანხმა ადვოკატი.
- მდივანს კი, კატეგორიულად გამოვუცხადებ, არავინ შემოუშვას. შენ კი მოგიწევს მოსაცდელში ყურყუტი და თან, გაისაუბრებთ!
- კარგია ფიფო, კარგი. - მოუწონა მიმიმ.
- მთელი დღე უნდა დაეყუდო იქ, რადგან აუცილებელი საქმეა და ვერ გადადებ. - განაგრძო ფიფომ. - ისე მართლა, ხომ თავისუფალი ხარ?
- არ არის პრობლემა. გადავდებ.
- და, რა საქმეა? - ჩაეკითხა ფიფო.
- ბავშვი უნდა წამეყვანა დაბადების დღეზე და თან, ჯერ საჩუქარიც შესარჩევი გვაქვს და იყოს, არა უშავს!
- მე წავიყვან! - წამოიწია მიმი. - მანქანით მივიყვან და მოვიყვან, საჩუქარსაც შევარჩევ, თუ მენდობით?
- ასეთი აუცილებელიც არ არის, სხვები წაიყვანენ. არ არის პრობლემა. - ადვოკატმა თავი, უხერხულად იგრძნო. - უბრალოდ, ჩემთან ერთად უფრო უხარია.
- ეს ერთი გყავს? - შეეკითხა მიმი.
- არა. ოთხი.
- ჰოჰ! - გაეღიმა ფიფოს. - კი, მაგრამ შენ თვითონ, რამდენი წლის ხარ?
- არც იმდენის, რამდენისაც გამოვიყურები. - გაეღიმა ადვოკატს. - ბევრად უფრო მეტის ვარ, ბავშვები კი დისშვილებია, მაგრამ დაბადებიდან ყველას სათითაოდ ჩემად ვზრდი და უფროსებთან ერთად, მეც ვიზრდებოდი.
- მოკლედ, ხვალინდელი გეგმა! მიმის მიჰყავს შენი დისშვილი დაბადების დღეზე, შენ კი, მთელი დღე, ჩემთან მოსაცდელში გაატარებ! მე კი, რა თქმა უნდა, ცხვირსაც არ შემოგაყოფინებ!
- მოიცა ცოტას დაგაფინანსებ, რომ სადმე დაპატიჟო. - მიმართა მიმიმ, ადვოკატს.
- არ არის საჭირო. - აიწურა ადვოკატი. არც მასეა საქმე...
- მართალია! - დაეთანხმა ფიფო. - რაც უფრო გვიან დაპატიჟებ სადმე, მით უკეთესია. პირველივე დღიდანვე, დაგინახე, შემიყვარდი, არ არის საჭირო, არც როგორც „ნაშად“ უნდა აღიქვა, პირიქით, ზედაც არ შეხედო, როგორც ქალს! ყავა კი არა წყალიც კი, აქეთ უნდა მოითხოვო და შენი პრობლემები მოახვიო თავს, ცოტა ისე მსუბუქად, ლაითად. ჩვეულებრივად, უბრალოდ და მარტივად დაუმეგობრდები. იმედია, ის ნაძირალა გოგო, მართლა არ შეგიყვარდება. - ფიფო შეყოვნდა. - და იქნებ, სულაც არ არის ნაძირალა? ეგ კიდევ ცალკე დასადგენია. - ამოიხვნეშა ფიფომ.
ფიფოს გეგმა, მშვენივრად ამუშავდა. ადვოკატმა ლამის, მთელი დღე გაატარა მოსაცდელში და მოთმინებით იტანდა დაუსრულებელ ლოდინს. სამაგიეროდ, მდივანი გოგოს მომზადებული ყავაც მიირთვა და იმავე მდივნის მანქანითაც მიაცილეს სახლში.
ფიფო გვიანობამდე დარჩა სამსახურში, მდივანიც ცოტა ადრეც კი დაითხოვა. გალეოც გვიან ჰყავდა დაბარებული და არ უნდოდა მისი ვიზიტი, მდივან გოგოს, თვალში ზედმეტად მოხვედროდა.
მეორე დღესაც, იგივე განმეორდა. თუმცა უკვე, განსხვავებული ფინალით. წინა დღით შედარებით მშვიდად და მოთმინებით გადატანილმა ლოდინმა, მომდევნო დღეს, სულ სხვა შედეგი გამოიღო. ადვოკატს, „საშინლად უმტყუნა ნერვებმა“. პროტესტს გამოთქვამდა, ცოტას ილანძღებოდა კიდეც. თუმცა, იმუქრებოდა და ლამის, ფიფოს უვარდებოდა კაბინეტში. ასე გაგრძელდა იმის მომდევნო დღესაც, არაფერი იცვლებოდა. ფიფო კი კვლავ, უარზე იდგა და კატეგორიულად არ იღებდა. მდივანმა, ნელ-ნელა შეპარებით დაუწყო გამოკითხვა და მუქარის მიზეზის დადგენა. თუმცა ადვოკატს, ზედმეტად სულაც არ მოუღია პირი. მხოლოდ ის ჩააწვეთა რომ, შენი უფროსი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარს, ემუქრებოდაო და არც კი აუხსნა რატომო. ადვოკატს, არც ბიჟუ უხსენებია და იცის კი არ უთქვამს მსჯავრდებული, ქალი იყო თუ კაცი. სამაგიეროდ, ყავაც მიირთვა და ჩაიც და რადგანაც მარხვაზე იყო, მდივანმა სპეციალურად მისთვის, სამარხვო კრუასანიც კი ამოუტანა. ახალგაზრდა ადვოკატი, საკმაოდ „დიდ უხერხულობას“ გრძნობდა. მდივანი გოგო კი არ ეშვებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა მის გამხნევებას. თუმცა ადვოკატის პროტესტმა, კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა მოსაცდელში, ქირურგი გამოჩნდა და მიუხედავად მდივანი გოგოს დიდი წინააღმდეგობისა, მაინც დაუკითხავად შეაბიჯა ფიფოს კაბინეტში. ამას კი ადვოკატის, სრული „გაცოფება“ მოჰყვა და ფიფოს სულ, კორუმპირებული და მოსყიდული ეძახა.
- სანამ არ მიმიღებს, აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი! - უკვე ხმამაღლა გაჰყვიროდა ადვოკატი.
ფიფო კი იძულებული გახდა, დაცვა გამოეძახებინა და ეს აბეზარი ადვოკატი, ძალით გაეყვანათ იქედან. მაგრამ დაცვის გამოძახება აღარ დასჭირდათ, რადგან მდივანმა ყველაფერი თავის თავზე აიღო, ეს აყალ-მაყალი მშვიდობიანი გზით მოაგვარა და ადვოკატს, მთელი ხვეწნითა და მუდარით სთხოვა, იქაურობა დაეტოვებინა.
- შემეხმიანე იქეთ კვირაში და იქნებ, მოგიხერხო რამე. - მდივანმა ადვოკატს, თავისი სავიზიტო ბარათი გაუწოდა. - ახლა ვერ არის რაღაც, ეს დღეები ხასიათზე, გადაღლილი ჩანს. შევეცდები შევაპარო და როგორმე დავითანხმო მიღებაზე.
- არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა. - მორცხვად ჩამოართვა ბარათი ადვოკატმა. - ყავაზე დაგპატიჟებდით, მაგრამ დღეს იმდენჯერ დავლიეთ უკვე, რომ...
- არა, ყავა აღარ. - მდივანს გაეცინა.
- მაშინ, მე ოჯახურ საშობაო ღვეზელზე დაგპატიჟებთ. - გაიკრიჭა ადვოკატი. - ჩემთან.
- თქვენთან? და თქვენ, მარტო ცხოვრობთ? - მოჩვენებითი კდემა გამოესახა მდივანს, რაც ადვოკატს არ გამოჰპარვია.
- როგორ ფიქრობთ? ვგავარ ღვეზელის გამომცხობს? - გაეღიმა ადვოკატს.
- ოჯახში, მაინც მერიდება და იქნებ, სადმე პარკში დავსხდეთ, ცხელი რძიანი ყავა, ჩემზე იქნება, თუ ისევ მარხვაა?
- ამაღამ შობაა. შობის ღამეს, ყოველთვის ტაძარში ვატარებ.
- მთელი ღამე? - გაიკვირვა მდივანმა. - და მერე, არ იღლებით? ჰმ, ან რა ნერვები გაქვთ?
- სტიქაროსანი ვარ და რა თქმა, უნდა ვიღლები კიდეც, მაგრამ დაღლას მაშინ ვგრძნობ, როცა უკვე გამთენიისას, სახლში ჩემს საწოლზე მივეგდები. - გაუღიმა ადვოკატმა. - მერე კარგად გამოვიძინებ და ასე შუა დღისკენ, შეგეხმიანებით და დავაგემოვნოთ ჩემი ოჯახური ღვეზელი. იმედია, საშობაოდ არ იმუშავებთ?
- არ ვმუშაობ, თავისუფალი ვარ! უფროსმა დამრთო ნება რამდენიმე დღით, კიდევ დამესვენა. ისე არ არის ცუდი კაცი, მაგრამ ახლა, რა ეტაკა, არ ვიცი. - მდივანმა თვალი აარიდა ადვოკატს. - ასეთი მკაცრი, არასდროს მინახავს.
- ალბათ, რამე პირადი პრობლემა აქვს? - ჩააწვეთა ადვოკატმა.
- ალბათ. - ისე აიჩეჩა მხრები მდივანმა, რომ არც გამოუხედავს.
- პირადი პრობლემები, სამსახურს რომ არ უნდა მოახვიო, ან და პირიქით, სამსახურის პრობლემა, სახლში რომ არ უნდა მიიტანო, ამხელა თანამდებობის კაცს, უკვე დიდი ხანია უნდა სცოდნოდა. - ადვოკატი წამით შეყოვნდა. - ეჰ, თუმცა დღეს, თანამდებობაზე, მხოლოდ გამჭრიახობისა და დიპლომების გამო, აღარ ნიშნავენ. ჰმ, ალბათ ჰყავს, ძლიერი ზურგი და ამიტომაც არის, ასეთ დიდ გულზე.
- კი ეყოლება და თანაც, აუცილებლად. - ჩაეცინა მდივანს. - თუმცა, რაღაც შენზე, ძაან გაჭედა.
- ჰოო? - გაიკვირვა ადვოკატმა. - ისე ჰო, ვიღაც კაციც კი შეუშვა, თუმცა ის კაცი, თვითონ შეუვარდა და შენმა უფროსმაც უარიც აღარ უთხრა.
- შემიძლია, გენდო? - მორიდებით გადმოხედა მდივანმა.
- რა ვიცი? შენი ნებაა.
- შენ როგორც კი დაგინახა, მაშინვე კაბინეტში დამიბარა და კატეგორიულად გამაფრთხილა, რომ არ უნდა შემეშვი, არც იმ დღეს და არც სხვა დღეს. - მდივანმა ეშმაკურად მოწკურა თვალი. - მე ხომ გენდე? ახლა შენც გამიმხილე, რაშია საქმე? იქნებ, თანამდებობიდან ხსნიან და დროული იქნება, თუ ახალი სამსახურის ძებნას დავიწყებ. ხომ იცი? ახალ უფროსს, ახალი ხალხი მოჰყვება.
- დარწმუნებული იყავი, შენ პირადად, არაფერი გემუქრება. აი, მაგას კიიი? ოოო? მოუწევს პასუხის გაცემა.
- და, მაინც? - არ მოეშვა მდივანი.
- დასამალი არაფერია, უბრალოდ პროფესიონალური საიდუმლოსავით არის, ჯერ სასამართლოც არ ყოფილა, ამიტომ ბევრს ვერაფერს დავამატებ იმას, რაც ადრე გითხარი. მუქარით უნდა რომ ჩემს კლიენტს, სხვა საქმეც შეტენოს. ჰმ, თან გაუხსნელი საქმეების მეტი, რა არის და ჩაეთვლება გახსნილად.
- რა დარწმუნებული ხარ? იქნებადა, მართლაც დამნაშავეა? - ინტერესით ჩაეკითხა მდივანი.
- სრულიად დარწმუნებული, ნამდვილად არ ვარ, მაგრამ რადგანაც ჩემი კლიენტი იფიცება და თავს დებს, რომ არ ჩამიდენიაო, ამიტომაც აუცილებლად მიმაჩნია მეორე მხარესაც გამოვკითხო, რის საფუძველზე? რატომ? რისთვის? და ასე შემდეგ. ეს კაცი კი, ახლოსაც არ მიკარებს, იქნებ რის თქმა მსურს? ხომ უნდა მომისმინოს? და შენი უფროსის ქცევიდან გამომდინარე, უკვე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, მართლაც აბრალებდეს!
- ჰმ. არც ეგ არის გამორიცხული. - კმაყოფილებით ჩაილაპარაკა მდივანმა.
- ნეტა ისე მართლა, ის კაცი ვინ იყო, კაბინეტში რომ შეუვარდა?
მდივანმა უარის ნიშნად, თავი გააქნია.
ფიფოს მდივანი, მართლაც არ იცნობდა ქირურგს. არც ქირურგი აკითხავდა ფიფოს სამსახურში, იშვიათი გამონაკლისის გარდა და ესეც იმ დროს იყო, როცა ფიფოსთან, სულ სხვა მდივანი მუშაობდა და ახლაც ის იშვიათი გამონაკლისი იყო, როცა ქირურგი ფიფოს სამსახურში ეწვია. ფიფო უხასიათოდ დახვდა და საახალწლო მილოცვებზეც, ცივად და ზერელედ უპასუხა. ქირურგმა არაფერი შეიმჩნია, კვლავ ჩვეულებრივ მოიკითხა. ფიფომ უამრავი და სერიოზულად ჩახლართული საქმეები მოიმიზეზა და უხასიათობაც, ამით ახსნა. ბოლოს კი, დაღლილი სახითაც დასძინა, შეგეხმიანები და ჩავუსხდეთ მერე ერთ დღესო და ასე ცივადვე გამოისტუმრა გარეთ.
ფიფოდან გამოსული ქირურგი, ახლა მიმის შეეხმიანა, თუმცა არც მიმის გამოუხატავს აღფრთოვანება და სიხარული, არც ის აღმოჩნდა ფიფოზე ნაკლებად ცივი და უხალისო.
ქირურგი ჩაფიქრდა. რას შეიძლებოდა ასე ერთდროულად გაეღიზიანებინა ფიფოც და მიმიც, რომ არც საახალწლო მილოცვაზე უპასუხეს წესიერად და არც საშობაო დღესასწაული გახსენებიათ.
„არა, ეს ერთჯერადი წყენა, არ არის! რაღაც უცებ ეწყინათ და მეორე კვირაა, ჯერ კიდევ, არ გაუარათ? იქნებ, რაღაცნაირად გაიგო ფიფომ რომ ადრე, პიპასთანაც ვმეგობროდი და... ალბათ, მიმის წამოსცდა... ფიფომ იჩხუბა... ჰოდა, რა თქმა უნდა! სწორედაც რომ ჩემზეა ნაწყენი. ჰოდა, მივალ და გავარკვევ, თუ ადრე პიპას ერთგული ვიყავი, ახლა ფიფოც, არანაკლებ მიყვარს და ვაფასებ, მისი ერთგული მეგობარიც ვარ! ჰო! ფიფოსი! მიმისი! და დიმეოსი! აი, მიზეზიც მაქვს, შობა-ახალი წლის საჩუქარი, არ ეკუთვნის ჩემგან, ჩემს პატარა ნათლულს?“
ასეთ ფიქრებში ჩაძირული მიადგა საღამო ხანს ნათლულის სახლს. კარი მიმიმ გაუღო. გაფითრებული გამხდარი და საშინლად დათრგუნული მოეჩვენა. არა კი არ მოეჩვენა, მართლა მასე იყო. ნუთუ ფიფომ, ასეთ დღეში ჩააგდო მიმიო, ერთი კი გაიფიქრა და ოთახში შეაბიჯა, მაგრამ გაოცებისა და გაკვირვების ზღვარმა ყოველგვარ საზღვრებს გადააცილა, როცა ფიფოს გვერდით სავარძელში, სწორედ ის ახალგაზრდა დახვდა მოკალათებული, რომელიც ფიფოს მოსაცდელში მანამ იმუქრებოდა, სანამ დაცვის გამოძახება არ გახდა საჭირო.
LEX. 2020 წლის 8 ივნისი, ორშაბათი.

No comments:
Post a Comment