70.
LEX. 2017 წლის 7 მაისი, კვირა.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1904993993076222/?type=3&theater
ფიფო სიხარულისგან ცმუკავდა. მართალია, ჯერ არაფერი სახარბიელო
ფაქტი არ ჰქონდა ხელთ, მაგრამ გაყინული და ერთ ადგილას გაჩერებული საქმისთვის, ესეც
უკვე ბევრს ნიშნავდა.
- ჰაა?! ესე იგი, დაიძრა ყინული, არაა?! კარგია, კარგი. ძალიან კარგი! - მხატვარმა, ზეთის საღებავიანი ფუნჯი ტილოს შეაწმინდა და იქვე გადადო.
- ძაან ცუდ დროს ხომ არ მოვედი?
- არა, არა! - თავი გააქნია მხატვარმა. - ისედაც შემოქმედებით წვაში თავზეც დამათენდა.
მხატვარი მართლაც მთელი ღამის ნამუშევარს
ჰგავდა. თვალები ჩაწითლებოდა, უპეები ამოღამებული ჰქონდა. მძიმედ მიესვენა სავარძელში
და ყავის ფინჯნისკენ გააპარა თვალი. ფიფო წამსვე მიუხვდა.
- ყავას მოვამზადებ! - წამოდგა ფიფო. - შენ დაისვენე
და თან, ახალ ამბებსაც მოგიყვები.
„საშინელებაა
მონატრება.
ასე
სულის სიღრმეში გჭამს, გჭამს და გჭამს დაუსრულებლად და სხვა გამოსავალს თუ ვერ იპოვი,
რომ თავიდან მოიშორო, ბოლომდე გამოგხრავს!
ეჰ,
რაც გაქვს, თავის დროზე ვერ აფასებ და ყოველთვის იმაზე მეტი გინდა! ათას რამეს მიედ-მოედები, ათასა ვინმეს
გამოედები! გამუდმებით რაღაცას ეძებ, ჩხრიკავ, ხლართავ! სულ რაღაცას არჩევ, რაღაც არ გაკმაყოფილებს!
თითქოს მართლაც, რაღაცის ძიებაში ხარ და სამწუხაროდ, როცა უკვე საბოლოოდ დაკარგავ, აი ზუსტად მაშინ იგებ მის ფასს! სწორედ მაშინ, როცა უკვე მართლაც ძალიან გვიანაა!
გვიან, გვიან! ძალიან გვიან!
ჰმ! ასეა ასე! და მერე გაოგნებული შეჰყურებ შენივე მოვლენილ სიცარიელეს და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გიკვირს რატომ? რატომ არაფერი შეგრჩა ხელში?! რატომ არ გაქვს?!
ჰმ! ასეა ასე! და მერე გაოგნებული შეჰყურებ შენივე მოვლენილ სიცარიელეს და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გიკვირს რატომ? რატომ არაფერი შეგრჩა ხელში?! რატომ არ გაქვს?!
რატომ?!
არც კი გინდა, აღიარო რომ შენივე თავის წყალობით, შეგრჩა!
არც კი გინდა, აღიარო რომ შენივე თავის წყალობით, შეგრჩა!
და
მაინც...“
ფიქრებში გასული ფიფო, რამდენადაც შორს წავიდა,
იმდენად მისი გონება, კვლავ მიმის ირგვლივ ტრიალებდა. მაინც არ ეთმობოდა ეს გოგო, ბოლომდე.
რამდენადაც საშინლად ენატრებოდა, იმდენად ეწინააღმდეგებოდა
და ბრაზი მოსდიოდა საკუთარ თავზე.
- ისა დაა, ბორშჩი მალე იქნება?! - მხატვარმა ოთახიდან გამოსძახა, სამზარეულოში უკვე კარგა ხნით გაუჩინარებულ ფიფოს.
- რა??? - ძლივს გამოერკვა ფიქრებიდან ფიფო.
- ყავას ხარშავ, თუ ბორშჩს?! - სიცილისგან
იგუდებოდა მხატვარი.
ფიფომ ყავა ორ ფინჯანში გაანაწილა და ხორციანი ბლინების შესათბობად, ტაფა გაზქურაზე შემოდგა.
სასიამოვნო სურნელმა ოთახშიც შეაღწია.
- ეგ დესერტად იყოს და აბა ნახე მაცივარში რა მაქვს?
- ისევ გამოსძახა მხატვარმა, როცა ხორციანი ბლინების სუნი ეცა.
ფიფოს მაცივარში კეცზე მომზადებული
და კეციანადვე შედგმული, არაჟნიანი შქმერული დახვდა.
- მაგას არ უნდა გაცხელება, ისე წამოიღე! - ვეღარ ითმენდა მხატვარი. სტუმრის მოტანილ ცხელ შოთის პურს დასწვდა და ახალი ამბის მოსასმენად
გაიტრუნა.
- გოგონა, მართლაც დედის გვარით, მიუყვანიათ
სამშობიაროში და მშობლების თავდებით, მეორე დღესვე გაუწერიათ სახლში. - დაიწყო ფიფომ და გაჩუმდა.
- და, სულ ეს არის? - გაიკვირვა მხატვარმა.
- და რადგან, ბავშვის ხსენებაც კი არსად იყო. მერე სხვა მხარეს გადავწვდი. - განაგრძო ფიფომ.
- ჰო, ო? - არ აცლიდა მხატვარი.
- იმ ღამით დაბადებულ ბავშვთა
სიაშიც არაფერი იყო ჩემთვის საინტერესო, მაგრამ მეორე დღის თარიღით იმავე გვარის ახალშობილი
დაფიქსირდა! თანაც, მხოლოდ გვარი და სქესი, არც დედის სახელი და რა თქმა უნდა, არც მამის
არსად იყო მოხსენიებული.
- ვაა, ეს როგორ? - ჩაურთო მხატვარმა. - ნუთუ, წერომ მოიყვანა?
ფიფოს ჩაეღიმა და განაგრძო:
- რაც შეეხება ბავშვის სამშობიაროდან გაყვანას, მსგავსი საბუთი
ვერ აღმოვაჩინე და ვერც გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი მოვიძიე!
- ესე იგი, ბავშვი
დაიბადა და „გაქრა“!
- სავარაუდოდ, იმავე წამსვე გააშვილეს, ან სადმე გადაიყვანეს, მისი არსებობის კვალის
დასაფარად. ჯერ-ჯერობით სულ ესაა! ამ დღეებში, ბავშვთა სახლების მთელ მასალებს ამოვატრიალებ და მაგას მაინც გავარკვევ, ახალშობილი სად გააქრეს!
- და, ასე აუცილებელია მისი პოვნა?
- სულ ოდნავ, მიახლოებითაც კი არ ვიცი, რა კავშირი
შეიძლება ჰქონდეს ამ ბავშვს, ან ამჟამად უკვე ზრდასრულს, დღევანდელი მკვლელობის სერიებთან, მაგრამ ბოლომდე
მიყოლა სჯობს, მშვიდად მაინც ვიქნები. - უხსნიდა ფიფო მხატვარს.
ახლა ამბების დამალვასაც აზრი აღარ ჰქონდა. ასე იყო თუ ისე, მხატვარი ბევრჯერ დაეხმარა აზრების დალაგებაში. მასთან მშვიდად
გრძნობდა თავს და ამიტომაც გაანდო, რომ კვლავ ძველ ამბავს იძიებდა და არა ახალს, ისე როგორც წინა შეხვედრისას, მიმისთან ერთად უყვებოდა.
თავის მხრივ, მხატვარიც მიმის ამბების გარკვევაშიც
შეჰპირდა დახმარებას. ისედაც იკვეთებოდა, რომ მხატვარი, არაფერ შუაში იყო. თუმცა, ფიფო
მაინც ამოწმებდა. სიახლეების მოყოლისას დაკვირვებით შეჰყურებდა მის რეაქციებს, მაგრამ
საეჭვოს ვერაფერს ამჩნევდა.
- ბიჭი იყო თუ გოგო?
მხატვრის მოულოდნელმა შეკითხვამ, ფიფო ცოტა
შეაკრთო და გამოაფხიზლა. მეგობრის მიმართ თავისივე უნდობლობაზეც მოუვიდა ბრაზი და შეეცადა, მშვიდი სახე მიეღო.
- ბიჭი!
- ისე მაინც, ლამის ორმოცი წელი გავიდა და
მერე გაუბრაზდა სამყაროს?
- ორმოცი არა, უფრო ნაკლები, დაახლოებით ექვსი
წლის წინანდელი მკვლელობა, შესაძლოა პირველიც იყოს და შესაძლოა სულაც არა, მაგაზე უწინდელ და მსგავსი მკვლელობის ფაქტებს ვერსად გადავაწყდი. თუმცა, შეიძლება ზოგიერთი შემთხვევა, მკვლელობად არც აღნიშნულა.
- ეს როგორ? მიჩქმალეს?
- აუცილებელი არ არის, რომ მიეჩქმალათ. - ფიფო ახსნას შეეცადა. - ზოგი ალბათ, თვითმკვლელობად ჩაითვალა და ზოგიც, უბედურ შემთხვევად.
- ზოგიც იქნებ დაკარგულად ითვლება დღემდე და იქნებ, მანდაც სერიული მკვლელის ხელი ურევია?
- არც ეგ არის გამორიცხული. - თავი დაუქნია ფიფომ. - მე მაინც ვაქცევ ყურადღებას, თვის
ბოლო შაბათს ჩადენილ მკვლელობებს და ასევე ნიღბებსაც არ გამოვრიცხავ!
- ესე იგი, ადრე რომ ვიფიქრეთ, მკვლელი დედა-შვილის ვერსია? გამოირიცხა?
- ნუუ, სავარაუდოდ, კი!
- თუ, ეს ის ბიჭია?.. თუმცა, რაღა ბიჭი, კაცია
უკვე!
- რა ვიცი? ან ამდენი წელი სად იყო? თუმცა, სადღაც სულის სიღრმეში, მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც კავშირი უნდა იყოს. - ჩაფიქრებული
ხმით ჩაილაპარაკა ფიფომ. - ან იქნებ, ვცდები? რა ვიცი.
- მდააა, რა არ ხდება ქვეყანაზე. რამდენ რამეს
იტევს ეს სამყარო. - მხატვარმა ჭიქა შეავსო.
- აი, სულ ამას ვგრძნობდი რააა და სულ ვიყავი ამაში დარწმუნებული, რომ ამ საქმის გასაღები, სიძველიდან მოდიოდა. უფრო შორეული წარსულიდან და არა...
- აი, სულ ამას ვგრძნობდი რააა და სულ ვიყავი ამაში დარწმუნებული, რომ ამ საქმის გასაღები, სიძველიდან მოდიოდა. უფრო შორეული წარსულიდან და არა...
- ადამიანი წარსულის გარეშე არ არსებობს!
ჩვენ ყველას გვაქვს წარსული, ჩვენი წარსული. - თავს უქნევდა მხატვარი და მადიანად შეექცეოდა, ყოფილი მეუღლის მიერ მომზადებულ გემრიელ კერძს.
- და მაინც, ყოველთვის წარსულშია საქმის გასაღები. - მიუგო ფიფომ. - მხოლოდ აფექტის შემთხვევა გამოირიცხება, რადგან სპონტანურად ჩადენილ დანაშაულს, სრულიად შესაძლებელია, წარსულის არანაირი ფესვები არ ჰქონდეს, ხოლო სერიულ მკვლელობათა
დროს, საწყისი კვანძი კი, ყოველთვის წარსულიდან მოდის!
- კარგი, დავუშვათ ოცდათხუთმეტი წელი, ან
იქნებ ოცდაათიც.
- ოცდაათიც, რომ ვივარაუდო, მაინც ბევრია! - თავი გააქნია ფიფომ. - რაც არ უნდა გაბოროტებული იყოს, მაინც ბევრად უფრო ადრე უნდა დაეწყო! საკვირველიც არის, ასეთ ასაკში, ზრდასრული
ადამიანი იწყებს მკვლელობათა სერიებს, შურს იძიებს იმაზე, რაც ბავშვობაში გადახდა?
და რა გადახდა მერე ასეთი, რომელიც ბევრს არ გადახდენია? ოჯახმა მოიძულა, გააშვილა და ამაზე
ფიქრსა და ბოღმას ამდენი წელი ანდომებს და მერე იწყებს ხოცვას? რა ვიცი, აბსურდად მეჩვენება,
საკმაოდ ჭკვიანი და გამჭრიახი მკვლელისთვის, ეს ძალიან სუსტი მოტივია, მაგრამ მაინც
ბოლომდე მინდა გადავამოწმო!
- და რა იცი? იქნებ, დიდი ხნის დაწყებული
აქვს და... - ჩაიქირქილა მხატვარმა.
- არც ეგ ვიცი, მაგრამ უუჰ! - ამოიხვნეშა ფიფომ. - რაც მე არქივები და ძველი საქმეები
ამოვაბრუნე! მაგის გულისთვის, სამსახურიც ლამის დავკარგე! ხალხს უკვე, დიდი ხნის დახურული
საქმეები ამოვუყარე და კინაღამ ცოცხლად შემჭამეს!
- ჰაჰ! აბა, რას იზამდნენ! - სიცილი აუტყდა მხატვარს.
- ხალხმა პრემიები ჩაიჯიბა, საქმის გახსნა, იზეიმა და შენ მიდიხარ და რა გახსნა, რის
გახსნაო!
- ჰოო, აბაა!
- ესე იგი, თუ მართლაც საკმაოდ ზრდასრულ ასაკში
დაიწყო მკვლელმა მოღვაწეობა და შურისძიება, შესაძლოა რამემ მისცა ბიძგი? - მხატვარმა თვალები მოწკურა.
- მაინც რაღაც ვერ გამოდის ისე! - თავი გააქნია ფიფომ. - დაახლოებით, ოცდაათი წლის ასაკში იგებ, რომ ოჯახიდან იძულებით მოგკვეთეს და შურისძიებას იწყებ? მერე მიადგები და ხოცავ იმ ხალხს, ვინც ხელი შეუწყო შენს უბედურებას?! - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ან აქ, რაღაც სხვა ამბავია,
ან კიდევ ის ბავშვია, თუ უკვე კაცი, არაფერ შუაშია და მცდარ გზაზე ვდგავარ. ჰმ, თუმცა სად არის აქ გზა?
ჯერ ბილიკიც ძლივს მოჩანს.
- ამ ჩამოყალიბებულ ასაკში მისი ქმედება უტვინობის,
ჭკუასუსტობის ნიშანია, მაგრამ მკვლელობები, ისე არის ჩადენილი, რომმ...
- კი! გეთანხმები, რომ ფსიქოპატთან მაქვს საქმე! - თავი დაუქნია ფიფომ. - რომელიც ძალიან ჭკვიანი და გამჭრიახია და მაინც, რატომ ამდენი წლის შემდეგ? რა იყო ასეთი
მიზეზი, რომ მკვლელად იქცა?
- იქნებ, ბავშვობაშიც ჰქონდა ეს სულში ჩაბუდებული?
- ყველაფერი წარსულიდან მოდის, რაც არ უნდა
იყოს მასეა, მაგრამ მაინც მეეჭვება იმ გოგონას ბავშვის მონაწილეობა, მაგრამ მეორეს
მხრივ, თითქოს ყველა გზა მისკენ მიდის, თუმცა ეს დროის შუალედი, ძაან მაფიქრებს.
- ზოგი ბავშვობიდანვე უკვე ჩამოყალიბებული
დესპოტია, მაგრამ მაინც ბავშვია და ჯერ კიდევ აქვს გამოსწორების შანსი, ამიტომ სწორად უნდა
შეურჩიო აღზრდის გარემო და თუ მაინც არაფერი გამოვიდა, მერე უჰ! - მხატვარი ჩაფიქრდა. - ჩემს ბავშვობაშიც იყვნენ საშინელი სადისტი ბავშვები, რომლებიც ცხოველების დახოცვით იღებდნენ დიდ სიამოვნებას.
საშინელება კი ის არის, რომ ამას, მკვლელობას კი არა, გართობას ეძახიან და შენ წარმოიდგინე, ზოგიერთი მშობელი, თავზე ხელსაც კი გადაუსვამს, მერე რა იყოო, ბავშვმა წაითამაშა და ცოტა ზედმეტი
მოუვიდაო!
- ჰო, ძალიან ცუდია, როცა მშობელი ხელს აფარებს! - კვერი დაუკრა ფიფომ. - და არანაკლებ სამწუხარო ფაქტია, როცა ბავშვს, ზედმეტად მკაცრად სჯიან, იმის მაგივრად, რომ წესიერად აუხსნან და გაარკვიონ, თუ რატომ იყი მისი საქციელი, ცუდი და არასწორი! ასე დასჯილი ბავშვი კი, უფრო მეტად ბოროტდება და უფროსის ჯიბრზე, ბევრად უფრო საშინელ საქმეებს სჩადის! მშობლებიც ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ზედმეტად სიმკაცრეში აღზრდილი ბავშვი, მორჩილი კი არა, უკვე დესპოტი იზრდება! მაგრამ არის კიდევ მეორე მხარეც, - ზედმეტად ლმობიერი და მოსიყვარულე მშობლებისა და იმდენად მსუყეა ეს სიყვარული, რომ ყველანაირ ტუტუცობაზე წამსვლელ ბავშვს, სულ უბრალო
შენიშვნასაც კი არ აძლევენ და პირიქით, რაც არ უნდა ჩაიდინონ, უმალ დამცველად ევლინებიან
და შენი თქმის არ იყოს, ბავშვურად მოუვიდა გაერთოო, ითამაშაო, და ყველაზე ცუდი ის არის,
რომ არც ერთი ეს ვარიანტი, არ არის გამართლებული, რადგან და წლების მერე, ამ ორივე შემთხვევაში, ხელში მონსტრი შეგრჩება, რომელიც შენვე გაუზარდე სამყაროს!
- შენ როგორი ბავშვი იყავი? - ღიმილით ჩაეკითხა
მხატვარი.
- უჰ! საშინელი ცელქი და გამოუსწორებელი თავნება! გამდიოდა კიდეც, თუმცა არასდროს მიწვალებია ცხოველები და ვერც უსამართლობას ვერ ვიტანდი! სულ მაგის გულისთვის მომდიოდა ჩხუბი უბანში! ჩხუბისთავსაც კი მეძახდნენ. ბევრჯერ, ჩემი
ბრალი ეგონათ და სანამ გაარკვევდნენ ნამდვილ დამნაშავეს, მეც კარგად მომხვედრია. - ჩაიცინა
ფიფომ. - ისე, არც უსამარლოდ დასჯილი ბავშვის ცხოვრება იქნება კარგი.
- მახსოვს, ერთი ბიჭი მაგრად დაისაჯა, თურმე
უდანაშაულო ყოფილა. მკვდარ ცხოველს, რომ მარხავდა, თავზე დადგნენ. ეგონათ, დანაშაულს ფარავდა და ის დასაჯეს ყველას მაგივრად, ის ეგონათ მწვალებელი. ხმაც არ ამოუღია ისე
აიტანა, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს! რაღაცნაირი თვალებით იყურებოდა. მაშინვე გავიფიქრე,
რომ უეჭველი გადაუხდიდა იმათ ყველას სამაგიეროს. უცნაური გამოხედვა ჰქონდა. შეუვალი,
მდუმარე.
- ის თუ მაინც იცოდა, ვინ იყო დამნაშავე? ვის მაგივრად დაისაჯა? - იკითხა ფიფომ.
- ჰმ, როგორ არ იცოდა! საქმეც მაგაში იყო,
რომ იცოდა! მასზე ბევრად უფროსი ბიჭები იყვნენ და ეს, სულ ექიშპებოდა! არ ცხრებოდა სულ ჩხუბობდა
და არასდროს იმართლებდა თავს! ყველას ის გვეგონა დამნაშავე, რადგან ყოველთვის, ყველაფერზე მაინც სულ ის ისჯებოდა.
- აი, ხედავ? - ჩაურთო ფიფომ. - ბავშვისგან
როგორ შეიძლება დესპოტი გამოძერწო, თან მით უმეტეს, თუ იცოდა, ვინც იყო
სინამდვილეში დამნაშავე და არც თავის მართლებას ცდილობდა! ხედავ, როგორ ყალიბდება
სიბოროტე და სად იღებს სათავეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქომაგიც არავინ გყავს.
- მარტო
ბაბუ არ უბრაზდებოდა და არც სჯიდა, რაც ძალიან მიკვირდა. ალბათ იცოდა, რომ დამნაშავე
არ იყო. ან იქნებ, ბაბუსაც მასე ეგონა და დასჯის მაგივრად, ცდილობდა თბილი სიტყვით აეხსნა.
- ჰოო. - ჩაეღიმა ფიფოს. - უფროს თაობას, შვილიშვილების განებივრება ძალიან უყვართ და
კარგადაც გამოსდით!
- სინამდვილეში ბაბუამისი სულაც არ იყო!
- წამოძახა მხატვარმა და მერე უფრო დაბალი ხმით დასძინა. - ისე რაღაც პერიოდში, ის ჩემი
ბაბუც იყო. საყვარელი, თბილი. - მხატვარი ჩაფიქრდა. - თუმცა, რა ვიცი, იქნებ მართლაც მისი
ნამდვილი ბაბუ იყო და ჩემი არა. მე უბრალოდ შევეკედლე და მიმიღეს. არა, თავად დამიძახეს
და შემიკედლეს. ეს ძალიან კარგად მახსოვს. შეუძლებელია იმის დავიწყება, როცა გგონია,
რომ ამ დედამიწის ზურგზე ყველამ მიივიწყა შენი არსებობა და ამ დროს, მოულოდნელად გამოწვდილი
თბილი ხელი, შენთვის ახალი სიცოცხლის ჩუქებასავით შემოიჭრება შენს ცხოვრებაში და ჩაბნელებულ
სულს გაგინათებს.
- იმ პერიოდს ამბობ, ბავშვთა სახლში, რომ
ცხოვრობდი?
- ჰო. - თავი დაუქნია მხატვარმა. - ძალიან დიდი ხნით არც ვყოფილვარ, მაგრამ
მაინც ბევრი რამ კარგად მახსოვს, ამიტომაც არის ეს შენი საქმე, წარსულიდან მოდის! შენს
ფსიქოპათ მკვლელს, აუცილებლად კარგად ემახსოვრება წარსულის სიმწარე, ამიტომაც ასე დინჯად
და ორგანიზებულად სჩადის დანაშაულს, რომ ხომ ხედავ? კვალსაც არ ტოვებს, მაგრამ ეს დრო
მაინც მაფიქრებს, წლების სიმრავლე.
- კი გეთანხმები, მეც ეს დრო მაგდებს საგონებელში.
- მოღუშული უქნევდა თავს ფიფო. - ძალიან დიდი დროა გასული და რატომ ბევრად ადრე არ
დაიწყო?
- არ გიფიქრია, რომ იქნებ ციხეში იჯდა? მერე
გამოვიდა და დაიწყო და დაიწყო.
- ეგეც ბევრჯერ ვიფიქრე. არ არის გამორიცხული.
- ან იქნებ ადრე სხვანაირად ჩადიოდა მკვლელობებს
და მერე აზრად მოუვიდა ხელწერის დატოვება?
- რა ვიცი. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- მაგრამ არა მგონია! იმიტომ, რომ ამ სასიკვდილო სცენის დადგმებს, საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მისთვის სიკვდილის წინა
პერიოდი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უკვე მკვდარი მსხვერპლი.
- რას გაიგებ. - ხელი ჩაიქნია ფიფომ.
- თუ მართლა იმ უბადრუკი გოგონას შვილი დაძრწის
და ის სჩადის დანაშაულს, მაგ მოტივის საფუძველზე უკვე ძალიან ბებერია, რომ შური იძიოს.
ან იქნებ უკვე მისივე შვილია? იმ გოგოს შვილიშვილი? ვითომ? რაღაც უაზრობა გამოვიდა.
– თავისივე სიტყვებზე ჩაეცინა მხატვარს.
- ეგ მართლა სისულელეა! შვილიშვილი ხდება
მკვლელი იმის გამო, რომ მისთვის უცნობმა ბებიამ თავი მოიკლა?
- ჰოო, არააა!!
- მაგრამ მე, თვითონ იმ შვილის ასაკიც მაფიქრებს, - ფიფომ წამით იყუჩა. - მართლაც ძაან ბებერია ასეთი მოტივის შურისმაძიებლისთვის.
- ან იქნებ?
- რა იქნებ? - ჩაეკითხა ფიფო.
- რაღაც გახდა მისი აფეთქების მიზეზი და ამიტომაც
ასე გვიან დაიწყო. აი, შენ თუ ამას დაადგენ! ოოოო!
- კატალიზატორი რა შეიძლება ყოფილიყო, აი ეს თუ
მართლაც დავადგინე, აი მაშინ უკვე შეიძლება მართლაც გავხსნა საქმე! მაგრამ ჯერ ის უნდა
დავადგინო, ბავშვი ნამდვილად დაიბადა თუ არა და იმ ჩანაწერების მიხედვით, ნამდვილად
მისი ბავშვია? იქნებ სულაც სულ სხვაა?
- იქნებ, სულაც არ დაბადებულა ის ბავშვი?
- ამ ეტაპზე არც მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად
იმ ბავშვზეა საქმე, თითქოს ერთმანეთს მიჰყვა და არც ეგ გამოვრიცხე, რომ დავუშვათ მკვლელი
სწორედ იმ გოგონას წარსულიდან მოდის. უი, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ გოგონას თვითმკვლელობა,
ამ ბავშვის დაბადებიდან რვა თვის მერე მოხდა. აი, აქაც კიდევ ვერ ვალაგებ, თუ ბავშვი
იძულებით დაატოვებინეს, მერე რვა თვე იფიქრა და ვეღარ გაუძლო?
- შესაძლებელია! ითმინა, ითმინა და ერთ დღესაც შეიძლება, ვინმე ბავშვით ხელში დაინახა ან პარკში, ან თუნდაც ქუჩაში ფანჯრიდან და გადაეკეტა რაა! ისედაც გადაკეტილი ექნებოდა, რაღა უკლდა?
- შესაძლებელია! ითმინა, ითმინა და ერთ დღესაც შეიძლება, ვინმე ბავშვით ხელში დაინახა ან პარკში, ან თუნდაც ქუჩაში ფანჯრიდან და გადაეკეტა რაა! ისედაც გადაკეტილი ექნებოდა, რაღა უკლდა?
- ეგ კიდევ უფრო დასაშვებია. - კვერი დაუკრა ფიფომ. - რვა თვე, არც
ცოტაა და არც ბევრი! იმოქმედა რამემ, ან მართლაც ვეღარ გაუძლო წუხილს. რაც შეეხება იმ შორეულ წარსულს, ნიღბების ჭაჭანებაც არსად არის და არც თვის ბოლო შაბათს არაფერი აღინიშნება, ასე რომ ეს სულ სხვა თემაა.
ფიფო უკვე მშვიდად და თავისუფლად ჰყვებოდა
მხატვართან ყველაფერს. სულის სიღრმეში იგრძნო, რომ ბოლომდე ენდობოდა, მაგრამ რაღაც
მომენტში შეამჩნია, რომ მხატვარი თითქოს შეცბუნდა, თითქოს თვალებსაც ვერ უსწორებდა,
მაგრამ ზუსტად რა მომენტში მოხდა ეს, ამას ვეღარ აფიქსირებდა, ადრეც შეუმჩნევია მსგავსი
რამ, მაგრამ ახლა უფრო მკვეთრად და გამოხატულად იგრძნო, რაღაც...
რაღაც ფარული.
დუმილი ისევ ფიფომ დაარღვია:
- აბა, გისმენ!
- რაა?? - მოულოდნელად მხატვარი, ადგილზე შეხტა.
- გისმენ, მითხარი! აშკარაა, რომ რაღაცას
მიმალავ!
მხატვარი ჩაფიქრდა. თავიც არ აუწევია
ისე ნერვიულად ამოიღო სიგარეტი კოლოფიდან და მოუკიდა.
ფიფო მშვიდად ელოდა, ვერ ხვდებოდა მხატვარი
ასე რამ ააღელვა, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მართლაც რაღაც დანაშაულში იყო გამოჭერილი.
ბოლოს, როგორც იქნა, მხატვარმა ხმა ამოიღო
და ფიფოსთვის არც შეუხედავს ისე დაიწყო:
- რაღაც მინდა გითხრა, თითქოს სულ ვაპირებდი თქმას და თითქოს, არც არაფერი მნიშვნელობაც არ მიმიცია, მაგრამ...
- რაღაც მინდა გითხრა, თითქოს სულ ვაპირებდი თქმას და თითქოს, არც არაფერი მნიშვნელობაც არ მიმიცია, მაგრამ...
- ისევ მიმი, არა? - სიტყვა შეაშველა ფიფომ.
- არა, მიმი არაფერ შუაშია! - წამოიძახა მხატვარმა. - უბრალოდ... იცი? ჩვენს თეატრში! ნიღბების თეატრში! - მხატვარი შეყოვნდა. - მართალია
სხვადასხვა დროს, მაგრამ წარმოდგენა, უფრო სწორად პრემიერა, ყოველთვის თვის ბოლო შაბათს
იმართება. - როგორც იქნა, ამოღერღა მხატვარმა.
ფიფო გაოგნებული შეჰყურებდა.
„მკვლელს
შორს ვეძებდი და ნუთუ აქვე, თეატრში მყოლია?
არადა, ყველას ვიცნობ, და ძალიან კარგადაც ვიცნობ და...“
- თეატრის დასი არაფერ შუაშია! - ფიქრი შეაწყვეტინა
მხატვარმა. - ეს ჩემი იდეა იყო! მაშინ არც მიმის არ ვიცნობდი და რა თქმა უნდა, არც შენ!
თეატრი უკვე ლამის თვრამეტი წელია არსებობს, ნუ სადღაც თხუთმეტი!
ფიფო ისევ გახევებული იჯდა. წუთის წინ, როგორც
იქნა, ბოლომდე ენდო მეგობარს და ეჭვიც უკვე აღარ ეპარებოდა და ახლა, სულ უკუღმა ამობრუნდა
ყველაფერი.
- მართლა არ ვიცი, ჩვენს თეატრს რა კავშირი
აქვს შენს მკვლელობებთან, თუ გინდა გადაამოწმე ჩვენი დასიც და თუნდაც, ერთგული მაყურებლებიც!
- და რატომ ადრე არ მითხარი? თუნდაც მაშინ
მიმისგან, რომ პირველად მოისმინე?
- დავაპირე! შენ წარმოიდგინე, რომ დავაპირე! თანაც, ბევრჯერ დაგპატიჟეთ პრემიერაზე, რომ დაკვირვებოდი თარიღს და კითხვა მაინც, რომ
გაგჩენოდა უეჭველი გეტყოდი, რომ ეს ჩემს მიერ დადგენილი, უკვე ჩვენი თეატრის ტრადიცია
იყო, მაგრამ შენ არაფერი შეგიმჩნევია და მეც თითქოს მივივიწყე, თუმცა სულ მინდოდა,
რომ მეთქვა და...
- მდააა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - მომიწევს აბა მთელი დასისა და მიმსვლელ-მომსვლელის
გადამოწმება.
- ნება შენია, მაგრამ ხომ იცი? ეს ისე უნდა გააკეთო, რომ ეჭვი არავინ აიღოს.
- ნება შენია, მაგრამ ხომ იცი? ეს ისე უნდა გააკეთო, რომ ეჭვი არავინ აიღოს.
- ნუ გგონია, რომ მე მაწყობდეს ეჭვის აღება. - მიუგო ფიფომ. - სწორედაც ისე უნდა მოვუწყო გამოკითხვები, რომ აზრზეც ვერ მოვიდნენ!
- შენ უკვე ისეთი სახე გაქვს, რომ ნაღდად
აღარ მენდობი. არადა, მართლა ისე გამოვიდა, რომ... - მხატვარი გაჩუმდა.
- ჰო, არ დაგიმალავ, ცოტათი კიდევაც შემერყა
შენს მიმართ ნდობა.
ფიფოს სიტყვებზე მხატვარი მოიღუშა, მართლაც
არ უნდოდა ამის თქმა, მაგრამ უკვე დამალვაც აღარ შეიძლებოდა.
- და მაინც, რას ნიშნავს ეს თვის ბოლო შაბათი?
რამე კონკრეტული დატვირთვა აქვს შენთვის?
- ისეთი არაფერი, როცა ოჯახისგან მოშორებით ვცხოვრობდი, იქ ვმართავდით ასეთ დროს წარმოდგენას. - მხატვარი შეყოვნდა და ჩუმი ხმით დაუმატა. - ბავშვთა სახლში. - ბოლო სიტყვებზე ორივემ ერთმანეთს თვალები გაუშტერეს.
- ისეთი არაფერი, როცა ოჯახისგან მოშორებით ვცხოვრობდი, იქ ვმართავდით ასეთ დროს წარმოდგენას. - მხატვარი შეყოვნდა და ჩუმი ხმით დაუმატა. - ბავშვთა სახლში. - ბოლო სიტყვებზე ორივემ ერთმანეთს თვალები გაუშტერეს.
ფიფო კიდევ უფრო მეტად იყო გაოგნებული.
„ბავშვთა
სახლში!
მიტოვებული
ბავშვი!
გაშვილებული
ბავშვი!
ბავშვი!
ისევ ბავშვი და ისევ ძველი დრო!“
ისევ ბავშვი და ისევ ძველი დრო!“
- ესე იგი, ვიწყებ თეატრის დასიდან და გადავდივარ
ბავშვთა სახლში, რომელიც უკვე არაერთხელ გადავამოწმე! რაც შეეხება დაკითხვას, ჯერ შენგან დავიწყებ და მერე, ვნახოთ! - სიცილით უთხრა ფიფომ, ნირწამხდარ მხატვარს. - წესია
ასეთი! ყველა და ყველაფერი, ძირფესვიანად უნდა გადამოწმდეს! ამჯერად უკვე მართლაც არავინ და არაფერი უნდა გამოვრიცხო და იქნებ, ბოლოს და ბოლოს, დაადგეს საშველი.
- შემპირდი, რომ მაინც პირველი მე მომიყვები.
- ჰმ, აბა რას ვიზამ! - ჩაეცინა ფიფოს და
მეგობრულად გაუღიმა, ცოტა არ იყოს, შეშფოთებულ მხატვარს.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1904993993076222/?type=3&theater

No comments:
Post a Comment