57.
LEX. 2017 წლის 9 იანვარი, ორშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1849382611970694/?type=3&theater
მიმის სიტყვებმა, პიპა წამით ადგილზე გააშეშა, თუმცა მაშინვე მოეგო გონს.
- არ დაგსიზმრია და არც მოგჩვენებია! - უპასუხა პიპამ. - სულ ორიდე წუთით გადავედი მანქანიდან! აი იქ! - თითი გაიშვირა
ქუჩის მოპირდაპირე მხარეს და მიმიც მარკეტისკენ გაახედა.
მიმის თვალები აუციმციმდა. სიტყვა ვეღარ დაძრა.
- შოკოლადებიც წამოგიღე! ვიცი გიყვარს! - უცებ მიახალა პიპამ და თავისი გამჭრიახი ჭკუით ყურებამდე გაღიმებულმა, მანქანა ადგილიდან დაძრა.
მიმიმ, მხიარული სახით გახედა, უკანა სავარძელზე
მიყრილ შოკოლადის ფილებს.
„რა
საყვარელია. მთავარი ის კი არ არის, რომ ზუსტად ის, კონკრეტული სასუსნავი მოგიტანონ,
არამედ სითბო და ყურადღების გამოჩენაა.
მით
უმეტეს, თუ ზუსტად იცის, რა გიყვარს და რა გაგახარებს.
თანაც
იცი, რომ ფული გადასაყრელი არა აქვს და შენი გულისთვის კი, სულაც არ ენანება ხარჯვა.
უჰ,
ძლივს დაიძრა ყინული. არც იმდენად გულგრილია, როგორც თავიდან მეგონა.
ან იქნებ, უბრალოდ ზედმეტად მორიდებულია და ეს სადღაც უყურადღებობაში გადადიოდა.
მე, კი?
ან იქნებ, უბრალოდ ზედმეტად მორიდებულია და ეს სადღაც უყურადღებობაში გადადიოდა.
მე, კი?
ჰმ,
რა სულელი ვარ!“
ფიქრებში ჩაძირულ მიმის, ასევე საკუთარ ფიქრებში
ჩაძირული თანამგზავრი ეჯდა გვერდით.
ესეც ასეო, შვებით ამოისუნთქა პიპამ.
ესეც ასეო, შვებით ამოისუნთქა პიპამ.
„მდიოს
ახლა ფიფომ რამდენიც უნდა, თუნდაც დამიჭიროს, მაინც ვერაფერს დამიმიტკიცებს!“
ცოცხალი და უტყუარი ალიბი გვერდით ეჯდა, რომელიც წარბშეუხრელად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაუდასტურებდა მის ნათქვამს. მერე რაღაც მომენტში, ისევ მაინც ეჭვმა გაჰკრა. იქნებ დიდ ხანს ეღვიძა და შესაფერის დროს ეძებს, რომ მკითხოსო, მაგრამ მიმის არაფერი მსგავსი არ ეტყობოდა. აშკარად ჩანდა, სიხარულს მოეცვა მისი გული და ბედნიერი იყო.
ცოცხალი და უტყუარი ალიბი გვერდით ეჯდა, რომელიც წარბშეუხრელად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაუდასტურებდა მის ნათქვამს. მერე რაღაც მომენტში, ისევ მაინც ეჭვმა გაჰკრა. იქნებ დიდ ხანს ეღვიძა და შესაფერის დროს ეძებს, რომ მკითხოსო, მაგრამ მიმის არაფერი მსგავსი არ ეტყობოდა. აშკარად ჩანდა, სიხარულს მოეცვა მისი გული და ბედნიერი იყო.
მიმის შემხედვარე, პიპაც ძლიერ გამხიარულდა.
ხუმრობებსაც უმატა. მიმიც დაუსრულებლად კისკისებდა მის მონათხრობზე, ასეთი მხიარული
და ენაწყლიანი არასდროს ენახა. ყოველთვის გულჩათხრობილი, ცოტაც მკაცრი, ცივი და სევდანარევი გაყინული თვალებით, ახლა სიხარულით აბრწყინებდა და სითბოსა და სიყვარულს გამოსცემდა.
„სულ სხვანაირი ყოფილა, ალბათ ქალებს ასე ადვილად არ ენდობა. მართლაც კარგად გამიცნო. მიხვდა, რომ ფულით არ ვაფასებ ადამიანებს, მხოლოდ ნამდვილი მეგობრობა მჭირდება და არაფრის გამორჩენა მინდა.
„სულ სხვანაირი ყოფილა, ალბათ ქალებს ასე ადვილად არ ენდობა. მართლაც კარგად გამიცნო. მიხვდა, რომ ფულით არ ვაფასებ ადამიანებს, მხოლოდ ნამდვილი მეგობრობა მჭირდება და არაფრის გამორჩენა მინდა.
როგორც
ვატყობ, ფული კი მართლაც ძალიან ცოტა აქვს. არც ჩაცმით გამოირჩევა, სუფთა, მაგრამ ზედმეტად
გახუნებული ტანსაცმელი აცვია, ამიტომ უფრო ცდილობს, რომ მომერიდოს. ალბათ, უფულობის
გამო წესიერად ვერც ვერსად მპატიჟებს და ხშირად მაგიტომაც მარიდებს თავს. აჰ, ნეტა
იცოდეს მაინც, რომ არაფერი მინდა!
ნამდვილად
არაფერი მინდა, მეგობრობის გარდა.
როგორი
სითბო სცოდნია და როგორ...
მართლა
რა საყვარელია და საოცრად სიმპათიური.“
პიპას სითბოთი და იუმორით აღფრთოვანებული
მიმი, სიხარულით აქაქანდა. ხან რას მოჰყვა და ხან რას. ისიც აღნიშნა, რომ მანქანაში პირველად
ეძინა, ასე ტკბილად და უდარდელად, თუმცა მსგავსი რამ, ერთხელ მეგობართანაც დაემართა.
სტუმრად ყოფნისას, სავარძელში გემრიელად ჩაეძინა. პიპას ძალიან უნდოდა ეკითხა, ეს მეგობარი
ფიფო ხომ არ იყოო, მაგრამ თავი შეიკავა. თუმცა მიმიმ მალევე გაუფანტა ეჭვი.
- მართლაც, რა საოცარია. ნორმალურ, კარგ, კომფორტულ საწოლში ვერ ვიძინებ და სადღაც, საღებავებისა და ნესტის სუნიან, მტვრიან სახელოსნოში, ისე გემრიელად ჩამეძინა. აი თუნდაც ახლა, მანქანის სავარძელს აღარ სჯობს ჩემი საწოლი? მაგრამ საოცრად ტკბილად მეძინა.
- მართლაც, რა საოცარია. ნორმალურ, კარგ, კომფორტულ საწოლში ვერ ვიძინებ და სადღაც, საღებავებისა და ნესტის სუნიან, მტვრიან სახელოსნოში, ისე გემრიელად ჩამეძინა. აი თუნდაც ახლა, მანქანის სავარძელს აღარ სჯობს ჩემი საწოლი? მაგრამ საოცრად ტკბილად მეძინა.
- საწოლი არაფერ შუაშია. შენ სულ სხვა კომფორტი
გჭირდება. ალბათ, შენი საწოლი ოთახი, ბევრად იმაზე დიდია, ვიდრე შენ გჭირდება. დიდი, უზარმაზარი
ცარიელი ოთახია.
- ცარიელი სულაც არარის! საწოლის გარდა კიდევ...
- ცარიელი სულაც არარის! საწოლის გარდა კიდევ...
- ავეჯს არ ვგულისხმობ. - პიპას გაეღიმა.
- შენი სიმარტოვე აცარიელებს არეალს. როგორც კი ვინმეა შენს გვერდით, ხომ ხედავ? სულიერად
ივსები და მშვიდად გძინავს. აი თუნდაც, ხუთი წუთით გადავედი მანქანიდან და მაშინვე
გამოგეღვიძა კიდევაც, ხუთი წუთითაც კი ვერ აიტანე მარტოობა!
ამით პიპამ, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის
ალიბს. კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მართლაც, მხოლოდ რამდენიმე წუთით იყო მარტო. მიმიც
თავს უქნევდა მართალი ხარ, მასეაო.
პიპას თანდათან საუბარი ისე მიჰყავდა, რომ
მალე უკვე ფიფოსაც უხსენებდა, თუმცა მიმიმ აქეთ დაასწრო:
- გახსოვს, ის დეტექტივი?
- დეტექტივი?
- ჩემთან, რომ მეგობრობდა, ყველას მისი საცოლე
ვეგონე, გიყვებოდი.
- ააა, გამახსენდა. მახსოვს რაღაცას მართლაც
კი მიყვებოდი. მე ის ერთი უბრალო პოლიციელი მეგონა, თურმე დეტექტივიც ყოფილა. – პიპამ
თავი მოიკატუნა და უფრო ყურადღებით შეეცადა, უფრო მეტად გამოეკითხა: - და მერე?
- მერე არაფერი. ჩვეულებრივად ვიმეგობრეთ,
თუმცა სულ ეჭვიანობდა. ყველაზე და ყველაფერზე, ყველა ჩემი მეგობარი გაიცნო, მეზობლებიც,
ნათესავებსაც კი გადასწვდა.
- მარტო მე გამოვრჩი, მე არ მიცნობს, რა დავაშავე?
ორივეს სიცილი აუტყდა.
მიმიმ ძლივს ამოისუნთქა.
- ჯერ გასაქანს არ მაძლევდა, ყველა თაყვანისმცემელი
ჩამომაშორა და მერე, საერთოდ დაიკარგა.
- იქნებ, სხვა შეუყვარდა?
- მერე ეთქვა, ვინ დაუშალა?
პიპას გაეცინა:
- ჰმ, არც ისე ადვილია ქალს უთხრა, შენ აღარ
მიყვარხარ და ახლა სხვა მიყვარსო.
- მერე რა, ეთქვა და გავუგებდი!
- ჰოო? სათქმელად ადვილია, გაუგებდი, მაგრამ
არა ბოლომდე.
- რატომაც, არა! გავუგებდი! - გაგულისდა მიმი.
- ალბათ, შენს ისტერიკებს მოერიდა. - პიპას
ისევ გაეცინა.
მიმი მოიბუზა. არაფერი უთხრა.
- კარგი, რა იყო? რას იბღუზები! მშვენიერი
გოგო ხარ და მშვენივრად გაქვს საქმე აწყობილი. სახლიც გაქვს, კარიც გაქვს, კარგი სამსახურიც.
კიდევ ჩამოვთვალო შენი ღირსებები?
მიმი უარის ნიშნად თავი გააქნია, თუმცა ისევ გაბუსული იჯდა.
მიმი უარის ნიშნად თავი გააქნია, თუმცა ისევ გაბუსული იჯდა.
- თანაც, ლამაზი ხარ! ძალიან ლამაზი. მეტი
რაღა გინდა?
მიმი კვლავ გატრუნული უსმენდა. აშკარა იყო, კომპლიმენტი ძალიან ესიამოვნა.
პიპა კი განაგრძობდა:
პიპა კი განაგრძობდა:
- პატარა ხომ აღარ ხარ, არა? უკვე დროა, პირად
ბედნიერებაზეც იზრუნო. ცხოვრება ხანმოკლეა, იმაზე მეტად ხანმოკლე, ვიდრე გგონია. ზოგჯერ
ფიქრობ, რომ ჯერ ადრეა, დღეს არა, ამას ხვალ გავაკეთებ და ისე გაფრინდება წლები, რომ
ის ხვალ აღარც აღირსებს დადგომას, მით უმეტეს, როცა მართლა გიყვარს...
- არა! ფიფო სულაც არ მიყვარდა! - წამოიძახა
მიმიმ. - უბრალოდ...
- ჰმ, არ გიყვარდა მაგრამ, მაინც გული დაგწყდა.
ჰაჰ! ტიპიური ქალური, ერთ-ერთი უცნაურობათაგანი! - ირონიულად ჩაიცინა პიპამ.
- რატომ არის, უცნაური?
- ადამიანი თუ არ მიყვარს, იმაზე გული როგორ
უნდა დამწყდეს? - პიპას უკვე ხმამაღალი სიცილი აუვარდა და ძლივს განაგრძო საუბარი.
- საკუთარ გულში ჩახედვა არ გინდა! გეშინია, რომ აღიარო ცოტათი მაინც, ხომ გიყვარდა!
სადღაც გულის კუნჭულში, ეთაყვანებოდი კიდევაც!
- რა ვიცი. სულ ასე მემართება. თითქოს ყველაფერი
კარგად მიდის. ზოგჯერ მართლაც უზომოდ შეყვარებული მგონია თავი. აღფრთოვანებული ვარ
და მერე კი, რაღაც წყდება, იშლება და ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდება. რაც უფრო დრო
გადის, მით უფრო ნაკლებად ვენდობი ვინმეს, თუმცა შენს შემთხვევაში, თვითონაც არ ვიცი. - მიმიმ მხრები აიჩეჩა. - სრულიად
უცხო ადამიანი, ყველაზე ახლობელი და ძვირფასი მგონიხარ. - მიმის ხმა ოდნავ გაებზარა.
ასეთი სიტყვების გაგონებაზე, ფიფო აუცილებლად
აკოცებდა, მოეხვეოდა, შეეცდებოდა მანქანა შეეჩერებინა, რომ უფრო მაგრად ჩაეკრა გულში.
პიპას კი, მშვიდად მიჰყავდა მანქანა და მეგობრულ
კი არა, უფრო მამაშვილური დარიგება დაჰკრავდა მის საუბარს.
- შეიძლება ხშირად გატყუონ, მაგრამ ეს არ
გაძლევს უპირატესობას, რომ საერთოდ დაკარგო ადამიანების მიმართ ნდობა.
მიმი გაბუსული უსმენდა. პიპა ისევ დამრიგებლური
ტონით განაგრძობდა ჭკუის დარიგებას და თითქოს ვერც ამჩნევდა, მიმის ვნებიან ლტოლვა
მის მიმართ.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1849382611970694/?type=3&theater

No comments:
Post a Comment