30.
- თავს, რომ იკლავენ? ისინი რა, არ აღვიძებენ? - ჩაეკითხა
მიმი უხილავ ხმას.
სიხარულისგან ცმუკავდა, მოსაუბრე გამოუჩნდა და ის სულიერი სიმარტოვე
აღარ ემუქრებოდა. ვინ იცის, იქნებ ახლოსაც გაეცნო და მის ცნობისმოყვარეობასაც მოეღებოდა
ბოლო.
- იმათი დრო უკვე იყო მოსული. როცა ამ ქვეყნად არავინ და
აღარაფერი რჩებათ, მათი დრო უკვე მოსულია. - პასუხობდა ხმა.
- გინდა დამაჯერო, რომ ისინი, ვინც თავს იკლავს,
მათ ახლობლები და ოჯახის წევრებიც არავინ ჰყავდათ? და ყველა მარტოხელა იყო? რა სისულელეა!
- მარტოხელა არა, მარტო სული! - შეუსწორა
ხმამ. - როცა ცხოვრება გვერდით ჩაგივლის, მხოლოდ ემოციებიღა შემორჩება გონებას. - თითქოს
დანანებით დაასრულა.
მიმიმ ვერაფერი უპასუხა, ხმაც დადუმდა.
ცოტა ხანში შესძახა, სად ხარო, მაგრამ კედლიდან
ჩქამიც არ ისმოდა. სიჩუმეც მოსაბეზრებელი გახდა. ისედაც გადაღლილი და დათრგუნული იყო.
ის იყო წასვლა დააპირა, რომ კედლიდან ხმა
გაისმა:
- ისე, რას დადიხარ აქ? ვის დაეძებ?
- ან ვის დავეკარგე, არა? - მიმიმ ცინიკურად
ჩაიცინა.
რადგან არაფერი უპასუხეს, ისევ თავადვე განაგრძო:
- არ გინდა გამოხვიდე დამენახვო?
- საშინლად გამოვიყურები, ახლახან გამეღვიძა.
- ჩემზე ცუდ ფორმაში, ნამდვილად არ იქნები.
- მიმიმ ტანზე დაიხედა და სიცილი აუვარდა. - ისე, შენ რომ არ ყოფილიყავი, დავიღუპებოდი
იქ. ვერც მომაგნებდნენ ალბათ. მადლობა მინდა გადაგიხადო.
მოსაუბრემ არაფერი უპასუხა.
დუმილი კარგა ხანს გაიწელა.
- აქ ხარ? - ვეღარ მოითმინა მიმიმ.
უკვე სახლში წასვლაც მოუნდა, მაგრამ ვერც
იქაურობას ტოვებდა.
- ცოტა ჩავთვლიმე. წუხელ მთელი ღამის ნათევ-ნამუშევარმა, კედლებს შორის შენი სასოწარკვეთილი სიმღერა გავიგე და არც ახლა, აქაც არ მაცლი მოსვენებას. - ბოლო წინადადება, უკვე სიცილით დაასრულა და ისევ დადუმდა.
- ცოტა ჩავთვლიმე. წუხელ მთელი ღამის ნათევ-ნამუშევარმა, კედლებს შორის შენი სასოწარკვეთილი სიმღერა გავიგე და არც ახლა, აქაც არ მაცლი მოსვენებას. - ბოლო წინადადება, უკვე სიცილით დაასრულა და ისევ დადუმდა.
დუმილი, ისევ ისე მოსაწყენი გახდა.
მიმის უკვე, იქაც მობეზრდა და წასვლა გადაწყვიტა.
- ისევ სჯობს, წავიდე. - დაიწყო მიმიმ. - აქაც
კი ზედმეტი ვარ. წავედი სახლში? თუ ღამის გასათევში? - ისე ამოიხვნეშა, რომ ლამის გულიც
ამოაყოლა.
- სახლი იქ არის, სადაც გული მიგიწევს, თუნდაც
ღამის გასათევი ერქვას!
მოესმა კედლიდან.
და ისევ დუმილი.
წასასვლელად მომზადებული მიმი, კვლავ შეჩერდა. მერე კი, ცრემლმორეული კიბეზე ჩამოჯდა.
საკუთარი თავი შეეცოდა. საშინელი უმწეობა იგრძნო.
საკუთარი თავი შეეცოდა. საშინელი უმწეობა იგრძნო.
ამდენ მეგობრებში, მაინც მარტო სული აღმოჩნდა.
- სიყვარულით, სიხარულით შემოხვეული და ნაფერები
ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ სრულიად მარტო ხარ! შენს ირგვლივ უამრავი ხალხია და შენ კი
მარტო ხარ! მარტო! სრულიად მარტო! - მიმის ატირებული ხმა, საბრალოდ გაისმა ნესტისა და
უჰაერობისაგან დაგუბებულ სადარბაზოში.
- და იცი, რატომ ხარ მარტო? აღარ იყავი საჭირო
და ძველი ჩვარივით მოგიშორეს! - მოსაუბრე მიყუჩდა და მერე უფრო დაბალი ხმით დაუმატა.
- ჰმ, ნაგავზე მოსროლილი ბავშვივით!
- ნაგავზე მოსროლილი ბავშვივით? - გაიკვირვა
მიმიმ. - ნუთუ მართლა, ნაგავზე მოსასროლად იმეტებენ ბავშვებს?
- იმეტებენ და სამწუხაროდ, სინდისის ქენჯნასაც
კი არ გრძნობენ.
მიმი მიხვდა, კაცმა მიმის მოთქმას, რაღაც სხვა
ისტორიაც შეურია. სადღაც კი წააგავდა მის დღევანდელ სიტუაციას, მაგრამ ალბათ შედარებაც
კი არ შეიძლებოდა და ახლა აქეთ სცადა, ცოტათი მაინც, მისი გამხნევება:
- რაც იყო, ის უკვე წარსულს ჩაბარდა, დღევანდელი
დღით უნდა იცხოვრო და ყველაფერი კარგად იქნება!
მიმის ოპტიმისტურ დარიგებას მისი თანამოსაუბრის
სიცილი მოჰყვა:
- ჰა! ჰა! ყველაფერი კარგად იქნება! ეს ის სიტყვებია,
რითაც ახლობლები ადვილად გიშორებენ თავიდან. მოვალეობა ხომ მოიხადეს, თბილი სიტყვებიც
არ დაიშურეს და მეტი რაღა გინდა? - ხმა ისევ დადუმდა.
მიმიც ხმას ვერ იღებდა, რაღაც ყელში ჰქონდა
ბურთივით გაჩხერილი, თითქოს უნდოდა ეყვირა, ეტირა ხმამაღლა.
იყო რაღაც სინანულის გრძნობა, რაღაცის დაკარგვისა
და თითქოს რაღაც გაურკვეველი ახლის შეცნობის.
მერე ისევ ხმამ დაარღვია დუმილი:
- მხოლოდ ზღაპრებში მთავრდება ყველაფერი კარგად! ჭირი იქა, ლხინი აქა და მერე აბა? რომელი ლხინი? ყოველთვის, რაღაცას, ვიღაც მაინც ეწირება.
ერთმა, რომ გაიმარჯვოს, მეორე უნდა დამარცხდეს!
- ეს თავისთავად მასეა, აბა ისე, როგორ გამოვლინდება
გამარჯვებული?
- რა ფასი აქვს მაშინ, მასეთ გამარჯვებას, თუ
სხვას დააზიანებ, გაწირავ და გაანადგურებ?
- არ გინდა, მომიყვე ვინ ხარ? - უცებ მიახალა მიმიმ.
- არ გინდა, მომიყვე ვინ ხარ? - უცებ მიახალა მიმიმ.
- რა? რა გინდა რომ გაიგო?
- მე მაინც არ ვიცი ვინ ხარ, აი შენ კი მიცნობ,
ამიტომ უფრო შეგიძლია მენდო და მომიყვე. მომიყევი ის რაც გაწუხებს.
- მერე შენ, რა?
- არაფერი, ისე უბრალოდ, ვიღაც უცხოსთვის მაინც
ხომ გამოვდგები მოსასმენად და გამიხარდება.
- ჰმ, ასეთი რა გაწყენინეს, რომ ჩემი მოსმენა, ასე გაგიხარებს გულს?
- ჰმ, ასეთი რა გაწყენინეს, რომ ჩემი მოსმენა, ასე გაგიხარებს გულს?
- რა ვიცი, ყველას თავის საქმე აქვს, თავის
ცხოვრება აქვს. ჩემი ადგილი კი, არსად მოიძებნა. ასე დათრგუნული, არასდროს ვყოფილვარ.
- ესე იგი, შენთვის ვერ მოიცალეს? ვერ გაერთე
ისე, როგორც საჭიროა, ყურადღების ცენტრიდან მოშორებით მოგისროლეს არა? ჰა ჰა! და ეს
არის, შენი დარდი? იმაზე თუ დაფიქრებულხარ, რომ ყველას მართლაც თავისი პირადი ცხოვრება
აქვს? ზოგს იქნებ დასვენება უნდა, ზოგიც მართლა დაკავებულია, მუშაობს და გასართობად
არ სცალია. შენ კი დროს ტარება გინდა და ამან დაგაღონა? გამრთობი ვერ ნახე?! - ხმა
მიყუჩდა.
მიმის საშინლად შერცხვა, უცნობი მართალი იყო. მხატვარს თავისი პირადი ცხოვრება ჰქონდა, თავად შეეჭრა და დაუმეგობრდა, თუ მეგობრად სთვლიდა, აბა მაშინ, რა ადარდებდა და აწუხებდა?
მიმის საშინლად შერცხვა, უცნობი მართალი იყო. მხატვარს თავისი პირადი ცხოვრება ჰქონდა, თავად შეეჭრა და დაუმეგობრდა, თუ მეგობრად სთვლიდა, აბა მაშინ, რა ადარდებდა და აწუხებდა?
ფიფო?
ფიფოს ისეთი რთული სამუშაო აქვს, ხშირად კაბინეტში ღამეებსაც კი ათევს, მიმი კი უსინდისოდ ბუზღუნებს და იბუტება.
ფიფოს ისეთი რთული სამუშაო აქვს, ხშირად კაბინეტში ღამეებსაც კი ათევს, მიმი კი უსინდისოდ ბუზღუნებს და იბუტება.
- აქ ხარ? – გამოეხმაურა ხმა კედლიდან. -
ჩაგაფიქრა არა, ჩემმა სიტყვებმა? ხომ ხედავ, არც იმდენად უმწეო ხარ!
მიმის სევდიანად გაეღიმა.
ხმამ კი განაგრძო:
- ჯერ უნდა შეეცადო, რომ მას გაუგო და შემდგომ
თავად იქნები გაგებული, ის აქეთ გაგიგებს და თანაც, ყველა შენი მცდელობის გარეშეც!
- წამით შეისვენა და მერე უფრო ნაღვლიანად დასძინა. - თუმცა დღეს, სულ სხვა დრო მოვიდა.
რამდენიც არ უნდა გაუგო, ყოველთვის ის არის გამარჯვებული, ვინც მეტს იმოქმედებს და ძალად
შეაჩრის თვალებში თავის ვითომდა „თანადგომას, ერთგულებას და სითბოს“! ამით ის, თავის
პირად ცხოვრებას იწყობს, განა შენი გულისთვის აკეთებს ამას! თან გიმტკიცებს, შენთვის
ვზრუნავდიო და შენც ბრიყვივით გჯერა! მოგვიანებით, ხვდები ამ ფარსს, მაგრამ მაინც ჩუმად ხარ
და ისევ გჯერა, უბრალოდ გინდა, რომ გჯეროდეს! სულელივით გინდა, რომ გჯეროდეს და მაშინ
უფრო მეტად ბრიყვზე ბრიყვი გამოდიხარ და შენც ნებდები, ვერაფერს აკეთებ. ფიქრობ, რომ
მერე, მერეო, მერე გამოვასწორებო და ასე თანდათან, ყველა გზა გეჭრება. მერე კი გვიანდება
და შენც გვიან ხვდები, რომ წლები გასულა და სრული იდიოტი ხარ!
უცნობი დადუმდა, მიმის დარიგებაში, ისევ თითქოს
საკუთარ დარდს აყოლებდა.
მიმი დარცხვენილი უსმენდა. ბოლოს ძლივს ამოიღო
ხმა:
- მართლაც, რა უსინდისო ვყოფილვარ, სულ ტყუილად
მომდის გული. ხალხს კი რამდენი დარდი აქვს, რამდენი რამის ატანა უწევს, მე კი სისულელეებზე
ვიშლი ნერვებს.
- აუტანლობის ატანაზე მძიმე, არაფერია! - ხმა საკმაოდ სევდიანი იყო.
- აუტანლობის ატანაზე მძიმე, არაფერია! - ხმა საკმაოდ სევდიანი იყო.
მიმის გული მოეწურა ვერაფერი უპასუხა.
ხმამ ცოტა ხნით ისევ იყუჩა, მერე კი ისევ გამოსძახა
მიმის:
- სახლშიც არავინ გყავს?
- კი! როგორ არა! დედა მყავს! საკმაოდ თბილი,
მოსიყვარულე და უზომოდ მზრუნველი.
- ჰოდა წადი და ჩაეხუტე დედას! რას დადიხარ აქ? რას ეძებ?! - ხმა საშინლად მკაცრი იყო.
- ჰოდა წადი და ჩაეხუტე დედას! რას დადიხარ აქ? რას ეძებ?! - ხმა საშინლად მკაცრი იყო.
მიმიმ ყურები ჩამოყარა.
თვალცრემლიანი კიბეს მდუმარედ ჩაუყვა.
თავისდა უნებურად, ტელეფონიდან ნომრის ბარათი
ამოაძრო და სადღაც, კიბის ნანგრევებში გადაუძახა.
ამ უცნობმაც კი გამოაპანღურა და მართალიც
იყო, რას დაეძებდა?
რა უნდოდა აქ?
LEX. 2016 წლის 11 ივლისი, ორშაბათი.

No comments:
Post a Comment