12.
ექიმის სიტყვებზე პატრონი შემობრუნდა და მკაცრი სახით გამოსცრა:
- საავადმყოფო ამოვა აქ!
ისეთი სასტიკი მზერა მიაპყრო ექიმს, მისი ხმაც იმდენად მტკიცედ ჟღერდა, რომ ექიმმა სიტყვა ვეღარ შეუბრუნა და შიშისგან გაილურსა.
პატრონი უმალ მთელ ქალაქს ამოიყვანდა სახლში, ვიდრე მისი სამფლობელოდან დაჭრილ კაცს გაიტანდნენ და ქვეყნის სალაპარაკო გახდებოდა, რომ ასეთი სახელოვანი კაცის მამულში საცოდავ დაჩაჩანაკებულ მებაღეს ძაღლივით გაუსწორდნენო.
თუმცა, დადას სახელოსნოში, რომ გადააწყდა, მაშინ არც იმდენად დაჩაჩანაკებული მოეჩვენა.
ვინ იყო ეს კაცი და რას მალავდა ასეთს? ასე რატომ ინიღბებოდა და უბადრუკი მოხუცის აჩრდილს ეფარებოდა?
ათასი ფიქრი აწუხებდა პატრონს, მაგრამ ახლა ფიქრის დრო არ იყო. ისე უნდა ემოქმედა, რომ მამულში და მამულს გარეთაც ნაკლებად სალაპარაკო გამხდარიყო.
მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე სანდოდ შერჩეული მსახური შემოკრიბა, სასტუმრო ოთახი მოამზადებინა, თან კატეგორიულად გააფრთხილა ყველას ენაზე კბილი უნდა დაეჭირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავიანთი სიცოცხლით აგებდნენ პასუხს. ერთგული მსახურები ყოველთვის გვერდში ედგნენ მკაცრ, მაგრამ კეთილ პატრონს, თავად კი ყველას მაინც ბოლომდე ვერ ენდობოდა.
ისეთი სასტიკი მზერა მიაპყრო ექიმს, მისი ხმაც იმდენად მტკიცედ ჟღერდა, რომ ექიმმა სიტყვა ვეღარ შეუბრუნა და შიშისგან გაილურსა.
პატრონი უმალ მთელ ქალაქს ამოიყვანდა სახლში, ვიდრე მისი სამფლობელოდან დაჭრილ კაცს გაიტანდნენ და ქვეყნის სალაპარაკო გახდებოდა, რომ ასეთი სახელოვანი კაცის მამულში საცოდავ დაჩაჩანაკებულ მებაღეს ძაღლივით გაუსწორდნენო.
თუმცა, დადას სახელოსნოში, რომ გადააწყდა, მაშინ არც იმდენად დაჩაჩანაკებული მოეჩვენა.
ვინ იყო ეს კაცი და რას მალავდა ასეთს? ასე რატომ ინიღბებოდა და უბადრუკი მოხუცის აჩრდილს ეფარებოდა?
ათასი ფიქრი აწუხებდა პატრონს, მაგრამ ახლა ფიქრის დრო არ იყო. ისე უნდა ემოქმედა, რომ მამულში და მამულს გარეთაც ნაკლებად სალაპარაკო გამხდარიყო.
მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე სანდოდ შერჩეული მსახური შემოკრიბა, სასტუმრო ოთახი მოამზადებინა, თან კატეგორიულად გააფრთხილა ყველას ენაზე კბილი უნდა დაეჭირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავიანთი სიცოცხლით აგებდნენ პასუხს. ერთგული მსახურები ყოველთვის გვერდში ედგნენ მკაცრ, მაგრამ კეთილ პატრონს, თავად კი ყველას მაინც ბოლომდე ვერ ენდობოდა.
დადას ისე ტკბილად ეძინა, რომ არაფერი გაუგია. თოვლის მოსვლამ ძლიერ გაახარა. ფანჯრიდან შემოცვენილი ფიფქების ფერებაში ლამის თითები ერთმანეთზე მიეყინა.
მსახურმა ქალმა გაყინულ ოთახში ძლივს დააკეტინა ფანჯარა, პირველი თოვლის მოსვლისგან აჟიტირებულ გოგოს.
დადა აღარ დაელოდა სუფრის გაწყობას და პირდაპირ მსახურთა სასადილოსკენ აიღო გეზი. მოგვიანებით კი მებაღის დახატვა ჰქონდა გეგმაში, თუნდაც იმიტომ რომ წუხანდელი ტყუილი სიმართლედ ექცია. ამის სურვილი ხომ ადრე ისედაც ჰქონდა, თანაც ჩუმ-ჩუმად თვალთვალსა და ხატვას კი რა ხანია მოეშვა.
მსახურები, როგორც ყოველთვის გულთბილად მიეგებნენ, დადას ბევრჯერ უსადილია მათთან ერთად, არასდროს არავის თაკილობდა, ყველასთან თანასწორად გრძნობდა თავს.
შესულიც არ იყო, რომ მზარეულის დამხმარე ქალის თავზე მებაღის ქოხში ნანახი თმის სამაგრი შენიშნა. ამ აღმოჩენით გახარებულმა, გულუბრყვილოდ გაიშვირა თითი. თითქოს უნდოდა ყველასთვის ემცნო, ვიცანი ვისიც ყოფილაო. მსახური ქალი უმალ მიუხვდა დადას რის თქმაც სურდა, შიშისაგან წამოჭარხლდა, თუმცა არავის შეუმჩნევია, რადგან ცეცხლთან ახლოს ტრიალებდა და სახეზე ისედაც ალმური ასდიოდა. საშინლად აღელდა, შეეცადა, რაც შეიძლება უფრო მეტად მიმალულიყო სამზარეულოს სიღრმეში. კიდევ კარგი მისი მეუღლეც იქვე არ იყო, თორემ ვინ იცის? რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ამბავს.
მსახურთა დიდმა ნაწილმა ჯერ არც კი იცოდა რა მოხდა წუხელ, თუმცა იმ თმისსამაგრიან მსახურ ქალს, რომ მებაღის ამბავი სცოდნოდა აუცილებლად საკუთარ ქმარს დააბრალებდა საყვარლის მკვლელობას.
სამზარეულოს სხვა სიღრმეში კი ამ დროს მსახურები ერთმანეთში აირივნენ, რაღაც შეშფოთებული გადი-გამოდიოდნენ. რამდენჯერმე ჩურჩულის ხმაც მოესმა, ერთმანეთს აჩუმებდნენ, თუმცა მხოლოდ დადა ამჩნევდა, მათ ასეთ უცნაურ ქცევას, სხვები კი ზედაც არ უყურებდნენ, ყველა თავის საქმეში იყო ჩაფლული.
თავდაპირველად დადას ეგონა, რომ მოეჩვენა, იქნებ სულაც არ ჩურჩულებდნენ, მაგრამ მერე რამდენჯერმე ჩუმად მასაც, რომ გადმოხედეს უკვე ჩაფიქრდა. რაიმეს ხომ არ უწყობენ პატრონსო, რადგან დადამ კარგად იცოდა ესენი, მსახურთა შორის, ყველაზე ერთგულნი, ერთგულთა შორის იყვნენ და მათი ასეთი ჩურჩული და წრიალი რაღაცას მოასწავებდა.
დადამ ჯერ ზურგი შეაქცია და ისე თანდათან მათკენ იწევდა. მზარეულ ქალს დახმარებაც შესთავაზა და სწორედ მათ ახლოს მოუწია ჩამოჯდომა. თავი ისე დაიჭირა, ვითომ არც არაფერი ესმოდა და მაინც მოახერხა მათი საუბრისთვის ყურის დაგდება.
საოცარი იყო. რატომღაც მებაღეს ახსენებდნენ.
თუ მოესმა?
იქნებ შეცდა და პატრონს კი არა და მებაღეს ერჩოდნენ?
ხოლო როცა უფრო გარკვევით მოჰკრა ყური, რომ თვითონ პატრონი იძიებდა მებაღეზე წუხანდელი თავდასხმის ამბავს, თავზარდაცემული წამოხტა და პირდაპირ მებაღის ქოხისკენ გასწია სირბილით.
პატრონის სახლის ერთ-ერთ სასტუმრო ოთახში, რომელიც ყველაზე მოშორებით გრძელი დერეფნის ბოლოში მდებარეობდა, საავადმყოფოს პალატა მოაწყვეს, მებაღე დიდი სიფრთხილით გადაიყვანეს. პატრონმა ჯერ წვერში, შემდეგ კი სუფთად პირგაპარსულზე ბრძანა მისთვის სურათის გადაღება. ყველგან სანდო ხალხი დაგზავნა, მებაღის წარსული ცხოვრების გასაგებად.
საკუთარ თავს ვერ პატიობდა, რატომ ადრევე არ გამოარკვია, ვინ შემოუშვა მის ოჯახში. გული ბრაზით ევსებოდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, თუნდაც მისი დაუძინებელი მტრისგან მოგზავნილი, მაინც არ უნდოდა მის მამულში ასე მუხანათური მკვლელობის მსხვერპლი გამხდარიყო ეს ახალგაზრდა კაცი.
,,ჰმ... ახალგაზრდა თუ ბებრად შემოსილი მებაღე?!’’
ბრაზი მოსდიოდა პატრონს.
,,ოღონდ დადას არაფერი დაუშავდეს. ჩემს თავს აღარც დავეძებ! ვინ არიან? ვინ შემომესია?!’’
ათასმა არეულმა ფიქრებმა პატრონი კი არ დააბნია, პირიქით უფრო გონზე მოიყვანა.
მებაღეს სახლში ყველა პირობა მოუწყო, რომ როგორმე ჯერ გადაერჩინა და თანაც ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა თავისიანებთან, იმათგან ვისგანაც მოვლენილი იყო. ბოლომდე კარგად უნდა გამოეჭირა და გამოეძიებინა, ვინ უთხრიდა ძირს.
დადა იმ დროს შევარდა სასტუმრო ოთახში, როდესაც დაჭრილ მებაღეს სისხლიან სახვევს უცვლიდნენ. ასეთი სცენის დანახვაზე იგივე რეაქცია ჰქონდა, როგორც ადრე გასისხლიანებული მებაღის სახე რომ დაინახა.
გოგონა ძლივს დააკავეს და საკმაო ხანი დასჭირდა მის დამშვიდებას, ისიც ცალკე მისახედი გახდა. ექიმს მისთვისაც მოუწია წვეთოვნის დადგმა და ახლა პალატაში უკვე ორი პაციენტი ჰყავდათ.
გადაღლილი და ღონეგამოცლილი ექიმი ხან ერთს უვლიდა და ხან მეორეს. სპეციალურად დაქირავებული მომვლელებიც კი გადაიქანცნენ, პატრონი ყველას თავზე ადგა. მოსვენების საშუალებას არ აძლევდა, თან ყურები სულ დაცქვეტილი ჰქონდა, ასეთ მდგომარეობაში მყოფ მებაღეს იქნებ რაიმე წამოსცდენოდა, იქნებ ვინმეს სახელი მაინც ეხსენებინა.
მძიმედ დაჭრილი მებაღე ჯერ კიდევ სიკვდილს ებრძოდა. დადა ნელ-ნელა გამოერკვა თავისი იდუმალი მდგომარეობიდან და აქტიურად ჩაება საქმეში. მომვლელებს წესიერად არც კი აცლიდა მუშაობას, ცდილობდა, რომ სულ თვითონ გაეკეთებინა ყველაფერი.
პატრონი საშინლად ღელავდა, როგორმე დადა უნდა ჩამოეშორებინა მებაღეს, მაგრამ როგორ? გოგონა გვერდიდან არ შორდებოდა, ნემსის გაკეთებაც კი ისწავლა, უკვე სახვევის გამოცვლაც თავისუფლად შეეძლო და მკაცრად ადევნებდა თვალს მომსახურე პერსონალს.
სამ კვირაზე მეტი გავიდა. მებაღე თანდათან გონს მოვიდა. დამძიმებული ქუთუთოები ძლივს ასწია და პირველი ვისაც თვალი შეავლო იქვე, მის გვერდით სავარძელში მოკალათებული, მძინარე დადა დაინახა.
ახლა უფრო მეტად ლამაზი და მომხიბვლელი ეჩვენა. მებაღეს ოდნავ გაეღიმა, ისე იყო დასუსტებული თავის აწევაც ვერ შესძლო, ხოლო როგორც კი გაინძრა მარცხენა მხარეს საშინელი ტკივილი იგრძო, მძიმედ ამოიკვნესა. კვნესის ხმაზე დადამ თვალები დაჭყიტა. გამოფხიზლებული მებაღე, რომ დაინახა სიხარულისგან ისე ძლიერად ჩაეხუტა, რომ უნებურად ჭრილობას დააწვა, მებაღემ ტკივილისგან კიდევ ერთხელ ამოიკვნესა. დადა მიხვდა თავის შეცდომას და წყლიანი თვალები მებაღეს შეანათა.
უგოს გაეღიმა:
- არაუშავს, გამივლის... მალე... სულ მალე... ერთად ვირბენთ... აი, ნახავ... - ყრუ ხმით უთხრა შეშფოთებულ გოგოს.
პატრონი თავის კაბინეტში იყო, საშინელი გაგულისებული ცოფებს ჰყრიდა. ვერაფერი შეიტყო მებაღის წარსულის შესახებ, არც ქალაქში და არც მის შემოგარენში მსგავს არც მათხოვარს იცნობდნენ და არც ვინმე ახალგაზრდა კაც - უგოს.
თითქოს და მართლაც მიწიდან ამოძვრაო და როცა მოახსენეს დაჭრილი გონს მოვიდაო, ლამის სირბილით აირბინა კიბე.
,,სანამ ბოლომდე მოეგება გონს, უნდა დავასწრო! სანამ გაათვითცნობიერებს სად იმყოფება, მანამ უკვე უნდა ვიცოდე ვინ არის და რა ხიფათს მიმზადებს!’’
სწრაფი ნაბიჯით გაიარა დერეფანი, აქოშინებული მიადგა კარს და შედგა. არ უნდოდა უცებ შევარდნილიყო. არ უნდოდა მებაღეს ასეთი აღელვებული ენახა.
შეიცადა. სანამ არ დაშოშმინდა, მანამდე არ შეაღო კარი, მერე მთელი ძალისხმევით მხიარული, მშვიდი სახე მოირგო და ოთახშიც ბედნიერი ღიმილით შეაბიჯა.
დადა სიხარულით შეეგება. ისე დაფუსფუსებდა და თავს დასტრიალებდა დაჭრილ მეგობარს, რომ პატრონს გული შეეკუმშა, აბა როგორ უნდა წაერთმია ამ გოგონასთვის ,,ბედნიერება?“
დადას ღიმილით მოეფერა და თან შეაქო:
- აი ასე კარგად, რომ უვლი, მაგიტომაც უკეთ გახდა, შენი დამსახურებაა!
გოგონა სიხარულისგან ბრწყინავდა. პატრონმა მებაღე ღიმილით მოიკითხა, თუმცა მებაღემ მის თვალებში სულ სხვა რამ შენიშნა და არც კი შემკრთალა, მანაც ასევე გაუღიმა, რასაც გამოცდილი პატრონი უმალ მიუხვდა.
,,ჰმ!.. უტიფარი!’’
გაივლო გულში, მერე თბილი მზერით და რბილი ხმით დადას სთხოვა დაგვტოვეო. დადა უარზე დადგა არ უნდოდა ოთახიდან გასვლა, მაგრამ პატრონმა უმალ საქმე გამოუძებნა:
- სამზარეულოში ჩადი და შენი ხელითვე მოუმზადე გახეხილი ხილის სალათი, იცოდე სათითაოდ აარჩიე, ჭიანი არ შეგეპაროს! ხომ იცი ახლა ამას ბევრი და კარგად შერჩეული ვიტამინები სჭირდება!
დადამ ჯერ მებაღეს გახედა, არ ეთმობოდა მისი დატოვება, მებაღემაც პასუხად გაუღიმა და გოგონაც სიხარულით დათანხმდა, ხელით ანიშნა ხუთ წუთში აქ გავჩნდებიო და ოთახიდან გავარდა.
პატრონი ახლა მომვლელებს მიუბრუნდა და შესვენება გამოუცხადა, მანამ სანამ თავად არ იხმობდა.
მებაღე უხმოდ ადევნებდა თვალს.
პატრონმა სკამს ხელი წამოავლო საწოლთან ახლოს მიუდგა და როგორც ცხენს ისე შემოაჯდა, ხელები სკამის ზურგზე შემოაწყო, მის ხელში კი, ლულის წვერით მებაღისკენ მიშვერილმა, მოოქროვილმა პარაბელუმმა იელვა,
მებაღე გაფითრებული შეჰყურებდა, თუმცა პატრონმა მის თვალებში შიშის მაგივრად სიმტკიცე უფრო ამოიკითხა. რამდენიმე წამს ხმის ამოუღებლად შეჰყურებდა,
შემდეგ კი რაც შეიძლება მკაცრი ტონით ჰკითხა:
- ვინ ხარ?!
LEX. 2016 წლის 11 თებერვალი, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment